18 მაისი, შაბათი, 2024

ისტორიის გამოცდის მესამე სესია მიმდინარეობს

spot_img

დღეს დილით აბიტურიენტები ისტორიის ბოლო, მესამე სესიაზე შევიდნენ. 14 საათზე რეგისტრაციას გაივლიან ისინი, ვინც ზოგად უნარებს აბარებს სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, გამოცდა 15 საათზე დაიწყება.

გუშინ ისტორიის გამოცდაზე, ალბათ პირველად ეროვნული გამოცდების ისტორიაში, რამდენიმე აბიტურიენტი ჩოხით გამოცხადდა.  ერთ-ერთი გიორგი დობაძიშვილი იყო, რომელმაც თბილისი 191-ე საჯარო სკოლაში მდებარე საგამოცდო ცენტრში აბარებდა გამოცდას. გიორგი ამბობს, რომ ბავშვობიდან ძალიან მოსწონს ეროვნული სამოსი. მღერის ხალხურ ანსამბლ „მართვეში“ და უკრავს ხალხურ საკრავებზე. „პატივს ვცემ ჩემი ქვეყნის ისტორიასა და ტრადიციებს. ჩემს სიყვარულსა და გულწრფელ დამოკიდებულებას, სადაც შემიძლია, ყველგან გამოვხატავ. ამ სამოსის მორგების მიზეზიც დღეს სწორედ ეს იყო. ვფიქრობ, გამოცდა კარგად დავწერე. საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებული საკითხები, ცხადია, ჩემთვის უფრო მარტივი და „მშობლიური“ აღმოჩნდა”, – განაცხადა გიორგი დობაძიშვილმა გამოცდიდან გამოსვლის შემდეგ, – მე არ ვარ პირველი, ვინც ისტორიის გამოცდაზე დღეს ჩოხით გამოცხადდა – ეს ფაქტი მხოლოდ მახარებს“. #ამბებისაგამოცდოცენტრებიდან

მართლაც გიორგი არ იყო ერთადერთი, ვინც გამოცდაზე ჩოხით გამოცხადდა. ARIS.GE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის 177-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს  ლუკა კუკულაძე ესტუმრა ჩოხით,  ისტორიის საგნის გამოცდაა და გადავწყვიტე, ჩოხით მოვსულიყავიო.

„პირველად და საბოლოოდ ვაბარებ, ამიტომ მინდოდა, რომ ისტორიის გამოცდაზე განსაკუთრებულად ვყოფილიყავი. ამით თავიც გავიხალისე, სხვებსაც განწყობა ავუმაღლე და მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით, დამკვირვებლებმაც კი ფოტოები გადაიღეს ჩემთან ერთად,“ – განაცხადა გამოცდიდან გამოსულმა ლუკამ. გამოცდასთან დაკავშირებით კი თქვა, რომ ძალიან მარტივი იყო: „თემები თითქმის ყველა ეპოქას მოიცავდა, როგორც თანამედროვე ისტორიას, მეორე მსოფლიო ომს და სსრკ-ის გარშემო არსებულ თემებს, ისე უფრო ადრეულ პერიოდს, შუა საუკუნეებს, საეკლესიო კრებებს, ოსმალეთს და ა.შ.“

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები