27 აპრილი, შაბათი, 2024

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდისთვის მოსამზადებელი პროგრამა პროფესიულ უნარებში

spot_img

გაეცანით „ახალი განათლების“ მიერ  პროფესიული უნარების გამოცდისთვის გამოცხადებული ტრენინგ კურსის პროგრამას.

პროგრამა

🔸 სკოლის, თემის და მასწავლებელთა პროფესიული საჭიროებების/პრობლემების იდენტიფიცირება;

🔸 სკოლის, თემის და მასწავლებელთა პროფესიული საჭიროებებისა და პრობლემების შესაბამისი კვლევის დაგეგმვა;

🔸 სკოლის, თემის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა პროექტის დაგეგმვა/განხორციელება;

🔸 ეფექტური კომუნიკაცის და  პრეზენტაციის უნარი;

🔸 პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება;

🔸 მაღალი სააზროვნო უნარები: კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი;

🔸 დიფერენცირებული მიდგომა;

🔸 განმავითარებელი შეფასება;

🔸 დემოკრატიული კულტურა;

🔸 გლობალური მოქალაქეობა;

🔸 ინკლუზია, მრავალფეროვნება და უნივერსალური დიზაინი;

🔸 გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა;

🔸 ციფრული მოქალაქეობა;

🔸 ფუნქციური წერა;

🔸 კანონმდებლობა;

🔸 ღია ტიპის დავალებებზე მუშაობა.

შეგახსენებთ, რომ წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის განკუთვნილი კურსი ასი (100) ან მეტი საათისგან შედგება, რომელსაც გაუძღვებიან: ტრენერ-კონსულტანტი ნინო ჩიხლაძე და ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი როლანდ ხოჯანაშვილი.

ტრენინგ-კურსი გაიმართება ყოველ თვე, კალენდარული ჩანიშვნის მიხედვით, ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით, 19 საათიდან და ჩანაწერის ხანგრძლივობების მიხედვით, ჯამურად, უნდა იყოს ას (100) საათზე მეტი.

ტრენინგ-კურსის ღირებულებაა, თვეში, 30 ლარი.

ტრენინგ-კურსი ჩატარდება სექტემბრიდან ივნისის ჩათვლით (ათი თვე) და შეხვედრები თვეში 10 (ათ) საათზე მეტი დროით განხორციელდება.

ტრენინგ-კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს. განხილული იქნება არსებული ტესტები, ასევე ახალი ტესტები, რომლებიც შეიქმნება პერსონალურად ამ კურსისთვის, ყველა მოთხოვნის შესაბამისად.

ტრენინგ-კურსი იმუშავებს თიმსის პლატფორმით.

 ჯგუფები დაკომპლექტდება 20 სექტემბრამდე. მსურველებმა მოგვწერეთ მეილზე: axaliganatleba@gmail.com და მითითებული თანხა, მოდულის არჩევის მიხედვით, ჩარიცხეთ ანგარიშზე: GE63BG0000000962908200 ს/ საქართველოს ბანკი, შპს „ახალი განათლება“  ს/კ 202058735 .

გთხოვთ მიუთითოთ დანიშნულება – „ტრენინგის საფასური“ და საკონტაქტო მონაცემები. 

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 593364240

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები