27 აპრილი, შაბათი, 2024

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) განცხადება

spot_img

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ეხმიანება ზოგიერთი მედია საშუალებით გავრცელებულ არაზუსტ ინფორმაციას უნივერსიტეტის აკრედიტაციის საკითხთან დაკავშირებით და დაინტერესებულ საზოგადოებას აცნობებს, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყველა პროგრამა ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ექვემდებარება აკრედიტაციის პროცედურას, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ გარე რეფერირებისა და კოლეგიალური ურთიერთშეფასების (peer-review) მოთხოვნების შესაბამისად. საბჭო ამავდროულად წარმოადგენს უნივერსიტეტის ხარისხის გარე მაკონტროლებელ მექანიზმს. დამატებით, უნივერსიტეტს აქვს ვალდებულება, ყველა საგანმანათლებლო პროგრამა აღიარებისთვის წარადგინოს საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოებში.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოქმედი ყველა საგანმანათლებლო პროგრამა შექმნილია მსოფლიოს წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით და, სწორედ, TUM-ის პროგრამების ანალოგს წარმოადგენს.

KIU-ს საგანმანათლებლო პროგრამები დამტკიცებულია საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ, რომელიც შედგება მსოფლიოში ცნობილი მეცნიერებისა და პროფესორებისაგან. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის კონტროლს სწორედ საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო უზრუნველყოფს. KIU-ს საგანმანათლებლო პროგრამების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას დამატებით უზრუნველყოფს TUM International, რომელიც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის შვილობილი ორგანიზაციაა და ის ხელს უწყობს აკადემიური პროგრამებისა და მათი ხარისხის განვითარებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები