1 მაისი, ოთხშაბათი, 2024

ჩაქვში ჩაის მუზეუმი გაიხსნება

spot_img

მომავალ წელს აჭარას კიდევ ერთი მუზეუმი შეემატება – ჩაქვში, ჩინელი აგრონომის, ლაო ჯინ ჯაოს აგარაკზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ჩაის მუზეუმს გახსნის, რომლის მოწყობაში თავის წვლილს შეიტანენ, ასევე, ლაო ჯინ ჯაოს შთამომავლები, რომლებიც მუზეუმს ჩინელი აგრონომის ნივთების ნაწილს გადასცემენ. შეთანხმება პეკინში შედგა.

ლაო ჯინ ჯაო ამ სახლში მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ცხოვრობდა. იგი შეყვარებული იყო საქართველოზე და კონკრეტულად – აჭარაზე. დღემდე, მისი პირადი ნივთები ორ სხვადასხვა მუზეუმშია დაცული. მის სახელს უკავშირდება მილიონობით ჩაის ბუჩქის დარგვა და პირველი ჩაის გადამამუშავებელი ქარხნის გახსნაც საქართველოში.

ახლა მისი სახლი ჩაქვში, ნინოშვილის ქუჩაზე, რკინიგზის მახლობლად მოუვლელია, არ აქვს კარ-ფანჯარა, მაგრამ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. შენობას განახლება და რემონტი სჭირდება, საპროექტო დოკუმენტაციის შესაძენად გამოცხადებულია ტენდერი.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ჩინეთის დედაქალაქში რამდენიმე შეხვედრაც გამართა და ჩინური მხარისგან მუზეუმისთვის ლედ ეკრანებისა და თანამედროვე აუდი სისტემის გადაცემის დაპირებაც მიიღო. მუზეუმს ექნება ასევე ჩაის პლანტაცია, სადაც ვიზიტორები თავად შეძლებენ ჩაის დაკრეფას და ასევე დაგემოვნებას, უკვე მუზეუმის სადეგუსტაციო ოთახში.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო  სამუშაოებს ჩინელი აგრონომის აგარაკზე მაისში დაიწყებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები