26 აპრილი, პარასკევი, 2024

გაეროს ბავშვთა ფონდის „ბავშვთა კეთილდღეობის“ კვლევის მიხედვით, ფორმალური განათლების ხარისხით კმაყოფილების დონე ძალიან მაღალია

spot_img

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამოქვეყნებული „ბავშვთა კეთილდღეობის“ კვლევის მიხედვით, სკოლამდელი და ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებებით მშობელთა კმაყოფილება მაღალია. კერძოდ, საბავშვო ბაღში მყოფი ბავშვების 93.6 პროცენტის მშობლები/ოჯახის წევრები კმაყოფილნი არიან სკოლამდელი განათლების ხარისხით. ამის მსგავსად, სკოლაში მყოფი ბავშვების 79.7 პროცენტის მშობლები/ოჯახის წევრები კმაყოფილები არიან სკოლის მიერ მიცემული განათლების ხარისხით.

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ როგორც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ასევე განათლების ხარისხის განვითარების მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომლის ფარგლებში 2026 წლისთვის 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.

ამასთან, მოგახსენებთ, რომ საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე და კერძო სკოლის სოციალურად დაუცველი მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან სასკოლო სახელმძღვანელოებით. ამასთანავე, საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს პირველ კლასში გადაეცემა პერსონალური კომპიუტერი. მე-9 კლასის ბოლოს საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს გადაეცემათ კომპიუტერები.

სამინისტრო აგრძელებს მუშაობას მოსწავლეების ხარისხიანი სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის მიმართულებით.

უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მიზნით 1700-ზე მეტი მანდატური და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი წარმოდგენილია ყველა საჯარო სკოლაში. ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრები ემსახურებიან როგორც მოსწავლეებს, ასევე მათ მშობლებსა და მასწავლებლებს. მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილია ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების მომსახურება.

აღსანიშნავია, რომ რეგიონის სკოლების მხარდაჭერის ფარგლებში, განათლების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოსწავლეებისთვის მოქმედებს და მომავალშიც გაგრძელდება ტრანსპორტირების პროგრამა.

მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში სკოლოს მასწავლებლის ანაზღაურება საშუალოდ 44%-ით გაიზარდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები