2 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2021

ხმოვნების კლასიფიკაცია

spot_img

თანამედროვე ქართული ანბანი შედგება 33 ასო-ნიშნისგან, რომელთაგან  28  თანხმოვანია, 5 – ხმოვანი. ქართული ენა ხმოვნების რაოდენობით ღარიბია. ტერმინი „ხმოვანი“ დამკვიდრებულია ამ ბეგრათა ხმიერი (ხმამაღალი) გამოთქმის შესაძლებლობის გამო.

ხმოვანთა დახასიათება

იმის მიხედვით, თუ ჰაერის ნაკადის დაუბრკოლებელი დინების დროს რამდენად გაღებულია პირი, როგორი მდებარეობა აქვს ენას და როგორ არის მოწყობილი ბაგეები, წარმოდგება სხვადასხვა ხმოვანი. ქვემოთ მოცემულია ხმოვანთა კლასიფიკაცია.

 ა-ს წარმოთქმის დროს პირი ყველაზე უფრო ფართოდ არის გაღებული, ხოლო ენის ზურგი (უკანა ნაწილი) ოდნავ აწეულია სასისაკენ. ფართო, ანუ ღია ხმოვანია.

ი-ს წარმოთქმის დროს პირი ოდნავ არის გაღებული, ხოლო ენის ზურგის წინა ნაწილი აწეულია და მიახლოებული მაგარ (წინა) სასასთან. ჰაერნაკადის გამოსასვლელად მცირე ნაპრალიღაა დარჩენილი.

ე-ს წარმოთქმისას პირი უფრო ფართოდ არის გაღებული, ვიდრე ი-ს წარმოთქმის დროს, და უფრო ვიწროდ, ვიდრე ა-ს წარმოთმისთვისაა დამახასიათებელი. ამასთანავე, ენის ზურგის წინა ნაწილი უფრო ნაკლებ არის აწეული და მაგარ სასასთან მიახლოებული, ვიდრე ეს ი-ს წარმოთქმის დროს გვაქვს. მაშასადამე, ე-ს წარმოების საშუალო ადგილი უჭირავს ა-სა და ი-ს შორის.

უ-ს წარმოთქმის დროს ენის ზურგის უკანა ნაწილი აწეულია და მიახლოებული რბილ (უკანა) სასასთან, ხოლო ბაგეები წინ არის წამოწეული და  პატარა წრისებურად მომრგვალებული.

ო-ს წარმოთქმის დროს ენის ზურგის უკანა ნაწილი უფრო ნაკლებ არის აწეული და რბილ სასასთან მიახლოებული, ვიდრე უ-ს წარმოთქმისას.

ო-სა და უ-ს წარმოთქმის დროს აქტიურ მონაწილეობას იღებენ ბაგეები, ამიტომ მათ ბაგისმიერ (ლაბიალიზებულ) ხმოვნებს უწოდებენ. ა, ე, ი  არაბაგისმიერი (არალაბიალიზებული) ხმოვნებია.

ხმოვანთა სამი რიგი

იმის მიხედვით, თუ ხმოვანთა წარმოთქმის დროს ენის ზურგის რომელი ნაწილი აიწევა სასის მიმართულებით, გარჩეულია სამი რიგის ხმოვანი: წ ი ნ ა,  შ უ ა  და  უ კ ა ნ ა  რიგისა. ქართულში წინა რიგის ხმოვნებია   ე და ი  შუა რიგისა-ა,  უკანა რიგისა ო  და  უ.

წინა რიგის ხმოვანთა (ე-სა და ი-ს)  წარმოთქმის დროს ენის წვერი დაშვებულია და ძევს ქვედა კბილებთან, ენის ზურგის წინა ნაწილი კი აწეულია მაგარი სასის მიმართულდებით. -ს წარმოთქმის მდგომარეობიდან წინარიგის ხმოვანთა  წარმოთქმისას ენის ზურგის წინა ნაწილის მიმართულებაა წ ი ნ   და   ზ ე ვ ი თ.

უკანა რიგის ხმოვანთა (უ-სა და ო-ს)  წარმოთქმისას ენის ზურგის უკანა ნაწილი აწეულია რბილი (უკანა) სასის მიმართულდებით, ხოლო ენის წვერი აშვებულია და დაშორებულიანქვედაკბილებს. მიმართულებაა უ კ ა ნ  და  ზ ე ვ ი თ.

შუა რიგის ხმოვანთა (ქართულში ა-ს) წარმოთქმის დროს ენას საშუალი მდგომარეობა უკავია (წინა და უკანა რიგის ხმოვანთა წარმოთქმისას მიღებულ მდგომარეობასთან შედარებით).

ხმოვანთა  აწეულობის  სამი  საფეხური

იმის მიხედვით, თუ რამდენად არის აწეული ენის ესა თუ ის ნაწილი სასის მიმართულებით, განსაკუთრებულია აწეულობის სამი საფეხური: მ ა ღ ა ლ ის ა შ უ ა ლ ი   და  დ ა ბ ა ლ ი.

მაღალი აწეულობის ხმოვნებია ი  და  უ.  ი-სათვის აწეულია ენის ზურგის წინა ნაწილი, უ-სათვის კი უკანა ნაწილი.

საშუალი აწეულობის ხმოვნებია ე  და  .  ე-სათვის ენის ზურგის წინა ნაწილია აწეული, ო-სათვის კი უკანა ნაწილი.

ა-ს წარმოთქმის დროს ენა ყველა სხვა ხმოვანის წარმოთქმისას მიღებულ მდგომარეობაზე დაბლა ძევს. მაშასადამე, ა  დაბალი აწეულობის ხმოვანია.

არის შუა რიგის დაბალი ხმოვანი;

ე – წინა რიგის მაღალი ხმოვანი;

ი – წინა რიგის მაღალი ხმოვანი;

ო – უკანა რიგის საშუალო ხმოვანი;

უ – უკანა რიგის მაღალი ხმოვანი.

ბაია ცხელიშვილი – ქუთაისის  მე-14 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები