28 აპრილი, კვირა, 2024

საპრეტენზიო განაცხადების მიღება

spot_img

2023 წლის საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებისათვის საპრეტენზიო განაცხადების მიღება 18 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება. სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge

მსურველებს  განაცხადების შევსების შესაძლებლობა 22 აგვისტოს 18:00 საათამდე ექნებათ.  შესაძლებელია როგორც  ერთი, ასევე რამდენიმე დავალების გასაჩივრება.

აპელაციის საფასურს გამოსაცდელი იხდის სააპელაციო განაცხადის შევსებამდე. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა უკან დაბრუნდება განცხადების საფუძველზე).

 

დეტალური ინფორმაცია სააპელაციო განაცხადის შევსებასთან, ასევე გადახდის შესაძლო საშუალებებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე 18 აგვისტოს, 10:00 საათზე გამოქვეყნდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები