პოემაში მოქმედება მიმდინარეობს ქისტეთში. მის დასაწყისში ერთმანეთს ხვდებიან სანადიროდ წასული ჯოყოლა და ზვიადაური. ჯოყოლამ ზვიადაური სახლში დაპატიჟა. იქ ზვიადაური გაიცნობს ჯოყოლასთან სტუმრად მყოფი მოხუც ქისტს, რომელიც ზვიადაურს იცნობს, როგორც ქისტების მოსისხლე მტერს. ქისტი ზვიადაურის სტუმრობის ამბავს მთელს სოფელს შეატყობინებს, რის შემდეგაც მას დაატყვევებენ.
ჯოყოლა ზვიადაურის გათავისუფლების აუცილებლობას იმით ხსნის, რომ ოჯახში სტუმრის დატყვევება მის შეურაცხყოფას ნიშნავს, ამიტომ ჯოყოლა სამართლის სხვა დროს აღსრულებას მოითხოვს, როდესაც უკვე ზვიადაური ჯოყოლას ოჯახს დატოვებდა. შელაპარაკების დროს ის თავის თანასოფლელს – მუსას სასიკვდილოდ დაჭრის.
ქისტებმა ზვიადაური მის მიერ მოკლულ დარლას საფლავზე მაინც აწამეს, სურდათ გაეტეხათ, მაგრამ ამაოდ,ზვიადაური წარბსაც არ ხრიდა. სანამ ცოცხალი იყო, ის შემდეგ სიტყვებს ამბობდა: „ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისადა“. ქისტებმა გული მხოლოდ იმით იჯერეს, რომ ზვიადაურის გვამი ღია ცის ქვეშ, ძაღლების საჯიჯგნად დატოვეს.
ჯოყოლას მეუღლე აღაზამ ზვიადაური დაიტირა, როგორც კარგი ვაჟკაცი, მაგრამ როცა ის სახლში ბრუნდებოდა, მას მოეჩვენა, რომ მიცვალებულები მისდევდნენ და კიცხავდნენ, აღაზას მოელანდა მკვდარი ძმა, რომელიც საფლავიდან წამომდგარიყო და დას გაჰკიოდა.
შინმოსულმა აღაზამ ჯოყოლასთან იცრუა, მაგრამ ჯოყოლამ არ დაუჯერა. აღაზამ ბოლოს სიმართლე უამბო, რომ ცრემლები ზვიადაურს შესწირა იმიტომ, რომ უცხო შეებრალა, რადგან მას არავინ ჰყავდა დამტირებელი, ამით მან მისი ვაჟკაცობა მოიწონა. ჯოყოლამაც მოუწონა ცოლს საქციელი და აღნიშნა, რომ ქალს ვერ განსჯიდა, რადგან კარგ ვაჟკაცს გლოვა მუდამ უხდებოდა.
ზვიდაურის მკვლელობის გამო ხევსურები ქისტეთის სოფელს თავს დაესხნენ. ჯოყოლამ იცოდა, რომ თანასოფლელები მას არ გაიკარებდნენ და რადგანაც მათთვის ერთგულების დამტკიცება სურდა, გადაწყვიტა ხევსურებს მარტო შებრძოლებოდა. ჯოყოლა დაიღუპა, ქისტებმა კი მისი მოქმედება მეტიჩრობად ჩათვალეს.
ქისტებმა აღაზას ქმარი სასაფლაოზე არ დააკრძალვინეს, ამიტომ მან ჯოყოლა კლდის თავზე დამარხა. ამის შემდეგ აღაზამ საშინელი მარტოობა იგრძნო და ადიდებულ მდინარეში გადაეშვა.
მარიამ გრიგალაშვილი, ქ.თბილისის 186-ე საჯარო სკოლის XIა კლასის მოსწავლე