27 ივლისი, შაბათი, 2024

„პოეზია“ – ანალიტიკური კომენტარი

spot_img

პაოლო იაშვილი თავის ლექსში „პოეზია“ იყენებს შემდეგ ფრაზას: „გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი“. ლექსის ლირიკული გმირი გამოხატავს პოეზიის გარეშე ცხოვრების უაზრობას, პოეტს ურჩევნია გაგიჟდეს, გახელდეს ან მოკვდეს, ვიდრე დაკარგოს სიტყვების მარაგი, რომლებითაც თავის ნამუშევრებს შექმნის. ლექსიკა მართლაც უმნიშვნელოვანესი რესურსია პოეტისათვის. სწორედ სიტყვებია ის, რაც ეხმარება შემომქმედს იმაში, რომ სრულყოს ლექსები და თავისი სახელი დატოვოს მწერლობაში.

ლექსში ვკითხულობთ, რომ ადამიანს ცხოვრებაში უამრავი გასაჭირი, ხიფათი შეიძლება გადახდეს, გადაულახავი დაბრკოლება შეხვდეს, ცხოვრებამ დაჩაგროს, გარიყოს და ყაჩაღივით გახიზნოს. სწორედ ამას გამოხატავს სტრიქონები: „არი მკვლელობა, არი ომი, არი ხანძარი, მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად თულებად“.

ადამიანი სიტყვების გარეშე ვერაფერს გამოთქვამს, ვერ დააფიქსირებს საკუთარ აზრს, ვერ შეძლებს საკუთარი ემოციების, განცდების, გრძნობების გადმოცემასა თუ გაზიარებას. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით აზარალებს პოეტებს, რადგან მათი ერთადერთი და უმთავრესი იარაღი არის სწორედ ის სიტყვები, ფრაზები თუ წინადადებები, რომლებითაც ისინი მკითხველსა თუ მსმენელს აცნობენ საკუთარ თავსა და შემოქმედებას.

აღნიშნული ლექსის ავტორს ურჩევნია მოკვდეს, ვიდრე ვეღარ იპოვოს შესაბამისი სიტყვები, რათა აღწეროს და მკითხველს დაანახოს ბუნების სილამაზე, მისი სიმშვენიერე, ვეღარ გამოხატოს ის ნაღველი, სევდა, ბედნიერება, სილაღე, რომელიც მის გულში სუფევს და ის ფიქრების ქარბორბალა, რომელსაც სრულად მოცული აქვს მისი გონება. პოეტურ ნიჭს ავტორი წარმოაჩენს როგორც სენს, რომელიც სულს აავადებს. ამ შეხედულებას აზოგადებს დანარჩენ მწერლებზე გამომდინარე იქიდან, რომ პოეტისთვის სიტყვების მარაგის დაცლა ნიშნავს მისი სულის ნაწილის გაქრობას, მოსპობას, სრულ განადგურებას, რაც შემოქმედის ცხოვრებაზე წარუშლელ კვალსა და უდიდეს ტრავმას ტოვებს.

საბა დეკანოიძესაჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის მე-12 კლასის მოსწვლე

დაჩი ხელაშვილითბილისის 53 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწვლე

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები