10 მაისი, პარასკევი, 2024

13 მაისიდან სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება

spot_img

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,  13 მაისიდან, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.

დღევანდელ სხდომაზე საბჭომ იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალური ინტენსიფიკაციის გზები განიხილა. ამ მიზნით, გაიზრდება ამცრელი კაბინეტებისა და, შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა. იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი – 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი – 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი – 144.

ძალაში რჩება ღამის საათებში, 21:00-05:00 საათამდე, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, მაისის ბოლოს, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია, რათა თითოეულმა ჩვენგანმა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელების პრევენციას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში, რაც შეიძლება მალე, დაბრუნებას.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები