6 მაისი, ორშაბათი, 2024

სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის  რეფ­ლექ­სი­უ­რი წე­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ტრე­ნინ­გით

spot_img
ეთერ ხე­ჩუ­აშ­ვი­ლი
ნი­უ­ტო­ნის თა­ვი­სუ­ფა­ლი სკო­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ ჩე­მი სა­მა­გის­ტ­რო კვლე­ვის – „სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის რეფ­ლექ­სი­უ­რი წე­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ტრე­ნინ­გით“ – შე­დე­გე­ბი. კვლე­ვა მიზ­ნად ისა­ხავ­და, და­ედ­გი­ნა რამ­დე­ნად იც­ნო­ბენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი რეფ­ლექ­სი­ურ პრაქ­ტი­კას და რამ­დე­ნად იყე­ნე­ბენ მას, სა­ჭი­როა თუ არა რეფ­ლექ­სი­უ­რი წე­რის უნა­რე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად სპე­ცი­ა­ლუ­რი კურ­სე­ბი და გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან თუ არა მა­გის­ტ­რის და სხვა გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი რეფ­ლექ­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის მხრივ. კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში, ჩა­ტარ­და თვი­სობ­რი­ვი კვლე­ვა, ექ­ს­პე­რი­მენ­ტუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ით, მო­ნა­წი­ლე­ობ­და ათი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ექ­ვ­სი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში აკე­თებ­დ­ნენ რეფ­ლექ­სი­ურ ჩა­ნა­წე­რებს. მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბი­სას გა­მო­იკ­ვე­თა რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მიგ­ნე­ბა: პირ­ველ რიგ­ში, დას­ტურ­დე­ბა, რომ რეფ­ლექ­სი­უ­რი წე­რის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას სჭირ­დე­ბა სწავ­ლე­ბა. თვით­შე­ფა­სე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ­მა გა­მო­კითხ­ვამ გვაჩ­ვე­ნა, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი კარ­გად იც­ნო­ბენ რეფ­ლექ­სი­უ­რი პრაქ­ტი­კის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას. უნა­რებს შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა მა­გის­ტ­რებ­სა და არა­მა­გისტრ მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის არ ფიქ­სირ­დე­ბა.

რეფ­ლექ­სი­უ­რი პრაქ­ტი­კა რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პრაქ­ტი­კო­სე­ბის­თ­ვის, ამა­ზე ბევ­რი მკვლე­ვა­რი თან­ხ­მ­დე­ბა. ერთ-ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან არ­გუ­მენ­ტად შეგ­ვიძ­ლია გა­მოვ­ყოთ ის, რომ რეფ­ლექ­სი­უ­რი პრაქ­ტი­კის წარ­მო­ე­ბა და­დე­ბით კო­რე­ლა­ცი­ა­შია თვით­შე­ფა­სე­ბას­თან, ასე­ვე, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან, უწყ­ვე­ტი სწავ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბას­თან და პრო­ფე­სი­ულ ზრდას­თან. ის ეხ­მა­რე­ბა პრაქ­ტი­კოსს, გა­მო­ავ­ლი­ნოს ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი, ასე­ვე, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლი სა­კითხე­ბი, რაც თა­ვის­თა­ვად გა­ნა­პი­რო­ბებს პრაქ­ტი­კის შემ­დ­გომ გან­ვი­თა­რე­ბას.

სხვა­დას­ხ­ვა ავ­ტო­რის მი­ხედ­ვით, რეფ­ლექ­სი­ამ რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სარ­გე­ბე­ლი მო­უ­ტა­ნოს მას­წავ­ლე­ბელს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ის სწო­რად წა­რი­მარ­თოს, რეფ­ლექ­სი­ის წარ­მო­ე­ბას კი სჭირ­დე­ბა გა­ვარ­ჯი­შე­ბა. კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში, გა­მო­ვი­ყე­ნე რეფ­ლექ­სი­უ­რი პრაქ­ტი­კის სხვა­დას­ხ­ვა მო­დე­ლი. ამ მო­დე­ლე­ბის ცოდ­ნა მას­წავ­ლებ­ლებს და­ეხ­მა­რე­ბა რეფ­ლექ­სი­უ­რი უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში.

პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გან­ვი­ხი­ლო ბორ­ტო­ნის (1970) მო­დე­ლი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოა, ის პრაქ­ტი­კოსს იმ სამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან კითხ­ვას სთა­ვა­ზობს, რო­მელ­ზე პა­სუ­ხე­ბიც მას და­ა­ფიქ­რებს თუ რა გა­ა­კე­თა, რას შეც­ვ­ლის ეს ქმე­დე­ბა და რა შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თოს მო­მა­ვალ­ში. ბორ­ტ­ო­ნი იყე­ნებს სამ კითხ­ვას: „რა? მე­რე რა? ახ­ლა რა?“. ეს კითხ­ვე­ბი პრაქ­ტი­კოსს უბიძ­გებს, გა­მო­იკ­ვ­ლი­ოს ფაქ­ტე­ბი და წარ­სუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს მა­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და შე­დე­გე­ბი, შემ­დ­გომ გან­საზღ­ვ­როს პო­ტენ­ცი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბი მო­მა­ვალ­ში. აღ­ნიშ­ნულ სამ ძი­რი­თად კითხ­ვას მოს­დევს თა­ვი­სი ქვე­კითხ­ვე­ბი, ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით ეხ­მა­რე­ბა დამ­წყებ პრაქ­ტი­კოსს რეფ­ლექ­სი­ურ  პრაქ­ტი­კო­სად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. პირ­ვე­ლი კითხ­ვაა „რა“ – ქვე­კითხ­ვე­ბი შემ­დეგ­ნა­ი­რად ჟღერს:

„რა?“

რის მიღ­წე­ვას ვცდი­ლობ­დი?

რა ქმე­დე­ბე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე?

რა იყო მოს­წავ­ლე­თა პა­სუ­ხი?

რა გრძნო­ბე­ბი გა­მო­იწ­ვია?

რა იყო კარ­გი და რა გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლი?

„მე­რე რა?“

მე­რე რას მე­უბ­ნე­ბა ეს?

მე­რე რა მინ­დო­და, რო­დე­საც ამას ვმოქ­მე­დებ­დი?

მე­რე რა, რომ ეს მიდ­გო­მა გა­მო­ვი­ყე­ნე?

მე­რე რა შე­იძ­ლე­ბო­და გა­მე­კე­თე­ბი­ნა გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად?

მე­რე რა არის ახა­ლი გეგ­მა მო­ცე­მულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში?

„ახ­ლა რა?“

ახ­ლა რა მჭირ­დე­ბა პრო­ცე­სის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად?

ახ­ლა რა სა­კითხე­ბის უფ­რო ფარ­თო გან­ხილ­ვაა სა­ჭი­რო, რომ ეს მოქ­მე­დე­ბა უფ­რო წარ­მა­ტე­ბუ­ლი გახ­დეს?

ეს მო­დე­ლი ხელს უწყობს სი­ტუ­ა­ცი­ის უფ­რო ღრმა გა­გე­ბას და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

შემ­დე­გი მო­დე­ლი – რეფ­ლექ­სი­უ­რი წე­რის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა – არის გიბ­სის (Gibbs,1988) მო­დე­ლი, რო­მე­ლიც უფ­რო დე­ტა­ლუ­რია. გიბ­სის მო­დე­ლი ეფუძ­ნე­ბა ექ­ვ­სე­ტა­პი­ან მო­დელს: 1. აღ­წე­რა – რა მოხ­და? 2. გრძნო­ბე­ბი – რას გრძნობ­დი და რო­გო­რი რე­აქ­ცია გქონ­და? 3. შე­ფა­სე­ბა – რამ იმუ­შა­ვა/რამ არ იმუ­შა­ვა? 4. ანა­ლი­ზი – რა აზ­რი ჰქონ­და ამ გაკ­ვე­თილს? 5. დას­კ­ვ­ნა – რა ის­წავ­ლეთ? 6. სა­მოქ­მე­დო გეგ­მა – რას გა­ა­კე­თებ­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად შემ­დეგ ჯერ­ზე?

შემ­დე­გი ავ­ტო­რი, რო­მე­ლიც რეფ­ლექ­სი­უ­რი პრაქ­ტი­კის კი­დევ ერთ მო­დელს – ოთხი ლინ­ზის ეფექტს – გვთა­ვა­ზობს, ბრუკ­ფილ­დია (Brookfield, 1995, 2005). ავ­ტო­რი თა­ვის მო­დელ­ში ცდი­ლობს, მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად, რეფ­ლექ­სი­ის წარ­მო­ე­ბა­ში გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს მოს­წავ­ლე­ე­ბი და კო­ლე­გე­ბი რო­გორც სა­კუ­თა­რი გად­მო­სა­ხე­დი­დან, ასე­ვე თა­ვი­სი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და კო­ლე­გის თვა­ლით. გარ­და ამი­სა, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სტრა­ტე­გია თუ ქმე­დე­ბა გა­ნი­ხი­ლოს არ­სე­ბუ­ლი კვლე­ვი­თი ლი­ტე­რა­ტუ­რის ჭრილ­ში.

მო­ცე­მუ­ლი მო­დე­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით შეგ­ვიძ­ლია გან­ვ­საზღ­ვ­როთ რეფ­ლექ­სი­ის ძი­რი­თა­დი ნა­ბი­ჯე­ბი: 1. აირ­ჩიე, 2. აღ­წე­რე, 3. გა­ა­ა­ნა­ლი­ზე, 4. შე­ა­ფა­სე.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, პრაქ­ტი­კოს­მა გა­მიჯ­ნოს რა არის რეფ­ლექ­სი­უ­რი პრაქ­ტი­კა და რა არა. რეფ­ლექ­სი­უ­რი პრაქ­ტი­კაა: გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ფიქ­რი, გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­და­ლახ­ვა, კა­რი­ე­რუ­ლი ზრდა; რეფ­ლექ­სი­უ­რი პრაქ­ტი­კა არ არის: პი­რა­დი კრი­ტი­კა, მხო­ლოდ კონ­კ­რე­ტუ­ლი პერ­სო­ნა­ლის­თ­ვის დაშ­ვე­ბუ­ლი, ერ­თ­ჯე­რა­დი ღო­ნის­ძი­ე­ბა.

ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ წე­რის დროს არ გა­მო­ვი­ყე­ნოთ შემ­ფა­სებ­ლუ­რი ფრა­ზე­ბი ან ბუნ­დო­ვა­ნი სიტყ­ვე­ბი, არ ვი­ყოთ მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად: ძა­ლი­ან კარ­გად, სა­ინ­ტე­რე­სო, ჭკვი­ა­ნი, კარ­გად გა­მოს­დის, არ გა­მოს­დის, რთუ­ლი, მარ­ტი­ვი და ა.შ. მნიშ­ვ­ნელ­ვა­ნია, წე­რი­სას გა­მო­ვი­ყე­ნოთ გა­ზომ­ვა­დი ტერ­მი­ნე­ბი, რაც თა­ვი­დან აგ­ვა­რი­დებს ბუნ­დო­ვა­ნე­ბას, მა­გა­ლი­თად: და­უშ­ვა ერ­თი შეც­დო­მა, ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­მო­ი­ჩი­ნა ორ­ჯერ, და ა.შ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვა კი­დევ ერ­თხელ ხაზს უს­ვამს მრა­ვა­ლი პრაქ­ტი­კო­სის მო­საზ­რე­ბას, რომ რეფ­ლექ­სი­უ­რი პრაქ­ტი­კა ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბაა მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ამ უნა­რის დას­წავ­ლა, რა­თა პრაქ­ტი­კოს­მა პრო­ფე­სი­უ­ლი სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღოს.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები