13 ოქტომბერი, კვირა, 2024

შუშანიკის წამება: კითხვები და პასუხები ტექსტთან დაკავშირებით

spot_img

„შუშანიკის წამება“, როგორც დოკუმენტურად დადასტურებული პირველი ქართული ნაწარმოები, მრავალმხრივ საინტერესოა. ჩვენი ინტერესის სფეროში ტექსტის მრავალი სეგმენტი მოექცა. მოვამზადეთ შეკითხვები, რომლებითაც შეგეძლოთ თვითშეფასება აღნიშნული ნაწარმოების ცოდნასთან დაკავშირებით. ამჯერად გთავაზობთ ამავე კითხვებს პასუხებით.

თავი I

შეკითხვა პასუხი
1. რომელი სიტყვა მიგვანიშნებს ნაწარმოებში აღწერილი ამბის სინამდვილეზე? 1. დამტკიცებულად.
2. რას ნიშნავს სიტყვა პიტიახში? 2. ერისმთავარი,ქვეყნის გარკვეული ნაწილის მმართველი.
3. რატომ უსვამს ხაზს ნაწარმოებში ავტორი ვარსქენის მშობლების აღმსარებლობას? 3. იმ მიზნით, რომ უკეთ წარმოაჩინოს პიტიახშის გუნება და დანაშაულის სიმძიმე.
4. ავტორის აზრით, რატომ მივიდა ვარქენ პიტიახში პეროზის კარზე? 4. დასამონებლად.
5. რა რეაქცია მოჰყვებოდა შუშანიკის მხრიდან ვარსქენის დაპირებას პეროზისადმი? 5. შუშანიკი ამ ყველაფრის სასტიკი წინააღმდეგი იქნება და ეს ყველაფერი დიდ არეულობას გამოიწვევს.
6. ვისი ასული იყო შუშანიკი? 6. სომხეთის ერისმთავრის ვარდან მამიკონიანის ასული.
7. რა იყო შუშანიკის ნამდვილი სახელი? 7. ვარდანი.
8. რა ერქვა ვარსქენ პიტიახშის მამას? 8. არშუშა.

 

თავი II

შეკითხვა პასუხი
  1. რატომ განიზრახა ვარსქენ პიტიახშმა, თავის შვილებთან და აზნაურებთან ერთად, შემოსულიყო ქართლში?

 

1. ვარსქენმა, შვილებთან და აზნაურებთან ერთად, განიზრახა ქართლში შესვლა, რათა მათი მეშვეობით, როგორც ქვეყნის ერთგული, ისე შესულიყო საკუთარ სამფლობელოში.
2. ვინ შეატყობინა შუშანიკს, რომ ვარსქენმა უარყო ქრისტიანობა?

 

2. შუშანიკს ვარსქენის გამაზდეიანობა შეატყობინა მისმა გამოგზავნილმა კაცმა.
3. თავდაპირველად, რატომ უჭირდა ვარსქენის მიერ გამოგზავნილ კაცს შუშანიკისთვის სიმართლის თქმა?

 

3. მას უჭირდა შუშანიკისთვის იმის თქმა, რომ ვარსქენმა მართლაც  უარყო ქრისტიანობა და მიიღო მაზდეიანობა, რადგან იცოდა, რომ შუშანიკი გაგიჟდებოდა ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ.
4. „ვითარცა ესმა ნეტარსა შუშანიკს, დავარდა იგი ქუეყანასა ზედა…“

ამ წინადადებაში რას ნიშნავს „ქუეყანა“?

 

4. „ქუეყანა“- აქ:მიწა.

 

5.  „და აღდგა და დაუტევა ტაძარი თჳსი…“.

ზემოთ ხსენებულ წინადადებაში რას ნიშნავს სიტყვა „ტაძარი“ ?

 

5. „ტაძარი“- აქ:სასახლე.
6. რამდენი შვილი ჰყავდა შუშანიკს?

 

6. შუშანიკს ჰყავდა 4 შვილი, სამი ვაჟი და ერთი ასული.

 

7. რას ევედრებოდა ეკლესიაში მისული შუშანიკი ღმერთს?

 

7. შუშანიკმა ღმერთს თავისი შვილები შეავედრა, რათა დაეცვა ისინი და ქრისტეს მტკიცე მორწმუნეები ყოფილიყვნენ.

 

8. რა არის  ემბაზი?

 

8. ემბაზი – ჭურჭელი, რაშიც ადამიანს ნათლავენ.

 

თავი III

შეკითხვა პასუხი
1. რისთვის წასულიყო აფოც ეპისკოპოსი სასახლიდან და ვინ ახლდა თან? 1. აფოც ეპისკოპოსი  წმინდა სამყოფელში რაღაცის გასაგებად წასულიყოდა თან იაკობ ხუცესი – შუშანიკის მღვდელი ახლდა.
2. რა მოიმოქმედა იაკობ ხუცესმა, როდესაც პიტიახშის ამბავი გაიგო?

 

2. იაკობ ხუცესი წმინდა ადგილიდან, სხვებთან შედარებით, ადრე წამოვიდა, რათა შუშანიკს გვერდში დადგომოდა.
3. რას გულისხმობს იაკობი, როდესაც ამბობს: „ნუუკუე მტერმან, ვითარცა სრსვლმან, საძოვარი პოოს შენ თანა”.

 

3. იაკობ ხუცესი შუშანიკს განსაცდელის მოახლოებას აუწყებს:  გაუფრთხილდი სარწმუნოებას, ვაითუ ეშმაკმა საზრდო ნახოს შენში.
4. შუშანიკს ხუცესი მოსალოდნელი განსაცდელის შესახებ აფრთხილებს, რომელ სამ თვისებაზე ამახვილებინებს ყურადღებას?

 

4. იაკობ ხუცესი შუშანიკს შემდეგ სამ თვისებაზე ამახვილებინებს ყურადღებას: იყავი მხნე, მომთმენი და სულგრძელი.
5. რას ნიშნავს სიტყვა „ხუაშიადად-რე”?

 

6. შუშანიკ დედოფალი სულს არ წარიწყმენდს, რას ამბობს იგი ვარსქენ პიტიახშთან თანაცხოვრებასთან დაკავშირებით?

5. საიდუმლოს, დაფარულს.

 

6. შუშანიკი თამამად ამბობს, რომ უმჯობესია მოკვდეს, ვიდრე ვარსქენს შეურიგდეს და სული წარიწყმინდოს.

7. ვისი სიტყვებია: „არა დამონებულ არს ძმაი, განა დაი, არამედ განეყენენ”? 7. „არა დამონებულ არს ძმაი, განა დაი, არამედ განეყენენ” – ეს სიტყვები პავლე მოციქულს ეკუთვნის.
8. ეთანხმება თუ არა შუშანიკს იაკობ ხუცესი, როცა დედოფალი ამბობს, რომ განსაცდელთან მარტო რჩება? 8. იაკობ ხუცესი, მთელი ამ დროის განმავლობაში, დედოფალ  შუშანიკს მხარს უჭერს.

 

თავი IV

შეკითხვა პასუხი
1.რის შესახებ აფრთხილებს ვარსქენ პიტიახშს „კაცი ერთი სპარსი“ და რატომ? 1. „კაცი ერთი სპარსი“ ვარსქენ პიტიახშს აფრთხილებს, არ მოექცეს შუშანიკს მკაცრად („ნუ რას ფიცხელსა სიტყუასა ეტყვი მას“), რადგან ქალის ხასიათი არის წუხილის განმცდელი („რამეთუ დედათა ბუნებაი იწრო არს“).
2. რას ნიშნავს „იწრო“? 2. „იწრო“ ნიშნავს – ნაზს, სათუთს, ლმობიერს.
3. სასულიერო პირების, ხუცესებისა და ეპისკოპოსების თანდასწრებით, რა საყვედურებს გამოთქვამს ვარსქენი შუშანიკის მიმართ? 3. სასულიერო პირების თანდასწრებით, ვარსქენი შუშანიკზე ძალიან ბრაზდება და ამბობს, რომ შუშანიკს, მის ცოლს არ უნდა მიეტოვებინა, ზურგი არ შეექცია, ოჯახი არ დაენგრია და სხვაგან არ წასულიყო.
4. რის შეფარვას ცდილობს ვარსქენი? 4. ვარსქენი ცდილობს, რომ თავისივე საქციელი, ცეცხლთაყვანისმცემლობის მიღება არასაყურადღებო გახადოს და მხოლოდ შუშანიკი სცნოს დამნაშავედ.
5. ენდობა თუ არა ვარსქენი „ერთ სპარსს“. სად ჩანს ეს დამოკიდებულება? 5. ვარსქენი „კაცს ერთს სპარსს“ არ ენდობა. ეს დამოკიდებულება ჩანს მაშინ, როდესაც ეპისკოპოსები გააგზავნა შუშანიკთან და არა იგი. ვარსქენი მიხვდა, რომ სპარსი კაცი შუშანიკს იცავს და ეცოდება.
6. რა დამოკიდებულება აქვს შუშანიკს ვარსქენის საქციელზე? 6. შუშანიკი ვარსქენის სიტყვებს პასუხობს და ამბობს: მე შევქმენი ოჯახი და მევე დავანგრევ. შენმა მამამ სამლოცველოები აღმართა და ეკლესიები ააშენა, შენ კი  მისი კეთილი საქმეები გააფუჭე. შენმა მამამ სახლში წმინდანები შემოიყვანა, ხოლო შენ უწმინდურები. მან ღმერთი აღიარა, შენ კი, ცეცხლს ეცი თაყვანი. როგორც შენ უარყავი ღმერთი, ასევე მე შეურაცხგყავ, რამდენი ტანჯვაც არ უნდა მომაყენო, მე არ ვეზიარები შენს საქმეებს.
7. რას ნიშნავს „ხატი“? 7. „ხატი“ ნიშნავს – ოჯახს

 

თავი V

შეკითხვა პასუხი
1. ვინ და რა მიზნით მიავლინა ვარსქენმა დედოფალთან? 1. ვარსქენმა შუშანიკთან გააგზავნა თავისი ძმა – ჯოჯიკი, მისი ცოლი და სასახლის ეპისკოპოსი, რათა დედოფალი დაერწმუნებინათ სასახლეში დაბრუნებაზე.
2. „შენ, ჯოჯიკ, არღარა ჩემი მაზლი ხარ. არცა ცოლი შენი დაი ჩემი არს…“ – რატომ უარყოფს შუშანიკი ჯოჯიკს და მის ცოლს? 2. იგი ორივეს ვარსქენის თანამზრახველებად, მისი პოლიტიკური კურსის გამტარებლებად  თვლიდა.
3. ვარსქენის მუქარაზე (არდაბრუნების შემთხვევაში, თრევით წაგიყვანო) რა რეაქცია ჰქონდა შუშანიკს და რა იყო ამ რეაქციის მოტივი? 3. ვარსქენის მუქარის შუშანიკს არ შეშინებია. პირიქით, გაუხარდა, რადგან თვლიდა, ეს იქნებოდა მოტივი მათი საბოლოოდ დაშორებისა, განცალკევებისა.
4. ჯოჯიკთან და მის ცოლთან ერთად, ვარსქენმა ეპისკოპოსიც გააგზავნა. რატომ უკვირს შუშანიკს ეპისკოპოსის შუამავლობა? 4. შუშანიკს უკვირს ეპისკოპოსის შუამავლობა, რადგან  იგი, როგორც ღვთისმსახური, როგორ შუამავლობდა ღვთის უარმყოფელ ვარსქენს.
5. რა მიზანი ამოძრავებს ჯოჯიკს? 5. ჯოჯიკი ცდილობს დაიცვას, მისი აზრით, მთავარი ღირებულება, რასაც ოჯახის მთლიანობა ჰქვია: „ნუ წარსწყმედ  სახლსა ამა სადედოფლოსა.“
6. სასახლეში შუშანიკმა „თანაწარიტანა ევანგელე თვისი და წმინდაი იგი წიგნნი მოწამეთანი“. ქართული საზოგადოების კულტურის შესახებ რა ინფორმაციას გვაწვდის ეს კონკრეტული ფაქტი? 6. ნაწარმოებიდან ვიგებთ, რომ ქართულად უკვე არსებობდა „ევანგელე“, ანუ სახარება და მოწამეთა ღვაწლის ამსახველი წიგნები.

 

თავი VI

შეკითხვა პასუხი
1. შუშანიკის პირველი ცემის აღწერის დროს რასთანაა შედარებული ვარსქენი? 1. ვარსქენი შედარებულია მგელთან, რადგან მისი ბუნება ჰგავს მტაცებელი ცხოველისას.
2. რატომ მიართვა ჯოჯიკის ცოლმა შუშანიკს ღვინო? 2. დღევანდელობისგან განსხვავებით, ღვინო ენერგეტიკულ სასმელს, მადის გამხსნელს წარმოადგენა, სწორედ ამიტომ მიართვა ჯოჯიკის ცოლმა შუშანიკს ღვინო, რათა მადა გახსნოდა და ჭამა დაეწყო.
3. გამოართვა თუ არა შუშანიკმა ჯოჯიკის ცოლს ღვინო? 3. შუშანიკმა ხელი აუქნია და ღვინით სავსე ჭიქა სახეში შეალეწა ჯოჯიკის ცოლს.
4. ვარსქენის რა რეაქცია მოჰყვა შუშანიკის საქციელს? 4. შუშანიკის ამ საქციელმა მდგომარეობიდან  გამოიყვანა ვარსქენი, დაიწყო უხამსი გინება, აიღო ასტამი და თავში ჩაარტყა შუშანიკს. უმოწყალოდ სცემა და თმით ითრია.
5. რას ნიშნავს სიტყვა „ასტამი“? 5. „ასტამი“ – ნაკვერჩხლის და ნაცრის საჩხრეკი.
6. რას ნიშნავდა მე-5 საუკუნის პერიოდში სიტყვა „უფალი“? 6. „უფალი“, იმ დროისთვის, ნიშნავდა ბატონს, ხოლო დღეს სიტყვა „უფალი“ მხოლოდ ღმერთთან მიმართებაში იხმარება.
7. ვინ შესთხოვდა ვარსქენს, შუშანიკის ბორკილებისგან გათავისუფლებას? 7. ვარსქენს შუშანიკის გათავისუფლება სთხოვა სპარსმა მსახურმა, რომელიც სპარსეთის მეფემ გამოაყოლა.
8. საბოლოოდ, რა ბრძანა ვარსქენმა? 8. საბოლოოდ გაათავისუფლა ბორკილებისგან ვარსქენმა შუშანიკი და მისი ერთ ოთახში ჩაკეტვა ბრძანა, რათა არავის ენახა დედოფალი.

 

თავი VII

1. რატომ არ უშვებდა მცველი იაკობ ხუცეს შუშანიკთან?
  1. რადგან, მცველს ეშინოდა, რომ პიტიახშს არ გაეგო და არ მოეკლა.

 

2. „ვიხილე ხატი მისი დაბძარული და განსივებული“ – რას ნიშნავს წინადადებაში სიტყვა „ხატი“? 2. სიტყვა ხატი ნიშნავს სახეს.
3. რას ნიშნავს სიტყვა „სალბუნი“? 3. სალბუნი ნიშნავს მალამოს.

 

4. ვინ გამოუგზავნა საჭმელი შუშანიკს? 4. სამოელ და იოანე ეპისკოპოსებმა.

 

5. რატომ არ შეეძლო შუშანიკს საჭმლის გასინჯვა? 5. რასგან, ყბა და ზოგი კბილი ჩამტვრეული ჰქონდა.
6. რა სთხოვა შუშანიკმა ხუცესს? 6. რომ ვარქსენისთვის სამკაულები მიეტანა.
7. რას ნიშნავს „რაისა-მე მიწესს ამას ჟამსა“? 7. რისთვისაც მიბარებს ამ დროს.
8. როდესაც ვარსქენს მიუტანეს სამკაულები, რა თქვა მან? 8. ვაქსენმა თქვა რომ „მოიძებნებოდა ვინმე,რომელიც მოიხდენს ამას“.

 

თავი VIII

შეკითხვა პასუხი
1. დიდმარხვის დღეებში რა უთხრა ახლობელმა ვარსქენს?
  1. ახლობელმა ვარსქენს უთხრა, რომ ამ წმინდა მარხვისას ნურაფერს ეტყოდა შუშანიკს.

 

2. რას ნიშნავს „ეშმაკი თხრიდა გულსა მისსა“? 2. ეშმაკი არ ასვენებდა მას.
3. რატომ აგინებდა ეპისკოპოს აფოცს ვარქსენი? 3. რადგან ცოლს არ უბრუნებდა პიტიახშს.
4. როგორ მდგომარეობაში მიიყვანეს შუშანიკი სასახლეში? 4. სამოსელი ჰქონდა დაფლეთილი და ხორცი წვრილად დაკაწროდა.
5. რამდენჯერ დაარტყეს ჯოხი შუშანიკს (მეორე ცემის დროს)? 5. შუშანიკს ჯოხი სამჯერ დაარტყეს.

 

6. რას ნიშნავს „კუერთხი“? 6. „კუერთხი“ ნიშნავს არგანს, ჯოხს.
7. რას ნიშნავს „სენაკაპანი“? 7. აქ – ციხის მცველს.

 

თავი IX

შეკითხვა პასუხი
1. რატომ ვერ გაბედა დიაკვანმა შუშანიკის გამხნევება? 1. რადგან ვარქსენის შეეშინდა.
2. როგორ მდგომარეობაში მიჰყავდათ შუშანიკი ციხისაკენ? 2. ფეხშიშველი და თავდაუბურავი.
3. რას ნიშნავს „ამბოხი“? 3. „ამბოხი“ ნიშნავს დიდძალ ხალხს.
4. როგორ მდგომარეობაში იმყოფებოდა ხალხი, როცა შუშანიკი მიჰყავდათ ციხეში? 4. ტიროდნენ და სახეს იხოკავდნენ.

 

5. რა უთხრა პიტიახშმა შუშანიკს, როდესაც ციხეს მიუახლოვდნენ? 5. რომ შენ ეგღა დაგრჩა ფეხით სავალიო.
6. რას ნიშნავს მეოტ-ჰყოფნ? 6. ნიშნავს დევნიდა, არბევდა.

 

თავი X

შეკითხვა პასუხი
1. როდესაც შუშანიკი ციხეში შეიყვანეს, რა თქვა მან? 1. ეს მახარებს მე, რადგან აქვე დავიტანჯები და აქვე განვისვენებ.
2. რას ნიშნავს „ქედი“? 2. ნიშნავს კისერს.
3. რა ჰკითხა ვარსქენმა მცველს? 3. ის საცოდავი აქამდე კიდევ ცოცხალიაო?
4. როგორ მოახერხა იაკობ ხუცესმა ციხეში შესვლა? 4. მცველს საჩუქარს დაჰპირდა.

 

5. რას ნიშნავს „საკრველი“? 5. ნიშნავს ბორკილს.
6. რა უთხრა მცველმა იაკობ ხუცეს? 6. ასე რომ მცოდნოდა, არ შემოგიშვებდიო.

 

თავი XI

შეკითხვა პასუხი
1. შუშანიკის ციხეში განწესების შემდეგ სად წავიდა პიტიახში?
  1. პიტიახში ჩორდში წავიდა.

 

2. რას ევედრებოდა ჯოჯიკი ვარსქენს? 2. რომ  შუშანიკისთვის ბორკილები აეხსნა.
3. რამდენი წელი გაატარა შუშანიკმა ციხეში? 3. ექვსი წელი.
4. რით გაანათა და გაამშვენიერა შუშანიკმა ციხე? 4. ლოცვით გაანათა მთელი ციხე.
5. რატომ მოდიოდა მთელი ქართლი წმინდა შუშანიკთან? 5. რადგან შუშანიკის ლოცვით ყველაფერი ეძლეოდათ, რაც სურდათ.
6. რატომ გააგზავნა შუშანიკმა ავადმყოფი ქალი იერუსალიმში? 6. იმიტომ, რომ იერუსალიმი წმინდა ქალაქია.

 

თავი XII

1. რას ნიშნავს „ჭიჭნაუხტი“?
  1. ნიშნავს აბრეშუმს.

 

2. რამდენი ფსალმუნი დაისწავლა წმინდა შუშანიკმა? 2. ას ორმოცდაათი ფსალმუნი.

 

3. რა აცნობეს ნეტარ შუშანიკს? 3. რომ შვილებმა ცეცხლთაყვანისმცემლობა მიიღეს.
4. რას ნიშნავს „დაბუშებული“? 4. ნიშნავს დაოსებულს.
5. რატომ ვერ გაბედეს შვილებმა შუშანიკის მონახულება? 5. რადგან ქრიტიანობა უარყვეს და მაზდეანობა მიიღეს.
6. რას ნიშნავს „მოგვი“? 6. ზოროასტრული კულტის მსახური.

 

თავი XIII

შეკითხვა პასუხი
1. სად გაგზავნით დაემუქრა შუშანიკს ვარსქენი?
  1. რომ სპარსეთის მეფის კარზე გაგზავნიდა.

 

2. რატომ გადაიფიქრა ვარსქენმა შუშანიკის ჩორში გაშვება? 2. რადგან იფიქრა, ვაითუ ვინმე მთავარს მისთხოვდესო.
3. რას ნიშნავს „ზრახვაი სიბოროტისაი“? 3. ბოროტი განზრახვა.
4. ვინ გააგზავნა ვარსქენმა ციხეში პატიმრობაში მყოფ შუშანიკთან? 4. საკუთარი ძიძიშვილი.

 

თავი XIV

შეკითხვა პასუხი
1.რას ნიშნავს „ჯეკმა“? 1. ნიშნავს დიდს, ძლიერს.
2. როგორ აფრთხილებდა ხუცესი შუშანიკს? 2. რომ ზედმეტად არ დაეტანჯა თავი.
3. მარხვის დღეებში რას მიირთმევდა შუშანიკი? 3. მხოლოდ მხლის შემზადებულ წვენს.
4. რას ნიშნავს „სასთაული“? 4. ნიშნავს ბალიშს.
5. რას იდებდა სასთუმლად შუშანიკი? 5. გამოუწვავ  აგურს.
6. რას ნიშნავს „პირმსივანი“? 6. ნიშნავს სახედასიებულს.

 

თავი XV

შეკითხვა პასუხი
1. როგორ არის მოხსენებული წმინდა შუშანიკი ნაწარმოებში? 1. როგორც სამგზის სანატრელი.
2. როგორ მდგომარეობაში იყო წმინდა შუშანიკი მეშვიდე წელს? 2. დაწყლულებული და ფეხებდასიებული.
3. რატომ დასნეულდა წმინდა შუშანიკი ასე მალე? 3. შეუსვენებელი შრომის გამო.
4. რას ნიშნავს „ძაძა“? 4. უხეშ ქსოვილს, სამგლოვიარო ტანსაცმელს.
5. რა ეცვა წმინდა შუშანიკს ხალხის დასანახად? 5. ანტიოქსური უსახელო წამოსასხამი.

 

თავი XVI

შეკითხვა პასუხი
1. რატომ მივიდა ჯოჯიკი შუშანიკთან? 1. იმიტომ, რომ ცოდვები მოენანიებინა.
2. რა შემთხვევაში მიუტევებდა ცოდვებს ჯოჯიკს ღმერთი? 2. თუ ბავშვივით არაფერი ექნებოდა ჩადენილი.
3. რა სთხოვა წმინდა შუშანიკს ჯოჯიკმა? 3. რომ ის და მისი ცოლ-შვილი ეკურთხებინა.
4. რას ნიშნავს „დაშრიტა“? 4. ნიშნავს ჩააქრო.
5. რას საყვედურობს წმინდა შუშანიკი ჯოჯიკს და მის ცოლს? 5. რომ უგულოდ მოექცნენ და მისი ტკივილი არ გაიზიარეს.
6. როგორია, წმინდა შუშანიკის აზრით, წუთისოფელი? 6. მინდვრის ყვავილივით წარმავალი და ცვალებადი.

 

თავი XVII

შეკითხვა პასუხი
1. ვინ ისტუმრებდა წმინდა შუშანიკს მადლობით ზეციურ საუფლოში? 1.სამოელ და იოანე ეპისკოპოსებმა, ქართლის დიდებულმა აზნაურებმა, წარჩინებულმა ქალბატონებმა, აზნაურებმა და უზნოებმა.
2. რას სთხოვდნენ წმინდა შუშანიკს? 2. რომ მისივე ბრძანებით ბორკილები აეხსნათ.
3. რას ნიშნავს „მოყუასი“? 3. ნიშნავს მეგობარს.
4. რას სთხოვს წმინდა შუშანიკი ღმერთს, ამ ჭირის სანაცვლოდ? 4. რომ მომადლოს სიხარული.

 

თავი XVIII

ეკითხვა პასუხი
1. რას ნიშნავს „მამძუძე“? 1. ნიშნავს აღმზრდელს.
2. ვის უხმო წმინდა შუშანიკმა გარდაცვალების დღეს? 2. კარის ეპისკოპოს აფოცს.

 

3. სად ითხოვა წმინდა შუშანიკმა დასაფლავება? 3. იქ, საიდანაც პირველად გამოათრიეს.
4. რას ნიშნავს „უკუნისამდე ჟამთა“? 4. ნიშნავს საუკუნოდ.

 

თავი XIX

შეკითხვა პასუხი
1. რა მოიტანა იოანე ეპისკოპოსმა წმინდანის ცხედრის შესახვევად?
  1. იოანე ეპისკოპოსმა სუდარა მოიტანა.

 

2. როგორ არიან მოხსენიებული იოანე და აფოც ეპისკოპოსები? 2. დაუღალავ ზეციურ  ხარებად.

 

3. როგორ გამოიტანეს წმინდა ძვლები ეკლესიიდან? 3. ფსალმუნებით, ანთებული ლამპრით და საკმევლის კმევით.
4. რას ნიშნავს ერთითა გულითა? 4. ნიშნავს ერთგულად.

 

თავი XX

შეკითხვა პასუხი
1. რომელ თვეში დაიწყო წმინდა შუშანიკის წამება? 1. იანვარში.
2. როდის აწამეს მეორედ წმინდა შუშანიკი? 2. აღდგომის დღესასწაულის შემდეგ ორშაბათს.
3. როდის აწამეს წმინდა შუშანიკი მესამედ? 3. 19 მაისს.
4. რომელ რიცხვში გარდაიცვალა წმინდა შუშანიკი? 4. 17 ოქტომბერს.
5. რომელი დღე დააწესეს შუშანიკის ხსენების დღედ? 5. ხუთშაბათი.

 

მარიამ გრიგალაშვილი, თბილისის  №186 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები