27 აპრილი, შაბათი, 2024

დღეს, საკანონმდებლო ორგანოში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს კიდევ ერთხელ მოუწია, დეპუტატები დაერწმუნებინა დაანონსებული რეფორმის საჭიროებასა და მნიშვნელობაში.

spot_img

 

დეპუტატები, პარლამენტში, მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენდნენ, რომრლიც კონსტიტუციითა და ახალი რეგლამენტით წარდგენილი წესია და ამ ფორმატში მინისტრის მოსმენა დღეს პირველად გაიმართა.

სიტყვის დასაწყისში მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტში არაერთხელ ჰქონდა გამოსვლა და ყველა კითხვას მაქსიმალურად ამომწურავი პასუხი უკვე გასცა: „მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გავეცი ყველა შეკითხვას პასუხი და წერილობითაც მაქვს წარმოდგენილი,   ამჯერადაც მზად, ვარ ყველა თქვენს შეკითხვას ვუპასუხო. შესაბამისად, მე თვითონ გამოვთქვი აქ მოსვლის სურვილი “ – განაცხადა მინისტრმა. თუმცა, პარლამენტში მისი მეორედ მისვლის მიზეზად დეპუტატმა სერგი კაპანაძემ სრულიად მოუფიქრებელი და გაუაზრებელი, ე.წ. განათლების რეფორმასთან დაკავშირებული კითხვების გაჩენა დაასახელა. დეპუტატი ამბობს, რომ გამოსაშვები გამოცდების გაუქმებისა და ზოგადი უნარების ტესტის არასავალდებულოდ გამოცხადების შესახებ, მინისტრს კონკრეტული არგუმენტები არ წარმოუდგენია, „უფრო მეტიც, მან წერილობით გვიპასუხა ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე. იმ წერილებში უფრო სადღეგრძელოებია და არც ერთი არგუმენტი არ არის წარმოდგენილი. ეს ძალიან სახიფათოა, ჩვენი შვილების მომავლით თამაში ძალიან სახიფათოა, ეს არავის არ უნდა შერჩეს.“ მისთვის საინტერესოა, რატომ დაიგეგმა ასე მოუფიქრებლად რეფორმის განხორციელება.

პარლამენტში მისულმა მინისტრმა დაანონსებული რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებების აუცილებლობა კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმა მისი ყველა მიმართულების სრულ ტრანსფორმაციას გულისხმობს და მოიცავს როგორც სკოლამდელ, ასევე ზოგად, პროფესიულ, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას.

მიხეილ ბატიაშვილი:

 ცვლილებები გამოცდების სისტემაში განათლების ერთიანი რეფორმის ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.

წლების წინ ცენტრალიზებული სასკოლო გამოსაშვები გამოცდების დაწესება ემსახურებოდა შემდეგ მიზნებს – სკოლის მიმართ ინტერესის გაზრდა, სკოლებში მოსწავლეთა დასწრების გაუმჯობესება, სკოლის გაძლიერება და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, დამატებით მომზადების საჭიროების შემცირება, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაუმჯობესება, სკოლების ანგარიშვალდებულების გაზრდა და სხვ. სისტემის გაუმჯობესების მცდელობა მხოლოდ ასეთი გამოცდების დაწესებით შეცდომა იყო. რეალურად, ზემოთ აღნიშნული შედეგები არ დადგა.

ჩვენ გთავაზობთ არა გამოცდების მოხსნას, როგორც ამას დაარქვეს ოპონენტებმა, არამედ სასკოლო შეფასებების რეფორმირებას იმისათვის, რომ შეფასება გახდეს შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებული.

ტესტის ჩაბარების შედეგები არ ასახავდა, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კომპეტენციების ფლობის მიმართულებით, მოსწავლეთა რეალურ შესაძლებლობებს. ცენტრალიზებული სასკოლო გამოსაშვები გამოცდების დაწესებით მოსწავლეების დასწრება არა თუ გაუმჯობესდა, არამედ პირიქით, გაუარესდა. ისინი მოწყდნენ საგაკვეთილო პროცესებს და ცენტრალიზებული გამოცდებისთვის მოსამზადებლად სკოლის გარეთ დაიწყეს მომზადება. რეალურად, მთავარი აქცენტი ბოლო კლასებში გამოცდის ჩაბარებისთვის მზადებაზე გადავიდა და არა სასწავლო პროცესზე, რამაც დაასუსტა სკოლა, როგორც ინსტიტუცია და რეალურად, სკოლამ ვეღარ შეძლო მისი მთავარი ფუნქციის – გამართული სასწავლო პროცესის წარმართვა ისე, როგორც ეს ეროვნული სასწავლო გეგმით იყო განსაზღვრული.

 მიმდინარეობს სასკოლო შეფასებების რეფორმირება იმისათვის, რომ შეფასება შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებული გახდეს.

რეალურად, მიმდინარეობს სასკოლო შეფასებების რეფორმირება იმისათვის, რომ შეფასება შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებული გახდეს. კერძოდ, სადიაგნოსტიკო ხასიათის ცენტრალიზებული შეფასებები განხორციელდება მე-6 და მე-10 კლასის – ორი მნიშვნელოვანი სასწავლო საფეხურის – ბოლოს, სხვადასხვა საგანში. მისი მიზანი იქნება მეტი ინფორმაციის მიწოდება სკოლებისთვის მოსწავლეების ცოდნის, მოსწრების, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს და უკეთესად დაიგეგმოს სწავლა-სწავლების პროცესი. სკოლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარებას კი თავად სკოლა უზრუნველყოფს.

ასევე, სამინისტრო მუშაობს მონიტორინგის სისტემის შექმნაზე, რაც უზრუნველყოფს სკოლების მუდმივ შეფასებას და მათ მხარდაჭერას მეტი განვითარებისთვის.

ჩვენ გთავაზობთ უნარ-ჩვევების   კომპონენტის ინტეგრირებას საგნობრივ ტესტებში.

 ზოგადი უნარების ტესტის სანაცვლოდ, რომელიც ყველაზე „დემოკრატიული“ შერჩევის ინსტრუმენტად მიიჩნეოდა, ჩვენ გთავაზობთ ამ კომპონენტის ინტეგრირებას საგნობრივ ტესტებში. სხვა შემთხვევაში, საგნობრივი ტესტი არ არის სათანადო შეფასების ინსტრუმენტი. ასეთ პირობებში, ზოგადი უნარების ცალკე ტესტად გამოტანა და მისთვის განსაკუთრებული როლის მინიჭება გაუმართლებელია.

საერთაშორისო გამოცდილების შესწავლით, თქვენ ნახავთ, რომ ზოგადი უნარებისა და საგნობრივი გამოცდების სავალდებულო ერთობლიობა არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. ზოგადი უნარების ტესტი არ აფასებს არც ერთ ისეთ უნარს, რომელთა შეფასება საგნობრივ ტესტებში შეუძლებელია. ის საგამოცდო მოდელი, რომელიც აქამდე მოქმედებდა საქართველოში, ანალოგს ვერც ერთ ევროპულ ქვეყანაში ვერ პოულობს.

არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ არის დაწესებული ცენტრალიზებული გამოსაშვები და უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდები ერთად.

ამგვარი დუბლირება არც ერთი ქვეყნის განათლების სისტემაში არ გვხვდება. ცენტრალიზებულად ჩატარებული, მაღალი რისკის მქონე, მისაღები და გამოსაშვები გამოცდების ასეთი კომბინაცია არც ერთ სხვა ქვეყანაში არ არის დაწესებული. 2018 წელს OECD ექსპერტებმა საქართველოში განათლების შეფასების სისტემების კვლევა ჩაატარეს. მის შუალედურ ანგარიშში მოცემულია, რომ სკოლის დამამთავრებელი და უმაღლესში მისაღები გამოცდების ერთდროულად არსებობა არაეფექტური და არამიზნობრივია.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები