სკლიაროსთან ერთად იყვნენ გრიგოლი და ბაგრატი,რომლებიც აჯანყების მომხრეები გახდნენ. მოქის თავადიც სკლიაროსთან შეიკრა და ყველამ საღალატოდ შეკრა პირი. დაჩაგრეს ბერძნები და ახლა დრო იყო, რომ იგი ქართველებს ეხსნათ. ქართველები იყვნენ ფარხმალით მოსულები და წინ მიუძღვოდათ საქრისტიანოს ჯვარი. თორმეტი ათასნი იყვნენ, მაგრამ ბევრჯერ ყოფილა ასე, მოვიდეს სკლიაროსი და ჩვენ ავიღებთ სისხლსო. ან სიკვდილი ან გამარჯვებაო. მდინარე ჰალისის პირად,ასე მღეროდა ქართველთა ჯარი. მათი გუგუნი კი ისრად ერჭობოდა სკლიაროსის ჯარს გულში. ბრაზმორეული სკლიაროსი მარჯვე დროს ეძებდა შესატევად. ქართველებთან ომი აშინებდა და იმის ფიქრით, რომ ქართველები პირველები შემოიჭრებოდნენ, საფრებს ამაგრებდა. უნდოდა, რომ ქართველები გამაგრებულ ბანაკში მიეტყუა და ებრძოლა. სატყუარად კი,გუნდად უგზავნიდა პატარა ჯარებს. მაგრამ თორნიკე გამოცდილი იყო და ადვილად ვერ მოტყუვდებოდა. მას სხვა ხერხი ჰქონდა. ბიზანტიელები გაბრაზებულები იყვნენ, რომ მათ ჯარს ქართველი სარდლობდა. ამაზე თორნიკე ვითომ გაბრაზდა და ჯარი მიატოვა. დაინახა თუ არა ეს სკლიაროსმა, ბიზანტიელებს შეუტია და ადვილად დაამარცხა. მთელი ღამე აღნიშნავდნენ გამარჯვებას, ამ დროს კი მათ გარს ქართველები ეკვრნენ. თორნიკე ჯავშიანიძეს 1000 ჯარისკაცი მიაბარა და გაუშვა საფრებისკენ. ორბელიძეს 4000 რჩეული ვაჟკაცი გადასცა და დიდი ომის ატეხვა დააბარა. მარჯვნივ და მარცხნივ 3000-3000 კაცით გაგზავნა გამრეკელი და სავარსმანიძე. თავად კი 1000 კაცი დაიტოვა, ხოლო მათ მეთაურად ჯოჯიკი. ამ ომში ბიზანტიიდან მხოლოდ სკლიაროსიღა გადარჩა და მაინც ბაღდადს მიაშურა. გათავდა ომი და დაღამდა. კიჟინი შემწყდარიყო და მხოლოდ დაჭრილების კვნესა ისმოდა.გადარჩენილებს დახმარება უნდოდათ, მაგრამ სიბნელე იყო და მთვარის ამოსვლას ელოდებოდნენ. თორნიკემ ბრძანა, რომ განურჩევლად, ყველას დახმარებოდნენ და არავინ დაემცირებინათ, რადგან ტყვედ ყოფნა უკვე დამცირება იყო მათთვის.
ნიკოლოზ ნებიერიძე – სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ.ცხრაწყაროს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე