28 აპრილი, კვირა, 2024

სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი უნა­რე­ბის სწავ­ლე­ბა დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის

spot_img

ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პრო­ექ­ტის – „სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი უნა­რე­ბის სწავ­ლე­ბა დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის“ – პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა.

პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი, დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი უნა­რე­ბის სწავ­ლე­ბაა. სტუ­დენ­ტე­ბი ახა­ლი სას­წავ­ლო კურ­სით გა­ეც­ნო­ბი­ან და შე­ის­წავ­ლი­ან ისეთ სა­კითხებს, რო­გო­რი­ცაა: ემო­ცი­ე­ბის მარ­თ­ვა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, თვით­შეგ­ნე­ბა, ემ­პა­თია და ალ­ტ­რუ­იზ­მი, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რე­ბი და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, სტრეს­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა, მო­ზარ­დო­ბის და ახალ­გაზ­რ­და ასა­კის ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და სხვა. სწავ­ლე­ბის კურ­სი შედ­გე­ბა 15 გაკ­ვე­თი­ლის­გან, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ემ­პი­რი­ულ ინ­ტე­რაქ­ტი­ურ აქ­ტი­ვო­ბებს, რე­ა­ლურ თა­მა­შებს და დის­კუ­სი­ებს.

პრო­ექ­ტის ორი­ვე ეტაპ­ზე, კურ­სი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ფა­კულ­ტე­ტის დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის.

მე­ო­რე ეტაპ­ზე, რო­მე­ლიც 2024-25 წლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის სწავ­ლე­ბა კი­დევ 5 უნი­ვერ­სი­ტეტ­შია და­გეგ­მი­ლი: ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტში, თე­ლა­ვის, ქუ­თა­ი­სის, ბა­თუ­მის და კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში.

სას­წავ­ლო კურ­სის ავ­ტო­რე­ბი არი­ან: სი­მონ სურ­გუ­ლა­ძე, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ლონ­დო­ნის კინგს კო­ლე­ჯის (King’s College London, UK) სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის კრი­ზი­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ექი­მი-ფსი­ქი­ატ­რი, კინგს კო­ლე­ჯის მოწ­ვე­უ­ლი უფ­რო­სი ლექ­ტო­რი; თი­ნა ცო­მაია, აკა­დე­მი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­ს­ტი­ტუ­ტის პრო­ფე­სო­რი, ბალ­ტი­ის და შა­ვი ზღვის ალი­ან­სის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე; გი­ორ­გი ჭან­ტუ­რია, გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ის დი­რექ­ტო­რი. გი­ორ­გის ინი­ცი­ა­ტი­ვით ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ტარ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს კონ­კურ­სი; მე­დეა ზი­რა­ქიშ­ვი­ლი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ცენ­ტ­რი „გამ­მას“ აკა­დე­მი­უ­რი დი­რექ­ტო­რი. იგი მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რია ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო და ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში.

სას­წავ­ლო კურ­სის ავ­ტო­რი ბა­ტო­ნი სი­მონ სურ­გუ­ლა­ძე ამ­ბობს, რომ სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი უნა­რე­ბის სწავ­ლე­ბა დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ის გვი­ზი­ა­რებს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას თუ რას აჩ­ვე­ნებს სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც დი­დი ხა­ნია სკო­ლებ­ში, კო­ლე­ჯებ­სა და უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში და­ნერ­გი­ლია სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი უნა­რე­ბის კურ­სის სწავ­ლე­ბა.

„ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რო­გო­რი მძი­მეა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია, რამ­დე­ნად რთუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მოგ­ვა­რე­ბა უწევს მას­წავ­ლე­ბელს ყო­ველ­დღე. ცნო­ბი­ლია, რომ მას­წავ­ლებ­ლებ­ში ხში­რია პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დაწ­ვა. ამი­ტომ არ­სე­ბობს პროგ­რა­მე­ბი, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს ემო­ცი­უ­რი დატ­ვირ­თ­ვის მარ­თ­ვა­ში და გა­დაწ­ვის პრე­ვენ­ცი­ა­ში. ჩვენ­მა გუნ­დ­მა შარ­შან და­ას­რუ­ლა პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავ­და სა­შუ­ა­ლო სკო­ლებ­ში სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი უნა­რე­ბის სწავ­ლე­ბას. პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გი, გა­მიზ­ნუ­ლი იყო სტრე­სის მი­მართ მას­წავ­ლებ­ლე­ბის მე­დე­გო­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. უკუ­კავ­ში­რი იყო ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­გუ­ლის­ხ­მო: მა­თი აზ­რით, კარ­გი იქ­ნე­ბო­და ასე­თი მომ­ზა­დე­ბა უფ­რო ად­რეც, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, მი­ე­ღოთ. სწო­რედ ასეთ ტრე­ნინგს ვგეგ­მავთ ჩვენს ახალ პრო­ექ­ტ­ში.

სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის (სეს) პროგ­რა­მე­ბი  მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ასე­თი პროგ­რა­მე­ბი მუ­შა­ობს 1990-ანი წლე­ბი­დან. პროგ­რა­მე­ბი  იმის მი­ხედ­ვით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან, თუ რა ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­ზეა გამიზნული, ასე­ვე თა­ვი­ან­თი თე­მა­ტი­კით. თუმ­ცა ყვე­ლა პროგ­რა­მა მიზ­ნად ისა­ხავს და­ეხ­მა­როს ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის და გან­წყო­ბე­ბის უკეთ შე­მეც­ნე­ბა­სა და მარ­თ­ვა­ში. ამე­რი­კუ­ლი პროგ­რა­მე­ბი თავ­მოყ­რი­ლია CASEL (Collaborative for Academic, Social, and Emotional Learning) ვებ­გ­ვერ­დ­ზე: https://casel.org/. ჩვე­ნი წი­ნა პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად, მა­თი  სას­წავ­ლო მო­დუ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით. ჩე­ხეთ­ში სეს გაკ­ვე­თი­ლე­ბი სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მის ნა­წი­ლია და მზარ­დი პო­პუ­ლა­რო­ბით  სარ­გებ­ლობს. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ჩე­ხე­თის კონ­ტექ­ს­ტი, ამე­რი­კულ­თან შე­და­რე­ბით, უფ­რო ახ­ლო­საა ჩვენს კულ­ტუ­რა­სა­თან. სეს-ის და­დე­ბი­თი ეფექ­ტი მრა­ვალ პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში აისა­ხა. და­მა­ჯე­რებ­ლად არის ნაჩ­ვე­ნე­ბი სკო­ლის და კო­ლე­ჯე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­ში ისე­თი პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა:

♦ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ;

♦ ნაკ­ლე­ბი შფოთ­ვა და სტრე­სი;

♦ ემო­ცი­ე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა;

♦ შემ­ცი­რე­ბუ­ლია სა­რის­კო და  აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვე­ბი;

♦ შემ­ცი­რე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ავად­მოხ­მა­რე­ბა; გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია სხვე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა;

♦ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის უნა­რე­ბი

♦ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა.

ჩვე­ნი სას­წავ­ლო კურ­სი (15 გაკ­ვე­თი­ლი) მი­ე­წო­დე­ბა დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის სტუ­დენ­ტებს, რო­გორც არ­ჩე­ვი­თი სა­გა­ნი. კურ­სის სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტ­ზე  შევ­ჯერ­დე­ბით თსუ-ს ფსი­ქო­ლო­გი­ი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ფა­კულ­ტე­ტის ლექ­ტო­რებ­თან  ვორ­კ­შო­პის დროს, რომ­ლე­ბიც კურსს მო­მა­ვალ წელს გა­უძღ­ვე­ბი­ან. ზო­გა­დად, სეს-არის პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­გა­ნი, რად­გან იძ­ლე­ვა უნი­ვერ­სა­ლუ­რი უნა­რე­ბის შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას, რაც აად­ვი­ლებს ადა­მი­ა­ნის ადაპ­ტა­ცი­ას ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის მი­მართ.  ჩვე­ნი ღრმა რწმე­ნით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ცოდ­ნის და უნა­რე­ბის ათ­ვი­სე­ბა და­ეხ­მა­რე­ბა მო­მა­ვალ მას­წავ­ლებ­ლებს, ხე­ლი შე­უწყონ პო­ზი­ტი­უ­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გა­რე­მოს შექ­მ­ნას სკო­ლებ­ში, სა­დაც ისი­ნი მო­მა­ვალ­ში იმუ­შა­ვე­ბენ“.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს ბალ­ტი­ის და შა­ვი ზღვის ალი­ან­სი – სა­ქარ­თ­ვე­ლოს Baltic tu Black Sea Alliance-Georgia). პრო­ექ­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დი; ოქ­როს სპონ­სო­რე­ბი არი­ან: PASHA Bank Georgia, TBC  ბან­კი და RE-Bank.

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები