19 მარტი, სამშაბათი, 2024

პუნქტუაცია

spot_img

პუნქტუაცია სასვენი ნიშნების მოხმარების წესებია. მათი დაცვა აუცილებელია წერის დროს. წარმოგიდგენთ ძირითად წესებს.

წერტილი იწერება:

  • თხრობითი წინადადების ბოლოს;

მაგალითად: გარეთ წვიმს. მათე მუსიკას უსმენს. ბებო ქსოვს.

  • სიტყვის შემოკლებისას;

მაგალითად: მაგ.: ე.ი. ე.წ.

წერტილი არ დაისმის:

  • სათაურის ბოლოს;
  • ციტატის ბოლოს;
  • ავტორის ან წყაროს დასახელებისას;
  • ფრჩხილებში ჩასმული სიტყვის/წინადადების ბოლოს;

ძახილის ნიშანი იწერება:

  • ბრძანებითი წინადადების ბოლოს;

მაგალითად: იმეცადინე!  წადი!  გაჩუმდი!

  • ძახილის წინადადების დროს;

მაგალითად: შესანიშნავია! ყოჩაღ!

  • მიმართვასთან, თუ ის ცალკეა, ან არის წინადადების თავში ან ბოლოში;

მაგალითად: ირაკლი! _ დაუძახა დედამ.

  • შორისდებულებთან, როდესაც მასში წარმოდგენილია ძლიერი ემოციები;

მაგალითად: ვაშა! გავიმარჯვეთ!

კითხვის ნიშანი იწერება კითხვითი წინადადების ბოლოს:

მაგალითად: მიხვედი? გინახავს? დახმარება ხომ არ გჭირდება?

მრავალწერტილი იწერება:

  • როდესაც სათქმელი არაა დასრულებული, წყდება, შეწყვეტილ-დაყოვნებულია;

მაგალითად: ის… ის… წავიდა.

  • არასრული ციტირების დროს;

მაგალითად: ,,მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება…“

კითხვა-ძახილის ნიშანი იწერება, როდესაც კითხვასთან ერთად გამოხატულია ადამიანის ემოცია.

მაგალითად: სიმართლეა?!  ჯერ არ წაგიკითხავს?!

ბრჭყალებში ჩაისმის: ციტატები, ნაწარმოებთა სათაურები, ჟურნალ-გაზეთა სახელები;

მაგალითად: ,,გული ვერ მოჰკლა მტრის ხელმა გული გულადვე რჩებოდა.“ ჟურნალი „გზა“ წავიკითხე. გაზეთი „შოკოლადი“ პოპულარულია.

ასევე: სპექტაკლის, წიგნის, ბრენდის, ფილმის და ა.შ. სახელი

მაგალითად: წიგნი „ნუ, მოკლავ ჯაფარას“   ფილმი: „მეოთხე ბრაიტონი“

ვულგარიზმები და ბარბარიზმები;

მაგალითად: ბიჭები „ღადაობენ.“  „ოქეი“ „სორი“

ფრჩხილებში ჩაისმის:

სიტყვა ან სიტყვათა ერთობლიობა, რომელიც განმარტავს წინა სიტყვის მნიშვნელობას; მაგალითად: ჩემი ინსპირაცია (შთაგონება) ვან გოგის ნამუშევარი იყო;

ჩართული სიტყვები და წინადადებები, რომლებიც იძლევა დამატებით ცნობას, ახსნა-განმარტებას თუ შენიშვნას ძირითადად წინადადებაში გამოთქმულ აზრთან დაკავშირებით; მაგალითად: ქეთევანი (ჩემი მასწავლებელი) კომპეტენტურია.

რეაქციები სტენოგრაფიულჩანაწერებში; მაგალითად: (მუსიკა), (სიცილი), (ტაში)

ორწერტილი დაისმის:

ერთგვარი წევრების ჩამონათვლის წინ; მაგალითად: ბებოს ბაღში აქვს: ია, ენძელა, ვარდი, ტიტა და იასამანი.

რთულ წინადადებაში, როდესაც მეორე ნაწილი გადმოგვცემს პირველის ვრცელ, გაშლილ ახსნა-განმარტებას, მიზეზს, მიზანს ან შედეგს, განმარტავს პირველი ნაწილის მნიშვნელობას; მაგალითად: მისი ბედი დღეს წყდება: დარჩება და განაგრძობს თავისი საქმის შესრულებას, თუ წავა.

როდესაც ავტორის ნათქვამს მოსდევს პირდაპირი ნათქვამი;

მაგალითად: მივიდა და უთხრა: -რისთვის მოხვედი?

ტირე იწერება:

როდესაც შედგენილ შემასმენელში გამოტოვებულია ზმნური ნაწილი ან კავშირი; მაგალითად: ეს ჩემი ნამუშევარია, ის – კატოს.

⇒  შემასმენელის გამოტოვებისას; მაგალითად: მე მიყვარს კლასიკური მუსიკა, მაშოს – არა.

⇒ განმაზოგადებელ სიტყვასთან შერწყმულ წინადადებაში, როდესაც განმაზოგადებელი სიტყვა ერთგვარი წევრების შემდეგაა წარმოდგენილი; მაგალითად: მარიამი, ნუცა, ქეთა –  ყველა ბედნიერი იყო.

დიალოგების წინ;

მაგალითად:

– საუზმე შინ დაგრჩა?

– დიახ.

მძიმე დაისმის:

განკერძოებულ განსაზღვრებასთან, განკერძოებული განსაზღვრება შეიცავს დამატებით ინფორმაციას;

მაგალითად: სალომე, მეცადიენობისგან დაღლილი, დასაძინებლად წავიდა.

მძიმე დანართთან, დანართი სახელით გადმოცემული წინადადების რომელიმე წევრის შესახებ დამატებითი ცნობის შემცველი სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფია, რომელიც მისამართ წევრთან შეერთებულია პაუზით ან საგანგებო საკავშირებელი სიტყვით;

მაგალითად: თქვენ, ფოტოგრაფები, სამყაროს სხვა თვალით უყურებთ.

ასახსნელ-განსამარტავ წევრებთან დანართის დასაკავშირებლად გამოყენებულია ან კავშირები, ან კავშირის ფუნქციით გამოყენებული სიტყვები და ნაწილაკები;

მაგალითად: სახელად,

⇒      გვარად,

⇒      წოდებით,

⇒    არა,

განკერძოებულ გარემოებასთან;

მაგალითად: რამდენიმე საათში, გათენებისას, წავალ.

მძიმე გარდა და მიუხედავად თანდებულიან სახელებთან;

მაგალითად: მარიამის ავად ყოფნის მიუხედავად, ახალი თემა ახსნეს.

როდესაც მთხრობელი დარწმუნებულია თავის სათქმელში;

მაგალითად: რა თქმა უნდა,  ნამდვილად,

როდესაც აზრი საეჭვოა;

მაგალითად: ვიმედოვნებ, ვვარაუდობ,

როდესაც ხდება რაიმე ფაქტის, მოვლენის შეფასება;

მაგალითად: ბუნებრივია,

როგორც წესი,

როდესაც გამოხატულია მთხრობელის მიერ ნათქვამისშეფასება;

მაგალითად: სასიკეთოდ,

სამწუხაროდ,

როდესაც დასახელებულია აზრის წყარო;

მაგალითად: ჩემი აზრით,

ავტორის აზრით,

როდესაც გვიჩვენებს მთქმელის დამოკიდებულებას ნათქვამისადმი;

მაგალითად: უფრო სწორად,

როდესაც ხდება თანამოსაუბრის ყურადღების მიპყრობა;

მაგალითად:როგორც გნებავთ,

როდესაც გამოყენებულია აზრების ლოგიკური თანმიმდევრობით დასალაგებლად;

მაგალითად: ერთი სიტყვით,

როდესაც ჩართულია საალერსო ფრაზები:

მაგალითად: შენი ჭირიმე,

გეფიცები,

მიმართვებთან

მაგალითად: ანი, მოდი, შენი დახმარება მჭირდება.

თუ მიმართვა მოქცეულია წინადადების შუაში, ის მძიმეებს შორის მოექცევა, ხოლო თუ ბოლოში, მძიმე მიმართვის წინ დაიწერება;

მაგალითად: დიახ, ქალბატონო რუსუდან, გასაგებია.

როგორ ხარ, ხათუნა?

მძიმე დაისმის შერწყმულ წინადადებებში;

როდესაც რამდენიმე შემასმენელი გვხვდება ერთ ქვემდებარესთან,

მაგალითად: მღერის, უკრავს, ხატავს, საკმაოდ ნიჭიერია.

როდესაც რამდენიმე ქვემდებარე გვხვდება ერთ შემასმენელთან;

მაგალითად: თბილისში ბევრი სავაჭრო ცენტრი, მაღაზიები და სუპერმარკეტებია.

როდესაც რამდენიმე დამატება გვხვდება ერთ შემასმენელთან;

მაგალითად:ბებომ ხილი, ბოსტნეული, ქათამი და რძე გამოგვიგზავნა.

რამდენიმე ერთნაირი განსაზღვრება საზღვრულ წევრთან;

მაგალითად: ის ლამაზი, მაღალი, ჭკვიანი იყო.

რამდენიმე ერთი და იმავე შინაარსის გარემოება ერთ საერთო წევრთან;

მაგალითად: ამ ბრენდის სამოსი, ყოველთვის დახვეწილი, მოდური და მოხდენილია.

კავშირიან შერწყმული წინადადებების დროს;

შერწყმული წინადადების ერთგვარი წევრების გამოსაყოფად მაჯგუფებელი კავშირის მნიშვნელობით გამოყენებული გაძლიერებითი კიდეც ნაწილაკის წინ, თუ იგი გამეორებულია;

მაგალითად: ლევანი კიდეც ხატავს, კიდეც მღერის.

არც…არც…, აღარც…აღარც…, ვეღარც…ვეღარც…, ნურც…ნურც… წყვილი ნაწილაკების წინ;

მაგალითად: აღარც ეკა, აღარც ხატია, იქ აღარ დამხვდა.

მაჯგუფებელი კავშირების მნიშვნელობით გამოყენებული კავშირების წინ;

მაგალითად: არა თუ შეიბარალა, არამედ გაათავისუფლა.

თუ მაკავშირებელი სიტყვა მეორდება;

მაგალითად: გინდ ასე იყოს, გინდ ისე.

მაგრამ, ოღონდ, ხოლო, თუმცა, კავშირების წინ;

მაგალითად: მაგრამ, მე ვეცადე.

შესადარებლად გამოყენებულ კავშირებთან;

მაგალითად: შენი ნამუშევარი მეტად საინეტერესოა, ვიდრე მათი.

როდესაც სიტყვები მეორდება;

მაგალითად: მოვალ, აუცილებლად მოვალ.

მძიმე დაისმის კავშირიან რთულ თანწყობილ წინადადებაში;

მაგალითად: ის ან ჩხუბობდა, ან კარგ ხასიათზე იყო.

მაგრამ, ხოლო-ს წინ;

მაგალითად: მაგრამ, მე ის მიყვარს.

წინადადების ბოლოს, როდესაც მას მოსდევს მასზე დამოკიდებული წინადადება;

მაგალითად:ხვალ საცეკვაო დარბაზში მივდივარ, რომ გენერალური რეპეტიცია გავიარო.

დამოკიდებული წინადადების შემდეგ, როდესაც მას მთავარი წინადადება მოსდევს.

მაგალითად: საგზური მაჩუქა, რადგან დედას ჩავაკითხო.

როდესაც დამოკიდებული წინადადება, მოქცეულია მთავარი წინადადების შუაში;

მაგალითად: სკოლაში, სადაც მე ვსწავლობ, კარგი გარემოა.

მძიმე არ დაისმის: და, ან, თუ კავშირებთან;

კი მაპირისპირებელი კავშირის წინ;

წერტილ-მძიმე დაისმის:

  • ორ წინადადებას შორის, როდესაც ისინი სინტაქსურად დამოუკიდებელია, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდრო აზრობრივი კავშირი აქვთ;

მაგალითად:საცა გუთანს არ გაევლო, გაიარა; საცა ბარი არ მოხვედროდა, მოხვდა.

  • აზრობრივი პუნქტების ჩამოთვლი დროს;

მაგალითად:

ბავშვთა უფლებებია:

  • სიცოცხლის უფლება;
  • განათლების მიღების უფლება;

დეფისი დაისმის:

⇒ გაორკეცებული ან ნაირფუძიანი რთული სიტყვების დაწერისას;

მაგალითად: ზღვა-ტბა, ნაპირ-ნაპირ, მთა-ბარი, ნელა-ნელა.

კესო ახვლედიანი – თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები