1 მაისი, ოთხშაბათი, 2024

სპორტული სიახლეები

spot_img

ყველაზე ზუსტი სამიზნე

დასრულდა „სპორტული სროლის სასკოლო ლიგა 2023-24“-ის ბოლო, III ეტაპი და გამოვლინდნენ მთლიანად ტურნირის გამარჯვებულები. შეგახსენებთ, რომ ჩატარდა 3 ეტაპი, შეჯიბრების მედალოსნები კი ამ ეტაპების ქულათა ჯამით გამოვლინდნენ.

III ეტაპსაც, როგორც წინა ორს, ნინო სალუქვაძის ტირმა უმასპინძლა. III ეტაპზე, ბიჭებში, ჩემპიონი ნიკოლოზ ციციშვილი გახდა 64-ე საჯარო სკოლიდან; მეორეზე გიორგი სეხნიაშვილი გავიდა 199-დან, ხოლო მესამეზე – მათე მარშავა სკოლა „მთაწმინდელებიდან“.

ამავე ეტაპზე, გოგონებში, საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. ელენე წიკლაური (ქალაქ რუსთავის მე-4 საჯარო სკოლა); II. მარიამ შაქარაშვილი (თბილისის 145-ე საჯარო სკოლა); III. თამარ ნებაძე (თბილისის 182-ე საჯარო სკოლა).

შერეულ გუნდურ წყვილებში გაიმარჯვა დუეტმა თბილისის 145-ე საჯარო სკოლიდან – სანდრო სულაშვილი/მარიამ შაქარაშვილი. ვერცხლის მედალი ერგო გიორგი წიკლაური/მარიამ ივეჩიანის წყვილს დედაქალაქის №99 საჯარო სკოლის პირველი გუნდიდან, ხოლო მესამეზე №182 საჯარო სკოლის მე-2 გუნდის დუეტი გავიდა, ლუკა კირთაძისა და თიკა ბერუაშვილის შემადგენლობით.

ტურნირის საბოლოო შედეგები ასეთია: ბიჭებში, ინდივიდუალურ პირველობაში, საუკეთესო მაჩვენებელი დააგროვა და ჩემპიონიც გახდა სანდრო სულაშვილი თბილისის 145-ე საჯარო სკოლიდან; მომდევნო ადგილებზეც დედაქალაქელები გავიდნენ: ვერცხლი გიორგი წიკლაურმა მოიპოვა 99-ე საჯარო სკოლიდან, ბრინჯაო კი 61-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს, დავით გოგოლაძეს გადაეცა.

გოგონებში, პირადში, ზემოხსენებულმა მარიამ შაქარაშვილმა გაიმარჯვა 145-ე სკოლიდან; მეორეზე თამარ ნებაძე გავიდა №182 საჯარო სკოლის პირველი გუნდიდან, ხოლო ბრინჯაო თიკა ბერუაშვილს გადაეცა, იმავე სკოლის მე-2 გუნდი.

შერეულ წყვილებში ოქრო სანდრო სულაშვილისა და მარიამ შაქარაშვილის წყვილს გადაეცა 145-ე საჯარო სკოლიდან. აქ მეორეზე 99-ე სკოლელთა დუეტი გავიდა – გიორგი წიკლაური/მარიამ ივეჩიანი, ბრინჯაო კი ლუკა კირთაძე/თიკა ბერუაშვილის წყვილმა მოიპოვა 182-ე საჯარო სკოლიდან.

ჩემპიონები ფრენბურთშიც გამოვლინდა

ამ დღეებში ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ ფრენბურთში „თბილისის სასკოლო ლიგის“ ფინალურ ეტაპს და დაჯილდოების ცერემონიალს უმასპინძლა. ბუნებრივია, მასში მხოლოდ დედაქალაქის საჯარო თუ კერძო სკოლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც ჯერ შიდა ზონალური შეჯიბრებები ჩაატარეს და ასე მივიდნენ ფინალურ ეტაპამდე.

ბიჭებში გაიმარჯვა 32-ე საჯარო სკოლის ფრენბურთელთა გუნდმა, ვერცხლი 98-ე საჯარო სკოლას დარჩა, ბრინჯაო კი 199-ე სკოლელებმა მოიპოვეს.

გოგონებში ოქროს მედლებს 103-ე სკოლა დაეუფლა, მეორეზე 45-ე სკოლა გავიდა, მესამეზე – 22-ე საჯარო სკოლის ფრენბურთელები.

ირაკლი თავაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები