27 აპრილი, შაბათი, 2024

ინკლუზიური განათლების წარმატებული პრაქტიკის გაზიარება

spot_img

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, რეგიონების სპეციალური მასწავლებლების ცოდნისა და უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ახორციელებს პროექტს „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“.

პროექტი საშუალებას აძლევს რეგიონის სპეციალურ მასწავლებლებს, გაიზიარონ თბილისის წარმატებული სკოლების ინკლუზიური განათლების პრაქტიკა, ნახონ თუ რა ფაქტორები განაპირობებს ინკლუზიური განათლების წარმატებას სკოლაში, დასვან შეკითხვები, შეისწავლონ სწავლების და სსსმ მოსწავლის კლასში/სკოლაში ინტეგრაციის ეფექტური სტრატეგიები. ტური ხორციელდება 2016 წლიდან და მონაწილეებს სამუშაოს დაგეგმვასა და საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში ეხმარება.

2024 წლის 17 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა 30 სპეციალურ მასწავლებელს რეგიონებიდან.

რეგიონულ ტურში მონაწილე სპეციალურ მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მთელი კვირის მანძილზე, გაეზიარებინათ თბილისის სკოლების წარმატებული პრაქტიკა, სადაც ადგილზე სუპერვიზიას უწევდნენ ცენტრის მიერ კონკურსის წესით შერჩეული სუპერვიზორები, ასევე სპეციალური მასწავლებლები სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციასა და რესურს სკოლის მუშაობას გაეცნენ, კერძოდ:

♦ ვიზიტი და ვორქშოპი ორგანიზაციაში ,,MAC georgia“ („მაკ ჯორჯია“);

♦ ვიზიტი სსიპ – ქალაქ თბილისის №202 საჯარო სკოლაში;

♦ „მაკ ჯორჯიაში“ მონაწილეებს ჩაუტარდათ მასტერკლასი შემდეგ საკითხებზე:

⇒ ჯდომის სწორი პოზის მხარდაჭერის მნიშვნელობა სსსმ მოსწავლეებისთვის;

⇒ ჯდომის სწორი პოზის გავლენა წერაზე და სამაგიდო აქტივობებში ჩართულობა;

⇒ სენსორული ინტეგრაციის ელემენტების გამოყენება სასკოლო აქტივობებში;

⇒ „MAC Georgia“-ს სერვისების მრავალფეროვნება.

№ 202-ე საჯარო სკოლაში მონაწილეები გაეცნენ უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებს, ასევე დამხმარე საშუალებებსა და ტექნიკურ აღჭურვილობებს.

რეგიონული სასწავლო ტურის ფარგლებში, სპეციალური მასწავლებლებისთვის, ჩატარდა ვორქშოფი თემაზე: სმენადაქვეითებულ მოსწავლეთა მხარდაჭერა და სწავლა-სწავლების საკითხები, რომელსაც ხელმძღვანელობდა დარგის სპეციალისტი მაია წულაძე. ტურში მონაწილე სპეციალურ მასწავლებლებს ფასილიტაციას უწევდნენ პროგრამის ,,ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა“ თანამშრომლები.

რეგიონულ სასწავლო ტურში მონაწილე სპეციალურ მასწავლებლებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.

რეგიონული სასწავლო ტურის მხარდაჭერისთვის სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის ორგანიზაციას ,,MAC Georgia“, სსიპ ქალაქ თბილისის №202 საჯარო სკოლას, ასევე, მოწვეულ სპიკერებს: მაია წულაძეს, სოფიო ნადირაძესა და ანა გურგენიძეს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები