16 მაისი, ორშაბათი, 2022

1095-ე სტროფის ანალიტიკური კომენტარი

spot_img

გთავაზობთ მცირე კომენტარს, რომელიც 1095-ე სტროფს შეეხება. ეს სტროფი ავთანდილის პასუხის ნაწილია ფატმანის სამიჯნურო უსტარის მიღების შემდეგ:

მიუწერა: „წავიკითხე შენი წიგნი, ჩემი ქება.

შენ მომასწარ, თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება;

შენცა გინდა, მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება,

შეყრა არის პირიანი, ორთავეა რათგან ნება“.

ავთანდილი ტყუის, როცა ფატმანს მისწერს, თითქოს ხათუნისგან ცეცხლი აქვს მოდებული, ვითომც, გაუწყვეტლად, მუდმივად მასთან უნდა ყოფნა და შეხვედრა ორივეს ნებაა.

ვაჭართუხუცესის ცოლი ამბობს, რომ „მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი“. ეს თავის მართლება, ბუნებრივია, ეწინააღმდეგება რუსთველისეულ მოსაზრებას:

„გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჰხვდეს, თუნდა ქუში;

მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში.“

ავთანდილი ფატმანთან ხორციელ კავშირს ამყარებს, მაგრამ ეს მისთვის ფიზიკური და მორალური ტრაგედიაა. სხვაგვარად რომ მოიქცეს, მრავლისმცოდნე ქალის კეთილგანწყობას ვერ მოიპოვებს. ეს მორიგი შემთხვევაა პოემაში, როცა მიზანი ამართლებს საშუალებას. ამასთანავე, „ვეფხისტყაოსანი“, ბევრი სხვა საფალავნო ნაწარმოებისგან იმითაც განსხვავდება, რომ პერსონაჟები ხშირად ეშვებიან მიწიერებამდე და არ არიან ზნეობის უმაღლესი ხარისხის მატარებელნი (ტარიელი, მაგალითად, ფიქრებში თანხმდება ასმათთან აშიკობას, ნურადინ-ფრიდონი ნესტან-დარეჯანის პირველივე შეხედვისთანავე ამბობს, რომ ქალი შეუყვარდა, ავთანდილი ხდება დაბალი სოციალური ფენის ქალის „მიჯნური“). აქვე დავძინოთ, რომ „ვეფხისტყაოსანში“ არ გვხვდება ისეთი ბიწიერება, როგორიც, ვთქვათ, „ვისრამიანში“. რუსთველამდელ საქართველოში ვისისა და რამინის სიყვარულის ამბავს ბევრი კითხულობს, და არ აქცევენ ყურადღებას შეგონებას „თუ ღმერთი სწამს ადამიანს, ნუ ჩახედავს „ვისრამიანს, დაუბნელებს დღესა მზიანს, ჯოჯოხეთში ნახავს ზიანს“. ამ ნაწარმოებთან შედარებით, „ვეფხისტყაოსნის“ რომანული ეპიზოდები ბევრად უფრო მსუბუქად და ზომიერადაა  წარმოდგენილი.

არ შეიძლება, ცხოვრობდე და არ სცოდავდე, ქრისტესეული სიტყვებია და რუსთველი ამ მოსაზრებას პოემაში ერთგვარად ხორცს ასხამს. აქვე დავამატებ, რომ პოემის ავტორი არაა დოკუმენტალისტი, ხელოვანია და გამონაგონ „სინამდვილეს“ გვაწვდის უაღრესი ოსტატობით.

გურამ ფედოროვი – გარდაბნის რაიონის სოფელ საცხენისის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

 

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებში 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ გამოცდაზე  პროფესიულ უნარებში, წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის, საგამოცდო ტესტში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის დავალება: ♦ არჩევითპასუხებიანი ♦ შესაბამისობის ♦...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები