23 ნოემბერი, შაბათი, 2024

მინდია და საზოგადოება

spot_img

ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთობა განხილვის საკითხად  არის ქცეული. ამის მაგალითია ,,ალუდა ქეთელაური“, როცა ალუდა უპირისპირდება შატილიანთა თემს, მოპოვებული ჭეშმარიტების გამო. ასევე ,,სტუმარ-მასპინძელი“, სადაც ჯოყოლა და აღაზა უპირისპირდებიან  საზოგადოებას. გველისმჭამელი მინდია ამ პერსონაჟებისგან განსხვავდება.

მინდიას აქვს ისეთი ცოდნა, რომელიც სხვებს არ აქვთ. შეიძლება პირდაპირი გაგებით ეს შეძენილი უნარი არ არის ცოდნა, მაგრამ იბადება ახალი იდეა, რომელსაც ახალი მსოფლმხედველობა წარმოშობს. ამ ახალი მსოფლმხედველობის საფუძველზე მინდია სამყაროსადმი დამოკიდებულების ახალ წესს წარმოაჩენს.  მისი  ეს განსაკუთრებულობა ქმნის დაპირისპირებას საზოგადოებასთან. იგი სიტყვით, ქადაგებით ცდილობს საზოგადოების  დამოკიდებულებების უკეთესობისკენ შეცვლას. თემს კი აქვს თავიანთი წეს-ჩვეულებები, მათი ეთიკური ნორმები ბრძოლის უნარიანობაზეა დაფუძნებული, ისინი ხორციელ ცხოვრებაზე არიან ორიენტირებულნი. მინდიას მრწამსი, როგორც უკვე ვთქვით, იმ ადამიანების საპირისპიროა, ვინც გამუდმებით ზრუნავს ხორცის აღზევებაზე. მინდიასათვის ისე, როგორც ყველა ღირსეული ადამიანისთვის, საკუთარი „ხორცის კეთილდღეობა“ საშუალებაა და არა თვითმიზანი.

ამ ყველაფრის ფონზე თემის წევრებში იბადება კითხვა, განა შეიძლება ადამიანს ასეთი ცოდნა ქონდეს? ჩალხია უპირისპირდება მინდიასეულ ცხოვრების წესს და ცდილობს  საზოგადოება დააჯეროს, რომ მინდია ცრუობს. უკვე ბრბოდქცეული ხალხი ჩალხიას უჭერს მხარს და ეთანხმება, რომ გველისმჭამელი მათ ატყუებს.

ვაჟა ნათლად გვიჩვენებს, რომ ბრიყვის  ცხოვრება  ცხოველის  არსებობას  ემსგავსება. მინდია უშუალოდ,  გმობს ცხოვრების იმ წესს, რომელიც მრავალთათვის მისაღებია, ხოლო მისთვის  მიუღებელი. მას სჯერა ადამიანის მაღალი მოწოდების. ისიც იცის, რომ უანგარობის გზას ყველა ვერ დაადგება, მაგრამ თემის მოყმეთაგან სრული ვერგაგება აღიზიანებს.

ვაჟა-ფშაველა ცოცხალ,  ხასიათებს ქმნის და არა მსოფლმხედველობრივ სქემებს. ბუნების მესაიდუმლედ ქცევის შემდეგ,  მინდიას ყოფითი საფიქრალიც უჩნდება. თითქოს  რაღაც უკვეცავს ფრთებს მის აღმაფრენას და მიწისკენ ეზიდება. მინდიას უკომპრომისო ხასიათი თანდათან ირღვევა, ვინაიდან ის ვერ ახერხებს „ოქროს შუალედის“  დაცვას უანგარობის იდეის განხორციელებისაკენ სწრაფვასა და ყოფით რეალობას შორის.

ცოლთან კამათის პროცესში იგი  წარმოაჩენს თავის მსოფლმხედველობას. ის ამბობს „თავისა სასიამოვნოდ წუთისოფლისა მცნობარევ!“  აქ  არა მხოლოდ ბუნებისადმი მომხმარებლური დამოკიდებულებაა ხაზგასმული,  არამედ ზოგადად ცხოვრებისადმი მომხმარებლურ დამოკიდებულება.

მინდიასთვის რთულია მისი ხედვებისა და ფასეულობების საზოგადოებამდე მიტანა. იგი მაქსიმალურად ცდილობს ამას, თუმცა თემი მას ადანაშაულებს ტყუილში. გარშემო შექმნილი სიტუაციის ფონზე, მინდია იძულებული ხდება სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს. ეს მხოლოდ მისი კი არა, ბუნების სიკვდილიცაა.

მარიამ გრიგალაშვილი – თბილისის №186 საჯარო სკოლის XIა კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები