7 მაისი, სამშაბათი, 2024

თა­ნას­წავ­ლე­ბა, რო­გორც მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის და მხარ­და­ჭე­რის სა­უ­კე­თე­სო ფორ­მა

spot_img
ნათია ნიაური
სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­ს­პერ­ტი

 

თა­ნას­წავ­ლე­ბა (co-teaching) გუ­ლის­ხ­მობს  მოს­წავ­ლის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვის მიზ­ნით რამ­დე­ნი­მე სპე­ცი­ა­ლის­ტის, უმე­ტე­სად კი – საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლის და სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის, ერ­თობ­ლივ, შე­თან­ხ­მე­ბულ მუ­შა­ო­ბას ინ­ტერ­ვენ­ცი­ის მო­დე­ლის (Response to Intervention Model, RTI) სა­მი­ვე დო­ნე­ზე.  დღეს­დღე­ო­ბით ბევ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი გა­მოწ­ვე­ვა მათ­თ­ვის კლას­ში თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბის კვლე­ვა და სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბის მი­წო­დე­ბაა.

თა­ნას­წავ­ლე­ბა საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელ­სა და სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელს შო­რის მჭიდ­რო და კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ მუ­შა­ო­ბას მო­ითხოვს. სწავ­ლე­ბის ეს მო­დე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით ეფექ­ტი­ა­ნია, რო­ცა კლას­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე/ები სწავ­ლო­ბენ. ამ მიდ­გო­მით სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, ერ­თად გეგ­მა­ვენ და ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სას­წავ­ლო პრო­ცესს, სა­დაც ორი­ვე თა­ნა­ბარ პე­და­გო­გი­ურ ფუნ­ქ­ცი­ას ას­რუ­ლებს და მათ რე­სურსს ყვე­ლა მოს­წავ­ლე იყე­ნებს.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში თა­ნას­წავ­ლე­ბის მე­თო­დით მუ­შა­ო­ბის და­გეგ­მ­ვა და წარ­მარ­თ­ვა ში­და სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბით რე­გუ­ლირ­დე­ბა. რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ზო­გა­დი ან ვიწ­რო პრო­ფი­ლის სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, აირ­ჩი­ონ გა­ნათ­ლე­ბის რო­მელ სა­ფე­ხურ­ზე (დაწყე­ბი­თი, სა­ბა­ზო, სა­შუ­ა­ლო) სურთ თა­ნას­წავ­ლე­ბის ფორ­მატ­ში ჩარ­თ­ვა. მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას ორი­ვე სპე­ცი­ა­ლის­ტი, უმე­ტე­სად, თა­ნა­ბა­რი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობს. შტა­ტებ­ში, თა­ნას­წავ­ლე­ბის შე­დე­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აღ­ნიშ­ნულ მო­დელს პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტი არე­გუ­ლი­რებს (InTASC Model Core Teaching Standards and Learning Progressions for Teachers 1.0 Standard/Progression #10: Leadership end Collaboration, 2013).

უფ­რო ნა­თე­ლი რომ გავ­ხა­დოთ სწავ­ლე­ბის ეს ფორ­მა გან­ვი­ხი­ლოთ კონ­კ­რე­ტუ­ლად რას გუ­ლის­ხ­მობს თა­ნას­წავ­ლე­ბის მო­დე­ლი:

მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის/ების გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის მიზ­ნით თა­ნას­წავ­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა მიდ­გო­მა არ­სე­ბობს:

  1. ერ­თი სპე­ცი­ა­ლის­ტი ას­წავ­ლის, მე­ო­რე დამ­კ­ვირ­ვე­ბე­ლია: ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­დას­ცემს ინ­ფორ­მა­ცი­ას, აძ­ლევს ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ებს მთელ კლასს, მე­ო­რე მას­წავ­ლე­ბე­ლი აკ­ვირ­დე­ბა პრო­ცესს და აგ­რო­ვებს დაკ­ვირ­ვე­ბის მო­ნა­ცე­მებს მოს­წავ­ლე­ებ­ზე. პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი, თუ რას უნ­და და­აკ­ვირ­დ­ნენ და მო­ი­პო­ვონ, მათ მი­ერ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და და­გეგ­მი­ლია წი­ნას­წარ (მაგ.: კონ­კ­რე­ტუ­ლი ქცე­ვა, აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბი ან სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ა.შ). ეს მიდ­გო­მა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში და და­სას­რუ­ლის­კენ, მო­ი­ცავს მთლი­ა­ნი სას­წავ­ლო დრო­ის, და­ახ­ლო­ე­ბით, 5-დან 10%-ს.

იმ­პ­ლე­მენ­ტა­ცია (და­ნერ­გ­ვა):

♦  მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ სას­წავ­ლო გეგ­მებს, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბულ ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ებს და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ახ­დე­ნენ სტრა­ტე­გი­ულ ცვლი­ლე­ბებს;

♦  სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, მოს­წავ­ლე­თა ქცე­ვის აღ­წე­რის და მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზეც, იღე­ბენ სა­ერ­თო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს;

♦  მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამ მო­დელს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ეფე­ტუ­რო­ბის შე­ფა­სე­ბის­თ­ვის იყე­ნე­ბენ – ად­გე­ნენ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლე­ბის ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ო­ნა­ლუ­რი სტრა­ტე­გი­ე­ბის მი­საწ­ვ­დო­მო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას.

შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი:

♦  სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი უფ­რო ექ­ს­პ­ლი­ცი­ტუ­რად ფო­კუ­სირ­დე­ბი­ან მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე;

♦  მას­წავ­ლებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ, თვით­რეფ­ლექ­სი­ის გზით, მო­ნი­ტო­რინ­გი გა­უ­წი­ონ სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ულ უნა­რებს;

♦  სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი აგ­რო­ვე­ბენ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ღე­ბულ შე­დე­გებს.

გა­მოწ­ვე­ვე­ბი:

♦  სპე­ცი­ა­ლის­ტებს მო­ეთხო­ვე­ბათ ცოდ­ნა და უნა­რე­ბი შე­აგ­რო­ვონ და გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ დაკ­ვირ­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი;

♦  სპე­ცი­ა­ლის­ტებს შო­რის ნდო­ბის ხა­რის­ხი უნ­და იყოს მა­ღა­ლი;

♦  არის რის­კი, დამ­კ­ვირ­ვე­ბელ მას­წავ­ლე­ბელს ჰქონ­დეს ნაკ­ლე­ბი ავ­ტო­რი­ტე­ტი კლას­ში;

♦  დაკ­ვირ­ვე­ბის შე­და­გად მი­ღე­ბულ მო­ნა­ცე­მებს არ უნ­და მი­ა­ნი­ჭონ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა.

  1. ერ­თი სპე­ცი­ა­ლის­ტი ას­წავ­ლის, მე­ო­რე მხარ­დამ­ჭე­რია/უწევს ასის­ტი­რე­ბას: ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი იღებს ძი­რი­თად პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას, ას­წავ­ლოს მთლი­ა­ნად კლასს, მე­ო­რე დახ­მა­რე­ბას უწევს იმ მოს­წავ­ლე­ებს, რო­მელ­თაც სჭირ­დე­ბათ და­მა­ტე­ბი­თი მხარ­და­ჭე­რა და გაძ­ლი­ე­რე­ბა. ამ მიზ­ნით ახ­დენს ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბის, აკო­მო­და­ცი­ე­ბის ან/და მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო მა­სა­ლის მი­წო­დე­ბას. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, გაკ­ვე­თი­ლის მსვლე­ლო­ბი­სას, ცვლი­ან რო­ლებს ისე, რომ ორი­ვე თა­ნაბ­რად ირ­გებს და ინა­წი­ლებს აღ­ნიშ­ნულ პო­ზი­ცი­ებს. ეს მო­დე­ლი ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მა­შინ, რო­ცა ახალ მა­სა­ლას ან ში­ნა­არსს ხსნი­ან და ერთ-ერთ სპე­ცი­ა­ლისტს სა­კითხ­თან მი­მარ­თე­ბა­ში უფ­რო მა­ღა­ლი კომ­პე­ტენ­ცია აქვს, ვიდ­რე პარ­ტ­ნი­ორს.

იმ­პ­ლე­მენ­ტა­ცია:

♦  ასის­ტენტ მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და მო­აგ­რო­ვოს ინ­ფორ­მა­ცია მოს­წავ­ლე­ე­ბის ცოდ­ნის, უნარ-ჩვე­ვის და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ, მი­სი აზ­როვ­ნე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის, მა­სა­ლის ათ­ვი­სე­ბის დო­ნის და ხა­რის­ხის შე­სა­ხებ;

♦  სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, თა­ნას­წავ­ლე­ბის ეს მო­დე­ლი უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოფ­დეს მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო ინ­ტ­რუქ­ცი­ე­ბის მი­წო­დე­ბას და მის მხარ­და­ჭე­რას;

♦  ასის­ტენტ მას­წავ­ლე­ბელს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მარ­თოს მოს­წავ­ლის ქცე­ვა, ჩა­ე­რი­ოს ან შეძ­ლოს არა­სა­სურ­ვე­ლი ქცე­ვის გა­მოვ­ლე­ნის პრე­ვენ­ცია;

♦  სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ სას­წავ­ლო და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის და საკ­ლა­სო დის­კუ­სი­ის მოქ­ნი­ლად მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბას.

შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი:

♦  მოს­წავ­ლე­ებს შე­უძ­ლი­ათ, ფი­ზი­კუ­რი მი­ნიშ­ნე­ბით/სხე­უ­ლის ენით გა­მო­ხა­ტონ ასის­ტი­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა;

♦  სპე­ცი­ა­ლისტს შე­უძ­ლია უშუ­ა­ლოდ მო­ახ­დი­ნოს მოს­წავ­ლე­ე­ბის წი­ნა­რე აკა­დე­მი­უ­რი, აკა­დე­მი­უ­რი და სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი უნა­რე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცია და მო­ნი­ტო­რინ­გი.

გა­მოწ­ვე­ვე­ბი:

♦  ძი­რი­თა­დი მას­წავ­ლე­ბე­ლი, უმე­ტე­სად, მეტ ძა­ლის­ხ­მე­ვას დებს, ვიდ­რე ასის­ტენ­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც პა­სი­უ­რა­დაა მა­შინ, რო­ცა მოს­წავ­ლე­ე­ბი არ სა­ჭი­რო­ე­ბენ და­მა­ტე­ბით მხარ­და­ჭე­რას;

♦  მე­ტი ალ­ბა­თო­ბაა, მოს­წავ­ლე­ებ­მა მთელ კლას­ზე მი­მარ­თუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ჩათ­ვა­ლონ ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლად, ვიდ­რე დახ­მა­რე­ბის გამ­წე­ვი პი­რი;

♦  შე­საძ­ლოა, მოს­წავ­ლის­თ­ვის და­მაბ­ნე­ვე­ლი ან ყუ­რადღე­ბის გა­დამ­რ­თ­ვე­ლი (დის­ტ­რაქ­ტო­რი) იყოს ასის­ტენ­ტი მას­წავ­ლებ­ლის მო­ბი­ლო­ბა კლას­ში;

♦  შე­საძ­ლოა, მოს­წავ­ლეს გა­უჩ­ნ­დეს მო­ლო­დი­ნი, მი­ი­ღოს ერ­თი-ერ­თ­ზე ასის­ტი­რე­ბის სერ­ვი­სი, რა­საც ჰე­ტე­რო­გე­ნულ კლას­ში მას­წავ­ლე­ბე­ლი ყო­ველ­თ­ვის ვერ სთა­ვა­ზობს (აღ­ნიშ­ნუ­ლი ხორ­ცი­ელ­დე­ბა რე­მე­დი­ა­ცი­ულ ჯგუ­ფებ­ში);

♦  სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელს უნ­და ჰქონ­დეს შე­სა­ბა­მი­სი ექ­ს­პერ­ტუ­ლი ცოდ­ნა და კვა­ლი­ფი­კა­ცია, რომ ჩა­ა­ნაც­ვ­ლოს კო­ლე­გა;

♦  სპე­ცი­ა­ლის­ტებს მო­ეთხო­ვე­ბათ, სინ­ქ­რო­ნუ­ლად გა­და­ი­ნა­წი­ლონ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, და­ამ­ყა­რონ ბა­ლან­სი, გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბის დროს, მთლი­ა­ნი კლა­სის­თ­ვის სწავ­ლე­ბა­სა და მიკ­რო ჯგუფ­ში ასის­ტი­რე­ბას შო­რის.

  1. პა­რა­ლე­ლუ­რი სწავ­ლე­ბა – სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი პა­რა­ლე­ლუ­რად იძ­ლე­ვი­ან ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ას, ერ­თობ­ლი­ვად ატა­რე­ბენ გაკ­ვე­თილს: სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ერ­თად გეგ­მა­ვენ და ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სას­წავ­ლო პრო­ცესს, თუმ­ცა ისი­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ას, სას­წავ­ლო მა­სა­ლას და უნარ-ჩვე­ვას სხვა­დას­ხ­ვა მხრივ წარ­მო­ა­ჩე­ნენ. ამ მო­დე­ლით სწავ­ლი­სას, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი კლასს ყო­ფენ თა­ნა­ბარ ჯგუ­ფე­ბად და ას­წავ­ლი­ან ერ­თი და იმა­ვე დროს. ეს მიდ­გო­მა ეხ­მა­რე­ბა, სუ­პერ­ვი­ზი­ით და დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის გზით, უზ­რუნ­ველ­ყონ პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­თა მე­ტი ჩარ­თუ­ლო­ბა.

იმ­პ­ლე­მენ­ტა­ცია:

♦  კლა­სი გა­ყო­ფი­ლია ორ თა­ნა­ბარ ჯგუ­ფად;

♦  თი­თო­ე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი ას­წავ­ლის ერ­თი და იმა­ვე ში­ნა­არ­სის მა­სა­ლას, ერ­თი და იმა­ვე დრო­ში;

♦  სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი ჯგუ­ფებ­ში შე­საძ­ლოა იყოს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი;

♦  სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა ჯგუ­ფებ­ში არ ხდე­ბა რო­ტა­ცია.

შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი:

♦  მას­წავ­ლე­ბელ­თა მოქ­ნი­ლო­ბა ზრდის ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ის მი­საწ­ვ­დო­მო­ბას;

♦  ჯგუ­ფებ­ში მოს­წავ­ლე­თა თა­ნა­ფარ­დო­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლია;

♦  გაზ­რ­დი­ლია შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მოს­წავ­ლე­ებ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ სას­წავ­ლო აქ­ტი­ვო­ბებ­ში;

♦  ორი­ვე სპე­ცი­ა­ლის­ტი თა­მა­შობს აქ­ტი­ურ როლს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში.

გა­მოწ­ვე­ვე­ბი:

♦  აღ­ნიშ­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის მო­დე­ლი ითხოვს საკ­მა­რის ფი­ზი­კურ სივ­რ­ცეს კლას­ში;

♦  ორი­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი უნ­და იყოს, რომ კუ­რი­კუ­ლუ­მით გან­საზღ­ვ­რუ­ლი სას­წავ­ლო მა­სა­ლის ში­ნა­არ­სი ეფექ­ტი­ა­ნად მი­ა­წო­დონ მოს­წავ­ლე­ებს;

♦  ორი მას­წავ­ლებ­ლის სა­უ­ბა­რი, ერ­თი და იმა­ვე დროს მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი შე­საძ­ლოა ხე­ლის შემ­შ­ლე­ლი იყოს მოს­წავ­ლე­ე­ბისთ­ვის;

♦  მას­წავ­ლებ­ლებ­მა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ხმა­უ­რის ინ­ტენ­სი­ვო­ბა და კლას­ში ჯგუ­ფის მიზ­ნობ­რი­ვად გან­თავ­სე­ბა ისე, რომ გა­ი­ზარ­დოს პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­თა თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

  1. სწავ­ლე­ბა ჯგუ­ფებ­ში/„გა­ჩე­რე­ბებ­ზე“ – სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი კლასს ყო­ფენ ორ ან მეტ ჯგუ­ფად, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი მოძ­რა­ო­ბენ „გა­ჩე­რე­ბებს“ შო­რის. ასე­ვე, ში­ნა­არ­სობ­რი­ვად ყო­ფენ სას­წავ­ლო თე­მას და მოს­წავ­ლე­ებს ჯგუ­ფებ­ში სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დით და ხერ­ხით ას­წავ­ლი­ან. მე­სა­მე ან მე­ოთხე „გა­ჩე­რე­ბა­ზე“ მოს­წავ­ლე­ებს ეძ­ლე­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად იმუ­შა­ონ და­ვა­ლე­ბებ­ზე, მი­ი­ღონ დახ­მა­რე­ბა უფ­რო კომ­პე­ტენ­ტუ­რი თა­ნა­ტო­ლის­გან და გა­მო­ი­ყე­ნონ ტექ­ნო­ლო­გია, მაგ.: კომ­პი­უ­ტე­რი, პლან­შე­ტი, მიკ­როს­კო­პი. სსსმ მოს­წავ­ლემ, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში – დამ­ხ­მა­რე ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ამ „გა­ჩე­რე­ბებს“ შო­რის, მოს­წავ­ლე­ე­ბი დრო­ის გან­საზღ­ვ­რულ მო­ნაკ­ვეთ­ში გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან.

იმ­პ­ლე­მენ­ტა­ცია:

♦  კლა­სი უნ­და და­ი­ყოს თა­ნა­ბა­რი რა­ო­დე­ნო­ბის ჯგუ­ფე­ბად;

♦  თი­თო­ე­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი აწ­ვ­დის კონ­კ­რე­ტუ­ლი მო­ცუ­ლო­ბის ში­ნა­არ­სის მა­სა­ლას წი­ნას­წარ და­გეგ­მილ დრო­ში;

♦  მას­წავ­ლებ­ლე­ბი წი­ნას­წარ ამ­ზა­დე­ბენ, აორ­გა­ნი­ზე­ბენ ორ ან მეტ „სად­გურს“ ფი­ზი­კუ­რად. გა­ნა­თავ­სე­ბენ სას­წავ­ლო მა­სა­ლას;

♦  თი­თო­ე­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი მუ­შა­ობს მცი­რე ჯგუფ­ში. ჯგუ­ფე­ბი რო­ტა­ცი­ას გა­ნიც­დი­ან „სად­გუ­რებს“ შო­რის, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლე­ბი ერ­თი თე­მის და ში­ნა­არ­სის ირ­გ­ვ­ლივ ბავ­შ­ვებს აწ­ვ­დი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ებს, და­ვა­ლე­ბებს, მა­გა­ლი­თებს ან/და ნი­მუ­შებს;

♦  სწავ­ლე­ბის ეს მო­დე­ლი მოს­წავ­ლე­ებს უნ­და აძ­ლევ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მი­ი­ღონ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და ამო­ცა­ნის, სა­კითხის გა­დაჭ­რის სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი ვა­რი­ან­ტე­ბი/გზე­ბი და­სა­ხონ.

შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი:

♦  მას­წავ­ლებ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ იმუ­შა­ონ კლა­სის ყვე­ლა მოს­წავ­ლეს­თან;

♦  მცი­რე ჯგუ­ფე­ბი აძ­ლევს მას­წავ­ლე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, უკეთ და­გეგ­მოს და უზ­რუნ­ველ­ყოს ჯგუფ­ში ყვე­ლა მოს­წავ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა;

♦  მცი­რე ჯგუ­ფე­ბი აძ­ლევს მას­წავ­ლე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, შე­და­რე­ბით იოლად მარ­თოს მოს­წავ­ლე­თა ქცე­ვა და მო­ახ­დი­ნოს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი­ს მო­ნი­ტო­რინ­გი;

♦  აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­დე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით უწყობს ხელს მოს­წავ­ლე­ებ­ში კომ­პ­ლექ­სუ­რი ში­ნა­არ­სის მა­სა­ლის დას­წავ­ლას.

გა­მოწ­ვე­ვე­ბი:

♦  აღ­ნიშ­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის მო­დე­ლი მო­ითხოვს დიდ სას­წავ­ლო ფი­ზი­კურ სივ­რ­ცეს;

♦  მას­წავ­ლე­ბელ­თა ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბის მი­წო­დე­ბის მე­თო­დე­ბი შე­საძ­ლოა იყოს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი;

♦  მას­წავ­ლებ­ლებს უნ­და ჰქონ­დეთ სა­თა­ნა­დო კომ­პე­ტენ­ცია და პე­და­გო­გი­უ­რი უნა­რე­ბი, რა­თა შეძ­ლონ თა­ნაბ­რად ეფექ­ტი­ა­ნი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბის მი­წო­დე­ბა;

♦  ამ­გ­ვა­რი საკ­ლა­სო გა­რე­მო შე­საძ­ლოა და­მაბ­ნე­ვე­ლი იყოს ზო­გი­ერ­თი მოს­წავ­ლის­თ­ვის, ამი­ტომ მას­წავ­ლებ­ლებ­მა, კლა­სის ორ­გა­ნი­ზე­ბის დროს, უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ხმა­უ­რის ინ­ტენ­სი­ვო­ბა და რო­ტა­ცი­ის­თ­ვის მკა­ფიო მი­ნიშ­ნე­ბე­ბი/ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი;

♦  აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­დე­ლი მოს­წავ­ლის­გან გეგ­მის მი­ხედ­ვით მოქ­მე­დე­ბას, სას­წავ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის დრო­ში ჩა­ტე­ვას ითხოვს, რომ­ლის მარ­თ­ვაც მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ზოგ­ჯერ რთუ­ლია.

  1. გუნ­დუ­რი სწავ­ლე­ბა – ორი­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი რო­გორც გაკ­ვე­თი­ლის და­გეგ­მა­რე­ბა­ში, ისე ჩა­ტა­რე­ბა­ში – სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სწავ­ლე­ბის ერ­თი და იმა­ვე მიდ­გო­მე­ბის, მე­თო­დის, სტრა­ტე­გი­ე­ბის და სას­წავ­ლო მა­სა­ლის მი­სა­წო­დებ­ლად ერ­თ­ნა­ირ ინ­ტ­რუქ­ცი­ებს იყე­ნე­ბენ. ასე­ვე, ერ­თ­ნა­ი­რად ფლო­ბენ ტერ­მი­ნო­ლო­გი­ას და გათ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი არი­ან სას­წავ­ლო ში­ნა­არ­ს­ში. თა­ნას­წავ­ლე­ბის ეს მო­დე­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად ქმნის მას­წავ­ლებ­ლებს ერ­თ­მა­ნეთ­ზე და­მო­კი­დე­ბულს.

იმ­პ­ლე­მენ­ტა­ცია:

♦  ორი­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი სრუ­ლად არის ჩარ­თუ­ლი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ის მი­წო­დე­ბა­ში;

♦  ორი­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლია კლა­სის მარ­თ­ვა­ზე და მოს­წავ­ლე­თა ქცე­ვა­ზე;

♦  ით­ვ­ლე­ბა, რომ თა­ნას­წავ­ლე­ბის ამ მო­დე­ლით სწავ­ლე­ბა გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ფორ­მა­ტია, რად­გან ორი­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­ნა­ბარ კომ­პე­ტენ­ცი­ებ­სა და საგ­ნობ­რივ ცოდ­ნას უნ­და ფლობ­დეს, თუმ­ცა კო­ლე­გე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­წე­ვენ პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის ამ დო­ნეს, აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მო­მავ­ლის­თ­ვის უპი­რა­ტე­სო­ბას  ერ­თობ­ლივ/გუნ­დურ სწავ­ლე­ბას მი­ა­ნი­ჭე­ბენ.

შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი:

♦  ეს მო­დე­ლი შე­და­რე­ბით უფ­რო დი­ნა­მი­უ­რია;

♦  სწავ­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა სტრა­ტე­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა იძ­ლე­ვა სას­წავ­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მის გა­ფარ­თო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას;

♦  სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს მას­წავ­ლე­ბელს, გა­მო­ავ­ლი­ნოს სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა;

♦  შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, „შე­ავ­სონ“ ერ­თ­მა­ნე­თი და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მი­ი­ღონ კო­ლე­გის­გან პრო­ფე­სი­უ­ლი და ემო­ცი­უ­რი მხარ­და­ჭე­რა;

♦  მას­წავ­ლებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ შე­მო­ი­ტა­ნონ ახა­ლი ცნე­ბე­ბი და თე­მე­ბი.

გა­მოწ­ვე­ვე­ბი:

♦  ორი­ვე მას­წავ­ლე­ბელს მო­ეთხო­ვე­ბა სას­წავ­ლო თე­მის ში­ნა­არ­სის თა­ნა­ბა­რი ცოდ­ნა;

♦  მას­წავ­ლებ­ლებ­მა უნ­და შე­ა­ფა­სონ სა­კუ­თა­რი წვლი­ლი ისე, რომ არ და­უ­კარ­გონ ერ­თ­მა­ნეთს სა­კუ­თა­რი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნე­ბა გუნ­დ­ში;

♦  გაკ­ვე­თი­ლის და­გეგ­მ­ვის­თ­ვის მას­წავ­ლებ­ლებს უნ­და ჰქონ­დეთ და­მა­ტე­ბი­თი დრო;

♦  მას­წავ­ლებ­ლებს მო­ეთხო­ვე­ბათ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მა­ღა­ლე­ფექ­ტი­ა­ნი უნა­რე­ბი;

♦  აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­დე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან ითხოვს ერ­თ­მა­ნე­თის მი­მართ მა­ღალ ნდო­ბას, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის და მხარ­და­ჭე­რის გა­წე­ვის უნა­რებს.

  1. ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სწავ­ლე­ბის მო­დე­ლი: ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი ზრუ­ნავს და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას იღებს დიდ ჯგუფ­ზე, ხო­ლო მე­ო­რე მუ­შა­ობს მცი­რე ჯგუფ­ში, კლა­სის შიგ­ნით ან გა­რეთ, სხვა სივ­რ­ცე­ში. ეს მცი­რე ჯგუ­ფი არ არის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი დიდ ჯგუფ­ში მიმ­დი­ნა­რე გაკ­ვე­თილ­თან. რო­გორც წე­სი, მცი­რე ჯგუფ­ში მუ­შა­ო­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბა რე­მე­დი­ა­ცი­ას, რომ­ლის მი­ზა­ნია მოს­წავ­ლის სწავ­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის კონ­კ­რე­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით შემ­ცი­რე­ბა ან/და აღ­მოფხ­ვ­რა. შე­სა­ბა­მი­სად, მე­ო­რე მას­წავ­ლე­ბე­ლი, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სას­წავ­ლო სტრა­ტე­გი­ე­ბის და ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს, უკეთ აით­ვი­სონ შე­სას­წავ­ლი მა­სა­ლა. ამ მო­დე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს გუნ­დურ მო­დელ­ზე გა­დას­ვ­ლა­ში, რაც გუ­ლის­ხ­მობს მთლი­ა­ნი ჯგუ­ფის აქ­ტი­ვო­ბა­ში მათ თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

იმ­პ­ლე­მენ­ტა­ცია:

♦  გაკ­ვე­თი­ლის დაწყე­ბამ­დე ­მას­წავ­ლებ­ლე­ბი ორი­ვე ჯგუ­ფის­თ­ვის უნ­და გეგ­მავ­დ­ნენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ სა­კითხებს – სწავ­ლის ში­ნა­არსს, სას­წავ­ლო მიზ­ნებ­სა და მო­სა­ლოდ­ნელ შე­დე­გებს;

♦  ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი ას­წავ­ლის მთლი­ან კლასს, მე­ო­რე კი მცი­რე ჯგუფს აწ­ვ­დის იმა­ვე ში­ნა­არ­სის ირ­გ­ვ­ლივ და­გეგ­მილ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ან/და სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბულ – გარ­თუ­ლე­ბულ ან გა­მარ­ტი­ვე­ბულ – და­ვა­ლე­ბებს;

♦  მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს მცი­რე ჯგუფ­თან, მიყ­ვე­ბა იმა­ვე გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მას, რო­მელ­საც მე­ო­რე მას­წავ­ლე­ბე­ლი ახორ­ცი­ე­ლებს დიდ ჯგუფ­ში.

შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი:

♦  ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მცი­რე ჯგუ­ფი მას­წავ­ლე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი ინ­ტ­რუქ­ცი­ე­ბის, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბის და სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა, სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­უ­რი უნა­რე­ბი;

♦  ამ მიდ­გო­მის გა­მო­ყე­ნე­ბა ეფექ­ტი­ა­ნია ჰე­ტე­რო­გე­ნულ ჯგუფ­ში, სა­დაც მოს­წავ­ლე­თა ცოდ­ნა და უნა­რე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის­გან მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა;

♦  ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სწავ­ლე­ბის მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით შე­დე­გის მომ­ტა­ნია იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, რო­მელ­თაც ქცე­ვის და ემო­ცი­ის რე­გუ­ლა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი აქვთ და ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის­თ­ვის/მა­სა­ლა­ზე ფო­კუ­სი­რე­ბის­თ­ვის შე­სა­ბა­მი­სი დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი სჭირ­დე­ბათ;

♦  სწავ­ლე­ბის ეს მო­დე­ლი ეხ­მა­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელს მოს­წავ­ლის მიღ­წე­ვი­სა თუ სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბა­ში, მყი­სი­ე­რი უკუ­კავ­ში­რის მი­ცე­მა­სა და მოს­წავ­ლის მი­ერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი სა­სურ­ვე­ლი ქცე­ვის და­დე­ბი­თად შე­ფა­სე­ბა­ში.

გა­მოწ­ვე­ვე­ბი:

♦  მცი­რე ჯგუფ­ში მოს­წავ­ლე­თა გა­ნა­წი­ლე­ბა ზრდის მათ მი­მართ სტიგ­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის რისკს;

♦  სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჯგუ­ფე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სას, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი უფ­რო ხში­რად ხვდე­ბი­ან მცი­რე ჯგუ­ფებ­ში;

♦  თუ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სწავ­ლე­ბის­თ­ვის ყო­ველ­თ­ვის ერ­თი და იგი­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან შერ­ჩე­უ­ლი, ეს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრინ­ცი­პე­ბის დარ­ღ­ვე­ვას გა­მო­იწ­ვევს, შე­სა­ბა­მი­სად, მიღ­წე­ვის ნაც­ვ­ლად, სა­მო­მავ­ლოდ, მი­ვი­ღებთ უარ­ყო­ფით შე­დეგს.

 

თა­ნას­წავ­ლე­ბის ფორ­მა ნორ­ვე­გი­ა­ში 1975 წლი­დან და­ი­ნერ­გა, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ინ­ტენ­სი­უ­რად და­იწყო დე­ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი და ფორ­მა­ლურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ებ­ში სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თ­ვა (Dalen,M.1982)

კვლე­ვებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა ცხად­ყოფს, რომ სწავ­ლე­ბის ამ ფორ­მას, ტრა­დი­ცი­ულ ფორ­მას­თან შე­და­რე­ბით, ბევ­რი სარ­გე­ბე­ლი აქვს, კერ­ძოდ:

♦  უნი­ვერ­სა­ლუ­რი სას­წავ­ლო დი­ზა­ი­ნის პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვის და გა­მო­ყე­ნე­ბის მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა;

♦  მრა­ვალ­დო­ნი­ა­ნი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ო­ნა­ლუ­რი სტრა­ტე­გი­ე­ბის მი­საწ­ვ­დო­მო­ბა არა ერ­თი, არა­მედ ორი მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტის­გან/ფა­სი­ლი­ტა­ტო­რის­გან;

♦  მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­ერ მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე მი­მარ­თუ­ლი მხარ­და­ჭე­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა;

♦  სსსმ და შშმ მოს­წავ­ლე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტიგ­მე­ბის პრე­ვენ­ცია ან/და შე­სუს­ტე­ბა (სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი რე­სურ­სი ხმარ­დე­ბა მთელ კლასს და არა მხო­ლოდ სსსმ მოს­წავ­ლეს, რაც ხში­რად სსსმ მოს­წავ­ლეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში და­მა­ტე­ბით სტიგ­მას აჩენს);

♦  პო­ზი­ტი­უ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი და აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბის მა­გა­ლი­თე­ბის წარ­მო­ჩე­ნის მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

კარ­გად კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბუ­ლი და მხარ­და­ჭე­რა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი თა­ნას­წავ­ლე­ბის ფორ­მა მას­წავ­ლებ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს:

♦  გა­უ­ზი­ა­რონ ერ­თ­მა­ნეთს გა­მოც­დი­ლე­ბა და ერ­თად და­გეგ­მონ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი საქ­მე, რაც კი­დევ უფ­რო სტრუქ­ტუ­რი­რე­ბულს და ნა­თელს გახ­დის მათ სა­მუ­შა­ოს;

♦  გა­და­ი­ნა­წი­ლონ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა;

♦  შე­ა­ფა­სონ მოს­წავ­ლე­ე­ბი და მო­ახ­დი­ნონ მო­ნა­ცემ­თა ანა­ლი­ზი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც გა­მო­ყო­ფენ მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბას/ებს;

♦  გა­ერ­თი­ან­დ­ნენ მოს­წავ­ლის სა­ერ­თო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბის ირ­გ­ვ­ლივ და გა­ი­ნა­წი­ლონ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი;

♦  ერ­თად და­გეგ­მონ და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ეფექ­ტი­ან ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ებ­სა და მხარ­და­ჭე­რა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი;

♦  შე­ამ­სუ­ბუ­ქონ და შე­ამ­ცი­რონ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­მო­ე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ძა­ლის­ხ­მე­ვა და დრო;

♦  გა­უ­წი­ონ (ემო­ცი­უ­რი, აკა­დე­მი­უ­რი, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში – ფი­ზი­კუ­რი და სხვ.) მხარ­და­ჭე­რა რო­გორც ინ­დი­ვი­დებს, ისე მცი­რე ჯგუ­ფებს;

♦  ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი გეგ­მით მარ­თონ მოს­წავ­ლე­თა ქცე­ვა კლას­ში.

ნორ­ვე­გი­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი­დან (Dalen,M. 1982) დას­ტურ­დე­ბა, რომ საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელ­თა უმე­ტე­სო­ბა (გან­სა­კუთ­რე­ბით დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე) პო­ზი­ტი­უ­რად აფა­სებს თა­ნას­წავ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას კლას­ში, კერ­ძოდ, ისი­ნი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ:

♦  თა­ნას­წავ­ლე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის უკე­თეს გა­რე­მოს ქმნის;

♦  თა­ნას­წავ­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს მათ­თ­ვის პერ­სო­ნა­ლურ და პრო­ფე­სი­ულ მხარ­და­ჭე­რას;

♦  ამ ფორ­მით სწავ­ლე­ბა ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მხარ­და­ჭე­რას და ასის­ტი­რე­ბას კლას­ში სხვა­დას­ხ­ვა სა­ჭი­რო­ე­ბის, მათ შო­რის, ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რის და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭი­ე­რე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა მხარ­და­ჭე­რას;

♦  თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­გეგ­მი­ლი გაკ­ვე­თი­ლი და კო­ო­პე­რა­ცი­უ­ლი სწავ­ლე­ბა კლას­ში სტი­მუ­ლის მომ­ცე­მია საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის;

♦  თა­ნას­წავ­ლე­ბა ხელს უწყობს უკუ­კავ­ში­რის მი­ღე­ბას და თვით­რეფ­ლექ­სი­ას (რეფ­ლექ­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას);

♦  თა­ნას­წავ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­თა სო­ცი­ა­ლუ­რი და აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის უფ­რო მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა;

♦  პრაქ­ტი­კი­დან დას­ტურ­დე­ბა, რომ თა­ნას­წავ­ლე­ბა ზრდის სწავ­ლე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას – იზ­რ­დე­ბა მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

თუმ­ცა, იმა­ვე კვლე­ვის შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ თა­ნას­წავ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში თა­ვი იჩი­ნა ნე­გა­ტი­ურ­მა ფაქ­ტო­რებ­მაც, რო­გო­რი­ცაა, მაგ.: მას­წავ­ლე­ბელ­თა მწი­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი უნა­რე­ბი ან/და არას­წო­რი მე­ნეჯ­მენ­ტი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ვერ ხერ­ხ­დე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის ეფექ­ტი­ა­ნი და­გეგ­მა­რე­ბა და კო­ორ­დი­ნა­ცია, ასე­ვე, სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცე­სის არა­სა­თა­ნა­დო გა­ზომ­ვა­დო­ბა/არა­გა­ზომ­ვა­დი შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ნაკ­ლე­ბი შე­დე­გის მომ­ცე­მია მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის.

ამ­გ­ვა­რად, თა­ნას­წავ­ლე­ბა მო­ითხოვს ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სწორ მე­ნეჯ­მენტს, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან – მა­ღალ თა­ნამ­შ­რომ­ლურ უნა­რებს, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის სა­თა­ნა­დოდ გა­ნა­წი­ლე­ბას, მიღ­წე­ვა­თა ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის გა­ზი­ა­რე­ბის/ან­გა­რიშ­გე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას და ერ­თობ­ლი­ვი კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი მიდ­გო­მის შე­მუ­შა­ვე­ბის უნა­რებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი უნა­რე­ბის და­უფ­ლე­ბის­თ­ვის სა­ჭი­როა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის ტრე­ნინ­გე­ბი (პოს­ტ­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცი­უ­რი კურ­სე­ბი) და სწავ­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მა, ან ბა­ზი­სუ­რი მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში (მაგ; უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ან კო­ლეჯ­ში) მი­სი და­უფ­ლე­ბა.

ბო­ლოს უნ­და ით­ქ­ვას ისიც, რომ, გარ­და პრო­ფე­სი­უ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­სა და უნა­რე­ბი­სა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გათ­ვა­ლი­წი­ნე­ბულ იქ­ნეს ისე­თი გა­რე­გა­ნი ფაქ­ტო­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა: ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი, ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი, დამ­ხა­რე ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და სივ­რ­ცე.

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

Dalen,M. Focus on Co-Teaching as a Special Education Provision, National Post-Graduate Collage of Special Education, 1982 pp.1.1-22

A Comprehensive Examination of Six Co-Teaching Models

file:///C:/Users/Natia/Downloads/National%20Board%20Certification%20SpEd%20Standards%20ECYA-ENS%20(7).pdf

https://www.esparklearning.com/blog/a-districts-guide-to-effective-co-teaching 

https://www.coursehero.com/file/169654393/USBE-Co-TeachingHandbookpdf/ 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები