27 აპრილი, შაბათი, 2024

ეფექტური განმავითარებელი შეფასება – პროგრესის და წარმატების რუკა

spot_img

მაია კუჭუხიძე – სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ფარცხანაყანევის №1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი

 

 

შეფასება ყოველთვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა სწავლა-სწავლების საკითხში. შეფასების ძლიერი ინსტრუმენტი მნიშვნელოვანია როგორც მასწავლებლისთვის ასევე მოსწავლისთვის. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე მეთოდს საკუთარი პრაქტიკიდან, რომელმაც სწორად დამანახა შემდეგი ნაბიჯები.

„განმავითარებელი შეფასება არის პროცესი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა აქტივობით, სწავლების სტრატეგიითა თუ სხვა საშუალებებით ინფორმაციის შეგროვებას მოსწავლეთა გაგების/გააზრების დონეზე და ამ ინფორმაციის გამოყენებას მათი პროგრესის ხელშესაწყობად.“ http://mastsavlebeli.ge/?p=11953

მოსწავლის პროგრესის ჭეშმარიტი საზომი, სწორედ რომ, განმავითარებელი შეფასებაა – საშულება გვეძლევა, გამოვავლინოთ ხარვეზები და დავსახოთ ინტერვენციები მოსწავლის წარმატების მისაღწევად.

მნიშვნელოვანია, საჭირო დროს გავაკეთოთ ეფექტური განმავითარებელი შეფასება, რათა შევამოწმოთ მოსწავლეების გაგების და გააზრების დონე.

„ახალი სკოლის მოდელის“, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, მასწავლებელს საშუალება ეძლევა, დაადგინოს მოსწავლის საჭიროებები და სწორად დაგეგმოს შესასწავლი საკითხი.

მინდა, გაგიზიაროთ რამდენიმე მეთოდი ჩემი პრაქტიკიდან.

✅ გაკვეთილის დასაწყისში ხშირად ვიყენებ „შესასვლელ ბილეთებს-Entrance tickets“, რათა მოსწავლეებს ჰქონდეთ გაკვეთილში ჩართვის მზაობა. ამ ნაბიჯით, მათთან ერთად, ვაყალიბებ სასწავლო მიზანს, თუ რამდენად გაართვეს თავი დავალებას. ასევე სხვა მიზნითაც გამომიყენებია მსგავსი ბილეთები. მაგალითად, მე, როგორც მასწავლებელს, მჭირდება გავიგო მოსწავლეების წინარე ცოდნა შესასწავლ საკითხთან, ცნებებთან მიმართებაში. გაკვეთილის განმავლობაში, მე საშუალება მეძლევა, გავარკვიო და გავითვალისწინო სჭირდება თუ არა შესასწავლ საკითხს მოდიფიცირება.

✅ „გაზიარების დაწყვილების-Pair Share“ მეთოდის ეფექტურობა ეხმარება როგორც მასწავლებელს, ასევე მოსწავლეს.

ინგლისურ ენაში, საბაზო და საშუალო საფეხურებზე, გაკვეთილის დასასრულს, ხშირად ვიყენებ „Pair share“ მეთოდს, რაც ძალიან მეხმარება მოსწავლეთა საჭიროებების გარკვევაში. ამისთვის მოსწავლეებს ვთხოვ, დაწყვილდნენ თავიანთი შეხედულებების მიხედვით. ისინი წყვილდებიან და პარტნიორს უზიარებენ:

♦ რას მიაგნეს მარტივად – What they found easy;

♦ რა გაუჭირდათ – What they found difficult;

♦ რისი სწავლა სურთ მომავალში – Something they would like to learn in the future.

ეს ძალიან მოხერხებული ინსტრუმენტია და მე, როგორც მასწავლებელს, მეხმარება გავარკვიო თუ როგორ წარიმართა ჩემი გაკვეთილი, იქნა თუ არა მიღწეული მიზანი და, რაც ყველაზე მთავარია, დიდი სიფრთხილით ვეკიდები ანონიმურობის საკითხს. მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა, გაარკვიოს თავისი ცოდნის სიღრმე, კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში.

✅ დაწყებით საფეხურზე ხშირად გამომიყენებია მეთოდი ,,Draw a face“ – „დახატე სახე“. აქტივობის ან გაკვეთილის ბოლოს, მოსწავლეებს ვთხოვ, დახატონ მათი ემოციის შესაბამისი ემოჯი, რათა აჩვენონ, რამდენად დარწმუნებულები არიან ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარ ცოდნაში.

ღიმილიანი სახე = მზადაა გადაადგილებისთვის;

ნეიტრალური სახე = საკმაოდ თავდაჯერებულია;

სევდიანი სახე = არ ვარ დარწმუნებული, საჭიროა გადახედვა.

https://www.teachingenglish.org.uk/article/assessment-learning-activities-0

ერიქსონის, პიაჟეს და კოლბერგის თეორიების მიხედვით უნდა შევიმუშავოთ სტრატეგიები და ავუხსნათ მოსწავლეებს როგორ მიიღებენ შედეგს, დავანახოთ შედეგის გასაუმჯობესებელი გზები და ვიყოთ მათთან თანამშრომლობით დამოკიდებულებაში. https://justwriteessays.com/developmental-assessment-and-the-school-aged-child/

მე, როგორც მასწავლებელს, დიდ დახმარებას მიწევს მსგავსი მეთოდები, რათა გავარკვიო, როგორ დავგეგმო შემდეგი გაკვეთილი მოსწავლეთა წარმატებებისთვის, მოსწავლეები კი, ეჩვევიან შეხედულებების გაზიარებას, თანამშრომლობას, კომუნიკაბელურობას.

სტატია სარეკომენდაციო ხასიათისაა.

წყარო: http://mastsavlebeli.ge/?p=11953

https://www.teachingenglish.org.uk/article/assessment-learning-activities-0

https://justwriteessays.com/developmental-assessment-and-the-school-aged-child/

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები