10 მაისი, პარასკევი, 2024

საქართველოს ახალგაზრდული აკადემია გთავაზობთ

spot_img

21 მაისს, სეუში, საქართველოს ახალგაზრდული აკადემიის მიერ ორგანიზებული შემეცნებითი სემინარი შედგა პედაგოგებისთვის.

 

შეხვედრის თემა „ძლიერი ქალბატონები“ იყო. პედაგოგთა მხრიდან დიდი ინტერესის გამო, შემდეგი შეხვედრა დაანონსდა ქუთაისში, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება. სასწავლო წლის განმავლობაში, აკადემია მასპინძლობს სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შემეცნებითი პროგრამით, რომელიც გათვლილია ასაკობრივ ჯგუფებზე.

‼️ასევე, ყოველ კვირას, შერეული ჯგუფებისთვის ტარდება „დიალოგი ფსიქოლოგთან“ და შემეცნებითი ლექცია ინგლისურ ენაზე.

შეხვედრები ინფორმაციულად გაჯერებულია და თემის შესაბამისი აქტივობით სრულდება. შემეცნებითი შეხვედრები ტარდება სეუს უახლეს ბიბლიოთეკაში, რომელსაც უძღვებიან აკადემიის პროფესიონალი ლექტორები. შემეცნებითი შეხვედრის დასაჯავშნად შეგიძლიათ მიწეროთ საქართველოს ახალგაზრდული აკადემიის ოფიციალურ ფბგვერდს – https://www.facebook.com/profile.php?id=100028534735158&mibextid=ZbWKwL ან დარეკოთ ნომერზე 577279987.

✅შემეცნებითი შეხვედრების პროგრამა მოიცავს: I – თეორიულ ნაწილს, სადაც ბავშვები მოისმენენ შერჩეულ თემაზე საუბრებს და ნახავენ ვიდეომასალას; II – არტ თერაპია ან ჯგუფური სამუშაო, დისკუსია თემის გარშემო.

✅ შემეცნებითი შეხვედრები ტარდება სეუს თანამედროვე ბიბლიოთეკის ულამაზეს გარემოში.

 

დასწრება შესაძლებელია როგორც შერეულ ჯგუფებში, ასევე ჯგუფურად (მინიმუმ, 12 ბავშვი). ჯგუფების შემთხვევაში, შესაძლებელია სასურველი თემის შერჩევა მონაწილეთა სურვილის შესაბამისად.

პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი.

☑️ მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია!

☑️ რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ

https://www.facebook.com/profile.php?id=100028534735158&mibextid=ZbWKwL

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები