პუნქტუაცია სასვენი ნიშნების მოხმარების წესებია. მათი დაცვა აუცილებელია წერის დროს. წარმოგიდგენთ ძირითად წესებს.
წერტილი იწერება:
- თხრობითი წინადადების ბოლოს;
მაგალითად: გარეთ წვიმს. მათე მუსიკას უსმენს. ბებო ქსოვს.
- სიტყვის შემოკლებისას;
მაგალითად: მაგ.: ე.ი. ე.წ.
წერტილი არ დაისმის:
- სათაურის ბოლოს;
- ციტატის ბოლოს;
- ავტორის ან წყაროს დასახელებისას;
- ფრჩხილებში ჩასმული სიტყვის/წინადადების ბოლოს;
ძახილის ნიშანი იწერება:
- ბრძანებითი წინადადების ბოლოს;
მაგალითად: იმეცადინე! წადი! გაჩუმდი!
- ძახილის წინადადების დროს;
მაგალითად: შესანიშნავია! ყოჩაღ!
- მიმართვასთან, თუ ის ცალკეა, ან არის წინადადების თავში ან ბოლოში;
მაგალითად: ირაკლი! _ დაუძახა დედამ.
- შორისდებულებთან, როდესაც მასში წარმოდგენილია ძლიერი ემოციები;
მაგალითად: ვაშა! გავიმარჯვეთ!
კითხვის ნიშანი იწერება კითხვითი წინადადების ბოლოს:
მაგალითად: მიხვედი? გინახავს? დახმარება ხომ არ გჭირდება?
მრავალწერტილი იწერება:
- როდესაც სათქმელი არაა დასრულებული, წყდება, შეწყვეტილ-დაყოვნებულია;
მაგალითად: ის… ის… წავიდა.
- არასრული ციტირების დროს;
მაგალითად: ,,მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება…“
კითხვა-ძახილის ნიშანი იწერება, როდესაც კითხვასთან ერთად გამოხატულია ადამიანის ემოცია.
მაგალითად: სიმართლეა?! ჯერ არ წაგიკითხავს?!
ბრჭყალებში ჩაისმის: ციტატები, ნაწარმოებთა სათაურები, ჟურნალ-გაზეთა სახელები;
მაგალითად: ,,გული ვერ მოჰკლა მტრის ხელმა გული გულადვე რჩებოდა.“ ჟურნალი „გზა“ წავიკითხე. გაზეთი „შოკოლადი“ პოპულარულია.
ასევე: სპექტაკლის, წიგნის, ბრენდის, ფილმის და ა.შ. სახელი
მაგალითად: წიგნი „ნუ, მოკლავ ჯაფარას“ ფილმი: „მეოთხე ბრაიტონი“
ვულგარიზმები და ბარბარიზმები;
მაგალითად: ბიჭები „ღადაობენ.“ „ოქეი“ „სორი“
ფრჩხილებში ჩაისმის:
სიტყვა ან სიტყვათა ერთობლიობა, რომელიც განმარტავს წინა სიტყვის მნიშვნელობას; მაგალითად: ჩემი ინსპირაცია (შთაგონება) ვან გოგის ნამუშევარი იყო;
ჩართული სიტყვები და წინადადებები, რომლებიც იძლევა დამატებით ცნობას, ახსნა-განმარტებას თუ შენიშვნას ძირითადად წინადადებაში გამოთქმულ აზრთან დაკავშირებით; მაგალითად: ქეთევანი (ჩემი მასწავლებელი) კომპეტენტურია.
რეაქციები სტენოგრაფიულჩანაწერებში; მაგალითად: (მუსიკა), (სიცილი), (ტაში)
ორწერტილი დაისმის:
ერთგვარი წევრების ჩამონათვლის წინ; მაგალითად: ბებოს ბაღში აქვს: ია, ენძელა, ვარდი, ტიტა და იასამანი.
რთულ წინადადებაში, როდესაც მეორე ნაწილი გადმოგვცემს პირველის ვრცელ, გაშლილ ახსნა-განმარტებას, მიზეზს, მიზანს ან შედეგს, განმარტავს პირველი ნაწილის მნიშვნელობას; მაგალითად: მისი ბედი დღეს წყდება: დარჩება და განაგრძობს თავისი საქმის შესრულებას, თუ წავა.
როდესაც ავტორის ნათქვამს მოსდევს პირდაპირი ნათქვამი;
მაგალითად: მივიდა და უთხრა: -რისთვის მოხვედი?
ტირე იწერება:
როდესაც შედგენილ შემასმენელში გამოტოვებულია ზმნური ნაწილი ან კავშირი; მაგალითად: ეს ჩემი ნამუშევარია, ის – კატოს.
⇒ შემასმენელის გამოტოვებისას; მაგალითად: მე მიყვარს კლასიკური მუსიკა, მაშოს – არა.
⇒ განმაზოგადებელ სიტყვასთან შერწყმულ წინადადებაში, როდესაც განმაზოგადებელი სიტყვა ერთგვარი წევრების შემდეგაა წარმოდგენილი; მაგალითად: მარიამი, ნუცა, ქეთა – ყველა ბედნიერი იყო.
დიალოგების წინ;
მაგალითად:
– საუზმე შინ დაგრჩა?
– დიახ.
მძიმე დაისმის:
განკერძოებულ განსაზღვრებასთან, განკერძოებული განსაზღვრება შეიცავს დამატებით ინფორმაციას;
მაგალითად: სალომე, მეცადიენობისგან დაღლილი, დასაძინებლად წავიდა.
მძიმე დანართთან, დანართი სახელით გადმოცემული წინადადების რომელიმე წევრის შესახებ დამატებითი ცნობის შემცველი სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფია, რომელიც მისამართ წევრთან შეერთებულია პაუზით ან საგანგებო საკავშირებელი სიტყვით;
მაგალითად: თქვენ, ფოტოგრაფები, სამყაროს სხვა თვალით უყურებთ.
ასახსნელ-განსამარტავ წევრებთან დანართის დასაკავშირებლად გამოყენებულია ან კავშირები, ან კავშირის ფუნქციით გამოყენებული სიტყვები და ნაწილაკები;
მაგალითად: სახელად,
⇒ გვარად,
⇒ წოდებით,
⇒ არა,
განკერძოებულ გარემოებასთან;
მაგალითად: რამდენიმე საათში, გათენებისას, წავალ.
მძიმე გარდა და მიუხედავად თანდებულიან სახელებთან;
მაგალითად: მარიამის ავად ყოფნის მიუხედავად, ახალი თემა ახსნეს.
როდესაც მთხრობელი დარწმუნებულია თავის სათქმელში;
მაგალითად: რა თქმა უნდა, ნამდვილად,
როდესაც აზრი საეჭვოა;
მაგალითად: ვიმედოვნებ, ვვარაუდობ,
როდესაც ხდება რაიმე ფაქტის, მოვლენის შეფასება;
მაგალითად: ბუნებრივია,
როგორც წესი,
როდესაც გამოხატულია მთხრობელის მიერ ნათქვამისშეფასება;
მაგალითად: სასიკეთოდ,
სამწუხაროდ,
როდესაც დასახელებულია აზრის წყარო;
მაგალითად: ჩემი აზრით,
ავტორის აზრით,
როდესაც გვიჩვენებს მთქმელის დამოკიდებულებას ნათქვამისადმი;
მაგალითად: უფრო სწორად,
როდესაც ხდება თანამოსაუბრის ყურადღების მიპყრობა;
მაგალითად:როგორც გნებავთ,
როდესაც გამოყენებულია აზრების ლოგიკური თანმიმდევრობით დასალაგებლად;
მაგალითად: ერთი სიტყვით,
როდესაც ჩართულია საალერსო ფრაზები:
მაგალითად: შენი ჭირიმე,
გეფიცები,
მიმართვებთან
მაგალითად: ანი, მოდი, შენი დახმარება მჭირდება.
თუ მიმართვა მოქცეულია წინადადების შუაში, ის მძიმეებს შორის მოექცევა, ხოლო თუ ბოლოში, მძიმე მიმართვის წინ დაიწერება;
მაგალითად: დიახ, ქალბატონო რუსუდან, გასაგებია.
როგორ ხარ, ხათუნა?
მძიმე დაისმის შერწყმულ წინადადებებში;
როდესაც რამდენიმე შემასმენელი გვხვდება ერთ ქვემდებარესთან,
მაგალითად: მღერის, უკრავს, ხატავს, საკმაოდ ნიჭიერია.
როდესაც რამდენიმე ქვემდებარე გვხვდება ერთ შემასმენელთან;
მაგალითად: თბილისში ბევრი სავაჭრო ცენტრი, მაღაზიები და სუპერმარკეტებია.
როდესაც რამდენიმე დამატება გვხვდება ერთ შემასმენელთან;
მაგალითად:ბებომ ხილი, ბოსტნეული, ქათამი და რძე გამოგვიგზავნა.
რამდენიმე ერთნაირი განსაზღვრება საზღვრულ წევრთან;
მაგალითად: ის ლამაზი, მაღალი, ჭკვიანი იყო.
რამდენიმე ერთი და იმავე შინაარსის გარემოება ერთ საერთო წევრთან;
მაგალითად: ამ ბრენდის სამოსი, ყოველთვის დახვეწილი, მოდური და მოხდენილია.
კავშირიან შერწყმული წინადადებების დროს;
შერწყმული წინადადების ერთგვარი წევრების გამოსაყოფად მაჯგუფებელი კავშირის მნიშვნელობით გამოყენებული გაძლიერებითი კიდეც ნაწილაკის წინ, თუ იგი გამეორებულია;
მაგალითად: ლევანი კიდეც ხატავს, კიდეც მღერის.
არც…არც…, აღარც…აღარც…, ვეღარც…ვეღარც…, ნურც…ნურც… წყვილი ნაწილაკების წინ;
მაგალითად: აღარც ეკა, აღარც ხატია, იქ აღარ დამხვდა.
მაჯგუფებელი კავშირების მნიშვნელობით გამოყენებული კავშირების წინ;
მაგალითად: არა თუ შეიბარალა, არამედ გაათავისუფლა.
თუ მაკავშირებელი სიტყვა მეორდება;
მაგალითად: გინდ ასე იყოს, გინდ ისე.
მაგრამ, ოღონდ, ხოლო, თუმცა, კავშირების წინ;
მაგალითად: მაგრამ, მე ვეცადე.
შესადარებლად გამოყენებულ კავშირებთან;
მაგალითად: შენი ნამუშევარი მეტად საინეტერესოა, ვიდრე მათი.
როდესაც სიტყვები მეორდება;
მაგალითად: მოვალ, აუცილებლად მოვალ.
მძიმე დაისმის კავშირიან რთულ თანწყობილ წინადადებაში;
მაგალითად: ის ან ჩხუბობდა, ან კარგ ხასიათზე იყო.
მაგრამ, ხოლო-ს წინ;
მაგალითად: მაგრამ, მე ის მიყვარს.
წინადადების ბოლოს, როდესაც მას მოსდევს მასზე დამოკიდებული წინადადება;
მაგალითად:ხვალ საცეკვაო დარბაზში მივდივარ, რომ გენერალური რეპეტიცია გავიარო.
დამოკიდებული წინადადების შემდეგ, როდესაც მას მთავარი წინადადება მოსდევს.
მაგალითად: საგზური მაჩუქა, რადგან დედას ჩავაკითხო.
როდესაც დამოკიდებული წინადადება, მოქცეულია მთავარი წინადადების შუაში;
მაგალითად: სკოლაში, სადაც მე ვსწავლობ, კარგი გარემოა.
მძიმე არ დაისმის: და, ან, თუ კავშირებთან;
კი მაპირისპირებელი კავშირის წინ;
წერტილ-მძიმე დაისმის:
- ორ წინადადებას შორის, როდესაც ისინი სინტაქსურად დამოუკიდებელია, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდრო აზრობრივი კავშირი აქვთ;
მაგალითად:საცა გუთანს არ გაევლო, გაიარა; საცა ბარი არ მოხვედროდა, მოხვდა.
- აზრობრივი პუნქტების ჩამოთვლი დროს;
მაგალითად:
ბავშვთა უფლებებია:
- სიცოცხლის უფლება;
- განათლების მიღების უფლება;
დეფისი დაისმის:
⇒ გაორკეცებული ან ნაირფუძიანი რთული სიტყვების დაწერისას;
მაგალითად: ზღვა-ტბა, ნაპირ-ნაპირ, მთა-ბარი, ნელა-ნელა.
კესო ახვლედიანი – თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასი