6 მაისი, ორშაბათი, 2024

„ავ­ტო­პორ­ტ­რე­ტი“

spot_img

ეკა ღვი­ნი­აშ­ვი­ლი

სსიპ თბი­ლი­სის №82  სა­ჯა­რო სკო­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, „კა­ტოს სკო­ლის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი

 

სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­ში, ჩე­მი აზ­რით, სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. თუმ­ცა სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა ნამ­დ­ვი­ლი გა­მოწ­ვე­ვაა, რად­გან, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ა­მი­სოდ არა­ნა­ი­რი რე­სურ­სი არ გაგ­ვაჩ­ნია.

სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებს ეხ­მა­რე­ბა აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში, ქცე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ში, თვით­შე­ფა­სე­ბის ამაღ­ლე­ბა­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, და ა.შ. და ა.შ.

სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი სფე­რო სამ ძი­რი­თად კომ­პე­ტენ­ცი­ად იყო­ფა, ესე­ნია: თვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბა, თვით­რე­გუ­ლა­ცია და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

ამ სტა­ტი­ა­ში მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ ერ­თი აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც წი­ნა სას­წავ­ლო წელს მო­ვამ­ზა­დე, ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, და ბევ­რი ფიქ­რის მე­რე „ავ­ტო­პორ­ტ­რე­ტი“ და­ვარ­ქ­ვი. ამ აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას თვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა იყო ჩე­მი ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი. სა­ბო­ლო­ოდ, შევ­ქ­მე­ნი ყვე­ლა ჩე­მი მოს­წავ­ლის „ავ­ტო­პორ­ტ­რე­ტი“.

იდე­ის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ, ჩემს ორ ყო­ჩაღ მოს­წავ­ლეს­თან ერ­თად, ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის დროს, და­ვა­ზუს­ტეთ დე­ტა­ლე­ბი. გზა­დაგ­ზა მა­თაც ვე­კითხე­ბო­დი რა­ღა­ცებს და მათ იდე­ებ­საც ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დი, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად. თქვენც შე­გიძ­ლი­ათ, რა­მე მი­ა­მა­ტოთ ან გა­მო­ტო­ვოთ. „ავ­ტო­პორ­ტ­რე­ტის­თ­ვის“, სა­ბო­ლო­ოდ, ეს თე­მე­ბი შე­ვარ­ჩი­ეთ:

♦ ეს მე ვარ               ♦ ჩე­მი ოჯა­ხი

♦ ჩე­მი სკო­ლა           ♦ ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი…

♦ ჩე­მი ემო­ცი­ე­ბი       ♦ სხვა­დას­ხ­ვა

რო­გორც გითხა­რით, „ავ­ტო­პორ­ტ­რე­ტი“ შვიდ მოს­წავ­ლეს­თან ერ­თად შევ­ქ­მე­ნი, ორ­მა მათ­გან­მა სა­კუ­თა­რი ხე­ლით და­წე­რა და გა­ა­ფორ­მა, სამ მოს­წავ­ლეს ამო­ბეჭ­დი­ლი და­ვახ­ვედ­რე და თა­ვად შე­ავ­სეს, ხო­ლო ორ მოს­წავ­ლეს­თან დე­დი­კო­ე­ბი დაგ­ვეხ­მარ­ნენ.

ყდის­თ­ვის თა­ვი­ან­თი საყ­ვა­რე­ლი ფე­რე­ბი შე­არ­ჩი­ეს, ფო­ტო­ე­ბიც და­ა­წე­ბეს, დაჭ­რეს და აკინ­ძეს. დრო­ის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლას სხვა­დახ­ვა დრო დას­ჭირ­და.

აქ­ვე გი­ზი­ა­რებთ ჩემ მი­ერ შექ­მ­ნილ რე­სურსს და იმე­დი მაქვს, თქვენც გა­მო­გად­გე­ბათ.

„ავტოპორტრეტი“

სსიპ – თბილისის №82 საჯარო სკოლა
2023

ეს მე ვარ

მე    ვარ ……..   ………………………….

მე ვარ გო­გო­ნა.

მე ვარ   ….   წლის.

მე ვსწავ­ლობ ….

მე ვცხოვ­რობ ….

ჩე­მი და­ბა­დე­ბის დღე  არის ….

ჩე­მი ოჯა­ხი

მე მყავს ….

ოჯახ­თან ერ­თად მიყ­ვარს ….

ჩე­მი ემო­ცი­ე­ბი

ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ვარ, რო­ცა ….

ყვე­ლა­ზე მე­ტად ვბრა­ზობ,  რო­ცა ….

მოწყე­ნი­ლი ვარ,  რო­ცა ….

მე­ში­ნია, რო­ცა ….

მე­ზიზღე­ბა, რო­ცა ….

მხი­ა­რუ­ლი ვარ, რო­ცა ….

ჩე­მი სკო­ლა

ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი სა­გა­ნია ….

ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლია ….

ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი აქ­ტი­ვო­ბაა ….

დას­ვე­ნე­ბა­ზე მიყ­ვარს ….

ჩე­მი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია ….

ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ….

ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი საჭ­მე­ლია ….

ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ფილ­მია ….

ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი სიმ­ღე­რაა ….

ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი თა­მა­შია ….

ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ცხო­ვე­ლია ….

ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ფე­რია ….

ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი სო­ფე­ლია ….

ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლა­ქია ….

სხვა­დას­ხ­ვა

მე მყავს  ….

კი­დევ მინ­და მყავ­დეს ….

ჩე­მი ოც­ნე­ბაა ….

ჩე­მი ჰო­ბია ….

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები