5 ოქტომბერი, შაბათი, 2024

ფონეტიკა

spot_img

ტერმინი ფონეტიკა ბერძნული ენიდან მოდის. იგი ენათმცნიერების ერთ-ერთი დარგია, რომელიც ენაში არსებულ სამეტყველო ბგერებს შეისწავლის. ბგერა არის სხვადასხვანაირი მაგ: ფიზიკური (წკარუნი,  შიშინი, ჩხარუნი და ასე შემდეგ) და ბიოლოგიური, რომელსაც ყველა ცოცხალი ორანიზმი გამოსცემს.

ადამიანი მეტყველებისას ორი სახის ბგერას იყენებს. ესენია: ხმოვანი  და თანხმოვანი.

ქართულ ენაში 5 ხმოვანი და 28 თანხმოვანი გვხვდება.

რა განსხვავებაა ხმოვნებსა და თანხმოვნებს შორის?

ხმოვნის წარმოთქმისას ფილტვებიდან ამოსული ჰაერი დაუბრკოლებლად ამოდის, თანხმოვნის წარმოთქმისას პირიქით, ჰაერს დაბრკოლების გადალახვა უწევს.

ხმოვანი ბგერები ხმაურით წარმოითქმის, თანხმოვანი ბგერების წარმოთქმისას კი თან ისმის ხმოვნები. სწორედ აქედან მოდის მათი სახელწოდებები.

თანხმოვნები წარმოშობის ადგილის მიხედვით

თანხმოვნები შესაძლოა განვასხვავოთ წარმოშობის ადგილის მიხედვით.

           

 

არსებობს: ბაგისმიერი, კბილისმიერი, კბილ-ბაგისმიერი, წინანუნისმიერი, ნუნისმიერი, უკნანანუნისმიერი, უკანა სასისმიერი, ხახისმიერი და ხორხისმიერი თანხმოვნები.

ბაგისმიერი თანხმოვნებია: ბ, ფ, პ, მ.

კბილისმიერი თანხმოვნებია: დ, თ, ტ.

კბილ-ბაგისმიერი თანხმოვანია: ვ.

წინანუნისმიერი თანხმოვნებია: ძ, ც, წ, ზ, ს. (სისინა ბგერები)

უკანანუნისმიერი თანხმოვნებია: ჯ, ჩ, ჭ, ჟ, შ. (შიშინა ბგერები)

უკანა სასისმიერი თანხმოვნებია: გ, ქ, კ, ღ, ხ.

ხახისმიერი თანხმოვანია: ყ.

ხორხისმიერი თანხმოვანია: ჰ.

ნუნისმიერი თანხმოვნებია: ნ, რ, ლ. (ნარნარა ბგერები).

ყრუ და მჟღერი ბგერები

ბგერები, შესაძლოა, ორ კატეგორიად დავყოთ: ყრუ და მჟღერი.  როდესაც ადამიანი ლაპარაკობს ხორხში მოთავსებული მბგერი იოგები შემჭიდროვებულია, ამოსუნთქული ჰაერი ნაოჭებს აწვება,ისინი რხევას იწყებენ და ასე იბადება ბგერა. სწორედ მბგერი იოგების დახმარებით, ქალსა და მამაკაცს განხვავებული ხმის ტემბრი გააჩნიათ.

მჟღერი ბგერებია, რომელთა წარმოთქმისას ხმის სიმები ირხევა და ჟღერს. გვაქვს 18 მჟღერი (მათგან 5 ხმოვანია) და 15 ყრუ ბგერა.

ყრუ ბგერები, თავის მხრივ, ორ ქვეჯგუფად იყოფა. ესენია: ფშვინიერი და მკვეთრი.

მკვეთრი თანხმოვნებია: ტ, წ, ჭ, ყ, პ, კ.

მათ წარმოსათქმელად გვყოფნის ჰაერსი მარაგი, რომელიც პირის ღრუშია.

ფშვინიერი თანხმოვნებია: ფ, თ, ქ, ჩ, ც.

მათი წარმოთქმისას ვიყენებთ ჰაერის ნაკადს, რომელიც ფილტვებიდან ამოდის. ბგერების წარმოთქმისას, ასევე, ისმის ფშვინვა.

ფონეტიკური მოვლენები

დროთა განმავლობაში, შესაძლოა, სიტყვის ბგერითი შედგენილობა შეიცვალოს.

სიტყვაში ბგერითი შედგენილობის ცვლილებას ფონეტიკური მოვლენა ეწოდება.

ფონეტიკური მოვლენებია: ბგერის დაკარგვა, ბგერის გაჩენა, ასიმილაცია, დისიმილაცია, ფუძის კუმშვა, კვეცა და ა.შ.

ბგერის დაკარგვა. დროთა განმავლობაში შასაძლოა სიტყვის ბგერითი შედგენილობა შემცირდეს ან გაიზარდოს. ისეთ მოვლენას როცა მოსალოდნელი ბგერა სრულებით აღარ მოიპოვება არც თავის ადგილას და არც სხვა ადგილას გადასმული და არც სხვა ბგერით შენაცვლებული ბგერის დაკარგვა, ხოლო საპირისპირო მოვლენას ბგერის გაჩენა ეწოდება.

  1. ჰ ბგერის დაკარგვა ხმოვნების წინ. ძველად იყო: ჰამბავი, ჰომი, ჰაზრი, ჰალალი, ჰურია და სხვა. ამჟამად გვაქვს: ამბავი, ომი, აზრი, ალალი, ურია და სხვა.
  2. ვ-ს დაკარგვა ბაგისმიერი ბგერების წინ. მაგ: თავ-ი – თაობა – თაური, ხევ-ი – ხეობა – მოხეური, ნათესავი – ნათესაობა – ნათესაური და სხვა.
  3. ს-ს დაკარგვა თ,ზ,შ თანხმოვნების წინ: სახლში (სახლ-ს-თან), კედელთან (კედელ-ს-თან), სახლზე(სახლ-ს-ზე) და სხვა.
  4. ერთნაირ ბგერათაგან ერთ-ერთი იკარგება: ტანისამოსი (ტანის-სამოსი), წუთისოფელი (წუთის-სოფელი), ცისარტყელა(ცის-სარტყელა) და სხვა.

ბგერის დაკარგვის საპირისპიროა ბგერის გაჩენა. მაგალითად:

ადრე: წმიდა

ახლა: წმინდა

ასიმილაცია

ასიმილაცია, იგივე დამსგავსება, არის მოვლენა, როცა ბგერა იმავე სიტყვის სხვა ბგერას ემსგავსება:

მაგალითად:

შიში – სიში.

სეშა – შეშა

სეცხლი -ცეცხლი

ჭისკარი -ჭიშკარი

დისიმილაცია

დისიმილაცია/განმსგავსება ერთი სიტყვის ორი ერთმანეთის მსგავსი ან ერთგვარი ბგერიდან ერთ-ერთის შეცვლა, ამის შედეგად შესაძლოა დაიკარგოს ცვლილი ბგერა. დისიმილაცია ასიმილაციის საწინააღმდეგო პროცესია.

რბილი ( ლბილი)

  1. გორული ( გორური)
  2. ლერწამი ( ლელწამი)
  3. რაჭული (რაჭური)
  4. კანკალი (კანკანი)
  5. დამშრალი (დამშრარი)

კუმშვა და კვეცა

ბრუნებისას ფუძეხმოვნიანი და ფუძეთანხმოვნიანი სახელები გარკვეულ თვისებებს ავლენენ  რიგ სახელებში  ფუძის  შუიდან ვარდება ხმოვანი ან ზოგ შემთხვევაში სახელს ფუძის ბოლო ხმოვანი ჩამოშორდება.

ზოგჯერ, როცა სიტყვას ხმოვნით დაწყებული სართი დაერთვის, ფუძიდან ხმოვანი ვარდება. ამ მოვლენას კუმშვა ეწოდება.

ბალი – ბლის,

მკვლევარი – მკვლევრის,

ფურცელი – ფურცლის.

ხმოვნით დაწყებული სართის დართვისას ბოლოკიდური ხმოვნის ამოვარდნას კვეცა ეწოდება.

დედა – დედის,

მთვარე – მთვარის,

გიტარა – გიტარის.

არსებობს კუმშვად-კვეცადი სიტყვებიც. მაგალითად:

პეპელა – პეპლის.

 ცოტნე მაზმიშვილი, მაგდა ბაღდაძე

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები