4 მაისი, შაბათი, 2024

იდე­ით გა­ტა­ცე­ბუ­ლი, ქვეყ­ნი­სა და მი­სი მო­მავ­ლის მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნი

spot_img

ქარ­თ­ველ გან­მა­ნათ­ლე­ბელ ქალ­თა გა­ლე­რე­ას კი­დევ ერ­თი, ღვაწ­ლით გა­მორ­ჩე­უ­ლი ქალ­ბა­ტო­ნის, მა­რი­ამ დე­მუ­რი­ას სა­ხე­ლი ამ­შ­ვე­ნებს. გზა, რო­მე­ლიც მან გან­ვ­ლო, რო­გორც სა­ბავ­შ­ვო მწე­რალ­მა, დრა­მა­ტურ­გ­მა, სა­ხალ­ხო სცე­ნის და­უ­ღა­ლავ­მა მუ­შაკ­მა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წემ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და – ეს ის პე­რი­ო­დია, XIX სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რუ­ლი, რო­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლა­დაა გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის ზე­წო­ლა, ეროვ­ნუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის ყვე­ლა საქ­მის წა­მოწყე­ბა ცენ­ტ­რა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცენ­ზუ­რი­სა და უმ­კაც­რე­სი კონ­ტ­რო­ლის ქვეშ ექ­ცე­ვა. ვიდ­რე კონ­კ­რე­ტუ­ლად მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ ვი­სა­უბ­რებ­დეთ, სა­ჭი­როა აღი­ნიშ­ნოს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რო­ლი­სა და გა­რე­მოს შე­სა­ხებ, რა­მაც გავ­ლე­ნა იქო­ნია მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე.

მა­რი­ამ ივა­ნეს ასუ­ლი ივა­ნიშ­ვი­ლი-დე­მუ­რია და­ი­ბა­და 1860 წლის 21 მარტს (ძვ.სტ.), ქა­ლაქ გორ­ში. ად­რე და­ობ­ლე­ბუ­ლი ღრმად მო­ხუც­მა ბე­ბი­ამ გა­ზარ­და. დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა ელიზ­ბარ ერის­თა­ვის ოჯახ­ში მი­ი­ღო, რო­მე­ლიც 1832 წლის ცნო­ბი­ლი შეთ­ქ­მუ­ლე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მო­ნა­წი­ლე­თა­გა­ნი იყო. იგი თა­ვი­დან­ვე გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თ­ვე­ლი მოღ­ვა­წე­ე­ბის: ან­ტონ ფურ­ცე­ლა­ძის, სოფ­რომ მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის, ნი­კო ლო­მო­უ­რის… წრე­ში ტრი­ა­ლებ­და. სწო­რედ მა­თი დახ­მა­რე­ბი­თა და თა­ნად­გო­მით შეძ­ლო მა­რი­ამ­მა თბი­ლი­სის სა­მე­ა­ნო ინ­ს­ტი­ტუ­ტის კურ­სის დას­რუ­ლე­ბა, რის შემ­დეგ, სხვა­დას­ხ­ვა დროს, მუ­შა­ობ­და თბი­ლის­ში, ოზურ­გეთ­სა და საჩხე­რე­ში… რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, ეს ის პე­რი­ო­დია, რო­ცა რუ­სე­თის იმ­პე­რია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ებ­რ­ძ­ვის ყო­ველ­გ­ვარ ეროვ­ნულს. რო­გორც ჩანს, მა­რი­ამ დე­მუ­რი­აც იმ ქარ­თ­ველ მოღ­ვა­წე­თა შო­რი­საა, ვინც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სარ­ბი­ე­ლის­თ­ვის იყო მო­წო­დე­ბუ­ლი, ამი­ტო­მაც ვერ თავ­ს­დე­ბო­და მი­სი ნი­ჭი და ბუ­ნე­ბა ვიწ­რო სპე­ცი­ა­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში. სულ მა­ლე, იგი ცნო­ბი­ლი გახ­და, რო­გორც მწე­რა­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი, სცე­ნის­მოყ­ვა­რე გა­ნათ­ლე­ბის მუ­შა­კი და, იმ­დ­რო­ინ­დელ ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­თა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნა­წილ­თან ერ­თად, სა­მოქ­მე­დო ას­პა­რე­ზად ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და კულ­ტუ­რუ­ლი მოძ­რა­ო­ბის წა­მოწყე­ბა მი­იჩ­ნია. 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო თბი­ლი­სის სა­ხალ­ხო სახ­ლე­ბის, სა­ხალ­ხო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი­სა და სხვა კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ერთ-ერ­თი და­მა­არ­სე­ბე­ლი და წამ­ყ­ვა­ნი მუ­შა­კი. იგი დიდ­ხანს გა­ნა­გებ­და ნა­ძა­ლა­დე­ვის სა­ხალ­ხო ბიბ­ლი­ო­თე­კას, რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სოდ და მო­წი­ნა­ვედ ით­ვ­ლე­ბო­და იმ­დ­რო­ინ­დე­ლი თბი­ლი­სის ქარ­თულ ბიბ­ლი­ო­თე­კებს შო­რის. უდი­დე­სი ღვაწ­ლი დას­დო მა­რი­ამ დე­მუ­რი­ამ ნორჩ ქარ­თ­ველ მკითხ­ვე­ლებს – დი­დი ჯა­ფი­სა და ბრძო­ლის ფა­სად, მან მო­ა­ხერ­ხა შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­ბავ­შ­ვო ჟურ­ნა­ლის, „ნა­კა­დუ­ლის“ და­არ­სე­ბა, რო­მე­ლიც თვე­ში სამ­ჯერ გა­მო­დი­ო­და – ორი ნო­მე­რი მცი­რეწ­ლო­ვან­თათ­ვის და ერ­თიც, უფ­რო მოზ­რ­დი­ლი ფორ­მა­ტი­სა და მო­ცუ­ლო­ბის – მოზ­რ­დილ­თათ­ვის. ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ სოფ­რომ მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი წერ­და:

„მა­რი­ა­მი თა­ვი­სე­ბუ­რად მედ­გ­რად შე­უდ­გა ჟურ­ნა­ლის და­არ­სე­ბას. კა­რი-კარ და­დი­ო­და ქარ­თ­ველ მწერ­ლებ­თან, კალ­თას აგ­ლეჯ­და და მიჰ­ყავ­და კრე­ბებ­ზე მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად. სა­შუ­ა­ლე­ბაც იშო­ვა – კნე­ი­ნა ნი­ნო ელიზ­ბა­რის ასულ ქო­ბუ­ლაშ­ვი­ლი­სამ ჟურ­ნა­ლის გა­მო­ცე­მა იკის­რა; და­ვით ერის­თა­ვის ქალ­მა, ელი­სა­ბედ ერის­თავ­მა – რე­დაქ­ტო­რო­ბა. კრე­ბე­ბი აკა­კის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე­ო­ბით იმარ­თე­ბო­და. უნ­და მო­გახ­სე­ნოთ, მოს­ვე­ნე­ბა არ გვქონ­და მა­რი­ა­მი­სა­გან, მა­ნამ არ და­არ­ს­და ჟურ­ნა­ლი, რო­მელ­საც კრე­ბამ „ნა­კა­დუ­ლი“ უწო­და“.

პირ­ვე­ლი ნო­მე­რი 1904 წლის ნო­ემ­ბერ­ში გა­მო­ვი­და, აკა­კი წე­რეთ­ლის ლექ­სით „ნა­კა­დუ­ლი“, რო­მელ­შიც მო­ცე­მუ­ლია მო­მა­ვა­ლი მუ­შა­ო­ბის პროგ­რა­მა. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ახალ­და­არ­სე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლი გა­ცი­ლე­ბით პროგ­რე­სუ­ლია, ვიდ­რე მი­სი წი­ნა­მორ­ბე­დი „ჯე­ჯი­ლი“, რო­მე­ლიც 1890 წლი­დან გა­მო­დი­ო­და, ასე­ვე ცნო­ბი­ლი ქარ­თ­ვე­ლი მოღ­ვა­წე ქა­ლის, ანას­ტა­სია წე­რეთ­ლის რე­დაქ­ტო­რო­ბით. გარ­და ამი­სა, იმი­თაც იყო გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, რომ გა­მო­ცე­მა მა­ლე­ვე გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი ჩა­ნარ­თით, რო­მელ­საც „პე­და­გო­გის ფურ­ცე­ლი“ ეწო­დე­ბო­და და ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში (1904-1906 წწ.) მი­ე­წო­დე­ბო­და ქარ­თ­ველ მკითხ­ველს ელ. ერის­თა­ვის, ნ. ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის, ალ. მდივ­ნი­სა და ივ. მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის რე­დაქ­ტო­რო­ბით. ჩა­ნარ­თის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ: შიო ჩი­ტა­ძე, ალექ­სან­დ­რე მი­ქა­ბე­რი­ძე, პეტ­რე სურ­გუ­ლა­ძე და სხვე­ბი. „ნა­კა­დუ­ლის“ გარ­შე­მო შე­მოკ­რე­ბილ­ნი იყ­ვ­ნენ ცნო­ბი­ლი მწერ­ლე­ბი და პე­და­გო­გე­ბი: აკა­კი წე­რე­თე­ლი, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა, შიო მღვი­მე­ლი, თე­დო რა­ზი­კაშ­ვი­ლი, ბა­ჩა­ნა, იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი, ნი­კო ლო­მო­უ­რი, ალექ­სი მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი, ნი­ნო და ილია ნა­კა­ში­ძე­ე­ბი, ალექ­სან­დ­რე მი­ქა­ბე­რი­ძე, ლუ­არ­საბ ბოც­ვა­ძე და სხვე­ბი. თა­ვად მა­რი­ამ დე­მუ­რია, ჟურ­ნა­ლის და­მა­არ­სე­ბე­ლი, მხო­ლოდ 1906 წლი­დან გახ­და ოფი­ცი­ა­ლუ­რი რე­დაქ­ტო­რი და მხო­ლოდ ოთხი წე­ლი ას­რუ­ლებ­და ამ მო­ვა­ლე­ო­ბას – 1910 წლის 21 იან­ვარს (ძვ.სტ.) გარ­და­იც­ვა­ლა. ჟურ­ნა­ლი „გა­ნათ­ლე­ბა“ ნეკ­რო­ლოგ­ში აღ­ნიშ­ნავ­და:

„ამ ჟურ­ნალს შე­ა­ლია გან­ს­ვე­ნე­ბულ­მა თა­ვი­სი დღე­ნი. ვინ იცის, რამ­დე­ნი შრო­მა და აუტა­ნე­ლი ჯა­ფაა სა­ჭი­რო დღე­ვან­დელს პი­რო­ბებ­ში ჟურ­ნა­ლის გა­მო­სა­ცე­მად და ისიც საყ­მაწ­ვი­ლო ჟურ­ნა­ლი­სა, რო­მელ­საც ჩვენ­ში ჯერ კი­დევ მცი­რე თა­ნამ­გ­რ­ძ­ნო­ბი ჰყავს. ცხა­დია, რომ ამ შრო­მას იკის­რებს მხო­ლოდ იდე­ით გა­ტა­ცე­ბუ­ლი, ქვეყ­ნი­სა და მი­სი მო­მავ­ლის მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნი“.

თა­ვად ჟურ­ნა­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ კი იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი წერ­და: „საყ­მაწ­ვი­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რა ის სა­ძირ­კ­ვე­ლია, რო­მელ­ზე­დაც შენ­დე­ბა მთე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა და მეც­ნი­ე­რე­ბა ხალ­ხი­სა, სა­ბავ­შ­ვო ჟურ­ნა­ლი, რო­მელ­შიც ად­გი­ლი ეძ­ლე­ვა მხო­ლოდ ნი­ჭი­ერ ნა­წარ­მო­ებ­თა… ჰუ­მა­ნუ­რი მის­წ­რა­ფე­ბე­ბით შე­ამ­კობს და სხვა ფაქ­ტო­რებ­თან ერ­თად სამ­შობ­ლოს მო­უმ­ზა­დებს მხნე და გულ­წ­რ­ფელ მა­მუ­ლის­შ­ვილს. თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის ორი ათე­უ­ლი წლის მან­ძილ­ზე ამ სა­პა­ტიო მო­ვა­ლე­ო­ბი­სად­მი სამ­სა­ხუ­რი „ნაკა­დუ­ლი­სა“ მე­ტად ნა­ყო­ფი­ე­რი იყო“.

ჩვე­ნი თხრო­ბა მა­რი­ამ დე­მუ­რი­ას შე­სა­ხებ სრულ­ყო­ფი­ლად ვერ ჩა­ით­ვ­ლე­ბა, თუ არ აღ­ვ­ნიშ­ნავთ მი­სი მოღ­ვა­წე­ო­ბის კი­დევ ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ას­პექტს, კერ­ძოდ, ეს არის ნე­ბის­მი­ე­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა ხელ­მოკ­ლე მო­ქა­ლა­ქის­თ­ვის. ამ მიზ­ნით, თბი­ლი­სის გა­ნა­პი­რას, ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, უმ­ცი­რე­სი შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი­თა და ილია წი­ნამ­ძღ­ვ­რიშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რით, მა­რი­ამ დე­მუ­რი­ამ, ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბის­თ­ვის და­ა­არ­სა „ავ­ჭა­ლის აუდი­ტო­რია“, სა­დაც კლა­სი­კუ­რი თუ თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­ხედ­ვით იდ­გ­მე­ბო­და წარ­მოდ­გე­ნე­ბი ქარ­თულ ენა­ზე, იმარ­თე­ბო­და წიგ­ნე­ბის, სტა­ტი­ე­ბი­სა თუ რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სო დო­კუ­მენ­ტე­ბის სა­ჯა­რო კითხ­ვა, გა­მოც­დილ მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად გა­მო­დი­ოდ­ნენ არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბიც, მათ შო­რის, მკვლე­ვა­რი თე­დო სა­ხო­კია და პუბ­ლი­ცის­ტი გი­ორ­გი ლას­ხიშ­ვი­ლი. ეს პა­ტა­რა ქვით­კი­რის სახ­ლი მა­ლე იქ­ცა ქარ­თუ­ლი ენის დაც­ვის, თე­ატ­რის გან­ვი­თა­რე­ბის, არა­ფორ­მა­ლუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კე­რად, რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ყვე­ლას თა­ნაბ­რად ჰქონ­და. მი­უ­ხე­და­ვად გა­უ­თა­ვე­ბე­ლი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბე­ბი­სა და სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, „ავჭა­ლის აუდი­ტო­რი­ამ“ რამ­დე­ნი­მე წე­ლი იფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რა და სა­სი­კე­თო გავ­ლე­ნაც მო­ახ­დი­ნა ქა­ლა­ქის გა­რე­უბ­ნის მცხოვ­რებ­ლებ­ზე – შემ­თხ­ვე­ვი­თი არ იყო, რომ სწო­რედ ამ ჯგუ­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ ან­ტი­ცა­რის­ტუ­ლი მოძ­რა­ო­ბის მონა­წი­ლე­ე­ბი­ცა და წი­ნამ­ძღო­ლე­ბიც.

საბ­ჭო­თა რე­ჟი­მი, 70 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­გულ­და­გუ­ლოდ უმა­ლავ­და თა­ო­ბებს ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის მოღ­ვა­წე ადა­მი­ა­ნე­ბის ვი­ნა­ო­ბას, უკი­დუ­რე­სად შეზღუ­დუ­ლი იყო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კვლე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც. ასე შეგ­ნე­ბუ­ლად ამო­ი­შა­ლა XIX სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რი­ი­დან არა­ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პი­როვ­ნე­ბის, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის სა­ხე­ლი. რა­კი დღეს ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია მა­თი ცხოვ­რე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბის ამ­სახ­ვე­ლი მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო და სა­გუ­ლის­ხ­მო ინ­ფორ­მა­ცია, ვფიქ­რობ, ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­მო­ი­ყე­ნონ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის პე­და­გო­გებ­მა, მით უმე­ტეს, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა XXI სა­უ­კუ­ნე­შიც სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას.

მა­სა­ლა მომ­ზა­დე­ბუ­ლია ლე­ლა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის სა­ავ­ტო­რო პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით

განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები (webbreeze.net)

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები