27 აპრილი, შაბათი, 2024

„ხევისბერი გოჩა“ ანალიტიკური კომენტარი

spot_img

ალექსანდრე ყაზბეგის  „ხევისბერი გოჩა“  ნათლად გამოხატავს ყაზბეგის შემოქმედების პათოსს. ნაწარმოების პერსონაჟები მუდმივ ჭიდილში არიან ცხოვრებასთან. ერთი მხრივ ისინი ადათ-წესების პირნათლად დაცვას ცდილობენ, მეორე მხრივ, ვერ უმკლავდებიან წმინდა ადამიანურ გრძნობებს.  ნაწარმოები კარგად ასახავს, ხევისთვის დამახასიათებელ ტრადიციებსა და ადათ-წესებს. მასში ნათლადაა მოცემული „კანონებს“ შეწირული მამა-შვილობა.  თითქოს პერსონაჟები ორ ნაწილად იყოფიან, ერთი ნაწილი პროგრესირებადია, ამ ნაწილს მიეკუთვნება თავად გოჩა. მეორე ნაწილი კი არაპროგრესირებადი, მაგალითად ონისე. გოჩას პერსონაჟი ყოველი სიტყვითა თუ ქმედებით მაღლდება მკითხველის თვალში, ონისე კი პირიქით. რაც შეეხება წმინდა ადამიანურ თვალსაზრისს, ნაწარმოებში ჩანს დიდი სისასტიკე, მამისგან შვილის მკვლელობა. შეიძლება ითქვას რომ მამა-შვილს შორის სამართალი დგება. სამართალი, რომელიც უზენაესია (განსაკუთრებით ხევისთვის). თუ სიუჟეტურ განვითარებას თანამედროვე თვალით შევხედავთ და სიღრმისეულად დავაკვირდებით, თავს იჩენს სხვადასხვა ფაქტორები. პირველ რიგში ხევის კანონის დარღვევა ონისეს მიერ. ერთი მხრივ ონისე უბრალოდ წმინდა ადამიანურმა გრძნობებმა შეიბყრო, მეორე მხრივ კი მან თანამოძმესა და თემის სხვა წევრებს უღალატა. მთელი ხევის სახელი შებღალა. აქ უკვე იბმება მიზეზ შედეგობრივი კავშირი, ონისეს საქცელსა და გოჩას საპასუხო რეაქციას შორის.

მიუხედავად ყველაფრისა,  არანაირად არაა გამართლებული ხევისბერისგან „მარადისობის კანონის რღვევა“. მის ასეთ საქციელს შეიძლება ვუწოდოთ აფექტის მდგომარეობა. გარდა ამისა მიზეზი შესაძლებელია იყოს გოჩას სულიერი სიმტკიცე და ავტორიტეტით გამოწვეული სინდისის ქენჯნა. ფაქტი მხოლოდ ერთია საბოლოო შედეგი სავალალოა მამა შვილის მკვლელი ხდება.

„ხევისბერი გოჩა“  XIX  საუკუნის რეალისტური ლიტერატურის ძეგლია. შეიძლება ითქვას, რომ იგი ნიმუშია ქართველი ადამიანის სულიერი სიმტკიცისა. მასში თავმოყრილია ყველა ის ადამიანური გრძნობა რომლის წინაშეც  საზოგადოება ხშირად დგება. ყველას არჩევანი ინდივიდუალურია, ზოგნი სამართალს ირჩევენ, ზოგნი წრელ უანგარო გრძნობას, სიყვარულს.

ქართულ ლიტერატურაში თითქმის არ არსებობს ნაწარმოები, სადაც ასე შესანიშნავად ჩანს ადამიანის სულიერი შფოთვია და სიმძიმე. გულისა და გონების ნაკარნახევის კოლაბორაციის სირთულე.

მარიამ ანიძესსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ ხიდრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე  

ნატა შუბითიძე  – ქ. თბილისის N108 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები