20 მაისი, ორშაბათი, 2024

ადა­მი­ა­ნი

spot_img
თა­მუ­ნა ჩხე­ი­ძე
ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ზვა­რეს სა­ჯა­რო სკო­ლის VII კლა­სის მოს­წავ­ლე

 

მოთხ­რო­ბა და­წე­რი­ლია მე­ექ­ვ­სე კლა­სის ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს

მი­ხედ­ვით

 

1994 წელს და­ი­ბა­და ბავ­შ­ვი, სა­ხე­ლად ნი­ნი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ახ­ლა მო­გითხ­რობთ. ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მ­ში, მას­შიც ვი­თარ­დე­ბა ში­ნა­გა­ნი და გა­რე­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბი. გა­რე­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბია ცხვი­რი, ყუ­რე­ბი, თვა­ლე­ბი. ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბი კი ბევ­რია და ისი­ნი ჯგუ­ფე­ბად, სის­ტე­მე­ბად იყო­ფა. ესე­ნია: სუნ­თ­ქ­ვის, გულ-სის­ხ­ლ­ძარ­ღ­ვ­თა, საჭ­მ­ლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი, ჩონ­ჩხი­სა და კუნ­თე­ბის, ნერ­ვუ­ლი და გა­მომ­ყო­ფი სის­ტე­მე­ბი. მათ­ში შე­მა­ვა­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი შე­თან­ხ­მე­ბუ­ლად მოქ­მე­დე­ბენ, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ადა­მი­ა­ნის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­სა და სი­ცოცხ­ლეს.

მშობ­ლე­ბი სამ­სა­ხუ­რის გა­მო ვერ აქ­ცევ­დ­ნენ სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბას, ამი­ტომ ხში­რად ავად­მ­ყო­ფობ­და, უჭირ­და სუნ­თ­ქ­ვა, პა­ტა­რა სა­თა­მა­შო­ებს ცხვირ­ში ითავ­სებ­და, ამი­ტომ დე­დამ ექიმ­თან წა­იყ­ვა­ნა. ექიმ­მა გა­დაწყ­ვი­ტა, რომ აეხ­ს­ნა ამ ბავ­შ­ვის­თ­ვის, თუ რა არის სუნ­თ­ქ­ვა და რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ადა­მი­ა­ნის­თ­ვის.

– ნი­ნი, ახ­ლა შენ რა­ზეც გაქვს პრობ­ლე­მა, ეს სუნ­თ­ქ­ვის სის­ტე­მაა. მას­ში შე­მა­ვა­ლი ორ­გა­ნო­ე­ბია ცხვი­რის ღრუ, ტრა­ქეა, ბრონ­ქე­ბი, ფილ­ტ­ვე­ბი. ფილ­ტ­ვე­ბი შედ­გე­ბა ფილ­ტ­ვის ბუშ­ტუ­კე­ბი­სა­გან, რო­მე­ლიც და­ფა­რუ­ლია კა­პი­ლა­რე­ბით, რის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც სისხლს მი­ე­წო­დე­ბა ჟან­გ­ბა­დი, საკ­ვე­ბი და სხვა ორ­გა­ნო­ე­ბიც ამ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით მა­რაგ­დე­ბა, ეს ჟან­გ­ბა­დი კი სა­ჭი­როა ორ­გა­ნიზ­მ­ში ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის და­საწ­ვა­ვად. იმის­თ­ვის, რომ ნორ­მა­ლუ­რად ისუნ­თ­ქო, აუცი­ლე­ბე­ლია არ და­ი­ზი­ა­ნო სა­სუნ­თ­ქი ორ­გა­ნო­ე­ბი.

ამის შემ­დეგ ის უფ­რო ფრთხი­ლად თა­მა­შობ­და და აღარ შექ­მ­ნია სუნ­თ­ქ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მა.

ერ­თხელ, რო­ცა ნი­ნი ტე­ლე­ფონ­ში ფილმს უყუ­რებ­და, და­ი­ნა­ხა, რო­გორ იჭ­რი­და ბავ­შ­ვი ვე­ნებს. და­ინ­ტე­რეს­და, რა მოხ­დე­ბო­და თუ ფილ­მის გმირს მი­ბა­ძავ­და. აიღო და­ნა. ამ დროს ის დე­დამ შე­ნიშ­ნა, და­ნა გა­მო­არ­თ­ვა და ყვე­ლა­ფე­რი აუხ­ს­ნა ვე­ნე­ბის, მას­ში მოძ­რა­ვი სის­ხ­ლი­სა და სის­ხ­ლის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ორ­გა­ნოს – გუ­ლის შე­სა­ხებ. ნი­ნიმ გა­ი­გო, რომ: გულს ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი აქვს, სის­ხ­ლ­ძარ­ღ­ვე­ბით კი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი მთელ ორ­გა­ნიზ­მ­ში ნა­წილ­დე­ბა და ვე­ნე­ბი ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე­ში უმ­თავ­რეს როლს ას­რუ­ლებს.

ნი­ნი უკ­ვე 9 წლი­საა, ოდ­ნავ მო­სუქ­და, ამი­ტომ თვით­ნე­ბუ­რი დი­ე­ტა და­იწყო. ის თით­ქ­მის აღა­რა­ფერს ჭამ­და. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ნერ­ვი­უ­ლობ­დ­ნენ. მას­თან ბა­ბუა მი­ვი­და და და­ე­ლა­პა­რა­კა:

– ნი­ნი, საჭ­მ­ლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მა ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სის­ტე­მაა. მის შე­მად­გენ­ლო­ბა­შია: პი­რის ღრუ, ხა­ხა, საყ­ლა­პა­ვი მი­ლი, კუ­ჭი და ნაწ­ლა­ვე­ბი. ნაწ­ლა­ვებ­ში სა­ჭი­რო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, სის­ხ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით, ორ­გა­ნიზ­მ­ში ნა­წილ­დე­ბა, ნარ­ჩე­ნე­ბი კი გა­რეთ გა­მო­ი­ყო­ფა. საკ­ვე­ბი ადა­მი­ანს სი­ცოცხ­ლის­ა და მოძ­რა­ო­ბისთვის სჭირ­დე­ბა. ვალ­დე­ბუ­ლი ხარ, შე­ნი სხე­უ­ლი და­იც­ვა. გა­უფ­რ­თხილ­დე და უზ­რუნ­ველ­ყო სწო­რი კვე­ბით, შე­იყ­ვა­რე შე­ნი თა­ვი ისე­თი, რო­გო­რიც ხარ!

ამ მო­ნათხ­რო­ბის შემ­დეგ, ნი­ნი ყვე­ლა­ფერს გემ­რი­ე­ლად მი­ირ­თ­მევ­და და წყალ­საც ძა­ლი­ან ბევრს სვამ­და. ეს ბა­ბუ­ამ შე­ამ­ჩ­ნია და წყლის ბა­ლან­სის შე­სა­ხებ მოკ­ლედ უამ­ბო:

– ადა­მი­ან­მა დღე-ღა­მე­ში, სა­შუ­ა­ლოდ, 6-7 ჭი­ქა, ანუ 2 ლიტ­რი წყა­ლი უნ­და და­ლი­ოს, ზედ­მე­ტი წყლის მი­ღე­ბა სა­ზი­ა­ნოა.

ნი­ნიმ ეს ნათ­ქ­ვა­მი და­ი­მახ­სოვ­რა და წყლის ბა­ლანსს ყო­ველ­თ­ვის იცავ­და.

რო­ცა 11 წლის გახ­და, მას და­ბა­დე­ბის დღე­ზე ნა­თე­სა­ვებ­მა კომ­პი­უ­ტე­რი აჩუ­ქეს. ყო­ველ­დღე, ძმას­თან ერ­თად, კომ­პი­უ­ტერ­თან მოხ­რი­ლი იჯ­და, რა­მაც  ზურ­გის ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია. მშობ­ლებ­მა ექიმ­თან მი­იყ­ვა­ნეს, ექიმ­მა კი თქვა, რომ მი­სი ხერ­ხე­მა­ლი გამ­რუ­დე­ბუ­ლი იყო. ნი­ნის ხერ­ხე­მალ­ზე მკურ­ნა­ლობ­დ­ნენ. ის და­ინ­ტე­რეს­და ამ თე­მით, კომ­პი­უ­ტე­რით მო­ი­ძია ინ­ფორ­მა­ცია და გა­ი­გო, რომ:

ჩონ­ჩხი და კუნ­თე­ბი აუცი­ლე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნის­თ­ვის. ჩონ­ჩხის გა­რე­შე ადა­მი­ა­ნი ვერც ფეხ­ზე დად­გე­ბო­და და ვერც მოძ­რა­ო­ბას შეძ­ლებ­და. კუნ­თე­ბიც ადა­მი­ა­ნის სხეულის მთა­ვა­რი ნა­წი­ლია და მის გა­რე­შე ადა­მი­ა­ნი ვერ შეძ­ლებ­და მოძ­რა­ო­ბას. ნი­ნიმ გა­დაწყ­ვი­ტა, კომ­პი­უ­ტერ­თან ნაკ­ლე­ბი დრო გა­ე­ტა­რე­ბი­ნა.

♦ ♦ ♦

ნი­ნიმ ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა­ში ის­წავ­ლა ნერ­ვუ­ლი და გა­მომ­ყო­ფი სის­ტე­მე­ბის შე­სა­ხებ — ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა შედ­გე­ბა თა­ვი­სა და ზურ­გის ტვი­ნი­სა­გან და მათ­გან გა­მო­მა­ვა­ლი ნერ­ვე­ბის­გან. ორ­გა­ნო­თა შე­თან­ხ­მე­ბულ მუ­შა­ო­ბას ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა აკონ­ტ­რო­ლებს, ამი­ტომ, ეს სის­ტე­მა ადა­მი­ა­ნის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია.

გა­მომ­ყო­ფი სის­ტე­მა, აუცი­ლე­ბე­ლია ორ­გა­ნიზ­მი­დან მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­მო­სა­ყო­ფად, რად­გან ასე­თი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მა­ტე­ბა იწ­ვევს ადა­მი­ა­ნის მო­წამ­ვ­ლას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს სის­ტე­მაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში და უნ­და გა­ვუფ­რ­თხილ­დეთ მათ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მან ეს სის­ტე­მე­ბი შე­ის­წავ­ლა, მა­ინც შე­ე­ჯა­ხა ისეთ პრობ­ლე­მებს, რო­გო­რი­ცაა: თვა­ლის ან­თე­ბა და კბი­ლის ტკი­ვი­ლი.

ის ხში­რად არ იბან­და ხე­ლებს და თვა­ლებ­ზე ის­ვამ­და, ხე­ლებ­ზე კი ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო მიკ­რო­ბე­ბი ჰქონ­და.

მას ბე­ბია მკურ­ნა­ლობ­და და თან ეუბ­ნე­ბო­და:

– ხომ ხე­დავ, რის­თ­ვის ყო­ფი­ლა სა­ჭი­რო ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნა. ნი­ნიმ თვი­თონ გა­დაწყ­ვი­ტა, რომ ყო­ველ დი­ლით და სა­ღა­მოს კბი­ლე­ბი გა­ე­ხე­ხა, რომ პრობ­ლე­მაც აღარ ჰქო­ნო­და. მარ­თ­ლაც ასე მოხ­და…

13 წლის ასაკ­ში, მას ჩუტყ­ვა­ვი­ლა და­ე­მარ­თა, უმ­კურ­ნა­ლეს და მა­ლე­ვე გა­მო­ჯან­მ­რ­თელ­და. ჩუტყ­ვა­ვი­ლა­სა და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­ი­ტა­რა.

ერთ დღეს, დი­ლით, რო­ცა ის სა­უზ­მის­თ­ვის ჩა­ის აკე­თებ­და, შემ­თხ­ვე­ვით ხე­ლი მდუ­ღა­რე წყლით და­იწ­ვა. მა­მამ ცი­ვი გამ­დი­ნა­რე წყა­ლი და­ას­ხა. იმ დღეს ნი­ნი თა­ნაკ­ლა­სელ­თან სტუმ­რად მი­დი­ო­და, თა­ვის კლა­სელ­საც იგი­ვე და­ე­მარ­თა და ნი­ნიმ მას პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია (რაც ნი­ნის მა­მამ გა­ა­კე­თა).

ერთ სა­ღა­მოს, ნი­ნის ოჯახს სტუმ­რე­ბი ჰყავ­და. მას უნ­დო­და და­ე­ძი­ნა, რად­გან, დი­ლით სკო­ლა­ში მი­დი­ო­და, მაგ­რამ სტუმ­რე­ბის ხმა­ურ­ში ვერ იძი­ნებ­და. ბო­ლოს, რო­გორც იქ­ნა, ჩა­ე­ძი­ნა. დი­ლით დაღ­ლილ­მა გა­იღ­ვი­ძა და კარ­გი ნიშ­ნე­ბიც ვერ მი­ი­ღო, რის გა­მოც ინერ­ვი­უ­ლა. უფ­როს­მა დამ ძი­ლის შე­სა­ხებ უთხ­რა, რომ ხმა­ურ­ში ძი­ლი სა­ხი­ფა­თოა ადა­მი­ა­ნის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სათ­ვის, ასე­ვე, სა­ზი­ა­ნოა ძი­ლის უკ­მა­რი­სო­ბაც და დიდ­ხანს ძი­ლიც. ამი­ტომ, უნ­და და­ვი­ძი­ნოთ 20-30 დე­ცი­ბელ ხმა­ურ­ში და ვი­ძი­ნოთ 8 სა­ა­თი.

13 წლის ნი­ნის უნ­დო­და სკო­ლის პო­პუ­ლა­რუ­ლი გო­გო ყო­ფი­ლი­ყო და ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან მა­ლუ­ლად სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა და­იწყო, სი­გა­რეტ­მა კი ხვე­ლა და­აწყე­ბი­ნა. მშობ­ლებ­მა ის ექიმ­თან წა­იყ­ვა­ნეს, რად­გან ან­თე­ბა ეგო­ნათ, რენ­დ­გე­ნი გა­და­უ­ღეს და რო­ცა მი­სი ფილ­ტ­ვე­ბი და­ი­ნა­ხა, მიხ­ვ­და თუ რა სა­ზი­ა­ნოა სი­გა­რე­ტი. იმ დღის შემ­დეგ, მას სი­გა­რე­ტის და­ნახ­ვაც კი აღარ უნ­დო­და. თუმ­ცა ხა­სი­ა­თი შე­ეც­ვა­ლა, სულ სახ­ლ­ში იჯ­და, ჭამ­და და თან ტე­ლე­ფონ­ში ვი­დე­ო­ებს უყუ­რებ­და. მოძ­რა­ო­ბაც კი არ უნ­დო­და. ბე­ბი­ამ უთხ­რა:

– შვი­ლო, რომ ჭამ კარ­გია, მაგ­რამ ამ­დე­ნი ჭა­მაც და უმოძ­რა­ო­ბაც ცუ­დია. ამ დროს შენს ორ­გა­ნი­ზ­მ­ში კა­ლო­რი­ე­ბი გროვ­დე­ბა, რაც გა­სუ­ქე­ბას გა­მო­იწ­ვევს. ნი­ნის არ უნ­დო­და გა­სუ­ქე­ბა, ამი­ტომ მა­შინ­ვე ად­გა და და­იწყო ვარ­ჯი­ში. ასე აკე­თებ­და ყო­ველ­დღე, რად­გან გა­ი­გო, რომ ჯდო­მის დროს, ერთ წუთ­ში, ენერ­გი­ის და­ნა­ხარ­ჯი 1500 კა­ლო­რიაა, დგო­მის დროს – 2500კალ, სი­ა­რუ­ლის დროს – 3800კალ და სირ­ბი­ლის დროს – 9600კალ. ის ყო­ველ­დღი­უ­რად, დი­ლით და სა­ღა­მოს, ძმას­თან ერ­თად, თი­თო სა­ათს უთ­მობ­და ვარ­ჯიშს.

ხუთ­შა­ბა­თი იყო. ნი­ნი სკო­ლის ეზო­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად თა­მა­შობ­და, მას­წავ­ლებ­ლე­ბიც იქ­ვე იყ­ვ­ნენ, რა­ღა­ცა­ზე სა­უბ­რობ­დ­ნენ და ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის თვი­სე­ბე­ბი ახ­სე­ნეს. ნი­ნის ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებ­და, ამი­ტომ მას­წავ­ლე­ბელს სთხო­ვა აეხ­ს­ნა:

– ნი­ნი, მო­დი ჯერ გა­ვი­გოთ, თუ რა არის ნივ­თი­ე­რე­ბა. ჩვენ გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი სხე­უ­ლე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბის­გან შედ­გე­ბა. ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს ბუ­ნებ­რი­ვი, რო­გო­რი­ცაა: ვერ­ცხ­ლი, ოქ­რო, წყა­ლი, რკი­ნა და სხვა. ხე­ლოვ­ნუ­რი, რო­მე­ლიც შექ­მ­ნა ადა­მი­ან­მა: მი­ნა, პლას­ტ­მა­სი, რე­ზი­ნი, ფა­ი­ფუ­რი და სხვა.

ახ­ლა ად­ვი­ლად მიხ­ვ­დე­ბი, თუ რა არის ნივ­თი­ე­რე­ბის თვი­სე­ბე­ბი. ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის თვი­სე­ბე­ბი ის ნიშ­ნე­ბია, რი­თაც სხვა­დას­ხ­ვა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ჰგვა­ნან ან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან. ეს თვი­სე­ბე­ბი ორი სა­ხი­საა: ფი­ზი­კუ­რი და ქი­მი­უ­რი. ფი­ზი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბია: ფე­რი, ბზინ­ვა­რე­ბა, სუ­ნი, წყალ­ში ხსნა­დო­ბა, აგ­რე­გა­ტუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, ტემ­პე­რა­ტუ­რა, სით­ბო­გამ­ტა­რო­ბა, ელექ­ტ­რო­გამ­ტა­რო­ბა და სხვა. რაც შე­ე­ხე­ბა ქი­მი­ურ თვი­სე­ბას, ნივ­თი­ე­რე­ბას აქვს უნა­რი, გარ­კ­ვე­ულ პი­რო­ბებ­ში გარ­და­იქ­მ­ნას სხვა ახალ ნივ­თი­ე­რე­ბად. ეს ნივ­თი­ე­რე­ბის ქი­მი­უ­რი თვი­სე­ბაა.

ნი­ნიმ კარ­გად გა­ი­გო თე­მა და ბედ­ნი­ე­რი დაბ­რუნ­და სახ­ლ­ში.

ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ფი­ზი­კის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, ყუ­რადღე­ბით უს­მენ­და მის საყ­ვა­რელ მას­წავ­ლებ­ლებს.

– ბავ­შ­ვე­ბო, რო­გორც ჩვენ უკ­ვე ვი­ცით, ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბის არ­სე­ბო­ბი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბია ჟან­გ­ბა­დი, წყა­ლი და ნახ­ში­რორ­ჟან­გი. წყა­ლი ჩვენ­თ­ვის ნაც­ნო­ბი ნივ­თი­ე­რე­ბაა. ახ­ლა, რაც შე­ე­ხე­ბა ჟან­გ­ბად­სა და ნახ­ში­რორ­ჟანგს. ჟან­გ­ბა­დი ჰა­ე­რის ერთ-ერ­თი შე­მად­გე­ნე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბაა. მი­სი მთა­ვა­რი წყა­რო მცე­ნა­რე­ე­ბია. მა­თი სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა ატ­მოს­ფე­რო­ში ჟან­გ­ბა­დის რა­ო­დე­ნო­ბის გა­ნახ­ლე­ბა. ამი­ტომ, ხში­რად მცე­ნა­რე­ებს „პლა­ნე­ტის მწვა­ნე ფილ­ტ­ვებ­საც“ უწო­დე­ბენ. რო­გორც ადა­მი­ა­ნის­თ­ვის არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფილ­ტ­ვე­ბი, ასე­ვე  აუცი­ლე­ბე­ლია დე­და­მი­წა­ზე ცოცხა­ლი არ­სე­ბე­ბის­თ­ვის მცე­ნა­რე­ე­ბი. ყვე­ლა­ზე მეტ ჟან­გ­ბადს ალ­ვის ხე გა­მო­ყოფს, შე­და­რე­ბით ნაკ­ლებს კი – წიწ­ვო­ვა­ნი. ტყე­ე­ბის უმოწყა­ლო ჩეხ­ვა და ტყე­ებ­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძა­რი ამ­ცი­რებს ჰა­ერ­ში ჟან­გ­ბა­დის რა­ო­დე­ნო­ბას.

ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბი სუნ­თ­ქა­ვენ ჟან­გ­ბა­დით. ისი­ნი ჩა­ი­სუნ­თ­ქა­ვენ ჰა­ერს, სუნ­თ­ქ­ვი­სას შე­ით­ვი­სე­ბენ ჟან­გ­ბადს და გა­მო­ყო­ფენ ნახ­ში­რორ­ჟანგს.

თევ­ზე­ბი წყალ­ში გახ­ს­ნი­ლი ჟან­გ­ბა­დით სუნ­თ­ქა­ვენ. ჟან­გ­ბა­დი ორ­გა­ნიზ­მ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­სი­ცოცხ­ლო პრო­ცე­სე­ბი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბაა. დე­და­მი­წის ზე­და­პი­რი­დან სი­მაღ­ლის მა­ტე­ბას­თან ერ­თად ატ­მოს­ფე­რო­ში ჟან­გ­ბა­დის რა­ო­დე­ნო­ბა მცირ­დე­ბა. ამი­ტომ ალ­პი­ნის­ტებს მთა­ზე ას­ვ­ლი­სას თან მი­აქვთ ჟან­გ­ბა­დის ბა­ლო­ნე­ბი. ჟან­გ­ბა­დი აუცი­ლე­ბე­ლია წვის პრო­ცე­სი­სათ­ვის. ნახ­ში­რორ­ჟან­გი ,ჟან­გ­ბად­თან ერ­თად, ჰა­ე­რის შე­მად­გე­ნე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბაა. იგი მცე­ნა­რე­ებს სა­სი­ცოცხ­ლოდ სჭირ­დე­ბათ. დღი­სით მცე­ნა­რე­ე­ბი „ჩაისუნ­თ­ქა­ვენ“ ნახ­ში­რორ­ჟანგს და ფო­ტო­სინ­თე­ზის შე­დე­გად გა­მო­ყო­ფენ ჟან­გ­ბადს, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს სი­ცოცხ­ლეს დე­და­მი­წა­ზე. ზო­გი­ერთ ნივ­თი­ე­რე­ბას წ ვის უნა­რი გა­აჩ­ნია. წვას ხელს უწყობს ჟან­გ­ბა­დი. კარ­გად იწ­ვის მშრა­ლი ხე, ნავ­თო­ბი, ქვა­ნახ­ში­რი, ბუ­ნებ­რი­ვი აირი. წვის პრო­ცე­სის შე­დე­გად ატ­მოს­ფე­რო­ში, სხვა ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან ერ­თად, ნახ­შირ­ჟან­გი (ნახ­ში­რის მო­ნოქ­სი­დი) და ნახ­ში­რორ­ჟან­გი (ნახ­ში­რის დი­ოქ­სი­დი) გა­მო­ი­ყო­ფა.

მა­გა­ლი­თად, ბენ­ზი­ნი­სა და ნავ­თო­ბის წვის შე­დე­გად გა­მო­ყო­ფი­ლი ეს ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი სა­ზი­ა­ნოა ადა­მი­ა­ნის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სათ­ვის. ბუ­ნებ­რი­ვი აირის არას­რუ­ლი წვის შე­დე­გად გა­მო­ყო­ფი­ლი მავ­ნე აირე­ბის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ჩა­სუნ­თ­ქ­ვის შე­დე­გად ადა­მი­ა­ნი იწამ­ლე­ბა. წვის პრო­ცე­სი ასე­ვე ამ­ცი­რებს ატ­მოს­ფე­რო­ში ჟან­გ­ბა­დის შემ­ც­ვე­ლო­ბას და ამ­დე­ნით­ვე ზრდის ნახ­ში­რორ­ჟან­გის შემ­ც­ვე­ლო­ბას. ნახ­ში­რის დი­ოქ­სი­დი, ანუ ნახ­ში­რორ­ჟან­გი აფერ­ხებს წვის პრო­ცესს, ამი­ტომ მას იყე­ნე­ბენ ხან­ძ­რის ჩა­საქ­რო­ბად. ეს არის ჟან­გ­ბა­დი და ნახ­ში­რორ­ჟან­გი. რად­გან ამას­თან ერ­თად წყა­ლიც ვახ­სე­ნეთ, სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბად მო­ი­ძი­ეთ წყლის თვი­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ. ამ თე­მა­ზეა ჩვე­ნი შემ­დე­გი გაკ­ვე­თი­ლი და თქვე­ნი მო­ტა­ნი­ლი და­ვა­ლე­ბით და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ინ­ფორ­მა­ცი­ით ბევრ ცოდ­ნას და­ვიგ­რო­ვებთ. – ეს თქვა თუ არა მას­წავ­ლე­ბელ­მა, მა­შინ­ვე ზა­რი და­ი­რე­კა. ბავ­შ­ვე­ბი სახ­ლ­ში წა­ვიდ­ნენ. ნი­ნიმ ამ თე­მის შე­სა­ხებ ვრცლად და­წე­რა.

მე­ო­რე დღეს მან ასე­თი სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა მი­ი­ტა­ნა:

წყა­ლი ჩვენს პლა­ნე­ტა­ზე ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბაა. იგი აუცი­ლე­ბე­ლია ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბის არ­სე­ბო­ბი­სათ­ვის. დე­და­მი­წის ზე­და­პი­რის უდი­დე­სი ნა­წი­ლი (3/4) წყლით არის და­ფა­რუ­ლი. სუფ­თა წყა­ლი გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე, უფე­რო, უსუ­ნო სითხეა, რო­მელ­საც გე­მო არა აქვს, ახა­სი­ა­თებს დე­ნა­დო­ბა, ვერ ინარ­ჩუ­ნებს ფორ­მას, მი­სი შე­კუმ­შ­ვა ძა­ლი­ან ძნე­ლია. წყლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თვი­სე­ბაა, რომ ნე­ლა თბე­ბა და დიდ­ხანს არ ცივ­დე­ბა. წყლის ეს თვი­სე­ბა იცავს ორ­გა­ნიზ­მებს გა­და­ხუ­რე­ბი­სა და გა­და­ცი­ვე­ბი­სა­გან. სუფ­თა წყა­ლი ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს. ბუ­ნებ­რი­ვი წყა­ლი ბევრ სხვა ნივ­თი­ე­რე­ბას შე­ი­ცავს. მათ მი­ნა­რე­ვებს უწო­დე­ბენ. ერთ-ერ­თი ასე­თი მი­ნა­რე­ვია სუფ­რის მა­რი­ლი. ზღვი­სა და ოკე­ა­ნის წყალ­ში სუფ­რის მა­რი­ლის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბაა, მდი­ნა­რის წყა­ლი კი მტკნა­რია. სას­მე­ლი წყა­ლი ისეთ მი­ნა­რე­ვებს შე­ი­ცავს, რომ­ლე­ბიც მას სა­სი­ა­მოვ­ნო გე­მოს აძ­ლევს. ზო­გი­ერ­თი წყა­როს წყა­ლი მი­ნა­რე­ვის სა­ხით მი­ნე­რა­ლებს შე­ი­ცავს. ასეთ წყალს მი­ნე­რა­ლურ წყალს უწო­დე­ბენ.

თბი­ლი გო­გირ­დი­ა­ნი მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სამ­კურ­ნა­ლოდ. წყალს აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თვი­სე­ბა. იგი არის ერ­თა­დერ­თი ბუ­ნებ­რი­ვი ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც ერ­თ­დ­რო­უ­ლად, ერ­თ­სა და იმა­ვე პი­რო­ბებ­ში, სამ აგ­რე­გა­ტულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გვხვდე­ბა.

ნი­ნიმ წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა სკო­ლა, ის უკ­ვე 26 წლი­საა და ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მუ­შა­ო­ბს. ძა­ლი­ან ბევ­რი ექ­ს­პე­რი­მენ­ტი ჩა­ა­ტა­რა და ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტიც აღ­მო­ა­ჩი­ნა. რად­გა­ნაც, ასე მოხ­და, გა­დაწყ­ვი­ტა, რომ მო­მა­ვა­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის ლექ­ცია ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა. პირ­ვე­ლი ლექ­ცია წე­სე­ბის შე­სა­ხებ ჩა­ა­ტა­რა:

– მო­გე­სალ­მე­ბით. დღეს მე მინ­და მო­გითხ­როთ უსაფ­რ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის შე­სა­ხებ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში. და­ვიწყოთ:

1) ჭურ­ჭელ­ზე, რო­მელ­შიც ინა­ხე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ნივ­თი­ე­რე­ბა, აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს ეტი­კე­ტი. ეტი­კეტ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი უნ­და იყოს ნივ­თი­ე­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა და უსაფ­რ­თხო­ე­ბის ნიშ­ნე­ბი. ნივ­თი­ე­რე­ბის უეტი­კე­ტოდ შე­ნახ­ვა აკ­რ­ძა­ლუ­ლია.

2) ექ­პე­რი­მენ­ტის ჩა­ტა­რე­ბის წინ სა­ჭი­როა ყუ­რადღე­ბით გა­ეც­ნო ექ­ს­პე­რი­მენ­ტის ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ას.

3) ექ­ს­პე­რი­მენ­ტის მსვლე­ლო­ბი­სას უნ­და გა­მო­ი­ყე­ნო ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა იმ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­სა, რომ­ლი­თაც ატა­რებ ცდას.

4) მას­წავ­ლებ­ლის გა­რე­შე არ შე­უ­რიო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ერ­თ­მა­ნეთს. და­ი­მახ­სოვ­რე, რომ გაზ­ქუ­რი­სა და სპირ­ტ­ქუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას უნ­და გა­მო­ი­ჩი­ნო ყუ­რადღე­ბა და სიფ­რ­თხი­ლე, მას­ზე რა­ი­მე ჭურ­ჭ­ლის მო­თავ­სე­ბი­სას და გად­მო­ღე­ბის დროს.

5) ცდის ჩა­ტა­რე­ბი­სას ხე­ლით არ შე­ე­ხო ქუ­რა­ზე მო­თავ­სე­ბულ ჭურ­ჭელ­ში ჩა­დე­ბულ თერ­მო­მეტრს. მხო­ლოდ სკა­ლა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით აიღე ანათ­ვა­ლი.

6) ნივ­თი­ე­რე­ბის სუ­ნის გა­სა­გე­ბად გა­მო­ი­ჩი­ნე სიფ­რ­თხი­ლე.

7) ექ­ს­პე­რი­მენ­ტის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ აუცი­ლებ­ლად და­ი­ბა­ნე ხე­ლე­ბი.

ნი­ნის ლექ­ცია ყვე­ლას მო­ე­წო­ნა, ტა­ში და­უკ­რეს და გა­ამ­ხ­ნე­ვეს. ისიც ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო. მან კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რი ლექ­ცია ჩა­ა­ტა­რა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ლექ­ტო­რიც გახ­და.

გა­ვი­და 3 წე­ლი. ნი­ნი გე­ოგ­რა­ფი გახ­და, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ამ პრო­ფე­სი­ა­ში. მან და­წე­რა პა­ტა­რა წიგ­ნი – გე­ოგ­რა­ფია, რო­მელ­საც კარ­გი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყ­ვა.  გა­დაწყ­ვი­ტა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა. 70 წლამ­დე წიგ­ნებ­ზე მუ­შა­ობ­და, ცნო­ბი­ლიც გახ­და და ხალ­ხ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. შემ­დეგ შვი­ლიშ­ვი­ლებ­საც უკითხავ­და თა­ვის წიგ­ნებს და ას­წავ­ლი­და ხმე­ლე­თის რე­ლი­ეფს.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები