27 აპრილი, შაბათი, 2024

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა

spot_img

მო­ნი­კა ჯა­ნა­შია

სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ახა­ლა­ბას­თუმ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

ტერ­მი­ნი „ინ­კ­ლუ­ზია“ გად­მო­ღე­ბუ­ლია ინ­გ­ლი­სუ­რი­დან, ნიშ­ნავს ჩარ­თ­ვას/ჩარ­თუ­ლო­ბას და გუ­ლის­ხ­მობს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ნიშ­ნის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის რა­ი­მე ფორ­მით ჩარ­თ­ვას სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად.

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ეს არის გა­ნათ­ლე­ბის თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა (ესგ-ის მი­ხედ­ვით) და ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ხუ­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრინ­ცი­პის რე­ა­ლი­ზე­ბა უნ­და მოხ­დეს ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­რე­მო­ში, რაც თა­ნაბ­რად ხელ­მი­საწ­ვ­დომს ხდის ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბას ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის. ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცე­სი, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, გუ­ლის­ხ­მობს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სირ­თუ­ლე­ებს, რაც სავ­სე­ბით ბუ­ნებ­რი­ვი და მო­სა­ლოდ­ნე­ლია. ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის დროს, გარ­და კოგ­ნი­ტუ­რი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შეზღუდ­ვი­სა, ასე­ვე, აღი­ნიშ­ნე­ბა ადაპ­ტუ­რი ქცე­ვის დარ­ღ­ვე­ვა. ადაპ­ტურ ქცე­ვებ­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა სო­ცი­ა­ლურ, კონ­ცეპ­ტუ­ა­ლურ და პრაქ­ტი­კულ უნა­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. სას­წავ­ლო კონ­ტექ­ს­ტ­ში მათ­თ­ვის გარ­თუ­ლე­ბუ­ლია გარ­კ­ვე­უ­ლი ცოდ­ნის, ცნე­ბე­ბი­სა და კონ­ცეფ­ცი­ე­ბის და­უფ­ლე­ბის პრო­ცე­სი და გა­რე­მო­ში სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია. ისი­ნი ხში­რად ავ­ლე­ნენ სირ­თუ­ლე­ებს ისე­თი უნა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რო­გო­რი­ცაა: გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, მიზ­ნე­ბის და­სახ­ვა და პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა.

არ­სე­ბობს შემ­დეგ­ნა­ი­რი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი:

⇔ სო­ცი­ა­ლუ­რი და კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სირ­თუ­ლე;

⇔ გაზ­რ­დი­ლი დრო­ის სა­ჭი­რო­ე­ბა ცოდ­ნი­სა თუ ახა­ლი სას­წავ­ლო მა­სა­ლის კოგ­ნი­ტუ­რი გა­და­მუ­შა­ვე­ბის­თ­ვის;

⇔ ახა­ლი და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­გე­ბის სირ­თუ­ლე;

⇔ აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლი ცნე­ბე­ბის გა­გე­ბი­სა და და­უფ­ლე­ბის სირ­თუ­ლე;

⇔ ინ­ფორ­მა­ცი­ის თან­მიმ­დევ­რუ­ლად გა­და­მუ­შა­ვე­ბის სირ­თუ­ლე.

რე­ლე­ვან­ტუ­რი, მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი და პრო­დუქ­ცი­უ­ლი სას­წავ­ლო გა­რე­მოს შე­თა­ვა­ზე­ბი­სას, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმის გან­საზღ­ვ­რა, თუ რა სა­ხის აკო­მო­და­ცი­ებ­სა თუ მო­დი­ფი­კა­ცი­ებს სა­ჭი­რო­ებს მოს­წავ­ლე სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში.

ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის არ­სე­ბობს გარ­კ­ვე­უ­ლი მე­თო­დი­კა და სტრა­ტე­გი­ე­ბი. ესე­ნია:

⇔ და­ვა­ლე­ბე­ბის მცი­რე ნა­წი­ლე­ბად და ეტა­პე­ბად და­ყო­ფა;

⇔ კონ­კ­რე­ტუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით, კე­თე­ბით სწავ­ლა;

⇔ ვი­ზუ­ა­ლუ­რი საყ­რ­დე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა;

⇔ მყი­სი­ე­რი და პო­ზი­ტი­უ­რი უკუ­კავ­ში­რი;

⇔ მუ­სი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში;

⇔ ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეთ სკო­ლის სო­ცი­ა­ლურ ას­პექ­ტებ­ზე;

⇔ იყა­ვით მომ­თ­მენ­ნი.

სწავ­ლის სირ­თუ­ლე­ე­ბი ზო­გა­დი ტერ­მი­ნია, რო­მე­ლიც მი­ე­მარ­თე­ბა ჰე­ტე­რო­გე­ნულ ჯგუფს. ის შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მოვ­ლინ­დეს მოს­მე­ნის, სა­უბ­რის, კითხ­ვის, წე­რის, მსჯე­ლო­ბის ან/და მა­თე­მა­ტი­კუ­რი უნა­რე­ბის და­უფ­ლე­ბი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შეზღუდ­ვით ნორ­მა­ლუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი­სა და ადეკ­ვა­ტუ­რი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში. სწავ­ლის სირ­თუ­ლე­ე­ბი, უმე­ტეს­წი­ლად, სკო­ლა­ში შეს­ვ­ლი­სას ვლინ­დე­ბა, რად­გან მოს­წავ­ლე ახა­ლი მოთხოვ­ნე­ბის წი­ნა­შე დგე­ბა.

კითხ­ვის სირ­თუ­ლე­ებს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა:

⇔ ფო­ნო­ლო­გი­ურ და ფო­ნე­მა­ტურ უნარ-ჩვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი: ბგე­რე­ბი­სა და მა­თი გრა­ფი­კუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის ერ­თ­მა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბა, სიტყ­ვე­ბის მარ­ც­ვ­ლე­ბად და ბგე­რე­ბად დაშ­ლა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, სიტყ­ვებ­ში ბგე­რე­ბით მა­ნი­პუ­ლა­ცია (სეგ­მენ­ტა­ცია-იზო­ლა­ცია), მსგავ­სად­მ­ჟ­ღე­რი სიტყ­ვე­ბის ერ­თ­მა­ნე­თის­გან გარ­ჩე­ვა და სხვა;

⇔ კითხ­ვის შე­ნე­ლე­ბუ­ლი ტემ­პი;

⇔ დე­კო­დი­რე­ბის, გა­გე­ბი­სა და და­მახ­სოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბი;

⇔ კითხ­ვი­სას ბგე­რე­ბის ან სიტყ­ვე­ბის გა­მო­ტო­ვე­ბა/ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა;

⇔ წა­კითხუ­ლის გა­გე­ბის სირ­თუ­ლე;

⇔ წა­კითხუ­ლი­დან ძი­რი­თა­დი აზ­რის, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტე­ბის გა­მო­ყო­ფის სირ­თუ­ლე;

⇔ დი­დი ხნის მან­ძილ­ზე კითხ­ვის სირ­თუ­ლე.

სხვა სირ­თუ­ლე­ებ­თან ერ­თად, მო­სა­ლოდ­ნე­ლი და ბუ­ნებ­რი­ვია წე­რის სირ­თუ­ლე­ე­ბიც, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა შემ­დე­გით:

⇔ სიტყ­ვე­ბის გა­მო­ტო­ვე­ბა;

⇔ მორ­ფო­ლო­გი­უ­რი და სინ­ტაქ­სუ­რი შეც­დო­მე­ბი;

⇔ წი­ნა­და­დე­ბის სტრუქ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა;

⇔ სიტყ­ვებ­ში ასო­ე­ბის გა­მო­ტო­ვე­ბა/და­მა­ტე­ბა;

⇔ და­ფი­დან ან წიგ­ნი­დან გა­და­წე­რის სირ­თუ­ლე;

⇔ გა­უ­გე­ბა­რი ხელ­წე­რა;

⇔ ასო­თა სივ­რ­ცე­ში გან­ლა­გე­ბის პრინ­ცი­პის დაც­ვის სირ­თუ­ლე (ზე­და და ქვე­და რე­გის­ტ­რი);

⇔ გარ­კ­ვე­უ­ლი თე­მის და­გეგ­მ­ვი­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბის, სა­კუ­თა­რი ფიქ­რე­ბის წე­რი­ლო­ბი­თი ფორ­მით გად­მო­ცე­მის სირ­თუ­ლე;

⇔ წი­ნა­და­დე­ბე­ბის სწო­რი და ლო­გი­კუ­რი თან­მიმ­დევ­რო­ბით ჩა­წე­რა;

⇔ წე­რის ნე­ლი ტემ­პი;

⇔ სირ­თუ­ლე­ე­ბი ექ­ს­პ­რე­სი­უ­ლი ენის თვალ­საზ­რი­სით.

ორ­გა­ნი­ზე­ბის უნა­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში არა­ერთ სირ­თუ­ლეს გუ­ლის­ხ­მობს. ორ­გა­ნი­ზე­ბის უნა­რე­ბის ძი­რი­თა­დი სირ­თუ­ლე­ე­ბია:

⇔ ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და დრო­ის მე­ნეჯ­მენ­ტის სირ­თუ­ლე­ე­ბი;

⇔ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე მი­ყო­ლის სირ­თუ­ლე­ე­ბი;

⇔ წე­რი­სას ინ­ფორ­მა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბის სირ­თუ­ლე;

⇔ ახა­ლი და­ვა­ლე­ბის დაწყე­ბის სირ­თუ­ლე;

⇔ და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას მე­ტი დრო­ის სა­ჭი­რო­ე­ბა;

⇔ სწავ­ლი­სას სტრა­ტე­გი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის სირ­თუ­ლე.

სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბია:

⇔ სა­ხის გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბი­სა და სხე­უ­ლის ენის გა­გე­ბი­სა და ინ­ტერ­პ­რე­ტი­რე­ბის სირ­თუ­ლე;

⇔ სარ­კაზ­მის გა­გე­ბის სირ­თუ­ლე;

⇔ ვი­ზუ­ა­ლურ-სივ­რ­ცი­თი უნა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით სირ­თუ­ლე — შე­საძ­ლე­ბე­ლია ხში­რად იკარ­გე­ბო­დეს, უჭირ­დეს ნა­ვი­გა­ცია და მი­თი­თე­ბე­ბის დახ­მა­რე­ბით მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე გა­ყო­ლა;

⇔ დრო­ში დი­სო­რი­ენ­ტა­ცია, სა­ა­თის ცნო­ბის სირ­თუ­ლე.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცე­სი მო­ი­ცავს და­მა­ტე­ბით შე­საძ­ლო სირ­თუ­ლე­ებს:

⇔ შე­უ­სა­ბა­მო, იმ­პულ­სუ­რი ქცე­ვე­ბი;

⇔ ად­ვი­ლად გა­დაღ­ლა და გა­მო­ფიტ­ვა;

⇔ ყუ­რადღე­ბის ად­ვი­ლად გა­დარ­თ­ვა­დო­ბა გა­რე­შე გამ­ღი­ზი­ა­ნებ­ლე­ბის მი­მართ;

⇔ ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბი­სა და სე­ლექ­ცი­ის სირ­თუ­ლე;

ხში­რადჰი­პერ ან ჰი­პო (ნორ­მა­ზე და­ბა­ლი) აქ­ტი­უ­რო­ბა.

სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია მოს­წავ­ლე­ზე მორ­გე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბით.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები