19 მარტი, სამშაბათი, 2024

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის წარმომადგენლებთან ერთობლივი პროექტები განიხილეს

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ონლაინ შეხვედრა გამართა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა მიმდინარე და დაგეგმილი ერთობლივი პროექტები განიხილეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ KfW-ს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსი ოლაფ ციმელკა, თბილისის ოფისის ახალი დირექტორი ბირგიტ ჰოლდერიდ-კრესი და სხვა წარმომადგენლები, გერმანიის საელჩოს თანამშრომლები და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი.

მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა KfW-ის წარმომადგენლებს საქართველოს განათლების სისტემის, განსაკუთრებით პროფესიული განათლების მიმართულების მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის და ხაზი გაუსვა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ღვინის საერთაშორისო სკოლის განვითარების პროექტის მნიშვნელობას ქვეყნისთვის. მისი თქმით, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურების ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირდება სამინისტროს ერთ-ერთ სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს.

მინისტრმა ასევე ვრცლად ისაუბრა უნარების სააგენტოს „The Skills Agency of Georgia“ შესახებ, რომელიც სამინისტრომ კერძო სექტორთან თანამშრომლობით დააარსა. აღნიშნული სააგენტო ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად ახალი პროგრამების დანერგვას, ინოვაციური სწავლების მხარდაჭერას, კონკურენციის გაუმჯობესებას, უკეთესი დასაქმების შესაძლებლობებს და, საბოლოო ჯამში, ადამიანური კაპიტალის განვითარებას.

მხარეებმა, ასევე, სამშენებლო კოლეჯისა (ექსელენს ცენტრის) და სამომავლოდ დაგეგმილი დუშეთის ტურიზმის სკოლის პროექტებზე ისაუბრეს, მათი განვითარების ეტაპები განიხილეს და შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები