28 აპრილი, კვირა, 2024

ისპაჰანის უნივერსიტეტის სპორტის მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის, ფერეიდნელი ქართველის, აჰმადრეზა მოვაჰედის (მობინაშვილის) სტუმრობა სპორტის უნივერსიტეტში

spot_img

ივლისში სპორტის უნივერსიტეტს ისპაჰანის უნივერსიტეტის სპორტის მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ფერეიდნელი ქართველი, აჰმადრეზა მოვაჰედი (მობინაშვილი) ესტუმრა. იგი წლებია მუშაობს ფიზიკური, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური სტრატეგიების პაკეტზე, რომელიც მისი აზრით, ხელს შეუწყობს როგორც უმაღლესი რანგის ისე ახალგაზრდა პერსპექტიულ სპორტსმენებს მიაღწიონ თავიანთი შესაძლებლობების პიკს.

ეს სტრატეგიები მიზნად ისახავს, უმაღლესი რანგისა და ახალგაზრდა სპორტსმენებს მიაწოდოს ვარჯიშების ინტეგრირებული მეთოდები, რომლებიც მათ უმაღლესი სპორტული შედეგების მიღწევაში დაეხმარება.

შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტის უნივერსიტეტის რექტორი ჯემალ ძაგანია, ხარისხის სამსახურის უფროსი მაია ხურცილავა და კვალიფიკაციის ამაღლების სამსახურის უფროსი მერაბ მეტრეველი.

მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ 2023 წლის ნოემბერში ბატონი აჰმადრეზა სპორტის უნივერსიტეტში ლექციების ციკლს წაიკითხავს, რომელსაც დაესწრებიან როგორც უნივერსიტეტის პროფესორ- მასწავლებლები, ასევე ქვეყნის წამყვანი მწვრთნელები.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები