27 ივლისი, შაბათი, 2024

ნატურალიზმი

spot_img

ნატურალიზმი  XIX საუკუნის ბოლოს წარმოშობილი სახელოვნებო მიმდინარეობაა, რომელიც ცდილობს, კლოდ ბერნარის მიერ ბიოლოგიაში შემოტანილი ექსპერიმენტალური მეცნიერების მეთოდები მიუსადაგოს ხელოვნებას.

ნატურალიზმი ლიტერატურაში

რეალიზმისგან განსხვავებით, ნატურალიზმს თავისი დოქტრინა და სკოლა აქვს. ნატურალისტური სკოლის სათავეში არის ფრანგი მწერალი ემილ ზოლა, რომელიც თავის ექსპერიმენტალურ რომანში აყალიბებს ახალ დოქტრინას და აცხადებს: „მწერლის სამუშაო მდგომარეობს იმაში, რომ აიღოს ბუნებიდან ფაქტები და გარემოებებისა თუ წრეების ცვალებადობის მიხედვით შეისწავლო მათი მექანიზმი“. ნატურალისტთა აზრით, რომანი უნდა გახდეს მეცნიერული და უნდა აიგოს რეალობის მკაცრ და მეთოდურ შესწავლაზე. მთავარი არაა შთაგონება, რომანისტმა უნდა გააანალიზოს გრძნობები, ისევე როგორც ექიმი შეისწავლის სხეულს. ნატურალისტებს პოზიტივისტური სურვილი ამოქმედებთ: მოეპყრონ საზოგადოებრივ მოვლენებსა და ფაქტებს ისე, როგორც საცდელ საგნებს. მწერალმა უნდა აჩვენოს ფაქტების მექანიზმი ხასიათებზე, გრძნობებზე, მოვლენებზე ისეთივე ოპერაციების ჩატარებით, როგორც ამას აკეთებს სხეულზე ქიმიკოსი ან ფიზიკოსი. რომანისტი ამგვარი ექსპერიმენტების ერთგვარ ოქმს ადგენს და თავს იკავებს განსჯისგან. მწერლის მიზანია, პერსონაჟი მოათავსოს სხვადასხვა გარემოში, პირობებში, და გაარკვიოს თუ რა შედეგი მოჰყვება ამა თუ იმ პირობებში ამა თუ იმ გრძნობას. ამ გაგებით, რომანისტი ქრება და ადგილს უთმობს მეცნიერს. რომანი კი ხდება სოციოლოგიური, ჰიგიენური თუ სხვა მეცნიერული კვლევების ლაბორატორია.

ნატურალიზმი ყველაზე რადიკალური ფორმით წარმოდგენილია გერმანულ ლიტერატურაში. ძმები ჰეინრიხების, იულიუს ჰარტისა და გერჰარტ ჰაუპტმანის ირგვლივ შეკრებილი ახალგაზრდა მწერლები გამოდიან ლიბერალური რეალიზმის წინააღმდეგ და ქმნიან საკუთარი წერის მანერას სახელწოდებით „Sekundenstil“, სადაც საგნებსა და თხრობას შორის დისტანცია უკუგდებულია და თხრობის დრო ამბის მიმდინარეობის დროს ემთხვევა.

ნატურალისტების აზრით, ლიტერატურას ცხოვრების სინაამდვილე უნდა აესახა მეცნიერული სიზუსტით, შეუფერავად, ე.ი. იმგვარად, როგორიც არის სინამდვილე თავისთავად, ბუნებრივ, ანუ ნატურალურ მდგომარეობაში.

ნატურალისტი მწერლები ვერ ხედავდნენ განსხვავებას ბუნებისა და საზოგადოების კანონებს შორის. აქედან მომდინარეობს მათი, ე.წ. ობიექტივიზმი, ე.ი. ტენდენციურობის გარეშე დგომა. ნატურალიზმის ვერცერთმა წარმომადგენელმა ვერ შეძლო თავის შემოქმედებაში ე. წ. მიუკერძოებელი ობიექტივიზმის გატარება და ეს ბუნებრივიცაა. ნატურალიზმი თავის თავში შეიცავს კლასიკური რეალიზმის საუკეთესო ტრადიციების უარყოფას. ეს გარემოება თავს იჩენს თუნდაც იმაში, რომ ნატურალისტს, რომელიც გატაცებულია სინამდვილის გარეგნული წვრილმანი მხარეების ასახვით, მხედველობის გარეშე რჩება არსებით-ტიპურის ასახვა ტიპურ გარემოში. ნატურალისტი მწერლები, თავიანთ შემოქმედებაში, ნაცვლად დამახასიათებლისა და ტიპურისა, იძლევიან ცალკეულ, დაქუცმაქცებულ მოვლენებს და ამიტომ ვერ ახერხებენ ცხოვრების მრავალფეროვნებიდან მხატვრული განზოგადების დონემდე ამაღლებას.

ნატურალიზმიდან აღმოცენდა ასევე იტალიური ვერიზმი (vérisme), სადაც მთავარ როლს დეტერმინიზმი თამაშობს, რომელიც სიცილიელი გლეხების ხასიათებშია წარმოდგენილი.

ნატურალიზმი ძალიან მალე უკუგდებულ იქნა თავად ამ სკოლის ბევრი წარმომადგენლის მიერ. 1887 წელს მოპასანი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ლიტერატურაში ობიექტურობა შეუძლებელია.

აქვე წარმოგიდგენთ ნატურალისტი მწერლების სიას: ემილ ზოლა, გი დე მოპასანი, ალფონს დოდე, ძმები გონკურები, კამილ ლემონიე, ჯოვანი ვერგა,გერჰარტ ჰაუპტმანი, იულიუს ჰარტი და სხვა.

გიორგი პატაშური – აწყურის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე  

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები