16 მაისი, ორშაბათი, 2022

პლეონაზმი

spot_img

პლეონაზმი ბერძნული სიტყვაა და ზედმეტს ნიშნავს. პლეონაზმი ლოგიკურად ზედმეტი, ერთნაირი მნიშვნელობის უსარგებლო სიტყვების გამოყენებაა. იგი ასევე აიხსნება როგორც აზრის გაძლიერებულად გამოხატვა ან დაზუსტებულია დამატებით ერთი ან რამდენიმე სიტყვით, რომელთა გრამატიკული საჭიროება არ არსებობს, მაგალითად: ირგვლივ გარშემორტყმული, ჩამოვარდა ქვევით და სხვა.

გამოხატვის ეს საშუალება ხშირია როგორც მხატვრულ, ასევე ფამილარულ (უადგილოდ თამამ, ზღვარგადასაულად თავისუფალ) მეტყველებაში. ამ უკანასკნელში პლეონაზმის გამოყენებას უფრო ხშირად უნებლიე ხასიათი აქვს.

არსებობს სემანტიკური პლეონაზმი:

♦ სემანტიკური პლეონაზმი უფრო სტილისტიკას მიეკუთვნება, ვიდრე გრამატიკას. ამ მოვლენას ენათმეცნიერებაში ხშირად „მრავალსიტყვაობით“ მოიხსენიებენ. სემანტიკური პლეონაზმი რამდენიმე ფორმით შეიძლება გამოვლინდეს.

♦ სინონიმური გამეორება: ფრაზის ერთი შემადგენელი სიტყვის სემანტიკური მნიშვნელობაუკავშირდება მეორე სიტყვას: „ზემოთ ასვლა“, „უფასო საჩუქარი“.

♦ მრავალსიტყვაობა: ფრაზაში აზრის მხრივ უსარგებლო სიტყვების არსებობა: „მან თავისი ხელი გამომიწოდა“ .

ხშირ შემთხვევაში სემანტიკურ პლეონაზმად მიჩნეული სიტყვის სტატუსი, რომელიც კონტექსტიდან გამომდინარეობს.

 თეკლა მორჩილაძე აკეთის საჯარო სკოლის x კლასის მოსწავლე

 

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებში 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ გამოცდაზე  პროფესიულ უნარებში, წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის, საგამოცდო ტესტში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის დავალება: ♦ არჩევითპასუხებიანი ♦ შესაბამისობის ♦...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები