26 აპრილი, პარასკევი, 2024

მოს­წავ­ლის ფუნ­ქ­ცი­ურ-კოგ­ნი­ტუ­რი უნა­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა

spot_img

ნო­ნა ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. ზოდის
საჯარო სკოლის ის­ტო­რი­ის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

ყვე­ლა ახა­ლი რე­ფორ­მა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მი­მარ­თუ­ლია, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი და ხე­ლი შე­უწყოს სრულ­ყო­ფი­ლი პი­როვ­ნე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­დას. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რა გზე­ბით და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით შე­ეც­დე­ბი, სი­ახ­ლე­ე­ბი შეს­თა­ვა­ზო მომ­ხ­მა­რე­ბელს (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც არა­ერ­თხელ ჩაბ­მუ­ლან რე­ფორ­მე­ბის მა­რა­თონ­ში) და გან­საზღ­ვ­რო შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში აუცი­ლებ­ლად აისა­ხე­ბა მოს­წავ­ლე­ებ­ზე.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის მთა­ვა­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია, რო­მე­ლიც უდა­ვოდ შე­უწყობს ხელს ესგ-ით და­სა­ხუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მიზ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. „ახა­ლი სკო­ლის მო­დელ­ში“ ჩარ­თ­ვის დღი­დან, არა­ერ­თი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე კლა­სე­ბის მი­ხედ­ვით, კო­ლე­გებ­თან ერ­თად, რად­გან მუდ­მი­ვად გვი­წევ­და ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის აზ­რე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, რა­მაც კი­დევ უფ­რო გაგ­ვი­ად­ვი­ლა სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვა.

სწო­რედ ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შევ­ქ­მე­ნი და ჩა­ვა­ტა­რე კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა მე-9 კლას­ში. პრო­ცე­სი იმ­დე­ნად შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და აქ­ტი­უ­რი იყო, გა­დავ­წყ­ვი­ტე ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბა კო­ლე­გებს გა­ვუ­ზი­ა­რო. გაკ­ვე­თი­ლის თე­მა იყო „მონ­ღო­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა“. მოს­წავ­ლე­ებ­მა შექ­მ­ნეს დღი­უ­რი და მი­წო­დე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით, აღ­წე­რეს მონ­ღო­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა. მრა­ვა­ლი რე­სურ­სის და­მუ­შა­ვე­ბა და აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მოგ­ვი­წია, რის შე­დე­გა­დაც მოს­წავ­ლე­ებს გა­ნუ­ვი­თარ­დათ კვლე­ვის, ძი­ე­ბის, ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბის, ტრან­ს­ფე­რის, შე­მოქ­მე­დე­ბის, სის­ტე­მა­ტი­ზა­ცი­ის, პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სა და წე­რის კულ­ტუ­რის უნარ-ჩვე­ვე­ბი.

 

საგანი: ისტორია

თემა: შუა საუკუნეები

საკითხი: მონღოლური საზოგადოება

კლასი: IX

მასწავლებელი: ნონა ყაველაშვილი

სამიზნე ცნება: საზოგადოება (ქვეცნებები: რელიგია, საზოგადოება, სამოსი, ცხოვრების წესი, მეურნეობა, ადათი, ტრადიციები)

შედეგები: ( 7,8,10,11,12)

მკვიდრი წარმოდგენები:

1) ისტორიულად მრავალი საზოგადოება არსებობდა, მაგრამ თითოეულ მათგანს ახასიათებდა საერთო ნიშნები: მათ წევრებს ჰქონდათ საერთო იდენტობა, ინტერესი, საზრუნავი და თანხმდებოდნენ ქცევის წესებსა და ღირებულებებზე; საზოგადოება იყოფა უფრო მცირე საზოგადოებრივ ჯგუფებად;

2) პატარა საზოგადოებები უმეტესად უფრო დიდი საზოგადოების ნაწილს წარმოადგენენ;

3) საზოგადოების წევრებს აქვთ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მრავალფეროვნების მიმართ.

საკვანძო შეკითხვა: როგორ ცხოვრობდნენ მონღოლები XIII საუკუნეში? როგორი იყო მათი საზოგადოება? რა დამოკიდებულება ჩამოუყალიბდათ მონღოლებს დაპყრობილი ხალხების, მათ შორის, მაგალითად, საქართველოს საზოგადოების მიმართ?

კომპლექსური დავალება:

XIII საუკუნეში მსოფლიოში ახალი დამპყრობლები – მონღოლები გამოჩნდნენ. მონღოლური ტომები ცენტრალური აზიის სტეპებში ცხოვრობდნენ. სხვა მომთაბარე ტომების მსგავსად, თავს მონადირეობით, მესაქონლეობითა და ყაჩაღობით ირჩენდნენ, თან გამუდმებით ერთმანეთს ეომებოდნენ. ასეთი მკაცრი ცხოვრების წესი უკიდეგანო სტეპების ბინადართაგან მუდმივ ფიზიკურ წვრთნასა და საბრძოლო მზადყოფნას მოითხოვდა. დღის განმავლობაში ცხენზე ამხედრებული მონღოლი ძნელი წარმოსადგენი იყო მშვილდ-ისრისა და ხმლის გარეშე. მონღოლები ბავშვებს, უკვე სამი წლის ასაკიდან, ასწავლიდნენ ცხენზე ჯდომასა და მშვილდ-ისრის ხმარებას, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მათ მოკლე დროში მოახერხეს ევროპისა და აზიის ქვეყნების დაკავება. რუმის სასულთნოს განადგურების შემდეგ, მონღოლებმა აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს დაპყრობაც მოახერხეს.

წარმოიდგინეთ, რომ ხართ მე-13 საუკუნეში მცხოვრები მოგზაური და გარკვეული პერიოდის მანძილზე მონღოლებთან ერთად მოგიწიათ ცხოვრება, გადმოეცით საკუთარი თავგადასავალი დღიურის სახით. დღიურში ყურადღება გაამახვილეთ შემდეგ საკითხებზე:

1.     მონღოლური საზოგადოების წევრების იდენტობის ნიშნები, ინტერესი, საზრუნავი, ქცევის წესები და ღირებულებები (მ.წ. 1);

2.     მონღოლური საზოგადოების ფენები (მ.წ. 2);

3.      მონღოლების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება სხვა საზოგადოებების მიმართ (მ.წ.3).

აქტივობა I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

რესურსი: კომპლექსური დავალების არსის გაცნობა

აქტივობა – საერთო საკლასო: კითხვა-პასუხი.

·        რა არის საზოგადოება?

·        ვინ არიან საზოგადოების წევრები?

·        რომელი სოციალური ჯგუფებისაგან შეიძლება შედგებოდეს საზოგადოება?

·        რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ეპოქამ სოციალური ჯგუფების ურთიერთობაზე.

·        რა არის დღიური?

·        როგორ იქმნება დღიური?

აქტივობა 2. სახელმძღვანელოს ტექსტის ანალიზი.

კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

რესურსი: ისტორია, IX კლასის სახელმძღვანელო, ავტ: ნოდარ ასათიანი, მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი და სხვ. გამომც. „ბაკურ სულაკაური“, 2019 წ, პარაგრაფი №52 – „მონღოლთა დაპყრობები და მათი შედეგები“.

·                 როგორი იყო მონღოლთა ცხოვრების წესის თავისებურებანი?

·                 რომელი ქვეყნები დაიპყრეს მონღოლებმა?

·                 როგორ საცხოვრებელ გარემოში ცხოვრობდნენ მონღოლები?

·                  როგორ დამოკიდებულებას იჩენდნენ მონღოლები დაპყრობილი ხალხების რელიგიის, მემკვიდრეობის წესის შესახებ?

აქტივობა 3.

რესურსი: მასწავლებლის მიერ მომზადებული პრეზენტაცია powerpoint – „მონღოლები და საქართველო“

რესურსი: ჟამთააღმწერელი (ქართველი მემატიანე) მონღოლების შესახებ, XIV საუკუნე.

შემოთავაზებული რესურსების გაცნობის შემდეგ, ცხრილის საშუალებით, შეადარეთ ერთმანეთს მონღოლური და ქართული ცხოვრების წესი.

შესადარებელი სფეროები მონღოლები ქართველები
მეურნეობის ტიპი
საცხოვრებლის ტიპი
რელიგია
ქორწინების ტრადიცია
როდის შექმნეს პირველი სახელმწიფო
როდის შექმნეს პირველი დამწერლობა
სახელმწიფო წყობილება

აქტივობა 4. წყაროს გაცნობის შემდეგ უპასუხეთ კითხვებს:

რესურსი: პლანო კარპინი, „ისტორია მონღოლებისა, რომლებსაც ჩვენ თათრებს ვუწოდებთ“

რესურსი: მენდა ბეილუ , ჩინელი ავტორი, XIII საუკუნე, „მონღოლ-თათართა სრული აღწერილობა“.

გაცნობის შემდეგ:

·        როგორ გარემოში ცხოვრობდნენ მონღოლები?

·        ვინ შედიოდა მონღოლურ საზოგადოებაში?

·        რას საქმიანობდნენ მონღოლი ქალები?

·        რა წეს-ჩვეულებები ჰქონდათ მონღოლებს?

·        როგორი იყო მონღოლების ქორწინების ტრადიცია?

·        რას წარმოადგენდა მონღოლების საცხოვრებელი?

·        როგორ ეპყრობოდნენ მონღოლები ხვა ეროვნების ადამიანებს?

·        როგორ იკვებებოდნენ მონღოლები?

·        როგორ ზრდიდნენ მონღოლები ბავშვებს?

·        როგორი იყო მონღოლების რელიგია?როდის შექმნეს მონღოლებმა პირველი დამწერლობა?

·        ვისი დახმარებით შექმნეს მონღოლებმა დამწერლობა?

რესურსი: პლანო კარპინი:“ ისტორია მონღოლებისა, რომელთაც ჩვენ თათრებს ვუწოდებთ“;.მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, გამოც.: 1942 წ. თბილისი.

შემოთავაზებული რესურსის მიხედვით უპასუხეთ კითხვებს:

·        როგორ იყო მონღოლების საცხოვრებელი მოწყობილი?

·        როგორ იმოსებოდნენ მონღოლები?

·        რას საქმიანობდნენ ქალები?

·        როგორ ახასიათებს მონღოლებს წყაროში აღწერილი სამართლის წესი?

·        როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მონღოლებს განსხვავებული ეროვნებისა და სარწმუნოების ადამიანების მიმართ?

·        მეურნეობის რომელი დარგები იყო მონღოლებში განვითარებული?

 აქტივობა 5.

რესურსი: მეტაპლანის ფერადი ფურცლები:

„ასწლოვანი მატიანე ცოტნე დადიანისა და დავით ეჯიბის შესახებ“;

„ჩინგიზ-ყაენის დემოკრატია“ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი „აღმოსავლეთი“.

რესურსების გაცნობის შემდეგ გამართეთ დისკუსია: „მოსწავლის ტრიბუნა“ – ფორმატით.

·        შენი აზრით, რას ემყარებოდა ურთიერთგაგება ქართველ და მონღოლ მთავართა შორის?

·        შენი აზრით, როგორ მოიქცეოდა თანამედროვე ადამიანი დავით ეჯიბისა და ცოტნე დადიანის ადგილას?

·        შენი აზრით, რით ფასდებოდა შუა საუკუნეებში ადამიანის ღირსება? რით ფასდება დღეს?

·        რით განსხვავდებოდა მონღოლური საზოგადოებრივი წყობილება ქართული „პატრონყმობისაგან“?

წარმოდგენილ სათავგადასავლო დღიურის თითოეულ გვერდზე დააკარით სხვადასხვა ფერის მეტაპლანის ფურცლები, სადაც ფერების მიხედვით გამოყოფთ იმდროინდელი მონღოლური საზოგადოების დადებით და უარყოფით მხარეებს, საერთო ღირსებას იმდროინდელი ფეოდალური საზოგადოების. შეადარე თანამედროვე საზოგადოებას, რას ვერ შეეგუებოდი წარსულში და რას ვერ დათმობდი თანამედროვეობაში.

აქტივობა 6.

შექმნილი ნაშრომის პრეზენტაცია.

მოსწავლის მიერ შექმნილი ნამუშევარი

მონღოლური საზოგადოება მეცამეტე საუკუნეში

***

იმდენად სახიფათო და მოულოდნელი აღმოჩნდა, საქართველოს საზღვრებთან მონღოლების გამოჩენა და მათი შემდგომი დაპყრობითი ომების შედეგები ევროპისა და აზიისთვის, რომ მე ქართველმა სწავლულმა ბერმა (ჩემთვის როგორც საეკლესიო მსახურისთვის უსაფრთხო იქნებოდა მათთან ცხოვრება) გადავწყვიტე ჩავსულიყავი ოქროს ურდოში და იქ რამდენიმე ხანი მათთან ერთად მეცხოვრა, დავკვირვებოდი მათ ყოველდღიურ ცხოვრებას, აღმეწერა მათი ზნე-ჩვეულებები, ტრადიციები და ყოველდღიური ყოფა. იმდენად გამიტაცა ამ საქმემ, რომ გადავწყვიტე შემექმნა ჩანაწერები მონღოლური საზოგადოების შესახებ, რომელიც იმედი მაქვს მომავალში ბევრ ისტორიკოსს გაუწევს მეგზურობას შორეულ საუკუნეებში.

***

დღეს პირველად ჩავედი ოქროს ურდოში და იტალიელ პილიგრიმებთან ერთად მომიწია ცხოვრება მონღოლურ კარავში. ამ დღიდან დაიწყო ჩემი ხეტიალი ოქროს ურდოს ყაენის კარზე, ბაზრებში, ქუჩებში მოედნებზე, ვაკვირდებოდი ყველაფერს, რაც მაც მათ ყოფაცხოვრებას შეეხებოდა. ვცდილობდი არაფერი გამომრჩენოდა რაც ჩემს ჩანაფიქრს ხორცს შეასხამდა.

 

***

უკვე რამდენიმე თვეა ამ ხალხთან ერთად ვცხოვრობ, აღსანიშნავია, რომ ისინი სხვებისგან განსხვავებულები არიან გარეგნულად, უმეტესად არ არიან მაღლები და არც მსუქნები, მათ აქვთ ფართო სახე, დიდი ყვრიმალები, თვალები ზედა წამწამების გარეშე, და ზოგადად შეუხედავები არიან, როგორც გავიგე მონღოლ კაცებს იმისთვის, რომ მათ შთამომავლობას უკეთესი გარეგნობა ჰქონდეთ უფლება აქვთ დაქორწინდნენ სხვა ეროვნების ქალებზე, მაგრამ მონღოლ ქალებს არ აქვთ უფლება გაყვნენ ცოლად მამაკაცს სხვა ტომიდან.

***

მონღოლთა სამკვიდრო მიწა აღმოსავლეთის იმ ნაწილში მდებარეობს, სადაც აღმოსავლეთი ჩრდილოეთს უერთდება. მათი მიწა ერთ ნაწილში ძალზე მთაგორიანია, მეორე ნაწილი კი დაბლობია, ქვა-ღორღიანი, იშვიათად თიხანარევი, უდიდესი ნაწილი კი ქვიშიანია.

მათი კარვები მრგვალია. კარვის სახურავზე შუაში მრგვალი ფანჯარაა, საიდანაც სინათლე შემოდის და კვამლი გადის. რადგან კარვის შუაგულში ყოველთვის ცეცხლი უნთიათ… სადაც არ უნდა მიდიოდნენ, ომში თუ სხვა ადგილას, თავისი სახლები ყველგან თან დააქვთ.

 

***

მონღოლები არ არიან რელიგიური ხალხი, ისინი არიან წარმართები, გამოირჩევიან ინდეფერენტული დამოკიდებულებით რელიგიისადმი, მაგრამ მონღოლთა შორის გავრცელებულია ქრისტიანობაც. ამ ფაქტმა გამაკვირვა და ვეცადე შევხვედროდი ქრისტიან მონღოლებს. ისინი არ აღმოჩნდნენ არც მართმადიდებელი და არც კათოლიკე ქრისტიანები და მათი რწმენა არ არის მტკიცე. განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, რომლებშიც მიმოგზაურია ან წამიკითხავს, მონღოლური საზოგადოება არ არის დაყოფილი ფეოდალურ ფენებად, თითოეული მონღოლი არის მეომარი, რომლებიც თავიანთი მიღწევებით გონებით და სიმამაცით აღწევენ წარმატებას. მათი არმია ათ ნაწილადაა დაყოფილი თითოეულ ნაწილს ყავს თავისი მმართველი, რომელმაც ეს ადგილი თავისი სიმამაცით და ერთგულებით მოიპოვა და არა წარმომავლობით, რისი წარმოდგენაც საქართველოში ძალიან რთულია. ძალიან გამაოცა იმ ფაქტმა, რომ თითოეულ მონღოლს შეუძლია მოიყვანოს იმდენი ცოლი რამდენის საშუალებაც აქვს, მაგალითად ზოგს ასი ცოლი ყავს, ზოგს – ორმოცდაათი. ზოგს მეტი, ზოგს – ნაკლები. მათ შეუძლიათ დაქორწინდნენ ყველა ქალზე დედის, დისა და ქალიშვილის გარდა. ყველა დანარჩენ ქალს არ განასხვავებენ და მშობლისგან ძალიან ძვირად ყიდულობენ.

***

მონღოლთა ყოველდღიურმა ცხოვრების წესმა ასახვა პოვა მათ ჩაცმულობაზე. მონღოლები ჩასაცმელად იყენებენ ცხოველების ტყავისგან დამზადებულ სამოსს, ასევე ქალების ჩაცმულობა ჰგავს მონაზვნების ჩაცმულობას, მათ შორის გამორჩეულები არიან მეთაურების ცოლები, ვინაიდან ისინი ატარებენ გამორჩეულ ქუდებს, რომლებსაც რთავენ ნაქარგებით ან ვერცხლით და მარგალიტებით. სხვა მომთაბარე ტომების მსგავსად მონღოლებიც თავს მონადირეობით, მესაქონლეობითა და ყაჩაღობით ირჩენენ. ახლა ვხვდები, რატომაც ეშინოდათ ვაჭრებს ამ ხალხების. ისინი ერთმანეთსაც ხშირად ეომებიან. ამ ომების დროს, როცა უწევთ რომ საცხოვრებელი ადგილი დროებით შეიცვალონ, თან დაჰყავთ ცოლ-შვილი, და თან დააქვთ კარავი. მეომრებს მხოლოდ ბრძოლა ევალებათ, ხოლო ქალებს კი კარვების გაშლა, ცხენების მოვლა და ა.შ. ბავშვებს სამი წლის ასაკიდან ასწავლიან ცხენზე ჯდომასა და მშვილდ-ისრის ხმარებას. მათი აღზრდის წესი ძალიან მკაცრია. მათ არ გააჩნიათ ჰიგიენის არანაირი ნორმები და წყალი მათთვის იმდენად ღირებულია, რომ დასაბანადაც კი არ იყენებენ.

ამ ტერიტორიებზე ჰავა და კლიმატი ძალიან მკაცრია. ამითაა გამოწვეული ის, რომ მიწები არ არის დასამუშავებლად ვარგისი, სწორედ ამიტომ მეურნეობა და სხვადასხვა კულტურები აქ დიდად არ არის განვითარებული და ხალხი თავს მესაქონლეობით ირჩენს.

***

უკვე დიდი ხანია, რაც იმპერიას ჩინგიზ ყაენი უდგას სათავეში, ის მეტად ახლოსაა ხალხთან, ხშირად რთავს სხვებს მონღოლური მმართველობის საქმეში, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ის იღებს, ის ირჩევს ტომების ლიდერებს, რომელთა შორის იმართება შეკრებები, ხშირად მეც ვესწრები ამ შეკრებებს. კრება იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ყველა საკითხთან დაკავშირებით. ჩინგიზ ყაენი ბრძენთა საბჭოსაც ხშირად ეკითხება აზრს. გასაოცარია, ის რომ ის აზრს ეკითხება არა-მონღოლური წარმომავლობის ტომის ხალხებსაც. კრებებზე ხშირად ვხედავ ერთი და იგივე ხალხს, მაგრამ გამორჩეულად ჩემ ყურადღებას ერთი ახალგაზრდა ვაჟი იქცევს, იმიტომ რომ ის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მუდმივად ინიშნავს, ისევე როგორც მე ამას ვაკეთებ.

გავიგე, რომ ჩინგიზ ყაენმა ამ ახალგაზრდას დაავალა, ფურცელზე გადაეტანა თავისი გადაწყვეტილებები და მიღწევები. ეს ახალგაზრდა შიგი ჰუტუჰუ ქვეყანაში გამორჩეული პირია, ვინაიდან მას ევალება დაპირისპირებული ხალხის მოსმენა და მათთვის განაჩენის გამოტანა მთელს იმპერიაში.

დავინტერესდი და გამოვიკვლიე რა დამწერლობას იყენებდნენ შიგი ჰუტუჰუ და სხვა წერა-კითხვის მცოდნე მონღოლები, მონღოლებს თავიანთი დამწერლობა არ გააჩნიათ, მათ ის გადმოიღეს ცინის იმპერიისგან. იქიდან გამოქცეულმა ხალხმა, რომლებმაც მონღოლეთში დაიწყეს ახალი ცხოვრება, ჩინგიზ ყაენის კარზე მოღვაწე ადამიანებს შეასწავლეს თავიანთი დამწერლობა, მანამდე ლიდერები ბრძანებებს მხოლოდ ვეზირების საშუალებით ავრცელებდნენ. დღე, როდესაც ქალაქიდან მოშორებით გასვლა გადავწყვიტე ჩემი თვალით ვნახე მონღოლეთში კავშირგაბმულობის სისტემა. მონღოლების სატახტო ქალაქიდან ყველა მიმართულებით დაახლოებით 15 კილომეტრის დაშორებით დგანან მხედრები. როდესაც ყაენი გასცემს ბრძანებას, მხედარი მას გადასცემს მომდევნო მხედარს, და ასე გრძელდება მანამ სანამ ბრძანება არ მიაღწევს დანიშნულების ადგილას. ამ სისტემას მონღოლები „ურთუუ“-ს უწოდებენ. ამ მოქმედებაში ჩართულს საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს შეუძლიათ ჩამოართვან ცხენი და გამოიყენონ ის მოვალეობის შესასრულებლად. ყველა ოჯახი ვალდებულია მათ მოთხოვნისთანავე მისცეს საკვები და წყალი. ეს ადამიანები ატარებენ სპეციალურ ნიშანს, მათ შეუძლიათ ნებისმიერი ადამიანისგან მოითხოვონ დახმარება.

დღეს სახალხო კრებაზე მიმავალი პირადად შევხვდი ჩინგიზ ყაენის მეუღლეს, ბორტეს. ის არის სახელმწიფოში მნიშვნელოვანი ადამიანი. ის ხშირად იღებს გადაწყეტილებებს მონღოლეთის იმპერიაში. ჩემდა გასაკვირად აქ ქალებს მეტი სიტყვის თავისუფლება აქვთ ვიდრე ევროპის რომელიმე ქვეყნებში. ქალები არიან კრების წევრები ისევე, როგორც მამაკაცები და ხშირად თვით ჩინგიზ-ყაენსაც კი ურჩევენ რა არის უფრო მნიშვნელოვანი და რა უნდა მოიმოქმედოს. ისინი ყოველთვის თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ აზრს კრებაზე.

***

მონღოლებს საკმაოდ ტოლერანტული დამოკიდებულება აქვთ დაპყრობილი ხალხებისადმი, მაგალითად საქართველოს დაპყრობის შემდეგ მათ ქვეყანა ქრისტიანულად ცნეს, ხოლო საყოველთაო აღწერის შემდეგ გადასახადისგან გაათავისუფლეს ყველა რელიგიური მსახური, მათ შორის, ქალები და ბავშვები.

***

როდესაც ერთმანეთს ვადარებ ქართული საზოგადოების ცხოვრების წესს და მონღოლური საზოგადოებისას დიდ განსხვავებას ვამჩნევ. ზემოთ აღწერილისგან განსხვავებით საქართველოში ქრისტიანობა მეოთხე საუკუნის ოციანი წლებიდან იღებს სათავეს, ასევეა ქართული დამწერლობა. პირველი ხელნაწერი წიგნები საქართველოში მეხუთე საუკუნის მეორე ნახევრიდან გვხვდება. ქართველებისათვის რელიგია და ენა ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოა.

თუ შევადარებთ მონღოლთა მართველობის წესს ქართული ფეოდალური მონარქიისას ვნახავთ, რომ ამ დროს პატრონყმობაზე დამყარებული ქართული სახელმწიფო მეტად დახვეწილი და ორგანიზებულია, ვიდრე მონღოლური. თუმცა შუა საუკუნეებში ღირსება ორივე საზოგადოებისთვის ერთნაირია. ეს კარგად გამოჩნდა ცოტნე დადიანისა და დავით ეჯიბის მაგალითზე, როცა მონღოლებმა დააფასეს ადამიანის გმირობა და ვაჟკაცობა.

⇒ ჩემმა რამდენიმეწლიანმა მოგზაურობამ ოქროს ურდოში საშუალება მომცა გამეკეთებინა გარკვეული დასკვნები იმდროინდელი მონღოლური საზოგადოების დადებით და უარყოფით მხარეებზე. დამენახა საერთო ღირსება იმდროინდელი ფეოდალური საზოგადოების და შემედარებინა თანამედროვე საზოგადოებისათვის. რატომ არ ვისურვებდი ცხოვრებას მეცამეტე საუკუნეში და რის გამოც ვერ დავთმობდი თანამედროვეობას?

მოსწავლეთა შეფასება სოლო ტაქსონომიის დონის მიხედვით

 

 

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები