27 აპრილი, შაბათი, 2024

მანდატურის სამსახური კიდევ 73 საჯარო სკოლაში შედის

spot_img

შიდა ქართლის რეგიონის სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ 73 სკოლას შორის, სადაც მანდატურის სამსახური 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებისას შევიდა. ახლად დანიშნული მანდატურები ტინისხიდის საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ    წარადგინა.

მანდატურის სამსახურის უფროსი სკოლაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, მოსწავლეებს, პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა.

საგანმანათლებლო დაწესებულების ახლად დანიშნული მანდატურები საჯარო კონკურსის წესით შეირჩნენ და გადამზადება შსს აკადემიაში გაიარეს. სასკოლო სივრცეში მუშაობას ისინი ახალი სასწავლო წლის პირველი დღიდან შეუდგნენ.

ამჟამად, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, ქვეყნის მასშტაბით, 680 საჯარო სკოლაშია წარმოდგენილი, სადაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 90% სწავლობს. მანდატურის სამსახურის მომსახურებით, ასევე, კერძო სკოლები და პროფესიული სასწავლებლებიც სარგებლობენ.

ამავდროულად, იზრდება განათლების სისტემაში დასაქმებული სოციალური მუშაკების რაოდენობა. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრს, მიმდინარე წლის ბოლომდე, უკვე 110-მდე სოციალური მუშაკი ეყოლება, რომლებიც მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებსა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს სოციალური მუშაობის მომსახურებას გაუწევენ.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები