9 მაისი, ხუთშაბათი, 2024

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველების გამოცდის პირველი დღე დასრულდა

spot_img

დღეს მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის მეორე სესიაზე გამოცდა შემდეგ საგნებში ჩატარდა:

♦ მათემატიკა (VII-XII);

♦ გეოგრაფია (VII-XII);

ფიზიკა (VII-XII);

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

მეორე სესიაზე გამოცხადდა 80%-მდე აპლიკანტი. პირველი სესიისგან განსხვავებით, სადაც ერთი დაგვიანების შემთხვევა იყო, მეორე სესიაზე ყველა გამოსაცდელი დროულად მივიდა საგამოცდო ცენტრში.

დღეს თელავისა და რუსთავის საგამოცდო ცენტრებში უჩვეულო განწყობა იყო – 4 თვის მარიას და 2 თვის ლაზარეს დედები გამოცდას აბარებდნენ. მარიას დედა – თელავის საგამოცდო ცენტრში ბიოლოგიაში, ლაზარეს დედა კი – რუსთავის საგამოცდო ცენტრში ქართულ ენასა და ლიტერატურას. იმისათვის, რომ პატარებს არ მოშიებოდათ, ცენტრებში ჩვილები კოორდინატორებს შემოჰყავდათ. დედები საგამოცდო სექტორებს მხოლოდ მცირე ხნით ტოვებენ, შემდეგ კი კვლავ აგრძელებდნენ ტესტზე მუშაობას.

13 ივლისს გაგრძელდება გამოცდა მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის, პირველი სესია შემდეგ საგნებში ჩატარდება:

♦ სამოქალაქო განათლება (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);

♦ მუსიკა;

♦ სპორტი.

📢გისურვებთ წარმატებას!

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები