3 მაისი, პარასკევი, 2024

სათაური

spot_img

აუდიტორიისა და მიზნის სტრატეგიულად განსაზღვრის შემდეგ ავტორმა უნდა შექმნას ეფექტური სათაური, რადგან ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია ტექსტისა. მას შემდეგ, რაც ავტორი მეტ–ნაკლებად განსაზღვრავს მისთვის საინტერესო სფეროსა და საკითხს, მნიშვნელოვანი ხდება სათაურის სწორად შერჩევა, რადგან იგი ხშირად თემის განვითარების იმპულსიც ხდება ავტორისთვის. სათაურს, ფაქტობრივად, ავტორისათვის მაკონტროლებელი ფუნქცია ეკისრება. სწორად შერჩეულ სათაურს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტექსტის წარმატებისათვის, რადგან მკითხველს სწორედ სათაური უქმნის პირველ შთაბეჭდილებას ტექსტის შესახებ, იგი აღძრავს ინტერესს და წარმოაჩენს ტექსტის მიზანს.

სათაურის მიზანია:

აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა;

ინტერესის აღძვრა, განწყობის შექმნა;

ძირითად იდეაზე აქცენტირება.

სწორად შერჩეული სათაურის მახასიათებლებია:

ტექსტთან ბმულობა – სათაური აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს ძირითად სათქმელს, წარმოაჩენდეს ავტორის დამოკიდებულობას საკითხისადმი.

ლაკონურობა – სათაური უნდა იყოს მოკლე, სხარტი, მოქნილი, ერთგვარად სტილის განმსაზღვრელი. არსებობს ამა თუ იმ სტილისათვის დამახასიათებელი ფორმები, მაგალითად: სამეცნიერო სათაური, საგაზეთო სტატიის სათაური.

ინფორმატიულობა – სათაური უნდა მიგვანიშნებდეს ავტორის ძირითად სათქმელზე, პოზიციაზე.

ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები მოგვითხრობს ქრისტიანული რელიგიის ერთგულ ადამიანთა ცხოვრებასა და ღვაწლზე. ჩვეულებრივ, ეს სათაურშივეა მოცემული, მაგალითად: „შუშანიკის წამება“ და „აბოს წამება“ იმ ტიპის სათაურებია, რომლებიც ნათელ წარმოდგენას გვაძლევს ნაწარმოებთა ფაბულაზე.

წერის ან კითხვის დროს, პირველ რიგში, სათაურს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან იგი გადმოგვცემს განსახილველ საკითხს და მიზანს.

სათაურის გამოხატვა კითხვითი ფორმითაც შეიძლება.

თეკლა მორჩილაძე, აკეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები