28 აპრილი, კვირა, 2024

სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამა

spot_img

70%-100% გრანტის მფლობელი პირველი კურსის სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სტუდენტთა განაცხადების მიღება გაგრძელდა 2023 წლის 30 ოქტომბრის (18:00 საათი) ჩათვლით

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანხით დაფინანსდებიან სტუდენტები, რომლებიც 2023 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: ბაკალავრიატის, ასევე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, მოიპოვეს 70% ან 100%-იანი სასწავლო გრანტი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ რესურსცენტრებზე დაქვემდებარებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ფინანსური დახმარება სტუდენტებზე ერთჯერადად გაიცემა, შემდეგი პრინციპით: სტუდენტზე, რომელსაც მოპოვებული აქვს 70%-იანი სასწავლო გრანტი – 1000 ლარი; სტუდენტზე, რომელსაც მოპოვებული აქვს 100%-იანი სასწავლო გრანტი – 2000 ლარი.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: https://shorturl.at/atDVW

სტუდენტმა/კანონიერმა წარმომადგენელმა დოკუმენტები მატერიალური ფორმით უნდა წარადგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მის.: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4).

ელექტრონული ფორმით დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია ბმულზე: https://shorturl.at/lCIMU

დოკუმენტების მიღება გაგრძელდა 2023 წლის 30 ოქტომბრის (18:00 საათი) ჩათვლით.

სტუდენტებს, რომლებმაც გამართული განაცხადები წარმოადგინეს 2023 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით, თანხა დოკუმენტების დამუშავებისთანავე ჩაერიცხებათ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები