26 აპრილი, პარასკევი, 2024

ჰუ­მა­ნუ­რი პე­და­გო­გი­კის ხუ­როთ­მოძღ­ვა­რი

spot_img

მიმ­დი­ნა­რე წლის 8 მარტს და­ბა­დე­ბის 90 წე­ლი შეუს­რულ­და მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თ­ქ­მულ პე­და­გოგს, ჰუ­მა­ნუ­რი პე­და­გო­გი­კის მა­მამ­თა­ვარს, აკა­დე­მი­კოს შალ­ვა ამო­ნაშ­ვილს. ამ თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ი­წე­რა ეს სტა­ტია.

ვინ არის შალ­ვა ამო­ნაშ­ვი­ლი?

სამ­წუ­ხა­როდ, აკა­დე­მი­კოს შალ­ვა ამო­ნაშ­ვილს მშობ­ლი­ურ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უფ­რო ნაკ­ლე­ბად იც­ნო­ბენ, ვიდ­რე მის ფარ­გ­ლებს გა­რეთ, რა­ზე­დაც ქვე­მოთ გვექ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი.

შალ­ვა ამო­ნაშ­ვი­ლი — პე­და­გო­გი და ფსი­ქო­ლო­გი, და­ი­ბა­და 1931 წლის 8 მარტს, თბი­ლის­ში. სა­შუ­ა­ლო სკო­ლის ოქ­როს მე­დალ­ზე დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გა­დაწყ­ვე­ტი­ლი ჰქო­ნია ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, მაგ­რამ მე­და­ლოს­ნე­ბის ად­გი­ლი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შევ­სე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა და იგი თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის აღ­მო­სავ­ლეთ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე შე­ვი­და, რო­მე­ლიც 1955 წელს და­ამ­თავ­რა. მა­მა დიდ სა­მა­მუ­ლო ომ­ში და­ე­ღუ­პა. სა­ჭი­რო იყო დე­დი­სა და დის­თ­ვის დახ­მა­რე­ბა. ამი­ტომ მი­სუ­ლა კომ­კავ­ში­რის რა­ი­კომ­ში და სა­მუ­შაო უთხო­ვია. აქ მის­თ­ვის ერთ-ერთ სკო­ლა­ში უფ­რო­სი პი­ო­ნერ­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის ად­გი­ლი შე­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ, მაგ­რამ სკო­ლის დი­რექ­ტორს არ მი­უ­ღია, უთ­ქ­ვამს, რომ ჯერ კი­დევ ბავ­შ­ვი ხარ, მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან არ გა­ნირ­ჩე­ვი და რო­გორ გან­დო ეს ად­გი­ლიო. მის­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, მა­ლე იმ სკო­ლა­ში, რო­მე­ლიც მან და­ამ­თავ­რა, გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლა უფ­რო­სი პი­ო­ნერ­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის ად­გი­ლი და იქ და­უწყია მუ­შა­ო­ბა. სწო­რედ აქ მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში შე­იყ­ვა­რა მან ბავ­შ­ვე­ბი და გა­უჩ­ნ­და პე­და­გო­გო­ბის სურ­ვი­ლი.

ბა­ტონ­მა შალ­ვამ, ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პე­და­გო­გი­კის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­ს­ტი­ტუ­ტის ას­პი­რან­ტუ­რის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, 1960 წელს და­იც­ვა სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცია პე­და­გო­გი­კა­ში და მი­ე­ნი­ჭა პე­და­გო­გი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტის ხა­რის­ხი. ამა­ვე წელს იწყებს მუ­შა­ო­ბას პე­და­გო­გი­კის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვით ინ­ს­ტი­ტუტ­ში ლა­ბო­რან­ტად, შემ­დეგ აქ­ვე მუ­შა­ობ­და უმ­ც­როს მეც­ნი­ერ თა­ნამ­შ­რომ­ლად, სწავ­ლულ მდივ­ნად, ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გამ­გედ, დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ სა­მეც­ნი­ე­რო დარ­გ­ში, დი­რექ­ტო­რად. 1987-1990 წლებ­ში მუ­შა­ობ­და ექ­ს­პე­რი­მენ­ტული სა­მეც­ნი­ე­რო სა­წარ­მოო პე­და­გო­გი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რად. 1972 წელს და­იც­ვა სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია, მაგ­რამ არა პე­და­გო­გი­კა­ში, არა­მედ ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში.

1964 წელს ბა­ტონ­მა შალ­ვამ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რის, თა­მარ ლაშ­ქა­რაშ­ვი­ლი­სა და პე­და­გო­გი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­ს­ტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის, დო­ცენტ გრი­გოლ ფოფხა­ძის მხარ­და­ჭე­რით, პრო­ფე­სორ ბ. ხა­ჭა­პუ­რი­ძეს­თან ერ­თად, თბი­ლის­ში ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა პირ­ვე­ლი ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლა და ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი დი­დაქ­ტი­კის ლა­ბო­რა­ტო­რია, სა­დაც 6-წლი­ა­ნი ბავ­შ­ვე­ბის სწავ­ლე­ბის პრობ­ლე­მებს ამუ­შა­ვებ­და. ამ დროს, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის რეს­პუბ­ლი­კებ­ში, იგი უკ­ვე აღი­ა­რე­ბუ­ლი იყო რო­გორც ერთ-ერ­თი ნო­ვა­ტო­რი პე­და­გო­გი.

1991-1998 წლებ­ში სა­თა­ვე­ში ედ­გა თბი­ლი­სის სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო პე­და­გო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გი­კი­სა და მე­თო­დი­კა­თა ფა­კულ­ტეტს. ამ­ჟა­მად გა­ნა­გებს მის მი­ერ­ვე და­არ­სე­ბულ ჰუ­მა­ნუ­რი პე­და­გო­გი­კის აკა­დე­მი­ას და არის პე­და­გოგ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო აკა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტი.

პირ­ვე­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ბა­ტონ­მა შალ­ვამ შე­მო­ი­ღო ხუთ­დღი­ა­ნი სა­მუ­შაო დღე. ეს სა­კითხი მან ჯერ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­წავ­ლე­ბელ­თა V ყრი­ლო­ბა­ზე და­ა­ყე­ნა, რო­მე­ლიც 1982 წლის 9-11 ნო­ემ­ბერს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, 1988 წლის 20 დე­კემ­ბერს კი გა­იხ­ს­ნა გა­ნათ­ლე­ბის მუ­შაკ­თა სა­კავ­ში­რო ყრი­ლო­ბა, რო­მელ­ზეც სიტყ­ვით გა­მო­ვი­და და მო­ითხო­ვა ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის დახ­ს­ნა ცენ­ტ­რა­ლუ­რი გა­თა­ნაბ­რე­ბი­სა და შტამ­პი­სა­გან: მი­სი სა­მარ­თ­ლი­ა­ნი აზ­რით, ნე­ბის­მი­ე­რი ეროვ­ნე­ბის ბავშვს სა­კუ­თა­რი ეროვ­ნუ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი აქვს და არ შე­იძ­ლე­ბო­და ყვე­ლა მო­კავ­ში­რე რეს­პუბ­ლი­კებ­ში ერ­თი­ა­ნი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბით, პროგ­რა­მე­ბი­თა და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით მუ­შა­ო­ბა: „სა­ნამ ასე­თი ვი­თა­რე­ბა იქ­ნე­ბა ჩვენს სკო­ლებ­ში, სკო­ლის კედ­ლე­ბი­დან გა­მოვ­ლენ სკო­ლა­ზე და ცხოვ­რე­ბა­ზე გა­ა­ვე­ბუ­ლი ათა­სო­ბით ჭა­ბუ­კე­ბი და ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი“.

რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, ახ­ლის ძი­ე­ბას, მომ­ხ­რე­ებ­თან ერ­თად, მტრე­ბიც გა­მო­უჩ­ნ­დ­ნენ და ბა­ტონ შალ­ვას უამ­რა­ვი დაბ­რ­კო­ლე­ბის გა­და­ლახ­ვა მო­უხ­და. ბო­ლოს იგი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო — მშობ­ლი­უ­რი ქვე­ყა­ნა მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა, მოს­კოვ­ში გა­და­სუ­ლი­ყო და იქ გა­ეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა თა­ვი­სი პე­და­გო­გი­კუ­რი იდე­ე­ბის ხორ­ც­შეს­ხ­მა. მოს­კოვ­ში მან შექ­მ­ნა სა­კუ­თა­რი სა­გა­მომ­ცემ­ლო სახ­ლი, სა­დაც აკა­დე­მი­კოს დ. ზუ­ევ­თან ერ­თად „ქარ­თუ­ლი პე­და­გო­გი­კის ან­თო­ლო­გი­ას“ გა­მოს­ცემს. ამ­ჟა­მად გა­მო­ცე­მუ­ლია 54 ტო­მი.

შალ­ვა ამო­ნაშ­ვი­ლი 50-მდე წიგ­ნის ავ­ტო­რია, ქარ­თულ და რუ­სულ ენებ­ზე. ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი მი­სი წიგ­ნე­ბი­დან ცნო­ბი­ლია: „გარ­დაქ­მ­ნის მთა­ვა­რი პი­რი: სკო­ლის პრობ­ლე­მე­ბი“, თბი­ლი­სი, 1989; „გა­მარ­ჯო­ბა, ბავ­შ­ვე­ბო!: მას­წავ­ლე­ბელ­თა და­სახ­მა­რებ­ლად“, ცხინ­ვა­ლი, „ირის­თო­ნი“, 1989; „გა­მარ­ჯო­ბა, ბავ­შ­ვე­ბო!: დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო მას­წავ­ლე­ბელ­თათ­ვის“, სო­ხუ­მი, „ალა­შა­რა“, 1988 და სხვე­ბი.

იგი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს 250-მდე ლა­ბო­რა­ტო­რი­ას, სა­დაც სის­ტე­მა­ტუ­რად ეწყო­ბა 5-დღი­ა­ნი მას­ტერ-კლა­სე­ბი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კი ამ­დაგ­ვა­რი არა­ფე­რია. ბა­ტო­ნი შალ­ვა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, თა­ვის მშობ­ლი­ურ სო­ფელ ბუ­შეტ­ში, ჩა­მო­ე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტ­რი „მზის ქა­ლა­ქი“, სა­დაც ზაფხუ­ლის არ­და­დე­გე­ბის დროს ატა­რებს ლექ­ცია-სე­მი­ნა­რებს, რომ­ლებ­საც მსოფ­ლი­ოს ოც­ზე მე­ტი ქვეყ­ნის პე­და­გო­გე­ბი და მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლე­ბი ეს­წ­რე­ბი­ან.

1985 წელს ბა­ტო­ნი შალ­ვა ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­და­გო­გი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­ბი­ის წევრ-კო­რეს­პონ­დენ­ტად აირ­ჩი­ეს, ხო­ლო 1989 წლის 27 იან­ვარს — ნამ­დ­ვილ წევ­რად. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ, 1993 წლის 21 მარტს, იგი რუ­სე­თის გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ნამ­დ­ვილ წევ­რად აირ­ჩი­ეს.

აკად. შალ­ვა ამო­ნაშ­ვილს, ლექ­ცი­ე­ბის წა­სა­კითხად, მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში იწ­ვე­ვენ, რო­გორც ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში შე­მა­ვალ რეს­პუბ­ლი­კებ­ში, ისე მის ფარ­გ­ლებს გა­რეთ. იგი მსოფ­ლი­ოს ასამ­დე ქვეყ­ნის სა­პა­ტიო დოქ­ტო­რია და თა­ვი­სი ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, ენერ­გი­უ­ლად აგ­რ­ძე­ლებს აქ­ტი­ურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მოღ­ვა­წე­ო­ბას. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კი, სამ­წუ­ხა­როდ, იგი და­ვიწყე­ბუ­ლი ჰყავთ. უკა­ნას­კ­ნე­ლი 25 წლის მან­ძილ­ზე მი­სი პროგ­რა­მით დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის არ­ც ერ­თი პე­და­გო­გი არ გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლა. თუ­რა­შა­უ­ლის პატ­რო­ნი ტყე­ში პან­ტას ეძებ­დაო, სწო­რედ ჩვენ­ზეა ნათ­ქ­ვა­მი.

ბა­ტო­ნი შალ­ვა ამო­ნაშ­ვი­ლი, რო­გორც ჰუ­მა­ნის­ტი პე­და­გო­გი, მო­ითხოვს ბავ­შ­ვებ­თან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ მიდ­გო­მას, ვიდ­რე ეს ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სკო­ლებ­ში იყო მი­ღე­ბუ­ლი, სა­დაც სკო­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი იყო, ბავ­შ­ვე­ბის სუ­ლის აღ­ზ­რ­და­ზე კი არა­ვინ ფიქ­რობ­და. მოს­წავ­ლე­ებს არ ას­წავ­ლიდ­ნენ ღი­მილს, ადა­მი­ა­ნი­სა და ნე­ბის­მი­ე­რი ცოცხა­ლი არ­სე­ბის სიყ­ვა­რულს, პა­ტი­ვის­ცე­მას, თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბას, მოკ­ლედ რომ ვთქვათ, სი­კე­თის ქმნას. შალ­ვა ამო­ნაშ­ვი­ლის ჰუ­მა­ნიზ­მის პე­და­გო­გი­კა კი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ბავ­შ­ვე­ბის უსაზღ­ვ­რო სიყ­ვა­რულ­ზე, მა­თი პი­როვ­ნე­ბის აღი­ა­რე­ბა­სა და და­ფა­სე­ბა­ზე. მი­სი აზ­რით, ამ­ჟა­მად, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნის უამ­რა­ვი მას­წავ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ მათ­გან ძალ­ზე ცო­ტაა აღ­მ­ზ­რ­დე­ლი. დღეს სიტყ­ვა „აღ­ზ­რ­და“ თით­ქ­მის მთლი­ა­ნად გან­დევ­ნი­ლია სკო­ლე­ბი­დან. „დღე­ვან­დელ­მა სკო­ლამ, — წერს იგი, — „აღ­ზ­რ­და“ გა­მო­ა­ძე­ვა სკო­ლი­დან და დარ­ჩა მხო­ლოდ „სწავ­ლე­ბა“, რის შე­დე­გა­დაც ვზრდით მხო­ლოდ  „გა­ნათ­ლე­ბულ უზ­რ­დე­ლებს“ (ი.ა. კო­მენ­ს­კი).

თა­ვის მრა­ვალ­რიცხო­ვან შრო­მებ­ში ბა­ტო­ნი შალ­ვა სა­უბ­რობს მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის უშუ­ა­ლო მო­ვა­ლე­ო­ბა­ზე — ბავ­შ­ვი­სად­მი სიყ­ვა­რულ­სა და სით­ბო­ზე, მი­სი პი­როვ­ნე­ბის აღი­ა­რე­ბა­სა და და­ფა­სე­ბა­ზე. ბავ­შ­ვის გაზ­რ­და ძა­ლუძს მხო­ლოდ იმ მას­წავ­ლე­ბელს, — გვას­წავ­ლის დი­დი პე­და­გო­გი, — ვინც თა­ვად იზ­რ­დე­ბა. მი­სი აზ­რით, ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ერ­თა­დერ­თი გზა სიყ­ვა­რუ­ლი და მე­გობ­რო­ბაა. ის მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა სუ­კე­თე­სო, რო­მე­ლიც ცელქ, მო­უს­ვე­ნარ ბავშვს და­ა­ყე­ნებს სა­კუ­თარ ბი­ლიკ­ზე, შე­აყ­ვა­რებს თავს და მი­სი ცხოვ­რე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი, მეგ­ზუ­რი გახ­დე­ბა.

თბი­ლის­ში მის მი­ერ შექ­მ­ნილ ექ­ს­პე­რი­მენ­ტულ სკო­ლებ­ში მო­მა­ვალ 6-წლი­ან ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბას, ბა­ტო­ნი შალ­ვა მა­თი პი­რა­დი საქ­მე­ე­ბი­სა და სუ­რა­თე­ბის გაც­ნო­ბით იწყებ­და, პირ­ველ სექ­ტემ­ბერს კი თი­თო­ე­ულ მათ­განს ხე­ლის ჩა­მორ­თ­მე­ვი­თა და მა­თი სა­ხე­ლის წარ­მოთ­ქ­მით ესალ­მე­ბო­და: „გა­მარ­ჯო­ბა, ნი­ნო!“, „გა­მარ­ჯო­ბა, ზა­ზა!“ და ა.შ. ეს ძა­ლი­ან ახა­რებ­დათ ბავ­შ­ვებს და პირ­ველ­სა­ვე შეხ­ვედ­რის­თა­ნა­ვე იხიბ­ლე­ბოდ­ნენ თა­ვი­ან­თი მას­წავ­ლებ­ლით. ასე გა­დი­ო­და იგი „ბეწ­ვის ხიდ­ზე“ (ი. ჭავ­ჭა­ვა­ძე).

აკად. შალ­ვა ამო­ნაშ­ვი­ლი იზი­ა­რებს ცნო­ბი­ლი პო­ლო­ნე­ლი პე­და­გო­გი­სა და პე­დი­ატ­რის იანუშ კორ­ჩა­კის აზრს, რომ სას­წავ­ლო-აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბით მუ­შა­ო­ბა­ში ად­გი­ლი არ უნ­და ჰქონ­დეს იძუ­ლე­ბას, ძალ­და­ტა­ნე­ბას. ბავშვს უფ­ლე­ბა აქვს, დარ­ჩეს ისე­თად, რო­გო­რიც არის და პე­და­გო­გი არ უნ­და ცდი­ლობ­დეს მათ გა­თა­ნაბ­რე­ბას, „ერთ თარ­გ­ზე მოჭ­რას“. მას­წავ­ლე­ბე­ლი ყვე­ლა ბავ­შ­ვ­თან ახ­ლო კონ­ტაქ­ტ­ში უნ­და იყოს, კარ­გად უნ­და იცო­დეს თი­თო­ე­უ­ლი აღ­საზ­რ­დე­ლის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი, მა­თი გუ­ლე­ბი­სა­კენ მი­მა­ვა­ლი გზე­ბი, რა­თა გა­ნეწყოს იმ სი­მის ხმა­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა ბავშვს სა­კუ­თა­რი აქვს და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად ჟღერს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ ბევ­რი სა­ერ­თო აქვთ, მა­ინც დი­დად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან. ამი­ტომ სას­წავ­ლო-აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბით მუ­შა­ო­ბა­ში აუცი­ლებ­ლად უნ­და იქ­ნას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ბავ­შ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი პე­და­გო­გი­კის მიმ­დე­ვარ მას­წავ­ლებ­ლებს სურთ, რომ ბავ­შ­ვე­ბი მათ­ზე მორ­გე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ. ბა­ტო­ნი შალ­ვას აზ­რით, ისი­ნი კი არ უნ­და მოგ­ვერ­გონ ჩვენ, არა­მედ ჩვენ უნ­და მო­ვერ­გოთ მათ. მას­წავ­ლე­ბე­ლი ბავშვს უნ­და მო­ექ­ცეს ისე, რო­გორც თა­ნას­წორს, პა­ტი­ვი უნ­და სცეს მის უცო­დინ­რო­ბას. მოს­წავ­ლე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ხში­რად უნ­და იღი­მე­ბო­დეს, ეს ძალ­ზე მოს­წონთ ბავ­შ­ვებს. ტყუ­ი­ლად რო­დი ამ­ბობს დი­დი ფრან­გი მწე­რა­ლი და მფრი­ნა­ვი ან­ტუ­ან დე სენტ-ეგ­ზი­უ­პე­რი: „ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ხში­რად ღი­მი­ლია. ღი­მი­ლით უხ­დი­ან ვალს, ღი­მი­ლით აჯილ­დო­ე­ბენ, ღი­მი­ლით უბ­რუ­ნე­ბენ სი­ცოცხ­ლეს, ზო­გი­ერ­თი ღი­მი­ლის გუ­ლი­სათ­ვის თავს გას­წი­რავ“ (სენტ-ეგ­ზი­უ­პე­რი, „ადა­მი­ან­თა მი­წა“).

ექ­ს­პე­რი­მენ­ტის დაწყე­ბამ­დე და მი­სი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცეს­ში შე­მუ­შავ­და მოს­წავ­ლე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი წე­სე­ბი, რო­მელ­საც ყვე­ლა იცავ­და.

აი, ეს წე­სე­ბი:

⇒ ვი­ყოთ მუ­დამ ხა­ლი­სი­ა­ნი ბავ­შ­ვებ­თან და შე­ვუქ­მ­ნათ მათ კარ­გი გან­წყო­ბი­ლე­ბა;

⇒ ჩვენც გვი­ხა­რო­დეს ის, რაც ბავ­შ­ვებს უხა­რი­ათ;

⇒ ვი­ყოთ ბავ­შ­ვე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო, სე­რი­ო­ზუ­ლი, მხი­ა­რუ­ლი თა­ნა­მო­სა­უბ­რე­ნი;

⇒ გა­ვუ­ზი­ა­როთ ბავ­შ­ვებს ჩვე­ნი ბავ­შ­ვო­ბის მო­გო­ნე­ბა­ნი;

⇒ მთე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით, გუ­ლის­ხ­მი­ე­რე­ბით, თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბით მო­ვეპყ­რათ თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის საზ­რუ­ნავს;

⇒ ზოგ­ჯერ ბავ­შ­ვებ­თან ისე­თი­ვე ბავ­შ­ვად ვიქ­ცეთ, რო­გორც ისი­ნი არი­ან;

⇒ ვას­წავ­ლოთ ბავ­შ­ვებს ჭკვი­ა­ნუ­რი ხუმ­რო­ბა, ვი­თა­მა­შოთ მათ­თან ერ­თად თა­ნას­წო­რი უფ­ლე­ბით;

⇒ გაკ­ვე­თილ­ზე, სას­წავ­ლო-შე­მეც­ნე­ბი­თი ამო­ცა­ნე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­სას, ზოგ­ჯერ და­ვუშ­ვათ „შეც­დო­მე­ბი“ და „და­ვიბ­ნეთ“ კი­დეც;

⇒ ვა­ჩუ­ქოთ ბავ­შ­ვებს ღი­მი­ლი — მათ­და­მი ჩვე­ნი კე­თილ­გან­წყო­ბის, ინ­ტი­მუ­რო­ბის, ნდო­ბის ნი­შა­ნი;

⇒ არა­სო­დეს არ ვე­ცა­დოთ ვამ­ხი­ლოთ ბავ­შ­ვი ამა თუ იმ და­ნა­შა­ულ­ში, პი­რი­ქით, ხაზ­გას­მით გა­მოვ­ხა­ტოთ იმის იმე­დი, რომ მას არ შე­ეძ­ლო ჩა­ე­დი­ნა ეს, რომ იგი ასე­თი არ არის, რომ ყო­ვე­ლი­ვე ეს… გა­უ­გებ­რო­ბაა;

⇒ ხში­რად ჩა­ვე­რი­ოთ ბავ­შ­ვე­ბის სა­უ­ბარ­ში, რო­გორც მა­თი თა­ნა­ტო­ლი;

⇒ წა­ხა­ლი­სე­ბის სა­ბა­ბი ბევ­რად უფ­რო ხში­რად მოვ­ნა­ხოთ, ვიდ­რე გა­კიცხ­ვი­სა (ჟურნ. „სკო­ლა და ცხოვ­რე­ბა“, 1983, №12, გვ.7).

ეს წე­სე­ბი, რა თქმა უნ­და, ვერ ამო­წუ­რავს უმ­ც­როს­კ­ლა­სე­ლებ­თან მას­წავ­ლებ­ლის მუ­შა­ო­ბის მთელ სის­ტე­მას, იგი უფ­რო ფარ­თო და მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვია.

ბა­ტო­ნი შალ­ვა ამო­ნაშ­ვი­ლის პე­და­გო­გი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ არა­ერ­თხელ და­ი­წე­რა და დღე­საც იწე­რე­ბა სა­ქე­ბა­რი წე­რი­ლე­ბი არა მარ­ტო ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში, არა­მედ მის ფარ­გ­ლებს გა­რე­თაც. აი, რას წერს პე­და­გო­გი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი იური აზა­რო­ვი:

„ყვე­ლა­ფე­რი სა­ინ­ტე­რე­სოა შალ­ვას საქ­მი­ა­ნო­ბა­ში: ის, რომ თა­ვად ას­წავ­ლის დაწყე­ბით სკო­ლა­ში, ის, რომ ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად ლაშ­ქ­რო­ბებ­ზე და­დის, ის, რომ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს წერს, ის, რომ ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად თა­მა­შობს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მას­ში მა­ინც ის არის, რაც მას მკვლევ­რად, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად აქ­ცევს, რომ ბავ­შ­ვე­ბი პირ­და­პირ გარ­ბი­ან მის­კენ, მხრებ­ზე ას­ხ­დე­ბი­ან და იგი ას­წ­რებს ყვე­ლას მო­ფე­რე­ბას, რა­ღა­ცის გა­მო­კითხ­ვას, რჩე­ვა-და­რი­გე­ბის მი­ცე­მას“ (თზთპრვ ბ.ა. მყკუყყივრ ვრყამიძვთიტ, ს., „აპრყ­ვე­წე­ნმე“, 1979, ყ. 253).

შალ­ვა ამო­ნაშ­ვი­ლი, თა­ვის პე­და­გო­გი­კურ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა­ში, დიდ ყუ­რადღე­ბას უთ­მობს მოს­წავ­ლე­თა შო­რის ურ­თი­ერ­თ­სიყ­ვა­რულს, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას. ბი­ჭე­ბი­სა­გან იგი მო­ითხოვ­და გო­გო­ნე­ბი­სად­მი ჯენ­ტ­ლ­მე­ნურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. აი, ამის მა­გა­ლი­თიც:

„ერთ-ერთ დას­ვე­ნე­ბა­ზე მას­წავ­ლე­ბელ­მა (სა­უ­ბა­რია ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­ზე — ნ. ბ.) სთხო­ვა მოს­წავ­ლე ვა­ჟებს, კლას­ში დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვ­ნენ, გო­გო­ნე­ბი კი დე­რე­ფან­ში გა­სუ­ლიყ­ვ­ნენ. ბი­ჭებ­თან ასე­თი სა­უ­ბა­რი გა­ი­მარ­თა:

— ხომ არ და­გით­ვ­ლი­ათ რამ­დე­ნი გო­გო­ნაა ჩვენს კლას­ში?

— არა! — უპა­სუ­ხეს ბი­ჭებ­მა.

— ისი­ნი თექ­ვ­ს­მეტ­ნი არი­ან… თქვენ კი ვი­ნა ხართ?

ბავ­შ­ვებ­მა არ იცი­ან რა თქვან.

— ჩვენ ბი­ჭე­ბი ვართ! — თქვა ერ­თ­მა.

— არა, თქვენ უბ­რა­ლოდ ბი­ჭე­ბი კი არა, ვაჟ­კა­ცე­ბი, მა­მა­ცი, მომ­თ­მე­ნი და ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ხართ! მიჩ­ვე­ნე შე­ნი კუნ­თე­ბი!

ბი­ჭი მო­მუშ­ტულ მარ­ჯ­ვე­ნა ხელს ღუ­ნავს, სა­ხე ეძა­ბე­ბა. მას­წავ­ლე­ბე­ლი ინ­ტე­რე­სით უსინ­ჯავს  კუნ­თებს.

— ოჰო, მა­გა­რი კუნ­თე­ბი გქო­ნია! — სე­რი­ო­ზუ­ლად ამ­ბობს იგი, — აბა, შე­ნი მიჩ­ვე­ნე!

ასე უსინ­ჯავს იგი კუნ­თებს ყვე­ლა ბიჭს და აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბას გა­მო­ხა­ტავს მა­თი სიძ­ლი­ე­რის გა­მო.

— ხომ გითხა­რით, ძლი­ე­რე­ბი ხართ-მეთ­ქი! ძლი­ე­რი კი ყო­ველ­თ­ვის იცავს სუსტს, ეხ­მა­რე­ბა მას, უთ­მობს. მაშ, ვის გა­უფ­რ­თხილ­დე­ბით და და­ი­ცავთ კლას­ში?

— გო­გო­ნებს! — პა­სუ­ხო­ბენ ბი­ჭე­ბი.

—  მო­დით, და­ვად­გი­ნოთ შემ­დე­გი ვაჟ­კა­ცუ­რი წე­სე­ბი: არა­სო­დეს ვაწყე­ნი­ნოთ გო­გო­ნებს, გა­ვუფ­რ­თხილ­დეთ, და­ვეხ­მა­როთ მათ! თა­ნახ­მა ხართ?

— დი­ახ!

— კლას­ში შეს­ვ­ლი­სა და კლა­სი­დან გას­ვ­ლი­სას გზა და­უთ­მეთ გო­გო­ნებს. თა­ნახ­მა ხართ?

— დი­ახ!

შემ­დ­გომ­ში მას­წავ­ლე­ბე­ლი ყო­ველ გაკ­ვე­თილ­ზე, ზა­რის და­რეკ­ვის წინ, აფ­რ­თხი­ლებ­და ბავ­შ­ვებს:

— ბი­ჭე­ბო, გახ­სოვ­დეთ, რომ თქვენ ვაჟ­კა­ცე­ბი ხართ!“ (შ. ამო­ნაშ­ვი­ლი, ურ­თი­ერ­თო­ბა და აღ­ზ­რ­და, ჟურნ. „სკო­ლა და ცხოვ­რე­ბა“, 1983, №12, გვ. 8).

ამ სა­უბ­რის შემ­დეგ ბი­ჭე­ბი უფ­რო ყუ­რადღე­ბი­ან და გულ­თ­ბილ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იჩენ­დ­ნენ გო­გო­ნე­ბის მი­მართ — აც­მევ­დ­ნენ პალ­ტოს, მიჰ­ქონ­დათ მა­თი მძი­მე ჩან­თე­ბი, ად­გილს უთ­მობ­დ­ნენ და სხვა. ანა­ლო­გი­უ­რი სა­უ­ბა­რი ჩა­უ­ტა­რა მას­წავ­ლე­ბელ­მა გო­გო­ნებ­საც.

აკად. შალ­ვა ამო­ნაშ­ვი­ლი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში თა­ნამ­შ­რო­ლო­ბის პე­და­გო­გი­კის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. ზო­გი­ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი ამ­ბობს, — წერს ბა­ტო­ნი შალ­ვა, — მე ჩე­მი მე­თო­დი მაქ­ვ­სო. გა­ა­ა­ნა­ლი­ზებ მის „მე­თოდს“ და აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ ის, რაც მას სა­კუ­თა­რი ჰგო­ნია, დი­დი ხა­ნია ცნო­ბი­ლია და ას­ჯერ არის გა­და­ღე­ჭი­ლი. ზო­გი­ერ­თებს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის პე­და­გო­გი­კა გა­უბ­რა­ლო­ე­ბუ­ლად ეს­მის. დღეს არ კმა­რა ბავ­შ­ვებ­თან უბ­რა­ლო კონ­ტაქ­ტი, სა­ჭი­როა, გა­მო­აღ­ვი­ძო მა­თი მთვლე­მა­რე ძა­ლე­ბი, ააფო­რი­ა­ქო მა­თი სუ­ლი, ას­წავ­ლო იძუ­ლე­ბის, ძალ­და­ტა­ნე­ბის გა­რე­შე.

მოს­წავ­ლე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა დღეს ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა. ამა­ზე მსჯე­ლო­ბენ მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო შეხ­ვედ­რებ­ზე, თათ­ბი­რებ­სა და კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე. ამის მი­ზე­ზი არის ის, რომ ად­რე მოს­წავ­ლე, რო­მელ­საც არ სურ­და სწავ­ლა ან სწავ­ლის უნა­რი არ ჰქონ­და, კლას­ში რჩე­ბო­და მე­ო­რე ან მე­სა­მე წელ­საც, ან­და, სა­ერ­თოდ, თავს ანე­ბებ­და სწავ­ლას, ახ­ლა კი ყვე­ლა ასე­თი მოს­წავ­ლე კლას­შია და მას­წავ­ლე­ბელს ევა­ლე­ბა, ას­წავ­ლოს მათ ყო­ველ­გ­ვა­რი „გან­თეს­ვის“ გა­რე­შე.

ძნე­ლია მო­ი­ძებ­ნოს ბავ­შ­ვი, რო­მელ­საც არ სურ­დეს სწავ­ლა, მაგ­რამ რო­ცა სკო­ლა­ში შე­დის, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი გულს იც­რუ­ებს სწავ­ლა­ზე და აკა­დე­მი­უ­რად ჩა­მორ­ჩე­ნილ­თა რი­გებ­ში ხვდე­ბა. ამა­ში ბრა­ლი უფ­რო მე­ტად მას­წავ­ლე­ბელს მი­უძღ­ვის, ვიდ­რე მოს­წავ­ლეს, რად­გან მან ვერ ას­წავ­ლა ბავშვს სწავ­ლა, ფიქ­რი, აზ­როვ­ნე­ბა, ვერ შე­აყ­ვა­რა წიგ­ნი. ამი­ტომ, დაწყე­ბით კლა­სებ­ში, მოს­წავ­ლეს სწავ­ლი­სა­კენ კი არ უნ­და მო­ვუ­წო­დოთ, არა­მედ, უწი­ნა­რეს ყოვ­ლი­სა, უნ­და ვას­წავ­ლოთ სწავ­ლა, რად­გან სწავ­ლის სურ­ვილს მხო­ლოდ სწავ­ლა­ში წარ­მა­ტე­ბე­ბი ბა­დებს. სხვა გზა გულ­გ­რი­ლო­ბის „კედ­ლის“ გა­სარ­ღ­ვე­ვად არ არ­სე­ბობს.

აქ­ვე არ უნ­და და­ვი­ვიწყოთ ის ურ­ყე­ვი პე­და­გო­გი­უ­რი კა­ნო­ნი, რომ სწავ­ლა­ში წარ­მა­ტე­ბის ცნე­ბა შე­ფარ­დე­ბი­თია. ის, რაც ერ­თის­თ­ვის მიღ­წე­ვად, წარ­მა­ტე­ბად ით­ვ­ლე­ბა, მე­ო­რის­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა წა­რუ­მა­ტებ­ლად იქ­ნეს მიჩ­ნე­უ­ლი. ზო­გი­ერ­თი მოს­წავ­ლის­თ­ვის წარ­მა­ტე­ბით სწავ­ლა მხო­ლოდ „ფრი­ად­ზე“ სწავ­ლა ით­ვ­ლე­ბა, ზო­გის­თ­ვის კი „და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბელ­ზე“ სწავ­ლაც დი­დი მიღ­წე­ვაა. ამი­ტომ სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მოს­წავ­ლე­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი. სწო­რედ ასე და ამ­გ­ვა­რად უნ­და შევ­ძ­ლოთ მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლი­სად­მი გულ­გ­რი­ლო­ბის „კედ­ლის“ გარ­ღ­ვე­ვა და მათ მი­ერ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა სა­ფუძ­ვ­ლე­ბის და­უფ­ლე­ბა.

 

ნო­დარ ბა­სი­ლა­ძე
პე­და­გო­გი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი,
სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები