16 მაისი, ორშაბათი, 2022

სხვათა სიტყვის მართლწერა

spot_img

ქართულ ენაში მეთქი, თქო და ნაწილაკები ემსახურება სხვათა ნათქვამის (ან განზრახვის) გამეორებას. ამ მხლებლებს სხვათა სიტყვების, ანუ სიტყვასიტყვით ნაწილაკებს უწოდებენ.

მეთქი (მიღებულია მე და ვთქვი სიტყვების სინთეზით) ნაწილაკი გამოიყენება პირველი პირის ადრე ნათქვამის/განზრახვის განმეორებით გადმოსაცემად.

მაგალითად: რამდენჯერმე ვუთხარი, გაკვეთილი ისწავლე-მეთქი.

თუ მრავლობით რიცხვს ვიყენებთ, ასეთ დროს მეთქი ნაწილაკს ენაცვლება .

მაგალითად: რამდენჯერმე ვუთხარით, გაკვეთილი ისწავლეო.

თქო (მიღებულია ნაწილაკიანი ზმნისაგან: თქვაო) გამოიყენება მაშინ, როდესაც პირველი პირი მეორე პირს სთხოვს ან ავალებს, რომ ნათქვამი მესამე პირს გადასცეს.

მაგალითად: წადი, დედაშენს უთხარი, ხვალ დახმარება დამჭირდება-თქო.

ნაწილაკი დაერთვის მესამე პირის ნათქვამს ან განაზრახს.

მაგალითად: დედა ტიროდა, შვილი ტყუილად დავსაჯეო.

ნაწილაკი უმეტესად გვხდება ანდაზებში.

წერის დროს მეთქი და თქო ნაწილაკებს სიტყვისაგან დეფისით გამოყოფენ, წინადადების წევრთან ერთად იწერება.

ნატა შუბითიძე – თბილისის №152 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებში 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ გამოცდაზე  პროფესიულ უნარებში, წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის, საგამოცდო ტესტში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის დავალება: ♦ არჩევითპასუხებიანი ♦ შესაბამისობის ♦...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები