2 თებერვალი, ხუთშაბათი, 2023

„ხევისბერი გოჩა“ – გოჩას სახე

spot_img

ალექსანდრე ყაზბეგი კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელია. მის შემოქმედებებში ყოველთვის იგრძნობა, ადამიანთა სულიერი სიმტკიცე და გამძლეობა. „ხევისბერი გოჩა“  ნათლად გამოხატავს ყაზბეგის შემოქმედების პათოსს. ნაწარმოების პერსონაჟები მუდმივ ჭიდილში არიან ცხოვრებასთან. ერთი მხრივ ისინი ადათ-წესების პირნათლად დაცვას ცდილობენ, მეორე მხრივ, ვერ უმკლავდებიან წმინდა ადამიანურ გრძნობებს. ასეთი თვალსაზრისით უდაოდ გამორჩეულია მოთხრობის მთავარი გმირი, ხევისბერი გოჩა. იგი, ნაწარმოების მიმდინარეობის პერიოდში დგება ურთულესი გადაწყვეტილების წინაშე. ხევისბერს უწევს გააკეთოს არჩევანი სამართალსა და საკუთარ შვილს შორის. ეს ყველაფერი კი მისთვის დიდი სულიერი ტრავმაა. ხევისბერი ივიწყებს ადამიანურ გრძნობებს, მზადაა გაწიროს საკუთარი შვილი, ონისე და აკეთებს კიდეც ამას. მისთვის უმთავრესია ტრადიციების დაცვა, რაც მთის ხალხისთვის  დამახასიათებელია. როცა საქმე სამართალს ეხება, ხევისბერი ანგარიშს არ უწევს არანაირ პიროვნულ და წმინდა ადამიანურ გრძნობებსა და ხედვებს. უნდა აღინიშნოს ისიც რომ  თემისთვის გოჩა მხოლოდ ხევისბერი არაა. იგი ნიმუშია იმისა თუ როგორ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი სწორი ცხოვრებით.  შესაძლებელია სწორედ თემის ასეთმა დამოკიდებულებამ მიიყვანა ხევისბერი ასეთ გადაწყვეტილებამდე. მას არც ერთი წუთით არ შეუხედავს ონისესთვის მამის თვალით, როცა მისი დანაშაული შეიყტო. მაშინვე გადაწყვიტა მისთვის უმკაცრესი სასჯელის გამოტანა. აღსანიშნავია ისიც. რომ ნაწარმოების ფინალში ხევისბერი გრძნობს, გუგუა არაა დამნაშავე. მიუხედავად ამისა მისთვის თემის აზრი და შეხედულებები უპირველესია. მაშინ როცა ონისეს დამნაშავეობა თემს არ სჯერა ხევისბერი უკვე აღარ უსმენს მათ და გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს. თემის მთელ ემოციასა და ემპათიას ონისესადმი ერთი ემოხიით გაჟღენთილი ფრაზა შთანთქავს: „ეგრე გაიგონე ჩემი დარიგება . . . მოღალატეს რისხავდეს სამება“ – ხალხის წინ განგმირული ონისე აღმონდება. ხევისბერი შვილის მკვლელი მამა ხდება. მისი, როგორც მამის, მხრიდან ეს საშინელი საქციელია, თუმცა იგი აფექტურ მდგომარეობაშია. მის ამგვარ ქმედებას აკაკი ბაქრაძემ არსებობის მარადისობის რღვევა, ანუ ანტიდაბადება უწოდა. „შვილისმოკვლითმამაარსებითადთვითმკვლელობასჩადის,რამეთუანადგურებსსაკუთარმომავალს“, თუმცა სხვისი თვალით მსგავსი სიტუაციის შეფასება არც ისე მარტივია. აშკარაა ერთი რამ, მსგავსი ქმედებით ხევისბერი საზოგადოებისგან შექმნილი, ფარსი ადათ-წესების დაცვას და ამავე დროს ბრაზის გადალახვას ცდილობდა.

საბოლოო ჯამში ხევისბერი გოჩა, სიმტკიცის ნიმუშად გცეული მამაა. მამა რომელმაც სამართლის აღსრულებას შვილის სიცოცხლე შესწირა. მის საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს, გარდა იმისა რომ იგი ვერ მოერია შინაგან სისუსტეს. მისმა მამობრივმა სიყვარულმა ვერ გადაჯაბნა პიროვნული ქვეცნობიერი და მძიმე ხასიათი. ამ ყველაფერს კი საშინელი შედეგი მოჰყვა.

მარიამ ანიძესსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ ხიდრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები