„შუშანიკის წამება“ დოკუმენტურად დადასტურებული ყველაზე ძველი ნაწარმოებია. ლექსიკა, რომელსაც იაკობ ხუცესი იყენებს, ზოგჯერ გაურკვევლობას იწვევს და შევეცადეთ, რომ ყველა იმ სიტყვის განმარტება მოგვეძებნა, რომელიც, მეტ-ნაკლებად, შესაძლოა, უცხო იყოს მოსწავლეებისთვის. სამუშაოდ ავიღეთ „შუშანიკის წამების“ ყველაზე ვრცელი ტექსტი და ის არ ემთხვევა სახელმძღვანელოებში მოცემულ ადაპტირებულ ტექსტებს. სიტყვათა თანმიმდევრობა მიყვება ტექსტს.
♦♦♦
აწ – ახლა;
პიტიახში – ერისთავი, ქვეყნის გარკვეული ნაწილის მმართველი;
სპაჲპეტისაჲ – სარდალი;
საწყალობელი – შესაბრალისი;
ვითარმე ვინ თქუას – ვინ უნდა თქვას;
ვითარ – როგორც;
ეხილვა– ენახა;
პყრობილებაჲ – პატიმრობა;
ქრისტჱსთჳს – ქრისტეს გამო;
რამეთუ – რომ, რადგანაც;
რაჟამს – როცა;
ესრეთ – ასე, ამგვარად;
ვითარმედ – რომ;
რომელი იგი – რომელიც, რაც;
ესრევე – ასევე;
მოვაქცინე – მოვაქცევ;
ვითარცა-ესე – როგორც;
იჯმნა – წავიდა, მოშორდა;
ზრახვა-ყო – განიზრახა;
აზნაური – დიდი ფეოდალი.
წინამიეგებნენ – შეეგებონ, შეხვდნენ;
აზნაური – დიდი ფეოდალი;
წარმოჰმართა – გამოგზავნა;
სადიასპანო – საელჩო;
ვითარცა მოიწია – როცა მოვიდა;
კითხვაჲ ჰრქუა – მოიკითა, მიესალმა;
უკუეთუ – თუ;
ცხოველი – ცოცხალი;
შენდავე მოიქეცინ – შენვე დაგიბრუნდეს;
აფუცებდა – აფიცებდა;
ქუეყანა – მიწა;
დამართ – დაბლა;
იტყოდა – ამბობდა;
ატროშანი – აქ: ცეცხლთაყვანისმცემლობა, მაზდეანობა;
შეერთო– შეუერთდა;
დაუტევა – დატოვა;
ტაძარი – სასახლე;
ეკლესიად შევიდა – ეკლესიაში შევიდა;
თანამიიყვანა – მიიყვანა;
წარადგინნა იგინი – დააყენა ისინი;
ესრეთ ილოცვიდა – ასე ლოცულობდა;
შენ დაიცვენ ესენი – დაიცავი ესენი;
განათლებული – მონათლული;
ემბაზი – ადგილი, სადაც ნათლავენ, ჭურჭელი, რაშიც ნათლავენ;
ყოფად ერთ სამწყსო ერთისა მწყემსისა – რომ იქნენ ერთი მწყემსის (ქრისტეს) სამწყსო (მრევლი); რომ ქრისტეს მტკიცე მორწმუნეები იქნენ;
ვითარცა – როგორც, როცა;
მწუხრისა ჟამი – საღამოს ლოცვა;
აღასრულეს – დაამთავრეს;
მუნ შინა – მასში.
სიმწარითა სავსე – დარდით სავსე, დამწუხრებული;
მიეყრდნა ყურესა ერთსა – კუთხეში დადგა, ერთ კუთხეს მიეყრდნო;
არა მუნ იყო – იქ არ იყო;
ვანი – სამყოფელი;
კითხვად რაჲსმე სიტყჳსა – რაღაცის საკითხავად;
თანავჰყვანდი – წაყვანილი ვყავდი; ვახლდი;
მყის – მაშინვე, სწრაფად;
შინაჲთ – შინიდან;
აღვივსენით მწუხარებითა – დიდად დავმწუხრდით;
ვტიროდეთ – ვტიროდით;
ცოდვათა ჩუენთა წარმოჩინებისათჳს – ჩვენი ცოდვების წარმოჩინების გამო;
ვიჯმენ ადრე – მალე მოვშორდი;
ვტიროდე – ვტიროდი;
ვარქუ – ვუთხარი;
ღუაწლი დიდი – დიდი შრომა, მძიმე საქმე, განსაცდელი;
შესლვად ხარ – შეხვალ;
ეკრძალე სარწმუნოებასა ქრისტჱსსა – მოერიდე (გაუფრთხილდი) ქრისტეს სარწმუნოებას;
ნუუკუე – რომ, ეგებ;
მტერი – ეშმაკი;
გუემა – ცემა;
შეგაგდოს – ჩაგაგდებს;
უმჯობჱს არს – უმჯობესია;
ჩემდა – ჩემთვის, ჩემკენ;
ჴელთა მისთაგან – მისგან;
ჩემი და მისი შეკრებაჲ – მასთან ჩემი შეთანხმება;
წარწყმედაჲ – დაღუპვა;
რამეთუ – რომ, რადგანაც;
მასმიეს – გამიგონია;
განეყენენ – გამშორდეს, მოშორდეს;
ვთქუ – ვთქვი.
ამას სიტყუასა შინ ვიყვენით – ამის შესახებ ვსაუბრობდით;
მონადირება – მოტყუება;
ცნა – გაიგო, მიხვდა;
ხუცესი – მღვდელი (სასულიერო პირი);
დევნი შემოიხუენ – ეშმაკები შემოიყვანე (აქ: უწმინდურება შემოიტანე);
ჰრწმენა – ირწმუნა;
ვითარცა – როგორც, როცა;
შემოქმედი – შემქნელი (აქ: ღმერთი);
შეურაცხ-გყავ – არად ჩაგაგდე;
მრავალი ტანჯვაჲ მოაწიო ჩემ ზედა – ძლიერ დამტანჯავ;
მიუთხართ – ვუამბეთ;
მან განიწყო გული – განრისხდა.
მიავლინა – გაგზავნა;
უკუეთუ არა– თუ არა;
თრევით მოგითრიო – მოგათრევ;
უწყი მე – ვიცი;
მოავლინნეს მსახურნი – გამოგზავნის მსახურებს;
თრევით წარგიყვანოს – ძალით წაგიყვანს, წაგათრევს;
წარსწყმედ – დაღუპავ;
ევანგელჱ – სახარება, წიგნი ქრისტეს ცხოვრებისა და მოძღვრების შესახებ, დაწერილი ოთხი მახარებლის: მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს მიერ;
ესრჱთ იტყოდა – ასე ამბობდა;
გულითად – გულით;
სიკუდილდ – სასიკვდილოდ;
მივალ – მივდივარ;
წიგნნი მოწამეთანი – წიგნი მოწამეთა ცხოვრებისა და წამების შესახებ;
რაჟამს– როცა;
ტაძარი– სასახლე;
გალიაკი– სამყოფი;
აღიპყრა ჴელნი – ხელები აღმართა;
ვინ იპოვა – ვინმე აღმოჩნდა;
სიკუდილდ მიმითუალეს – სასიკვდილოდ გამწირეს.
პური ვჭამოთ – ვჭამთ;
ჟამი პურისაჲ – ჭამის დრო;
ძლით – ძალით;
ასტამი – ნაკვერჩხლის და ნაცრის გამოსაჩხრეკი;
ჩაჰფლა – ჩაარტყა;
დაუბუშტა – დაუსივა;
ყიოდა – ყვიროდა, ღმუოდა;
იზახდა – ყვიროდა;
ვითარცა ცოფი – როგორც გიჟი;
შუელად აღდგა – მოეშველა;
გუემა იგიცა – სცემა მასაც;
მოხეთქა – დაარტყა;
ჭირით – გაჭირვებით;
გამოუღო – გამოჰგლიჯა;
თესლ-ტომი – ჯიში, შთამომავლობა;
სახლისა მაოჴრებელი – ოჯახის დამქცევი, ამაოხრებელი;
სახელ-სდებდა – უწოდებდა;
ბორკილთა შესხმაჲ – ბორკილების დადება;
და-რე-სცხრა – ოდნავ დაწყნარდა;
რაჲთამცა საკრველთა მათგან განეტევა – რომ ბორკილთაგან გაეთავისუფლებინა;
განტევებაჲ – გათავისუფლება;
კრძალულად დაცვაჲ – საიდუმლოდ დაცვა.
ცისკარ ოდენ იყო – განთიადისას, დილით ადრე;
ვითარმედ – რომ;
ვითარ არს – როგორ არის;
ვერ განსარინებელ არს – ვერ გადარჩება;
თჳთ – თვითონ;
დაუკჳრდა – გაუკვირდა;
შემიტევე – შემიშვი;
უუკუე ცნას – რომ გაიგოს;
თუცა – თუნდაც;
მისთჳს – მის გამო;
ხატი – სახე;
მოეძღუანა – გამოეგზავნა;
იღუწიდეს – ზრუნავდნენ;
ხუცეს – მღვდელო (წოდებით ბრუნვა);
ძალ-მიც – შემიძლია;
გემოჲს-ხილვად – აქ: ჭამა;
შთამუსრვილი – ჩამტვრეული;
ვისწრაფდი გამოსვლად – ვჩქარობდი გამოვსულიყავი;
მიუძღუანოა – გავუგზავნო?;
ნუუკუე ითხოვდეს – ეგებ ითხოვდეს;
არღარად მეჴმარების – აღარაფრად მესაჭიროება;
რომელმან ესე შეიმკოს – ვინც ამას შეიმკობს.
დიდნი იგი მარხვანი – აღდგომის დღესასწაულის წინა ორმოცდღიანი მარხვა;
იძია – მოძებნა;
მუნ დაეყუდა – იქ გაჩერდა;
დაყო – ამოქოლა;
საკუთარი – მახლობელი;
აღვსება – აღდგომა;
ეშმაკი თხრიდა გულსა მისსა – ეშმაკი აღაგზნებდა (აღაშფოთებდა);
მივიდა ეკლესიად – მივიდა ეკლესიაში;
ეტყოდა – ეუბნებოდა;
გამომეც – მომეცი;
რაჲსა ეგრე იქმ – რატომ აკეთებ მაგას?;
ბოროტი – ცუდი;
რისხვით ეტყჳ – მრისხანედ ელაპარაკები;
უხეთქნა – დასცხო, დაარტყა;
იკადრა სიტყუად – გაბედა ლაპარაკი;
ეკლესიით ვიდრე ტაძრადმდე – ეკლესიიდან სასახლემდე.
დგა – იდგა;
ტაძრით – ეკლესიიდან;
უნდა – უნდოდა;
რაჲთამცა ჰრქუა – რომ ეთქვა;
თუალი ჰკიდა – თვალი მოჰკრა;
სხუაჲ ვერღარაჲ სცალდა სიტყუად – მეტის თქმა ვეღარ დასცალდა;
ესთენ ოდენ – მხოლოდ ესღა;
დადუმნა – გაჩუმდა;
სივლტოლად იწყო სწრაფით – სწრაფად გაიქცა;
უჴამური – ფეხშიშველი;
თმაგარდატევებული – თმებჩამოშლილი;
შეურაცხთაგანი – მდაბიო, უბრალო;
დაბურვა – დახურვა;
მჴედრ შეუდგა უკუანა – ამხედრებული მისდევდა;
ამბოხი – დიდძალი ხალხი;
იჴაჴდეს -იკაწრავდნენ;
საწყალობელად – შესაბრალისად;
დასთხევდეს ცრემლთა – ცრემლს ღვრიდნენ;
შუშანიკისთჳს – შუშანიკის გამო;
უკმოჰხედნა – მოხედა;
ჯმნულმცა ვარ მე თქუენგან ამიერითგან – ამიერიდან გშორდებით;
მიხილოთ – მნახავთ;
ციხით – ციხიდან.
კჳრიაკე – კვირა;
მოუწოდა – დაუძახა;
აქამომდე ცოცხალღა არსა – აქამდე ცოცხალია;
უფალო – ბატონო;
სიკუდილდ კერძო – სიკვდილისაკენ;
საგონებელ არს – საფიქრებელია;
ნურა რაჲ გგლიან – ნურა გენაღვლება;
უტე – გაუშვი, დაე;
უქადე – შევპირდი;
ჭურჭერი – ნივთი;
ძნიად თავს იდვა შეტევებაჲ ჩემი – ძლივს გადაწყვიტა ჩემი შეშვება;
რაჟამს – როცა;
დაღამდეს – დაღამდება;
მოვედ – მოდი;
ტარიგი – კრავი;
სძალი – რძალი (იგულისხმება: ქრისტეს მოწამე);
საკრველი – ბორკილი;
ვერ დამითმო გულმან – გულმა ვერ გამიძლო;
ვტიროდე ფრიად – ვტიროდი ძლიერ (მწარედ);
კეთილისა ამისთჳს – ამ სიკეთის გამო;
სტირა, ხუცეს? – სტირი, მღვდელო?;
ესეღა თუმცა მეცნა – ეს რომ მცოდნოდა;
არამცა შემოგიტევე – არ შემოგიშვებდი;
ვიწყე სიტყუად – დავიწყე ლაპარაკი;
ვიჯმენ მისგან – მოვშორდი მას;
წარვედ სწრაფით ვანად ჩემდა – სწრაფად წავედი შემს სახლში;
ჩორდ წარემართა – წავიდა ჩორში;
არა დახუდა – არ იყო, არ დასწრებია, არ შესწრებია;
მიეწია – დაეწია;
რაჲთამცა ბრძანა – რომ ებრძანებინა;
საკრველთა მათგან განტევებაჲ – ბორკილთაგან გათავისუფლება;
ფრიად აწყინა – აქ: ბევრს ეხვეწა; ოდენ – მხოლოდ;
აღჰჴადა – ახსნა, შეხსნა;
არა თავს-იდვა – არ მოისურვა, არ ინება;
ზედგომა – დგომა (მღვიძარება);
უწყინოდ – დაუსრულებლად.
ასერგასისი – ასორმოცდაათი;
ფსალმუნი – საგალობელი;
ზესკნელისა მის მეუფისა – ღმერთის (იესო ქრისტე);
სათნო – მოსაწონი;
შვილნი იგი შენნი მიაქცინა მოგობასა – შენს შვილებს ცეცხლთაყვანისმცემლობა მიაღებინა;
თავსა თჳსსა ქუე დამართ სცემდა – თავს მიწას ურტყამდა;
სულთ-ითქუნა – ამოიოხრა;
იყავნ ნებაჲ შენი – შენი ნება იყოს;
დამიცევ საქმეთაგან მტერისათა – დამიცავი ეშმაკის საქმეებისაგან;
დამშრშალი – გამომშრალი, დამჭკნარი, გამხდარი;
დაბუშებული – დასივებული;
მოეძღუანა – გამოეგზავნა;
საზრდელი – საჭმელი;
მოვიდიან – მოდიოდნენ;
ხილვად დედისა თჳსისა – თავისი დედის სანახავად;
რაჟამს მიაქცინეს – აქ: როცა ქრისტიანობა ურყვეს;
ვერღარა იკადრეს – ვერ გაბედეს;
ხილვად მისა – მისი ნახვა.
მოციქულნი მოავლინნა – მოციქულები (შუაკაცები) გამოგზავნა;
მოვედ ტაძრად – მოდი სასახლეში;
ჩორდ წარგცე შენ ანუ კარად – ჩორში გაგგზავნი, ყარსში ან ქტეზიფონში (სპარსეთის სამეფო კარზე);
კარაული – სახედარი;
მიჰრქუა ესრეთ – ასე შეუთვალა;
უბადო – უბედური;
უგულისჴმო – უგუნური;
თუ მუნ კეთილსა რასმე შევემთხჳო – ეგებ იქ კარგ რასმე შევხვდე, ბედს ვეწიო;
ბოროტსა ამას განვერე – ამ ბოროტებას (უბედურებას) გადავურჩე;
გულსა ეტყოდა – ფიქრობდა;
ვითარ-იგი – როგორც;
ვითარმედ – რომ;
ნუუკუე – რომ, ეგებ;
მარქუ – მითხარი;
ცოცხალითა ფერჴითა არა გამოხვიდე შენ მაგიერ ციხით – ცოცხალი ვერ გამოხვალ მაგ ციხიდან;
შემძლებელ ხარ – შეგიძლია;
აღდგინება – აყენება;
აღადგინე – ააყენე (გააცოცხლე);
რომელი ურდს დამარხულ არს – რომელიც ურდშია დამარხული;
გარნა თუ მისა ვერ შემძლებელ ხარ აღდგინებად – მაგრამ თუ მისი აყენება (გაცოცხლება) ვერ შეგიძლია;
ვერცა ჩემდა შემძლებელ ხარ განყვანებად – ვერც ჩემი (ციხიდან) გაყვანა შეგიძლია;
გარნა თრევით გამითრიო – თუ არ გამათრევ;
ნანდჳლვე ვთქუ – ნამდვილად ვთქვი;
შემო-ვინმე-ვიდა – ვიღაც შემოვიდა.
აღივსებოდა მეექუსჱ – მეექვსე წელი სრულდებოდა;
ჯეკმა დამაშურალობითა შრომათა მათ შინა – დიდი, ძლიერი ტანჯვის, გასაჭირის ატანა;
სენი სნეულებისაჲ – ავადმყოფობა;
წინაჲსწარ უღაღადებდი – წინასწარ ვეუბნებოდი;
ვეტყოდე – ვეუბნებოდი;
ვეტყოდე – ვეუბნებოდი;
დაუმძიმებ ჴორცთა მაგათ ზედა – აწუხებ სხეულს;
ვერ დაგითმონ – ვერ გაგიძლებენ (ვერ აიტანენ ტანჯვას);
ვერღარას შემძლებელ იყო ყოფად რაჲსმე საქმედ კეთილსა – კარგი საქმის გაკეთებას ვეღარ შესძლებ;
ეგოდენი – მაგდენი;
ზედგომა – დგომა (მღვიძარება);
ღამე ყოველ – მთელი ღამე;
დაშრომა – შრომა;
ფსალმუნება – ფსალმუნთა გალობა;
არცაღა მცირედ სადა სცა ჴორცთა მისთა განსუენებაჲ – არც ოდესმე ოდნავ შეუსვენია;
შეიქმნა და დადნა ვითარცა ავლი – ნაცარს დაემსგავსა (აქ: ძლიერ გახდა);
დიდთა მათ მარხვათა აღვსებისათა – აღდგომის დიდი მარხვა;
ერგასისი – ორმოცდაათი;
დღისი – დღისით;
ღამჱ – ღამით;
დაჯდის – დაჯდა ხოლმე;
მიიღის – მიიღო ხოლმე;
გარნა – მხოლოდ;
კჳრიაკე – კვირა;
ეზიარის ჴორცსა და სისხლსა ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისასა – ჭამდა ხოლმე პურს და ღვინოს დალევდა;
შექმნული – შემზადებული;
აღვსება – აღდგომა;
მიერ დღითგან – იმ დღიდან;
ვინაჲთგან – რაც, რადგანაც;
პყრობილ-ყვეს იგი ციხესა მას შინა – საპატიმროში ჩააგდეს;
სასთაულსა ზედა თავი არა მიდვის – ბალიშზე თავს არ დებდა;
გარნა – მხოლოდ;
ალიზაკი – აგური.
მოიწია წმიდისა და სამგზის სანატრელისა შუშანიკის ზედა წყლულებაჲცა ჴორცთა მისთაჲ – წმინდა შუშანიკი ავად გახდა ძლიერ (კანი დაუსკდა);
დაუცხრომელად – შეუსვენებლივ;
თხრამლი – ჩირქი;
რომელი-იგი – რომელიც, რაც;
ნუ მძიმე-გიჩნ – ძნელად ნუ გეჩვენება;
ადრე ყოფად არს დატევებაჲ უბადრუკთა ამათ ჴორცთა ჩემთაჲ – მალე მოვკვდები;
შინაგან – შიგნით;
გარეგან კაცთა თუალსა – ხალხის დასანახავად;
ანტიოქიისა პალეკარტი – ანტიოქიური წამოსასხამი.
ესმა – გაიგონა;
მჴევალი – მონა ქალი;
ხილვად – სანახავად;
მარტჳლი – მოწამე;
ვითარცა მიიწია – როცა მივიდა;
მძლავრ – ძალით;
სალმობა – სნეულება, ტკივილი;
კეთილ ვარ – კარგად ვარ;
ვითარ ღმერთსა უნებს – როგორც ღმერთს სურს;
ყოველთა წარსავალსა მას გზასა მეც წარვალ – მეც მოვკვდები, როგორც ყველა;
მსწრაფლ – სწრაფად;
პირველი – ადრინდელი;
სძალი – რძალი (იგულისხმება: ქრისტეს მოწამე);
რაჲთა მომიტევნეს – რომ მომიტევოს;
ყრმებრ – ბავშვურად;
ჰქმნე – ჩაიდინე;
მაგის სახისათჳს – მაგის გამო;
რომელი-იგი – რომელიც, რაც;
არა რაჲმე სათნო იყოს ღმრთისა – რაც ღვთის მოსაწონი არ იქნება;
არა ვქმნე – არ ვიზამ;
უკუეთუ ეგე ეგრეთ ჰყო – თუ ეს ასე ქნა (თუ ასე იზამ);
უკუდავ მექმნე მე მაგით სიტყჳთა – მახლობელი გამიხდები;
მუნ – იქ;
სადა-იგი – სადაც;
არა არს თუალღებაჲ – არ არის მიკერძოება;
მსაჯულთაჲსა და მეუფისა მის მეუფეთაჲსა – ქრისტე;
რჩევაჲ – სხვაობა, გარჩევა;
სწორი – მართალი (თანასწორი);
ვთქუათ – ვიტყვით;
მიაგოს მას უფალმან – ღმერთი გადაუხდის;
ვითარ – როგორ, როგორც;
უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოისთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი დააჭნო – უდროოდ ჩემი ახალგაზრდობა და სილამაზე დაღუპა;
შუენიერებაჲ სიკეთისა ჩემისაჲ დააბნელა და დიდებაჲ ჩემი დაამდაბლა – ჩამოახმო, სიკვდილის პირას მიმიყვანა;
დაუდგრომელი – არამყარი;
ვინ სთესა – მოიმკო – ვინც დათესა – მოიმკო;
ვინ განაბნია გლახაკთათჳს – შეიკრიბა – ვინც გლახაკები შეიწყალა (მათ ქონება დაურიგა), იგი გამდიდრდა;
რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი, მან პოოს იგი, რომელმან ადიდა იგი – ვინც თავს დაიღუპავს, მას იპოვის, ვინც იგი ადიდა (ე.ი. ვინც ღვთის გამო მოკვდება, იგი ღმერთს იხილავს);
უჯმნა – გამოუშვა, გამოემშვიდობა.
თავი იგი ეპისკოპოსთაჲ – მთავარეპისკოპოსი;
მოყუასი – მეგობარი;
დამაშურალ, სახლეულითურთ თანაყოფით იყვნეს – ზრუნავდნენ ოჯახის წევრებთან ერთად;
იყვნეს… თანაზიარ – თანაუგრძნობდნენ;
მადლობით წარჰგზავნიდეს ნავთსადგურისა მის მიმართ ქრისტჱსისა – მადლობით აგზავნიდნენ სამუდამო სამყოფელში;
აზნაური – დიდი ფეოდალი;
ზეპური – დიდებული, დიდგვაროვანი;
დედაჲ – ქალი;
უაზნო – მდაბიო;
ახოვანი მჴნე – მხნე მებრძოლი;
მიჰვედრიდეს ქრისტესა – ქრისტეს შეავედრებდნენ;
ითხოვდეს – ითხოვდნენ;
ნაკურთხევი – დალოცვილი;
მოშუერით – მოხვედით, გაისარჯეთ, შეწუხდით;
აჰა ესერა – აი;
გზასა წარვალ საუკუნესა – სამარადისო გზას;
ჭირისა ამის წილ – გაჭირვების სანაცვლოდ;
მომმადლოს – მომმადლებს;
მივემთხჳო მე დიდებასა – მივიღებ დიდებას;
ჯმნული – განშორებული;
ძლევისა მისთჳს – გამარჯვების გამო;
შესწირვიდეს – სწირავდნენ;
გამოვიდეს ციხით – ციხიდან გამოვიდნენ;
წარვიდეს – წავიდნენ.
მოიწია დღჱ იგი წოდებისა მისისაჲ – მოვიდა მისი სიკვდილის დღე;
მოუწოდა – დაუძახა;
მადლსა მისცემდა – მადლობას უხდიდა;
მოწლებისა მისისათჳს – მისი სიკეთის გამო;
მამამძუძე – აღმზრდელი;
შემვედრა – შემავედრა;
უბრძანებდა დასხმად ადგილსა მას – უბრძანებდა, იქ დაეკრძალათ;
ვინაჲცა-იგი – საიდანაც;
უკუეთუ – თუ;
ღირს რჲმე ვარ – ღირსი ვარ;
უკუანაჲსკნელი ესე მეათერთმეტჱ მოქმედი ვენაჴისაჲ – მორწმუნეთა შორის უკანასკნელი.
მაშინღა – მაშინ უკვე, მხოლოდ მაშინ;
ადრე–ადრე – სწრაფად;
მოიღო – მოიტანა;
შესაგრაგნელად – შესახვევად;
თხრამლი – ჩირქი;
ჴართა მჴნეთა დაუღლვილთა ზესკნელისა მის ფასისათა – ზეციური (საღმრთო)სიკეთით შეკავშირებულნი;
ყოველი კრებული – მთელი მრევლი;
კეროვნი აღნთებული – ანთებული სანთელი;
საკუმეველი სულნელი – სურნელოვანი საკმეველი;
აღვიხუენით… ძუალნი – ავიღეთ ძვლები (გვამი);
გამოვიხუენით – გამოვასვენეთ;
დავითის ქნარითა – ფსალმუნებით.
დასაბამი – დასაწყისი;
აპნისი – იანვარი;
აღუსებისა ზატიკი – აღდგომის დღესასწაული;
ვარდობაჲ – მაისი;
აღსრულებაჲ – სიკვდილი;
კოზმან და დამიანე – ეწამნენ კილიკიაში დიოკლიტიანე იმპერატორის დროს (III-IVსს.);
განვაწესეთ – დავაწესეთ;
რომლისა შუენის – რომელსაც შვენის, შეეფერება.