26 აპრილი, პარასკევი, 2024

„ახა­ლი“ არ გუ­ლის­ხ­მობს ჯერ არ ნა­ხულს, ჯერ არ გა­გო­ნილს, ჯერ არ გა­მო­ყე­ნე­ბულს

spot_img

„ახალი სკოლის მოდელი“ ის პროექტია, რომელმაც საქართველოს მასწავლებელთა ნაწილი აღაშფოთა. აღშფოთების მიზეზი რამდენიმეა, უმთავრესი კი მაინც არასწორი ან ხარვეზიანი კომუნიკაციაა სკოლებთან. „ახა­ლმა გა­ნათ­ლე­ბამ“ შე­კ­რი­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კითხ­ვე­ბი, რო­მელ­საც პა­სუხს სცემს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ექ­ს­პერ­ტი ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით რო­ლანდ ხო­ჯა­ნაშ­ვი­ლი. 

„ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ – ზუს­ტი გან­მარ­ტე­ბა ამ სა­ხელ­წო­დე­ბის

✔️ „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი­დან“ ყვე­ლა­ზე და­მაბ­ნე­ვე­ლი პირ­ვე­ლი სიტყ­ვა აღ­მოჩ­ნ­და. „ახა­ლი“ არ გუ­ლის­ხ­მობს ჯერ არ ნა­ხულს, ჯერ არ გა­გო­ნილს, ჯერ არ გა­მო­ყე­ნე­ბულს. ეს არის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ექ­ტი. სა­ხე­ლის დარ­ქ­მე­ვა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იოლი არაა. რად­გან სა­ხელ­წო­დე­ბა ოდ­ნავ რო­მან­ტი­ზე­ბუ­ლია, ამან არ უნ­და გა­მო­იწ­ვი­ოს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მის პრინ­ცი­პე­ბით სწავ­ლე­ბა, კუ­რი­კუ­ლუ­მის შექ­მ­ნა და მსოფ­ლიო პე­და­გო­გი­კის სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის თავ­მოყ­რა ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცის­თ­ვის მარ­თ­ლა ახა­ლია. ზო­გა­დად, „ნდო­მა სი­ახ­ლის“ ჯერ კი­დევ რუს­თ­ველ­მა ახ­სე­ნა „ვეფხის­ტყა­ო­სან­ში“. აუცი­ლებ­ლო­ბაა, შევ­თა­ვა­ზოთ მოს­წავ­ლე­ებს სი­ახ­ლე­ე­ბი, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლა დარ­ჩე­ბა რუ­ტი­ნულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბად.

რა არის კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა?

✔️კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა არის შე­მეც­ნე­ბი­თი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­დუქ­ტი. რო­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლეს ამ პრო­დუქ­ტის შექ­მ­ნას სთა­ვა­ზობს, ბავ­შ­ვის­თ­ვის ის არის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­დუქ­ტი, რო­მელ­შიც ოს­ტა­ტუ­რა­დაა ჩა­შე­ნე­ბუ­ლი შე­მეც­ნე­ბი­თი მხა­რე. ყვე­ლა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­დუქ­ტი ვერ ჩა­ით­ვ­ლე­ბა კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბად. მის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი ნი­შა­ნია შე­მეც­ნე­ბი­თო­ბა. სა­კითხს თუ კომ­პ­ლექ­სუ­რად არ ეხე­ბა და­ვა­ლე­ბა, გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზნ(ებ)ის მიღ­წე­ვა გარ­თულ­დე­ბა.

კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც აშ­ფო­თებს მას­წავ­ლებ­ლებს

✔️კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე მეც მსმე­ნია მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრე­ტენ­ზია. მას­წავ­ლე­ბე­ლი ასე­თი ტი­პის და­ვა­ლე­ბებს სტი­ქი­უ­რად არ სთა­ვა­ზობს მოს­წავ­ლე­ებს. სა­ფე­ხუ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­საღ­წე­ვი შე­დე­გე­ბი­სათ­ვის, შე­საძ­ლოა, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი და­ვა­ლე­ბა იყოს შე­საქ­მ­ნე­ლი, მაგ­რამ არა ყო­ველ­დღი­უ­რად. ვიდ­რე მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ვა­ლე­ბის შექ­მ­ნას და­იწყე­ბენ, გვაქვს და­ვა­ლე­ბის შექ­მ­ნამ­დე გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ნა­ბი­ჯე­ბი, ეტა­პე­ბი. რო­ცა კლასს მი­ვიყ­ვანთ იმ კონ­დი­ცი­ამ­დე, რომ მზა­ო­ბა გა­მოჩ­ნ­დე­ბა პრო­დუქ­ტის შე­საქ­მ­ნე­ლად, ამის მე­რე შეგ­ვაქვს და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა კლას­ში.

და­ვა­ლე­ბებს აძ­ლე­ვენ ყვე­ლა საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბი…

✔️დი­ახ, ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი აძ­ლევს და­ვა­ლე­ბას მოს­წავ­ლეს. გვახ­სოვს ალ­ბათ ის დრო, რო­ცა ყო­ველ­დღე გვქონ­და ქარ­თულ­ში, მა­თე­მა­ტი­კა­სა და სხვა საგ­ნებ­შიც და­ვა­ლე­ბე­ბი. ახ­ლა და­ვა­ლე­ბა­თა მი­ცე­მის ინ­ტენ­სი­ვო­ბა იკ­ლებს, მაგ­რამ იმა­ტებს და­ვა­ლე­ბის მო­ცუ­ლო­ბა, შრო­მა­ტე­ვა­დო­ბა და ეფექ­ტი­ა­ნო­ბა.

მას­წავ­ლებ­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ დრო არ ეყო­ფათ გა­სა­სიტყ­ვებ­ლად…

✔️ არის და­ვა­ლე­ბა­თა რი­გი, რო­ცა გა­სიტყ­ვე­ბა-პრე­ზენ­ტა­ცია ბევრ დროს წა­ი­ღებს, მაგ­რამ ეს და­ხარ­ჯუ­ლი დრო ეფექ­ტი­ა­ნი უნ­და იყოს. სჯობს, ნელ-ნე­ლა, სტრა­ტე­გი­უ­ლად მი­ვი­დეთ სა­ფე­ხუ­რის ბო­ლოს შე­დე­გე­ბამ­დე, ვიდ­რე ვიჩ­ქა­როთ და ბო­ლოს ხელთ არა­ფე­რი დაგ­ვ­რ­ჩეს. ზოგ­ჯერ, რო­ცა გვინ­და, რომ ეფექ­ტუ­რად დავ­ხარ­ჯოთ დრო, გა­ი­ზარ­დოს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი სწავ­ლა, შე­საძ­ლოა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის შე­ჯე­რე­ბა ვთხო­ვოთ მოს­წავ­ლე­ებს და ამით საპ­რე­ზენ­ტა­ციო დრო­ის ეკო­ნო­მი­ას მი­ვი­ღებთ, ასე­ვე — ურ­თი­ერ­თ­ს­წავ­ლე­ბა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს სა­კო­მუ­ნი­კა­ციო და კოგ­ნი­ტურ უნა­რებს, რად­გან მოს­წავ­ლე­ე­ბი ოპე­რი­რე­ბენ ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის გა­სა­გე­ბი „ენით“ და ეფექ­ტიც მე­ტი აქვს. პრო­ექ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბის სი­კე­თე­ებ­სა და საფ­რ­თხე­ებ­ზე ყვე­ლამ ვი­ცით, ამი­ტომ სა­ჭი­როა მე­ტი სიფ­რ­თხი­ლე, რომ უკუ­შე­დე­გი არ დაგ­ვიდ­გეს. ზო­გა­დად, რო­ცა კლა­სი მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნია, სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად სა­უცხოო ნი­ა­და­გი გვაქვს. ამან არ უნ­და შეგ­ვა­ში­ნოს, პი­რი­ქით, ბევ­რი ბავ­შ­ვის „გა­თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბა“ და მიზ­ნე­ბის­კენ სვლა უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო და ეფექ­ტი­ა­ნი ხდე­ბა.

ამ­ბო­ბენ, რომ გახ­შირ­და პლა­გი­ა­ტი…

✔️ დი­ახ, ზოგ­ჯერ მოს­წავ­ლე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის უახ­ლო­ე­სი ზო­ნა გვა­ვიწყ­დე­ბა და „მძი­მედ ასა­წევ“ ტვირ­თად ექ­ცე­ვათ ბავ­შ­ვებს და­ვა­ლე­ბა. თუ მოს­წავ­ლეს პლა­გი­ა­ტი მო­აქვს, ჩავ­თ­ვა­ლოთ, რომ ეს არის დე­მო­ტი­ვი­რე­ბი­სა და რთუ­ლი და­ვა­ლე­ბის მი­ცე­მის შე­დე­გი. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შექ­მ­ნის ყვე­ლა წი­ნა­პი­რო­ბა უნ­და შევ­ქ­მ­ნათ ჯერ, მე­რე კი ისე უნ­და ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს მი­სი პი­რო­ბა, რომ ბავშვს მო­უნ­დეს მი­სი შეს­რუ­ლე­ბა და არ ჩარ­თოს მთე­ლი სა­ახ­ლობ­ლო მის შეს­რუ­ლე­ბა­ში.

სა­ი­დან უნ­და და­ვას­კ­ვ­ნათ, რომ მოსწავლე კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად მზა­დაა?

✔️ რო­ცა და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბას ვქმნით, დავ­ფიქ­რ­დეთ და „შე­ვაბ­რუ­ნოთ“ ცო­ტა ხნით ამ­პ­ლუა. და­ვა­ლე­ბის პი­რო­ბა წა­ვი­კითხოთ მოს­წავ­ლის პო­ზი­ცი­ით და თუ გერ­თუ­ლათ, ან მი­ზა­ნი ვერ და­ი­ნა­ხეთ ნათ­ლად, ან სხვა ნაკ­ლი და­ეტყო, პი­რო­ბა უნ­და შე­იც­ვა­ლოს!

გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რის სირ­თუ­ლე­…

✔️გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რი მარ­თ­ლა რთუ­ლია, მაგ­რამ სა­ოც­რად ეფექ­ტი­ა­ნი. 21-ე სა­უ­კუ­ნის მოს­წავ­ლეს ვერ მო­ხიბ­ლავ „სმა­ი­ლე­ბით“, ნიშ­ნე­ბით. მოს­წავ­ლე­ებს ესა­ჭი­რო­ე­ბათ მხარ­და­ჭე­რა და აღი­ა­რე­ბა. ამას მხო­ლოდ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბით შევ­ძ­ლებთ. სას­წავ­ლო პრო­ცე­სი მის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. გა­მი­გია, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი შფო­თა­ვენ იმა­ზე, რომ ამ­დენ კო­მენ­ტარს ვერ და­წე­რენ. ინ­ტენ­სი­ვო­ბა კო­მენ­ტა­რე­ბის წე­რი­სა მი­ნი­მა­ლურ ოდე­ნო­ბამ­დე მოხ­დე­ბა, მაგ­რამ ჩვენ უარს ვერ ვიტყ­ვით მიმ­დი­ნა­რე გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბა­ზე, რო­მე­ლიც უმე­ტე­სად სიტყ­ვი­ე­რი უკუ­კავ­ში­რით უნ­და გა­მოვ­ხა­ტოთ.

ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი ფორ­მუ­ლა, რომ­ლი­თაც გან­მა­ვი­თა­რე­ბელ შე­ფა­სე­ბას მი­აწ­ვ­დით მოს­წავ­ლეს

✔️ ჩე­მი პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვიტყ­ვი: და­ვა­ლე­ბის წარ­დ­გე­ნის დროს მოს­წავ­ლემ უნ­და იგ­რ­ძ­ნოს, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი აქ­ტი­უ­რი მსმე­ნე­ლია, გა­მო­ხა­ტავს ემო­ცი­ებ­სა და ჟეს­ტებს პო­ზი­ტი­უ­რად, სხე­უ­ლის ენით მი­ა­ნიშ­ნებს დე­ტა­ლებ­ზე, დრო­დად­რო სიტყ­ვი­ერ კო­მენ­ტარს აწ­ვ­დის. რო­ცა მოს­წავ­ლე და­ას­რუ­ლებს პრე­ზენ­ტა­ცი­ას, ვე­უბ­ნე­ბი, რა იყო და­ვა­ლე­ბა­ში კარ­გი, რა არის გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი და რით. გა­მო­სას­წო­რებ­ლის მი­სა­მარ­თით გა­წე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცია უნ­და იყოს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი და ასერ­ტუ­ლი, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მი­ვი­ღებთ ცუდ შე­დეგს. გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რის ფუნ­ქ­ციაა შეც­დო­მის სტა­ტუ­სის ხა­ვერ­დოვ­ნად შეც­ვ­ლა.

ეს ხა­ვერ­დოვ­ნე­ბა რო­გორ უნ­და მო­ხერ­ხ­დეს?

✔️ და­ვიწყოთ იმით, რომ მოს­წავ­ლეს­თან უნ­და გა­ვა­ფორ­მოთ და­უ­წე­რე­ლი კონ­ტ­რაქ­ტი, ასე­თი ში­ნა­არ­სით: პრობ­ლე­მის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად მი­გუ­ლე შენ გვერ­დით, და­გეხ­მა­რე­ბი, ყვე­ლა­ფერს მო­ვაგ­ვა­რებთ ერ­თად, შე­ნი წარ­მა­ტე­ბა ჩე­მი წარ­მა­ტე­ბაა და ამი­ტომ ვიქ­ნე­ბი შე­ნი მხარ­დამ­ჭე­რი. არას­დ­როს ვუთხ­რათ მოს­წავ­ლეს ის, რი­სი მოს­მე­ნაც ჩვე­ნი მი­სა­მარ­თით იქ­ნე­ბა დამ­თ­რ­გუნ­ვე­ლი. ესაა უკ­ვე კლას­ში ჰარ­მო­ნი­ი­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. ჰუ­მა­ნის­ტუ­რი პე­და­გო­გი­კა უპი­რა­ტე­სად არ თვლის ნიშ­ნებს, გა­მოც­დებს. ჰუ­მა­ნის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მოს­წავ­ლეს უნ­და აბედ­ნი­ე­რებ­დეს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი.

სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ბევრ მას­წავ­ლე­ბელს „მატ­რი­ცე­ბის“ გა­რე­შეც მიჰ­ყავ­და სა­ინ­ტე­რე­სოდ

✔️ დი­ახ, ეს ასეა. მატ­რი­ცე­ბი, უბ­რა­ლოდ, მას­წავ­ლე­ბელს არ აკარ­გ­ვი­ნებს გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებს, გა­მოკ­ვეთს დეკ­ლა­რა­ტი­ულ, პრო­ცე­დუ­რულ და პი­რო­ბი­სე­ულ ცოდ­ნას, არ მიჯ­ნავს მათ, ახა­მებს ერ­თ­მა­ნეთ­თან და ქმნის ბედ­ნი­ერ სას­წავ­ლო პრაქ­ტი­კას. სტი­ქი­უ­რად ან კი­დევ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გვერ­დე­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბის მი­ხედ­ვით სწავ­ლე­ბას თა­ვი უნ­და და­ვა­ნე­ბოთ. ავი­ღოთ ყვე­ლა ეფექ­ტი­ა­ნი რე­სურ­სი, სტრა­ტე­გია, მე­თო­დი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. მას­წავ­ლე­ბელს სულ შე­უძ­ლია სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სის გა­მარ­თ­ვა კლას­ში, მაგ­რამ ეს პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა თუ არა შე­დე­გი­ა­ნი, ესაა გა­დამ­წყ­ვე­ტი. ბავ­შ­ვებს უყ­ვართ ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა, მაგ­რამ ამ ტი­პის და­ვა­ლე­ბას ას­ჯერ ვერ მივ­ცემთ ან თუნ­დაც მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბას, მა­ინ­ც­და­მა­ინც სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან, ესეც რუ­ტი­ნამ­დე მიგ­ვაყ­ვა­ნი­ნებს ბავ­შ­ვებს.

მოკ­ლე­ვა­დი­ან მიზ­ნებ­ზე უარი უნ­და ვთქვათ?

✔️ არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში. კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მი გვე­უბ­ნე­ბა, რომ ან წი­ნა­რე ცოდ­ნა­ზე უნ­და და­ვა­შე­ნოთ ახა­ლი, ან მოს­წავ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე. თუ გა­მოც­დი­ლე­ბას და­ვეყ­რ­დ­ნო­ბით, მა­შინ და­ვა­ლე­ბის მი­ცე­მა უფ­რო სწრა­ფად ხერ­ხ­დე­ბა. წი­ნა­რე ცოდ­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, ეტა­პობ­რი­ვად ელე­მენ­ტე­ბის და­მა­ტე­ბა-შეს­წავ­ლა აუცი­ლებ­ლად უნ­და გან­ვი­ხი­ლოთ მოკ­ლე­ვა­დი­ან მიზ­ნე­ბად, რომ­ლებ­საც სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან­ში (ანუ კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბა­ში) გა­მო­ვი­ყე­ნებთ და სა­ბო­ლო­ოდ, კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა მიგ­ვა­ცი­ლებს გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნამ­დე, ანუ ცნე­ბამ­დე.

ვინ და­ი­ცავს „ახა­ლი სკო­ლის მო­დელს“ 2024 წლის მე­რე, რო­ცა სკო­ლებ­ში აღარ მოხ­დე­ბა ექ­ს­პერ­ტე­ბის მი­ერ მხარ­და­ჭე­რა?

✔️ გა­დაჭ­რით ვამ­ბობ, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ი­ცა­ვენ მას. რო­ცა მოს­წავ­ლე კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მის ცენ­ტ­რა­ლუ­რი ფი­გუ­რაა, ამ ფი­გუ­რან­ტო­ბას ის იოლად არ დათ­მობს.

და მა­ინც, რა­ტომ ამ­დე­ნი ნე­გა­ტი­ვი „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ მი­სა­მარ­თით?

✔️ არ დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რამ­დენ­ჯერ და­ვიწყეთ და არ და­ვას­რუ­ლეთ რე­ფორ­მი­რე­ბა. და­ვიწყებ­დით და მი­ვა­ტო­ვებ­დით. ეს უკ­ვე სკეპ­ტი­ციზ­მის დვრი­ტაა. აქვთ სა­ფუძ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლებს და არი­ან სკეპ­ტი­კუ­რე­ბი. ცო­ტა­ო­დე­ნი „დამ­სა­ხუ­რე­ბა“ ამ ნე­გა­ტივ­ში არის აშ­კა­რა ტენ­დენ­ცი­უ­რო­ბით თუ სუ­ბი­ექ­ტუ­რო­ბით გა­მო­ხა­ტუ­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რ სივ­რ­ცე­ში და­წე­რი­ლი, უსა­ფუძ­ვ­ლო კრი­ტი­კაც. ეს მოგ­ვარ­დე­ბა. მთა­ვა­რია, ბავ­შ­ვე­ბი არი­ან კლას­ში ბედ­ნი­ე­რე­ბი.

სად სჯობს მოს­წავ­ლის­თ­ვის და­ვა­ლე­ბის შექ­მ­ნა?

✔️ და­ვა­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა შეს­რულ­დეს სკო­ლა­ში, სახ­ლ­ში ან ორი­ვე­გან. ჩვენ არ ვა­კონ­ტ­რო­ლებთ, სად იქ­მ­ნე­ბა ღი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­კუთ­რივ და­ვა­ლე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ღი­რე­ბუ­ლე­ბა და არა მი­სი შექ­მ­ნის ად­გი­ლი.

დო­კუ­მენ­ტუ­რად ან ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­გიძ­ლი­ათ გა­ამ­ყა­როთ „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ ეფექ­ტი­ა­ნო­ბა?

✔️ ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე კარ­გი დო­კუ­მენ­ტი არის ბედ­ნი­ე­რი ბავ­შ­ვის ემო­ცია. გა­ნათ­ლე­ბა­ში შე­დე­გე­ბი მოკ­ლე დრო­ში ვერ და­ი­დე­ბა. თავს ნუ მო­ვიტყუ­ებთ. ბედ­ნი­ე­რი ბავ­შ­ვი სწავ­ლობს უკეთ და უკე­თე­სი მო­ქა­ლა­ქეც ხდე­ბა. გა­ღი­მე­ბუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის სა­ხე­ე­ბი ასე­უ­ლო­ბით მი­ნა­ხავს ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში და ესაა ჩემ­თ­ვის წარ­მა­ტე­ბის დეკ­ლა­რი­რე­ბა.

ასმ-ს არ აქვს ხარ­ვე­ზე­ბი?

✔️ უხარ­ვე­ზო და უნაკ­ლო არა­ფე­რია. გვაქვს რი­გი პრობ­ლე­მე­ბი­სა, რო­მელ­საც ექ­ს­პერ­ტი და მას­წავ­ლე­ბე­ლი ერ­თად წყვეტს. კო­ლე­გი­ა­ლო­ბა­სა და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბას ვერც ერ­თი წი­ნა­ღო­ბა ვერ შე­ა­ფერ­ხებს. ხარ­ვე­ზებ­ზე კო­ლე­გე­ბი ხში­რად ვსა­უბ­რობთ და ვცდი­ლობთ მის აღ­მოფხ­ვ­რას უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლო გზე­ბის მო­ძებ­ნით.

ამ­ბობ­დით, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ სკო­ლა­ში შეხ­ვალთ და უც­ნობ მოს­წავ­ლე­ებ­თან ჩა­ა­ტა­რებთ ეფექ­ტი­ან გაკ­ვე­თილს…

✔️ დი­ახ, მე შევ­დი­ვარ სკო­ლებ­ში მხარ­და­ჭე­რის მიზ­ნით და არა სა­ყელ­ყე­ლა­ოდ. ექ­ს­პერ­ტო­ბა არ ნიშ­ნავს მხო­ლოდ რჩე­ვე­ბის სიტყ­ვი­ე­რად მი­ცე­მას. პრაქ­ტი­კით კარ­გად ჩანს ეფექ­ტი­ა­ნო­ბა. ბევრ სკო­ლა­ში მივ­სულ­ვარ და მით­ქ­ვამს ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ი­სათ­ვის, მას­წავ­ლებ­ლი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ნე­ბა დამ­რ­თონ, რომ გაკ­ვე­თი­ლი ჩა­ვა­ტა­რო. ჩა­მი­ტა­რე­ბია გაკ­ვე­თი­ლე­ბი და გა­მომ­ყო­ლია ბავ­შ­ვე­ბის კე­თილ­გან­წყო­ბა კლა­სი­დან. ახ­ლაც ვაცხა­დებ, ნე­ბის­მი­ერ სკო­ლა­ში მი­ვალ და თე­ატ­რა­ლი­ზე­ბის, რე­ჟი­სუ­რი­სა და თვალ­ში ნაც­რის შეყ­რის გა­რე­შე, კარგ მა­გა­ლითს ვაჩ­ვე­ნებ კო­ლე­გებს. ამით თავს არ ვი­წო­ნებ. ჩემ­თ­ვის სა­ა­მა­ყო ისაა, რომ ჩე­მი მსმე­ნე­ლე­ბი ასე მუ­შა­ო­ბენ და შე­დე­გე­ბიც აქვთ. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, მას­წავ­ლე­ბელს ვუ­ჭერ მხარს. ამ მხარ­და­ჭე­რას, რო­გო­რი ფორ­მი­თაც უნ­დათ პე­და­გო­გებს, მი­ი­ღე­ბენ ჩემ­გან, ჩე­მი კო­ლე­გე­ბის­გან.

ასმ არ შე­ჩერ­დე­ბა?

✔️ სკო­ლას უნ­და ჰქონ­დეს სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მა. ასმ შე­ჩერ­დე­ბა 2024 წელს იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ექ­ს­პერ­ტე­ბი აქ­ტი­ურ მხარ­და­ჭე­რას შევ­წყ­ვეტთ, თო­რემ სკო­ლე­ბი კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მ­სა და კუ­რი­კუ­ლუმ­ზე უარს არ იტყ­ვი­ან. აქ­ვე და­ვა­მა­ტებ: არას­დ­როს შევ­წყ­ვეტ კო­ლე­გე­ბის მხარ­და­ჭე­რას, ჩე­მი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში, მათ­თან ერ­თად, გა­ვი­ზი­ა­რებ ყვე­ლა სირ­თუ­ლე­სა და წარ­მა­ტე­ბას. ეს ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი საქ­მეა და ტე­ლე­ფო­ნით, სო­ცი­ა­ლუ­რი სივ­რ­ცით თუ კონ­ტაქ­ტუ­რი შეხ­ვედ­რე­ბით მას მუ­დამ მო­ვემ­სა­ხუ­რე­ბი. აქ­ვე დავ­ძენ, ამ პრო­ექტს არ ვუ­ყუ­რებ, რო­გორც ჩემს სა­ხელ­ფა­სო უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. მიყ­ვარს სკო­ლა, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, ბავ­შ­ვე­ბის თვა­ლებ­ში ან­თე­ბუ­ლი მზე!

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები