28 აპრილი, კვირა, 2024

ურთიერთთანამშრომლობის მემორამდუმი

spot_img

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორამდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ნანა გაბელიამ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ კორძაიამ.

მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებზე თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების, კვლევების, სასწავლო-საგანმანათლებლო, სამეცნიერო ღონისძიებებისა და ინიციატივების განხორციელება.

შეხვედრაზე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ნანა გაბელიამ და მინისტრის მოადგილემ, ნინო ლობჟანიძემ სამინისტროს პროექტები, სასტიპენდიო პროგრამები და CIU-ს სტუდენტებისთვის, თანამშრომლობის ფარგლებში, არსებული შესაძლებლობები განიხილეს.

მისასალმებელი სიტყვით აუდიტორიას მიმართეს: კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის პროფესორმა, აკადემიკოსმა მინდია უგრეხელიძემ და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ხატიძემ. შეხვედრაზე სიტყვით წარდგა CIU-ს სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი – სესილი გოგიბერიძე.

მემორანდუმის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაარსდა იძულებით გადაადგილებულ სტუდენტთა საუნივერსიტეტო კლუბი ,,ახალი თაობის ხიდი“.

კლუბის საქმიანობის ფარგლებში, განხორციელდება ისეთი საგანმანათლებლო პროექტები, როგორებიცაა: საჯარო ლექციები, სტუდენტური საერთაშორისო კონფერენციები, სადისკუსიო ფორმატის შეხვედრები.

კლუბის შექმნის მიზანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი სტუდენტების სოციალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, აფხაზეთის საჯარო სკოლებში ახალგაზრდების გაძლიერება და მხარდაჭერა.

შეხვედრას სამინისტროს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები