19 მარტი, სამშაბათი, 2024

კვლევის დოკუმენტის „სასკოლო განათლების ისტორია: 1990-2020“ პრეზენტაცია გაიმართა

spot_img

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კვლევის დოკუმენტის „სასკოლო განათლების ისტორია: 1990-2020“ პრეზენტაცია გაიმართა. ნაშრომი აღწერს იმ  მოვლენებს, რომლებმაც, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ზოგადი განათლების  პოლიტიკის შექმნასა და განვითარებაზე დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე.

„სასკოლო განათლების ისტორიის შესახებ კვლევითი ნაშრომის შემუშავება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და საჭირო პროექტი იყო რაზეც მე პირადად მიმუშავია. მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი წიგნი არის არა მხოლოდ ხანგრძლივი კვლევის პროდუქტი, არამედ ერთგვარი სამოქმედო გეგმა, რომელიც დაეხმარება ამ სფეროში ჩართულ ყველა მხარეს სიღრმისეულად, თანმიმდევრულად შეისწავლოს, გააანალიზოს თითოეული პროცესი და განაგრძოს როგორც წარსული ფაქტების აღწერა, ასევე მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება და აღწერა.“ – განაცხადა განათლების კოალიციის დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ.

პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა აღნიშნულ ნაშრომზე დაფუძნებული მოკლე დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია, რომელშიც კვლევის ავტორებთან ერთად განათლების სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აღნიშნული კვლევა მომზადებულია განათლების კოალიციის მიერ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ხოლო წიგნი „სასკოლო განათლების ისტორია: 1990-2020“ გამოიცა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ.

კვლევის დოკუმენტზე მუშაობდნენ გიორგი ჭანტურია, მერი ქადაგიძე, გიორგი მელიქაძე.

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები