28 აპრილი, კვირა, 2024

კიბერუსაფრთხოების საფუძვლები

spot_img

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) ახალი სასწავლო კურსის „კიბერუსაფრთხოების საფუძვლები“ განხორციელდება დაიწყო. პროგრამა ქართველი და გერმანელი ექსპერტების მიერაა შემუშავებული და სექტემბრის დასაწყისში KIU-ში განხორციელდება. კურსის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გაიღრმავონ ცოდნა და გაიუმჯობესონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები კიბერუსაფრთხოების სფეროში. კურსზე რეგისტრაცია დაიწყო და 2023 წლის 25 აგვისტომდე გაგრძელდება.

პროექტი დაფინანსებულია USAID-ის ხუთწლიანი პროგრამის – „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის ფარგლებში და მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების დარგში კვალიფიციური და ეკონომიკურად კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადებას.

სასწავლო კურსი სრულად ფინანსდება. კურსის წარმართვა სექტემბრის პირველ კვირაში იგეგმება და კურსის პერიოდში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, განთავსდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საცხოვრებლებში. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა KIU-ს სერტიფიკატი, ხოლო, წარმატებული კურსდამთავრებულების ნაწილი (მაქსიმუმ 20%) მიიღებს საერთაშორისო სასერტიფიკატო ვაუჩერს ,,ეთიკური ჰაკერის“ გამოცდის ჩასაბარებლად.

!! კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 25 აგვისტო.

რეგისტრაციისთვის იხ. სააპლიკაციო ფორმა.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნომერზე:

+995 598 44 93 55 ან *0197, www.kiu.edu.ge

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები