27 აპრილი, შაბათი, 2024

პირველი დამატებითი სესიები დაინიშნა

spot_img

იმ აბიტურიენტებისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და მასწავლებლის საგნის გამოცდაში მონაწილეებისათვის, რომლებმაც ვერ შეძლეს COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო 4-8 ივლისს ჩატარებულ გამოცდებზე დასწრება,  განისაზღვრა ერთი დამატებითი  საგამოცდო სესია შემდეგ საგნებში:

 16 ივლისი: 

ქართული ენა და ლიტერატურა – ერთიანი ეროვნული გამოცდები.

17 ივლისი:

მათემატიკა – ერთიანი ეროვნული გამოცდები;

სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;

ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV) –  მასწავლებლის საგნის გამოცდა;

ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI) –  მასწავლებლის საგნის გამოცდა;

მათემატიკა (I-VI) – მასწავლებლის საგნის გამოცდა;

სამოქალაქო განათლება – მასწავლებლის საგნის გამოცდა.

გამოსაცდელთა სია მათი საიდენტიფიკაციო ნომრით და დეტალური ინფორმაცია გამოცდის ჩატარების შესახებ

გაითვალისწინეთ, რომ გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს ცხრილში მითითებულ დროსა და ადგილას 08:00 საათზე.

სხვა  გამოცდების დამატებითი სესიების თაობაზე ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები