19 მარტი, სამშაბათი, 2024

გპფ პროექტის „საკვირაო სკოლა ეთნიკური უმცირესობების სკოლების მოსწავლეებისათვის“ ფინანსური მხარდამჭერია

spot_img

გასულ კვირას სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და გუდავაძე – პატარკაციშვილის ფონდს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. კერძო ფონდი მასწავლებლის სახლის ინიციატივას დააფინანსებს, რომელის ფარგლებშიც ,,არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის ქვეპროგრამის“ პროექტი – ,,საკვირაო სკოლა ეთნიკური უმცირესობების სკოლების მოსწავლეებისათვის“ განხორციელდება.

საგანმანათლებლო პროექტის მიზანია:  სახელმწიფო ენის გაძლიერება; ეთნიკური უმცირესობების სტუდენტთა ჩართვა სასწავლო პროცესში; მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების, ემოციური ინტელექტის, ლოგიკის, კომუნიკაბელურობის, კულტურულ-შემოქმედებითი უნარების მაღალ დონეზე განვითარება;  ეთნიკური უმცირესობების სტუდენტთა პროფესიული განვითარების და სკოლაში დასაქმების ხელშეწყობა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რასაც პროექტი მოიაზრებს ესაა უნივერსიტეტისა და სკოლის მჭიდრო ურთიერთობის მოდელის შექმნა; ასევე სკოლის ბაზაზე სტუდენტის პრაქტიკის გავლის სახელმძღვანელოს შემუშავება, მონიტორინგის ინსტრუმენტებისა და საკვირაო სკოლებისათვის პროგრამის შექმნა.

ახალი პროექტი დეკემბრიდან დაიწყება და 9 თვის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიებებს მოიცავს. პირველ ეტაპზე ასევე გათვალისწინებულია ეთნიკური უმცირესობების 12 სკოლისა და იმავე თემის 12 სტუდენტის მონაწილეობა.

გპფ-სა და მასწავლებლის სახლს შორის თანამშრომლობა 2020 წელს დაიწყო და უკვე მეორე ერთობლივი პროექტი ხორციელდება. თანამშრომლობის მიზანია ერთობლივად იმუშაონ სხვადასხვა საგანმანთლებლო თემებზე, რომელიც მასწავლებლის როლის გაძლიერებას და ქართული ენის სწავლების მიმართულებით განხორციელდება. ასევე იმუშაონ პროფესიული განვითარების პროგრამების მიმართულებით, ხელი შეუწყონ სკოლების განვითარებას და სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვას.

⇑⇓ გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონ­დი 2017 წელს შე­იქ­მნა და მისი მი­სი­აა ხელი შე­უ­წყოს ქვე­ყა­ნა­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას. იგი მიზ­ნად ისა­ხავს გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თო ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას, გა­ნათ­ლე­ბის სტან­დარ­ტე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და მას­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდას. სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­თა და გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბით “გპფ“ მო­წო­დე­ბუ­ლია, შე­იქ­მნას სა­ჯა­რო და კერ­ძო პარტნი­ო­რო­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი ეროვ­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მხარ­და­სა­ჭე­რად. ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფონ­დის მიერ და­ფი­ნანსდა 30-მდე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტი. “გპფ-ს“ ფი­ნან­სუ­რი ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ში თით­ქმის 4 მლნ. ლარს შე­ად­გენს.

⇑⇓  ფონ­დის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის თა­ნა­დამ­ფი­ნან­სებ­ლე­ბი და პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ისე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: ათას­წლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი – სა­ქარ­თვე­ლო, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დი, USAID, UNDP, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი, Konrad Adenauer Stiftung, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტი, სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის შე­სა­ხებ, Public Institution Educational Debate Centre in Lithuania, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, გო­რის, ზუგ­დი­დის, ქუთაისის თე­ლა­ვის, , სო­ხუ­მის, ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი და სხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები