26 აპრილი, პარასკევი, 2024

რა ვი­ცი ჩე­მი უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ

spot_img

📌 მა­რი­ამ ჩა­ჩა­ნი­ძე

სსიპ ხა­რა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ხიდ­რის სა­ჯა­რო სკო­ლის XI კლა­სის მოს­წავ­ლე

ბავ­შ­ვე­ბის თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ან, კარგ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად აღ­ზ­რ­დი­სა და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის მთა­ვა­რი გა­რან­ტიაა ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის კო­ნვენ­ცია, რო­მე­ლიც გა­ე­როს მი­ე­რაა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და აერ­თი­ა­ნებს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევრ ქვეყ­ნებს. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ას 1994 წელს შე­უ­ერ­თ­და და იკის­რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, და­იც­ვას კონ­ვენ­ცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი.  რა თქმა უნ­და, მი­სი და­ნერ­გ­ვა და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სას­კო­ლო გა­რე­მო­ში, რად­გან უზ­რუნ­ველ­ყოფს ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის ხა­რის­ხი­ან დაც­ვას.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა თე­ო­რი­უ­ლად თან­ხ­მ­დე­ბა, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნია, მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უფ­ლე­ბე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად დაც­ვა სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენს. ჩვენ, მოს­წავ­ლე­ე­ბი, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. თუმ­ცა­, ფაქ­ტია, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ის ეს ოდე­ნო­ბა საკ­მა­რი­სი არაა. იდე­ა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში, პრი­ო­რი­ტე­ტად ქცე­უ­ლია მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის სწო­რად აღ­ზ­რ­და და მათ­ში სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის „კო­დი­რე­ბა“. რა ვი­ცით ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ? არც ისე მარ­ტი­ვია ამ შე­კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ადა­მი­ა­ნებს ში­ნა­გა­ნად გვაქვს კომ­ფორ­ტის ზო­ნა­ში ყოფ­ნის მოთხოვ­ნი­ლე­ბა. ამი­ტო­მაც ვცდი­ლობთ, ყვე­ლა­ფე­რი ჩვენს კომ­ფორტს მო­ვარ­გოთ. უფ­ლე­ბა პირ­და­პირ კავ­შირ­შია მო­ვა­ლე­ო­ბას­თან. ასე­ვე, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სას არ უნ­და და­ვარ­ღ­ვი­ოთ სხვი­სი. თვალ­ნათ­ლივ ჩანს და ფაქ­ტე­ბით მტკიც­დე­ბა, რომ უფ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ძა­ლი­ან მცი­რე ნა­წილს ვფლობთ. ამი­ტო­მაც რთუ­ლია ვი­სა­უბ­როთ იმა­ზე, თუ რამ­დე­ნა­დაა და­ცუ­ლი ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი. უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლად გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. პი­როვ­ნე­ბამ უნ­და იგ­რ­ძ­ნოს, რომ არ გა­ნიც­დის ფსი­ქო­ლო­გი­ურ ან ფი­ზი­კურ ზე­მოქ­მე­დე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან. ამ დროს ადა­მი­ანს ში­ნა­გა­ნი სრულ­ყო­ფი­ლე­ბის გრძნო­ბა ეუფ­ლე­ბა და ხვდე­ბა, რომ და­ცუ­ლია. უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა აუცი­ლე­ბე­ლია ყვე­ლა­ნა­ირ (გან­სა­კუთ­რე­ბით სას­კო­ლო) გა­რე­მო­ში. ვი­ნა­ი­დან პი­როვ­ნუ­ლი ხედ­ვე­ბი­სა და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბა, სწო­რედ სას­კო­ლო გა­რე­მო­დან იწყე­ბა. სკო­ლა ზრდის მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­მაც იცის თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად და კა­ნო­ნი­ე­რად ითხოვს მათ დაც­ვას, ყვე­ლა­ნა­ირ გა­რე­მო­სა და სო­ცი­უმ­ში. ჩემ­თ­ვის ბედ­ნი­ე­რე­ბაა სას­კო­ლო გა­რე­მო, სა­დაც მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლია ჩე­მი უფ­ლე­ბე­ბი. ამის შემ­დეგ, რო­გორც მოს­წავ­ლეს, მიჩ­ნ­დე­ბა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და ში­ნა­გა­ნი მოთხოვ­ნი­ლე­ბა – შე­ვას­რუ­ლოთ ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს სწო­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გა­რე­მო.

 

📌 ზუ­რაბ კურ­დღე­ლაშ­ვი­ლი

სსიპ გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტი­ნის­ხი­დის სა­ჯა­რო სკო­ლის X კლასის მოს­წავ­ლე

რო­გორც ვი­ცით, ადა­მი­ა­ნებს აქვთ თა­ნას­წო­რი უფ­ლე­ბე­ბი, რი­სი დაც­ვა მა­თი მო­ვა­ლე­ო­ბაა. თუმ­ცა, ამას­თან ერ­თად, ერთ-ერთი მწვა­ვე პრობ­ლე­მა სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის უცო­დინ­რო­ბაა. ქუ­ჩა­ში გამ­ვ­ლე­ლი რომ გა­ა­ჩე­რო, მა­თი დი­დი ნა­წი­ლი ვერ გაგ­ცემს კითხ­ვა­ზე პა­სუხს, თუ რა უფ­ლე­ბე­ბი აქვთ, რაც სა­ზოგ­დო­ე­ბის თვით­შე­მეც­ნე­ბის და­ბალ დო­ნე­ზე მი­უ­თი­თებს.

მა­ინც რა ვი­ცით ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ? ჩვენ გვაქვს სა­ხე­ლის და გვა­რის ტა­რე­ბის, მშობ­ლე­ბის­გან ზრუნ­ვის მი­ღე­ბის, დას­ვე­ნე­ბის, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის, კვე­ბის და სხვა მრა­ვა­ლი უფ­ლე­ბა. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ბევრ ოჯახ­ში ეს უფ­ლე­ბე­ბი დარ­ღ­ვე­უ­ლია, რაც, ჩე­მი აზ­რით, გა­მოწ­ვე­უ­ლია 2 მი­ზე­ზით. ეს მი­ზე­ზე­ბია: ოჯა­ხის სი­დუხ­ჭი­რე ან ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბა. მო­დი, გან­ვ­მარ­ტოთ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი.

ოჯა­ხის სი­დუხ­ჭი­რე შე­საძ­ლოა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს გა­ნათ­ლე­ბის და­ბა­ლი დო­ნით, რა­საც მოჰ­ყ­ვე­ბა სამ­სა­ხუ­რის არ­ქო­ნა, რის შე­დე­გა­დაც მშობ­ლე­ბი ვერ ახერ­ხე­ბენ შვი­ლებ­ზე ზრუნ­ვას. ამით კი ირ­ღ­ვე­ვა ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი.

ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბა, უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვის მხრივ, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა მთელ მსოფ­ლი­ო­ში. გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზე­ბი კი მრა­ვა­ლია: გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბა, ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა, ოჯა­ხის სი­დუხ­ჭი­რე, რა­ზეც უკ­ვე ვი­სა­უბ­რე და სხვ.

დღეს­დღე­ო­ბით მრა­ვა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია არ­სე­ბე­ბობს, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვით­შე­მეც­ნე­ბის დო­ნის ამა­ღ­ლე­ბით ახერ­ხე­ბენ. სწო­რედ ამ მიზ­ნით ტარ­დე­ბა მრა­ვა­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა, ტრე­ნინ­გი და სხვა. არ უნ­და და­ვი­ვიწყოთ სა­ხელ­მ­წი­ფოს რო­ლიც ამ საქ­მე­ში. არ­სე­ბობს ცხე­ლი ხა­ზი, სა­დაც პი­რა­დი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში უნ­და დავ­რე­კოთ. ამ დროს ისი­ნი იზ­რუნ­ე­ბენ ჩვენს კე­თილ­დღეო­ბა­ზე. პი­რა­დი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვის თავი­დან ასა­რი­დებ­ლად ეს სა­უ­კე­თე­სო პრე­ვენ­ციაა.

ხაზ­გას­მით მინ­და კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­მე­ო­რო, რომ სა­ხელ­მ­წი­ფოს რო­ლი გა­ნუ­ზო­მე­ლია ამ საქ­მე­ში, მაგ­რამ ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა, დიდ­წი­ლად, და­მო­კი­დე­ბუ­ლია ისევ ჩვენ­ზე —  თუ თა­ვის დრო­ზე მო­ვახ­დენთ რე­ა­გი­რე­ბას, ყვე­ლაფ­რის აღ­მოფხ­ვ­რაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

📌 კე­სო ახ­ვ­ლე­დი­ა­ნი

სსიპ თბილ­ისის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხ. №23 სა­ჯა­რო სკო­ლის Xბ კლა­სის მოს­წავ­ლე

ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი თა­ნას­წო­რი და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი იბა­დე­ბა, ყვე­ლას აქვს იმის უფ­ლე­ბა, რომ იცხოვ­როს ისე, რო­გორც მას სურს; იცხოვ­როს მშვი­დო­ბი­ა­ნად, და­ცუ­ლად, თა­ვი­სუფ­ლად.

სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლა 11-12 წლი­დან და­ვიწყე და ამ ასა­კი­დან ვსწავ­ლობ ჩე­მი უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხე­ბაც. კარ­გად მაქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი, რომ სხვე­ბის მსგავ­სად ვარ თა­ვი­სუ­ფა­ლი და ყვე­ლას მსგავ­სად მაქვს უფ­ლე­ბე­ბი.

ზოგ ადა­მი­ანს თა­ვი­სუფ­ლე­ბა არას­წო­რად, თა­ვი­სე­ბუ­რად ეს­მის. ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბას ნიშ­ნავს. რე­ა­ლუ­რად, ის სა­კუ­თა­რი თა­ვის უფალს ნიშ­ნავს. მარ­ტი­ვად რომ ვთქვა, ადა­მი­ა­ნი ამ დროს გან­კარ­გავს თა­ვის არ­ჩე­ვანს და გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბას.

რა თქმა უნ­და, ვი­ცი ჩე­მი ზო­გა­დი უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხე­ბაც. რო­გორც ყვე­ლას, მეც მაქვს ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა, თვით­გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის, თა­ვი­სუფ­ლად ცხოვ­რე­ბის, არ­ჩე­ვნის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა და ა.შ. ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლილ ყვე­ლა უფ­ლე­ბას კარ­გად ვი­აზ­რებ და არა­ვის ვაძ­ლევ სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ისი­ნი შეზღუ­დოს.

მე, რო­გორც მოს­წავ­ლე­საც, მაქვს უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. თუმ­ცა, დარ­წ­მუ­ნე­ბით ვიტყ­ვი, რომ ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც ვი­აზ­რებ მათ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას.

ვი­ცი, რომ ჩე­მი უფ­ლე­ბე­ბის ხელ­ყო­ფის შემ­თხ­ვე­ვა­ში უფ­ლე­ბა მაქვს მი­სი გაპ­რო­ტეს­ტე­ბის, გა­სა­ჩივ­რე­ბის.

ვფიქ­რობ, იმ გა­რე­მო­ში, სა­დაც ყო­ველ­დღი­უ­რად მი­წევს ცხოვ­რე­ბა, ასე თუ ისე, და­ცუ­ლია ჩე­მი უფ­ლე­ბე­ბი. თუმ­ცა, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში, არ­სე­ბობს მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც ჩე­მი უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღ­ვე­ვა და ამა­ზე არა­ერ­თი მა­გა­ლი­თის მოყ­ვა­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

სა­ერ­თო ჯამ­ში, ჩე­მი უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ მაქვს სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია, უფ­ლე­ბე­ბი სწო­რად გა­აზ­რე­ბუ­ლი და არ ვი­ყე­ნებ მათ არას­წო­რი მი­სა­მარ­თით, გა­უ­აზ­რებ­ლად. გა­რე­მოც­ვა­ში კი, და­ცუ­ლია ჩე­მი სიტყ­ვი­სა და არ­ჩე­ვ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი პა­ტივს სცე­მენ ჩემს შე­ხე­დუ­ლე­ბებს, აზრს, არ­ჩე­ვანს, თვით­გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბას, სა­ჭი­რო­ე­ბებს.

 

📌 ლუ­კა მე­რე­ბაშ­ვი­ლი

სსიპ გო­რის №12 სა­ჯა­რო სკო­ლის X კლა­სის მოს­წავ­ლე

ადა­მი­ა­ნი უფ­ლე­ბებს და­ბა­დე­ბი­დან იძენს, ის გვი­ცავს ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბის, ღირ­სე­ბის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ლახ­ვის­გან. უფ­ლე­ბე­ბის და­კარ­გ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ისი­ნი არ შექ­მ­ნი­ლა კონ­კ­რე­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბის­თ­ვის, უფ­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს ყვე­ლა ინ­დი­ვი­დის­თ­ვის. აუცი­ლე­ბე­ლია გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ისიც, რომ ადა­მი­ანს, უფ­ლე­ბებ­თან ერ­თად, არა­ერ­თი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და მო­ვა­ლე­ო­ბა აქვს.

უფ­ლე­ბე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ცნე­ბა­ზეა დაყ­რ­დ­ნო­ბი­ლი და არ გუ­ლის­ხმობს სხვი­სის შე­ლახ­ვას და არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ეთი­კის ნორ­მე­ბის დარ­ღ­ვე­ვას. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იზღუ­დე­ბო­და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზი­ა­ნი ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბი­სა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი რა­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს ად­გე­ბო­დათ. ხალ­ხი დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იბ­რ­ძო­და და ვფიქ­რობ, წარ­მა­ტე­ბა­საც მი­აღ­წია. ჩა­ტარ­და არა­ერ­თი კამ­პა­ნია ცნო­ბი­ე­რე­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად და ახ­ლაც აქ­ტი­უ­რად ტარ­დე­ბა, ამან სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ა­ფიქ­რა თა­ნას­წო­რო­ბის მთა­ვარ პრინ­ცი­პებ­ზე, მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ შეს­ძ­ლე­ბო­დათ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის მი­ღე­ბა გა­ნურ­ჩევ­ლად ყვე­ლაფ­რი­სა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ხელ­ში ვი­ყა­ვით, იქ, სა­დაც ყვე­ლა­ნა­ი­რად დაგ­მო­ბი­ლი იყო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, მა­ინც შევ­ძე­ლით და დრო­ის უმ­ცი­რეს მო­ნაკ­ვეთ­ში შევ­ქ­მე­ნით კონ­ს­ტი­ტუ­ცია, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს სა­ხელ­მ­წი­ფოს თავ­ში აქ­ცევს და მის უფ­ლე­ბებს მაქ­სი­მა­ლუ­რად იცავს. სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად (მუხ­ლი 5:2): „სა­ხელ­მ­წი­ფო ზრუ­ნავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის, სო­ცი­ა­ლუ­რი თა­ნას­წო­რო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი სო­ლი­და­რო­ბის პრინ­ცი­პე­ბის გან­მ­ტ­კი­ცე­ბა­ზე“. დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში დი­დი ყუ­რადღე­ბა ენი­ჭე­ბა ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ისა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხა­რისხს. შე­იძ­ლე­ბა თა­მა­მად ით­ქ­ვას, სა­ხელ­მ­წი­ფოში, რო­მე­ლიც თა­ვი­სუ­ფა­ლია, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბიც და­ცუ­ლია, რა­საც, რა­ღა თქმა უნ­და, ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბის დროს ვერ მი­აღ­წევ. სამ­წუ­ხა­როდ, დღე­საც შევ­ხ­ვ­დე­ბით ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც თა­ვი­სუფ­ლე­ბისა და თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არას­წო­რად აქვთ გა­აზ­რე­ბუ­ლი, ორი­ვე ცნე­ბა ნი­შა­ნია იმი­სა, რომ უფ­ლე­ბე­ბი სა­ყო­ველ­თაოა და ეკუთ­ვ­ნის ყვე­ლას. შე­სა­ბა­მი­სად, არ შეგ­ვიძ­ლია შევ­ლა­ხოთ სხვი­სი უფ­ლე­ბე­ბი, რაც და­ნა­შა­უ­ლია კა­ნო­ნის, სა­კუ­თა­რი თა­ვის და ღვთის წი­ნა­შე. გა­ნათ­ლე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ამ სა­კითხ­შიც, იგი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს შე­ვიც­ნოთ ის გზა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის­თ­ვის კა­ცობ­რი­ო­ბამ გა­ი­ა­რა. აუცი­ლე­ბე­ლია ადა­მი­ან­მა იცო­დეს რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თა­ნას­წო­რო­ბა. გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­და აუცი­ლებ­ლად და­ან­გ­რევს კა­კო­ტო­პი­ის საზღ­ვ­რებს და გა­თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბა მის­გან.

მა­შა­სა­და­მე, სა­ხელ­მ­წი­ფო­ში, რო­მელ­შიც დე­მოკ­რა­ტია სუ­ფევს, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლია. არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი და­ნა­წი­ლე­ბა და ხალ­ხი თა­ნას­წო­რია, ამას­თა­ნა­ვე გა­აზ­რე­ბუ­ლი აქვთ სა­კუ­თა­რი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბიც, აქვთ უნა­რი, აღი­ა­რონ რო­გორც თავიანთი ასე­ვე სხვი­სი უფ­ლე­ბე­ბი და მო­ეპყ­რან მათ ისე, რო­გორც ექ­ცე­ვი­ან თა­ვი­სას.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები